რატომ ვერ შეძლო დასავლეთმა Covid-19-ის შეჩერება

რობერტ სკიდელსკი და მასიმილიანო ბოლონდი

მთარგმნელის პოზიცია: რობერტ სკიდელსკი ცნობილი პროფესორია ოქფორდის, იესოს კოლეჯში და ემერიტუს პროფესორი ვორვიკის უნივერსიტეტში. იგი ცნობილია თავისი ნაშრომებით ეკონომიკის ისტორიაში. განსაკუთრებით საინტერესოა სკიდელსკის წიგნი კეინსის შესახებ. რაც შეეხება მასიმილიანო ბოლონდის, იგი გახლავთ ცნობილი მარკეტოლოგი და ასევე ეკონომისტი. მათი ერთობლივი სტატია კორონავირუსთან ბრძოლაში დასავლეთის არცთუ ისეთი დიდი წარმატების და შესაძლოა დამარცხების შესახებ ძალიან დამაფიქრებელი იქნება მისი აღმატებულება ქართველი მკითხველისათვის.

კახაბერ ჯაყელი

 

მაშინ, როდესაც აშშ-სა და ევროპაში დაავადების გავრცელების მაჩვენებლი იზრდება, აზიამ მკაცრი შეზღუდვების (lockdown) გარეშე შეძლო კორონავირუსის დამარცხება. რატომ სხვებმა არ მიმართეს მის მაგალითს?

2021 წლის გაზაფხულისთვის მკაცრი შეზღუდვების „საბოლოოდ“ მოხსნის პირობა – გარკვეულწილად ჰიპერბოლაა, რომელსაც ისევე როგორც, ახალ პროდუქტებთან და პოლიტიკასთან მიმართებით ლოდინს, შეჩვეულები ვართ. ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინამ შეიძლება იმუშაოს; მისი ეფექტურად მიწოდებაც კი შესაძლებელია. ამასთან, Covid-19 ჯერ კიდევ არსებობს, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქვეყნის დიდ ნაწილში შეზღუდვები გააგრძელა, დაცვის ეფექტური ზომების იგნორირება გრძელდება, შესაბამისად ხარჯებიც საკმაოდ გაზრდილია.

პანდემიის დაწყებისთანავე, ევროპის არჩევანი სიცოცხლესა და არსებობის საშუალებებს შორის კომპრომისს წარმოადგენდა. ვინაიდან პრიორიტეტი, სწორედ, რომ სიცოცხლის გადარჩენა გახდა, მოსახლეობის დიდი ნაწილის არსებობის საშუალებები მსხვერპლად იქნა შეწირული. სახელმწიფომ დაიწყო ხანგრძლივი ანაზღაურებადი შვებულების სახით დასაქმებულების შემოსავლებით უზრუნველყოფა (furloughs), შეზღუდვების გათვალისწინებით, ბიზნესისათვის კრედიტების და გრანტების გაცემა.

ბიზნესში ფართოდ გავრცელებული კრიზისის და მასთან დაკავშირებული შემცირებების შედეგად, ევროპის ქვეყნები, პანდემიის შემდგომ, საკუთარი ეკონომიკის აღდგენასთან დაკავშირებით უზარმაზარ პრობლემას აწყდება. პროგნოზების თანახმად, 2021 წელს დიდი ბრიტანეთის ეკონომიკური მაჩვენებლები 2019 წელთან შედარებით 6%-ით ნაკლები იქნება, ხოლო უმუშევრობა, დაახლოებით 7,5-8,0%-ის დონეზე – რაც კრიზისამდელ დონეს ორჯერ აღემატება.

აღმოსავლეთ აზიის გამოცდილება აჩვენებს, რომ ევროპის გაკეთებული არჩევანი არასწორი იყო და ასევე დარჩა. ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა ჩინეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა და ტაივანი, იპოვეს მეთოდი – დაეცვათ, როგორც ადამიანის სიცოცხლე, ასევე არსებობის საშუალებები- ეკონომიკა.

ზემოხსენებულ ქვეყნებში, ერთ სულ მოსახლეზე სიკვდილიანობა, ევროპასთან შედარებით გაცილებით ნაკლები იყო; მათი ეკონომიკური მაჩვენებლები ოდნავ შემცირდა; და, პროგნოზების თანახმად, მომდევნო წელს კიდევ უფრო გაიზრდება.

საიდუმლო – ტესტირების, მონიტორინგის და კარანტინის ეფექტურ სისტემაშია. კითხვა შემდეგშია, ევროპამ, როგორც პირველი თავდაცვითი საშუალება, რატომ არ მიიღო ეს სისტემა. ეს უბრალოდ რიტორიკული შეკითხვა არ არის. თუ მარტში ეს უბრალოდ ტექნიკურად შესრულებადი იყო, დღეს, მითუმეტეს შესაძლებელია. ჯერ კიდევ არ არის გვიან მომავალი ეკონომიკური და სოციალური ზიანის თავიდან აცილება, თუმცა არსებული ზარალის დიდი ნაწილი აღდგენას არ ექვემდებარება.

***

ვირუსოლოგები ეპიდემიის ბუნებას ადგენენ, ხოლო ეპიდემიოლოგები მის გავრცელებას სწავლობენ. ინგლისელმა, ფაქტიურად მივიწყებულმა ექიმმა Ronald Ross-მა, პირველმა შეიმუშავა მალარიის გადაცემის საპროგნოზო მოდელი, რომელიც მოგვიანებით, როგორც ეპიდემიური ინფექციური დაავადებების SIR მოდელი განზოგადდა (მგრძნობიარე, ინფიცირებული და გამოჯანმრთელებული). მისი მიმდევრები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ვირუსული ინფექცია მთავრდება მაშინ, როდესაც ვირუსის მასპინძლების რიცხვი, რომელთა ორგანიზმშიც გამრავლება შეუძლიათ, ამოწურულია, ანუ – როდესაც პოპულაციაში „ჯოგური იმუნიტეტი“ ვითარდება.

SIR მოდელში ცენტრალური ადგილი „R მაჩვენებელს“ უკავია – დაინფიცირების დონე. სტატისტიკოსები, მონაცემებზე დაყრდნობით, მოწყვლადი მოსახლეობის დაინფიცირების დონის პროგნოზს ადგენენ. პოლიტიკოსები გადაწყვეტილებებს, ჯანდაცვის სფეროს მეცნიერები, რომლებიც მათ მედიცინის შესაძლებლობებს აცნობენ და ეკონომისტები, რომლებიც ეკონომიკის სფეროში არსებულ პრობლემებზე უამბობენ, კონცებციებს ამუშავებენ. მათი უნარები არსებულ პოლიტიკაზე პოლიტიკური რეაქციების შეფასებებში აისახება.

ექსპერტების მიერ შემუშავებულ მოდელზე “მასობრივი დაცვა“ და „ფოკუსირებული დაცვა“ ორი ძირითადი პოლიტიკური პასუხი გახდა. ისინი წარმოდგენილი იქნა, როგორც პოლარულად ურთიერთსაწინააღმდეგო, მაგრამ ისინი არსებითად ერთი და იმავე პასუხის ორ ვარიანტს წარმოადგენენ.

დაფიქრდით მათზე, როგორც S⇀ I ჯაჭვის გაწყვეტის საშუალებებზე. თუ ვირუსი მგრძნობიარე პოპულაციაში ცირკულირებს, მასობრივი შეზღუდვების (ნახევრად იზოლაციის) ეფექტი გადაცემის სიჩქარის შემცირებაში მდგომარეობს და, შესაბამისად, სამედიცინო სამსახურების განტვირთვა ხდება. როგორც კი შეზღუდვები სუსტდება, გავრცელების სიჩქარე მატულობს. მაგრამ, ვინაიდან მგრძნობიარე პოპულაციის რიცხვი გამოჯანმრთელების ან ლეტალური შემთხვევების გამო შემცირდა, R შემცირებას განაგრძობს (მცირე აფეთქებებით) იმ წერტილამდე, როდესაც ნორმალური ცხოვრების აღდგენა შესაძლებელი ხდება. მკურნალობა ეფექტურია, მაგრამ ეკონომიკური ხარჯები – კატასტროფული.

ფოკუსირებულ დაცვაზე დიდი ბარინგტონის დეკლარაციის (Great Barrington Declaration) და სხვ. შემოთავაზებული ალტერნატივა მასობრივი დაცვის შეზღუდულ გამოყენებას გვთავაზობს. ის გულისხმობს, ვირუსის გავრცელების გზიდან ყველაზე მგრძნობიარე მოსახლეობის (მოხუცები და ისინი, ვისაც ჯანმრთელობასთან პრობლემები აქვს) იზოლაციას. ამგვარად, ადამიანების დიდი ნაწილისათვის ნორმალური ცხოვრება შესაძლებელი ხდება და პრინციპში, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ხარჯები მცირდება. ქვეყანაში სიკვდილიანობის დონე „მასობრივის დაცვის“ ქვეყნებში არსებული სიკვდილიანობის დონის ანალოგიური იყო; და ეკონომიკისათვის შედეგებიც ანალოგიური აღმოჩნდა.

საფრენი საშუალებები, რომელიც ევროპის უმრავლეს ქვეყანაში არ დაფრინავდა (გერმანია ნაწილობრივი გამონაკლისი იყო), ციფრულ ტესტირებაზე, მონიტორინგსა და თვითიზოლაციაზე დაფუძნებული, „მიზნობრივი დაცვა“ იყო. ასეთი სისტემები არსებობენ და დაინერგა კიდევაც ისინი დიდ ბრიტანეთში, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ მასობრივი და მიზანმიმართული დაცვის ალტერნატივას არასოდეს არ წარმოადგენდა. მართლაც, მარტის დასაწყისში, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გადაწყვიტა კონტაქტების შეწყვეტა და მკაცრი შეზღუდვები დააწესა.

ციფრული ან მიზნობრივი ეფექტი არა ადამიანების წინასწარ განსაზღვრული ჯგუფების შეზღუდვაზე მუშაობს, არამედ იმ ინდივიდებისა და კლასტერების, რომლებიც პოზიტიურ შედეგს იძლევიან. თითოეული ინდივიდუალური გამავრცელებელის და მისი საკონტაქტო ჯგუფის იზოლაცია მაშინვე ხდება საჭირო-აი ეს არის აზიური სტრატეგია კორონავირუსთან ბრძოლაში. შედეგად, ნორმალური ცხოვრება, სიფრთხილის რამდენიმე გონივრული ზომით (ნიღბების ტარება, დისტანცირება, ხელების ხშირი დაბანვა) შეიძლება ისევე გაგრძელდეს, როგორც ეს ადრე იყო. არანაირი შეზღუდვის, სრული ან ნაწილობრივის, საჭიროება არ დგება. სამხრეთ კორეის ეკონომიკა მარტიდან სექტემბრის პერიოდში 2,74%-ით შემცირდა; დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა – 9%-ზე მეტით. ტაივანის ეკონომიკა კი ფაქტიურად გაიზარდა.

სამხრეთ კორეა ციფრული ეფექტის ცალკე pin-up ისტორიაა. ცნობილია, რომ 2020 წლის თებერვლიდან ივლისის პერიოდში, ქვეყნის 51 მილიონი მოქალაქიდან Covid-19-ით მხოლოდ 289 დაიღუპა; დიდ ბრიტანეთში 44 600 ადამიანი დაიღუპა ინგლისის 66 მილიონი მოსახლედან. რა ხდება? სამხრეთ კორეამ თავიდან აიცილა ადგილობრივი მკაცრი შეზღუდვები; დიდ ბრიტანეთში კი – შეზღუდვები ორჯერ გამოცხადდა.

ზოგადად, სამხრეთ კორეის წარმატება ადრეული გამოვლენით და შემთხვევების, კლასტერების და კონტაქტების მენეჯმენტით აიხსნება. თითოეულ ჯერზე, როდესაც მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანაში ერთი ადამიანი დადებით შედეგს იძლევა, 100 კონტაქტის იდენტიფიცირება ადგილმდებარეობით და გადახდის თარიღით დგინდება, ხოლო შემდეგ იტესტება. ქვეყანა საზღვრებსაც ოსტატურად აკონტროლებს (ისევე, როგორც ტაივანი და ჩინეთი) და სიფრთხილის გონივრული ზომები აქვს მიღებული, როგორიცაა ნიღბების ტარება, სოციალური დისტანცირება და ლოკალური დროებითი შეზრუდვები. ვაქცინის გამოკლებით, არ არსებობს დაცვის ერთიანი ეფექტური სისტემა; განსხვავება იმაშია, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებენ პოლიტიკოსები დაცვის სხვადასხვა ელემენტებს. შეზღუდვის ადგილობრივი მეთოდი, რათქმაუნდა, ყველაზე ძვირადღირებული და არსებული მონაცემებით, ნაკლებადეფექტურია.

რეაგირების ევროპულ პოლიტიკაში ეკრანირებად ეფექტს (Electronic shielding) ცენტრალური ადგილი არასოდეს არ ეკავა. მიზეზები რთულია, მაგრამ ძირითადად უცნობი ტექნოლოგიის, ლოჯისტიკის და პოლიტიკის ნარევის გამო. თავის მხრივ, ესეც განვიხილოთ.

***

ციფრული ეფექტის ტექნოლოგია საკმაოდ მარტივია. ის მობილური აპლიკაციისაგან შედგება, რომელიც თითოეულ მობილურშია ატვირთული. დაახლოებით ინგლისური აპლიკაციის NHS Covid-19 მსგავსია, მაგრამ QR კოდის რეგისტრაცია აუცილებელი არ არის.

ეფექტური სისტემა მუშაობს, ახდენს იმ მომხმარებლების იდენტიფიკაციას, რომლებსაც ურთიერთობა ჰქონდათ კოვიდ ინფიცირებულებთან. სისტემა მათ 48 სთ-ის განმავლობაში ტესტირების ჩატარებას სთხოვს, მანამდე კარანტინში გადადიან. სქემის უფრო მარტივ ვერსიაში შესაძლებელია კითხვის დასმაც – აქვთ თუ არა დამახასიათებელი სიმტომები. დადებითი პასუხის შემთხვევაში უნდა მოხდეს მათი იზოლაცია, მანამ, სანამ ტესტირებას არ გაივლიან.

ტესტირების ეფექტური სისტემა და მსგავსი მონიტორინგი მასობრივი შეზღუდვების, ან მასიურად უწყვეტი ტესტირების ჩატარების აუცილებლობას აგვაცილებდა. ის კონცენტრირებული იქნებოდა ინფექციის გავრცელების მნიშვნელოვან კონტაქტებზე, რაც ტესტირების ოპტიმიზაციის და მათი იზოლაციის საშუალებას მოგვცემს, ვინც რეალურად რისკის ჯგუფში იმყოფება. ამგვარად, ინფექციის გავრცელების სიჩქარე შეზღუდულია არა თვეობით მთელი პოპულაციის შეზღუდვით ან ყველას ტესტირებით, არამედ მცირე ზომის კლასტერების ხანმოკლე კარანტინით. თქვენ თავიდან აიცილებთ მილიონი ადამიანის შეზღუდვის უაზრო აუცილებლობას, ვინაიდან ინფექცია მხოლოდ ასობით ადამიანის ჯგუფში გავრცელდა. ეკონომიკური შედეგები შეუდარებლად მსუბუქია.

სისტემა პანდემიის დაწყებისთანავე გახდა ხელმისაწვდომი. მაგრამ, ევროპაში ვირუსის გავრცელების შესამცირებლად ბრძოლა მთავარი არასოდეს ყოფილა. მართლაც, ის წარმოდგენილი იყო, როგორც უმნიშვნელო დამოუკიდებელი ზომა, რომელიც შეზღუდვებს ექვემდებარებოდა. მისი, როგორც პრიორიტეტული მიდგომის, ეფექტური ლობირება არ ხდებოდა. არც ერთ ეტაპზე, ისინი, ვინც ტექნოლოგიებს იცნობდნენ, პოლიტიკოსებს კითხვას არ უსმევდნენ: „რატომ არ შეიძლება გავხადოთ აზიური მეთოდი ძირითად იარაღად?“ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმაც დიდი ყურადღება არ გამოიჩინეს ამ მეთოდის მიმართ. მასობრივი დანერგვისათვის ორი დაბრკოლება თითქოს გადაულახავი ჩანდა: მატერიალურ-ტექნიკური და პოლიტიკური.

***

სხვა ზომების აუცილებლობის თავიდან ასაცილებლად ან მინიმიზაციის მიზნით, აპლიკაციაზე წვდომა ყველას უნდა შეეძლოს. დანერგვის მასშტაბი ტესტირების სამედიცინო შესაძლებლობებსა და მონიტორინგზეა დამოკიდებული, აგრეთვე მომხმარებლების უნარიდან, გააცნობიერონ თუ მათგან რას მოითხოვენ. სამედიცინო პოტენციალის არარსებობა, როგორც ჩანს, გადამწყვეტი შეზღუდვა არ იყო, გამონაკლისი დიდი ბრიტანეთია.

ამ მეთოდის დანერგვის გავრცელებისათვის ყველაზე დიდ დაბრკოლებას მოსახლეობის დიდი ნაწილი წარმოადგენდა, ვისაც ე.წ. „ციფრული პრობლემები“ ჰქონდა, ვინც არ იცოდა აპლიკაციებისჩამოტვირთვა, ან ვინც მოძველებული მობილურებით სარგებლობდა (იგივე პრობლემა ჩნდება ნებისმიერი სერვისის ინტერნეტში ჩართვისას). სწორედ ამ კატეგორიის ადამიანებთან იყო საჭირო განსაკუთრებული სამთავრობო ძალისხმევები, რისი იგნორირებაც მოხდა. მთავრობას შეეძლო თანამედროვე მობილურების უფასოდ გადაცემა ან აპლიკაციების ჩამოტვირთვისას უფასო დახმარების გაწევა. ვიდეო გაკვეთილებთან ერთად, ხშირად დასმული შეკითხვებით და სხვა ონლაინ რესურსებით, ტექნიკური მაღაზიების თითოეული პერსონალის ტრეინინგი და სუბსიდირება შეიძლება განხორციელდეს, რათა ისინი, ციფრული კუთხით გაღარიბებულებს უფასოდ დაეხმარნონ. ამასთან, უნდა იყოს გარკვეული გარანტია, რომ აპლიკაცია მომხმარებელზე ორიენტირებული მეთოდების შესაბამისად იქნება შემუშავებული.

მათ ვინც მოძველებული ტელეფონით სარგებლობს, ან მის გამოცვლაზე უარი განაცხადა, მაგრამ მაინც სურს ტესტირებაში მონაწილეობის მიღება და სქემის მონიტორინგი, შეიძლება შევთავაზოთ ალტერნატიული მოწყობილობა, როგორიცაა ციფრული ბრასლეტი ან ყელსაბამი, რათა მოხდეს მომხმარებლის მონიტორინგი, როგორც ეს გამოიცადა და განვითარდა ჰონგ-კონგში, ბულგარეთსა და ბაჰრეინში. მობილური ტელეფონები და სამაჯურები მომხმარებელს ღია სივრცეში ყოფნის დროს სულ თან უნდა ჰქონდეს, ამ წესის დარღვევა კანონით ისჯება, ისევე როგორც დასჯადია შეზღუდვების დროს ნიღბების ტარების და სოციალური დისტანცირების წესების დარღვევა.

ორჯერ უფრო სწრაფად მოსახლეობის ტექნოლოგიურად გამდიდრება მნიშვნელოვან ხარჯებს მოითხოვს, თუმცა შეზღუდვებთან დაკავშირებულ ხარჯებთან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლებია. ეს გახდებოდა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა – ციფრული კომპეტენტურობის უფრო მაღალი დონის მიღწევა, ადამიანების დასაქმებაზე დადებითი შედეგებით.

მონაცემთა ტექნიკურად სწრაფად დამუშავება, ასევე არ წარმოადგენდა პრობლემას. ეს ძალიან მარტივი მონაცემებია (რამდენიმე ბაიტი, შესაძლოა კილობაიტი).დიდი ბრიტანეთში ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებული კატასტროფული შეფერხებები, რომელიც Panorama “Test and Trace Exposed” პროგრამამ აღმოაჩინა, იყო ორგანიზაციული არაკომპეტენტურობის, და არა ტექნიკური სირთულეების, შედეგი.

მთავარი საკითხი მდგომარეობს იმაში, რომ ტექნოლოგია თავიდანვე ხელმისაწვდომი გახდა და ყველას ჩართვის ლოჯისტიკური პრობლემა და აქტუალური ინფორმაციის მიღების პრობლემა გადაწყვეტილი იქნებოდა, თუ ყურადღება და რესურსები მის გადაწყვეტისკენ იქნებოდა მიმართული. მიზეზი, რის გამოც ეს არ განხორციელდა, პოლიტიკური გახლდათ.

***

როგორც ევროპის ქვეყნების წარუმატებლობამ აჩვენა, თუ თქვენ ციფრულ ეფექტს აარჩევთ, თქვენ ნახევრად ორსული ვერ იქნებით: დარწმუნების უუნარობა, რომ სქემის წესებს ყველა მისდევს, ნაწილობრივი წარამტება ვერ გახდება. ეს იქნება სრული კრახი.

ეს ორ რამეს ნიშნავს: ხელისუფლება უნდა დარწმუნდეს, რომ სისტემა მოსახლეობას სრულად ფარავს; მეორე, თითოეული ტესტი, რომელიც დადებით შედეგს აჩვენებს, სისტემასთან სინქრონიზებულია და შესაბამისი მეთოდით სწრაფად მუშავდება. ამის შემდეგ, ჯანდაცვის ორგანოს მიერ შესრულებული ყველა ახალი ტესტი, უახლოეს კონტაქტებზე გადამისამართდება (როგორც ზემოთ იყო აღნიშნული), ვისთანაც კოვიდ დადებითს კავშირი ჰქონდა. მასობრივი შეზღუდვებიდან გამოწვეული კოლოსალური უარყოფითი შედეგები თავიდან იქნებოდა აცილებული.

კონფედიანციალობასთან და კანონთან დაკავშირებით სერიოზული საფრთხეები ძალაში რჩება.

2020 წლის მაისში სამხრეთ კორეაში შემდეგი ინციდენტი მოხდა, როგორც Mail კვირა ასეთი სათაურის სტატია გამოაქვეყნა: „სეულის ღამის კლუბები კორონავირუსის 119 ახალ შემთხვევასთან არის დაკავშირებული. სუპერგამავრცელებელი Itaewon-ის რაიონში რამდენიმე ბარს ესტუმრა. 29 წლის მამაკაცის, რომელიც დაავადების შემთხვევების უკანასკნელი ჯგუფის ეპიცენტრში იმყოფებოდა, იდნტურობა ხელისუფლების დაადგინა… მას Covid-19 დადებითი პასუხი აქვს.“

აღმოჩნდა, რომ გასაგები მიზეზების გამო, კლუბებში დარეგისტრირებული კლიენტების სახელების და მისამართების უმრავლესობა, რომელიც სამართალდამცავი ორგანოებისათვის და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისათვის ხელმისაწვდომი იყო, ყალბი აღმოჩნდა. ის ფაქტი, რომ დამნაშავეების გადაადგილების მონიტორინგისათვის ელექტრონული სამაჯურები ფართოდ გამოიყენება და ვიდეო დაკვირვების კამერები ადამიანების გადადაგილების მონიტორინგისათვის შეიძლება იქნეს გამოყენებული, ქმნის შეგრძნებას, რომ დიდი ძმა თქვენ გაკვირდებათ. საბოლოო ჯამში წყარო აღმოჩენილი იქნა და მისი საკონტქატო არეალის ადამიანები კარანტინში იქნენ გადაყვანილნი.

მთავარი საკითხია – ეკრანირებადი ეფექტით მოსახლეობის ეფექტური დაცვა, ამასთან აუცილებელი ინფორმაციის ანონიმურად შენახვა.

იტალიური აპლიკაცია Immuni პასუხს გვაძლევს. ის არა მარტო არ ეყრდნობა Covid-19-ის მონიტორინგის ცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზას, არამედ შემოწმების ადგილებსაც, უპირატესობას აძლევს Bluetooth-ის სხვა მოწყობილობებთან ახლო კავშირებს. ეს სისტემა გაცილებით ზუსტია (ვინაიდან ცრუ პოზიტივების რისკს მკვეთრად ამცირებს) და სრულ ანონიმურობას უზრუნველყოფს.სისტემას არ სჭირდება არც თქვენი სახელი, არც ურთიერთკავშირის ადგილი. მან უბრალოდ იცის თარიღი და ის, რომ ურთიერთქმედების ხანგრძლივობა საკმარისად გრძელი იყო, ხოლო მანძილი – საკმარისად ახლო, რათა ადამიანების დასნებოვნება მოხდეს. ჩემი იდენტურობა პროცესის არც ერთ ეტაპზე არ მჟღავნდება, არც ადგილი, სადაც ვიმყოფებოდი. ჩემი ანონიმურობა მხოლოდ მაშინ დაირღვევა, თუ ვინმეს ჩემთან სტუმრობა სურს.

ძნელია შეაფასო არგუმენტი, რომ აზიური კულტურა უფრო სტუმართმოყვარეა, ვიდრე ევროპული, ვინაიდან აზიელები პირად თავისუფლებას ნაკლებად აფასებენ, ხოლო „საზოგადოებრივ კეთილდღეობას“ – მეტად. თანამედროვე ევროპელები თავისუფლებას პირად ცხოვრებასთან აიგიავებენ, მაგრამ, როგორც Hannah Arendt-მა 1958 წელს გამოცემულ წიგნში The Human Condition აღნიშნა, ცნობისმოყვარე მზერისაგან თავის დაცვა არასოდეს იქნება შეფარდებითი.

აღსრულებასთან დაკავშირებული პრობლემები მარტივად გადასაწყვეტია: შეიძლება უარი ვთქვათ სქემაზე და პერსონალური შეზღუდვების ალტერნატიული გადაწყვეტილება მივიღოთ. თავისთავად ეს პერსპექტივა შეიძლება გახდეს სტიმული იმისა, რომ ციფრული თვალსაზრისით მოსახლეობა უფრო განათლებული გახდეს.

ჩვენ საზოგადოებაში ადამიანები, სავარაუდოდ, გარკვეულ ფინანსურ სტიმულს საჭიროებენ, რათა ამ აქემას შეუერთდნენ (მაგალითად, უფასო თანამედროვე სისტემები ან ნაღდი ანგარიშსწორებები). ისინი, ვინც ამ სქემას შეუერთდნენ, მაგრამ წესებს არ იცავენ, დაჯარიმდებიან ან სატელეფონო ზარების ან შემოწმების სხვა საშუალებებით საპოლიციო ზედამხედველობის ქვეშ მოექცევიან.

ეკრანირებადი ეფექტი კონტროლის განსაზღვრულ ხარისხს და მისი წესების დაცვას გვთავაზობს. მაგრამ ეს არ უნდა გახდეს, მასობრივი შეზღუდვებით გამოწვეული ნორმალური ცხოვრების (აგრეთვე ამ შეზღუდვების დაცვის) ბლოკირების საპირწონე. შეზღუდვების გაკვეთილი გულისხმობს იმას, რომ თავისუფლება იმისა, რომ გავაკეთო ის, რაც მსურს, ამ თავისუფლების გარკვეულ რეგულაციებს მოითხოვს. ეს გახდება გარანტია იმისა, რომ სხვები არ დაზიანდებიან.

***

ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ადამიანები „ვიდრე შეზღუდვებზე გადაწყვეტილებას მივიღებთ, უნდა დავამშვიდოთ“. კიდევ ერთი შედეგი შეიძლება იყოს ის, რომ ეკრანირებადი ეფექტის მიღებით გამოწვეულ პირად ცხოვრებაში შეჭრის ხარისხის მიღების მზაობამდე, სრული შეზღუდვა უნდა გამოსცადონ. ეს განმარტავს, თუ რატომ მოხდა სქემების test, track, isolate რეალიზაცია, საუკეთესო შემთხვევაში, როგორც სრული ან ნაწილობრივი შეზღუდვის დამხმარე საშუალება. შესაძლოა, პოლიტიკური გათვლა, თანამედროვე ევროპისათვის სწორი იყო; ბევრ აზიურ ქვეყანაში აშკარად სხვა შედეგია.

რა თქმაუნდა, პირადი თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით გარკვეული კანონიერი შეშფოთება არსებობს. მხოლოდ მკაცრი შეზღუდვების ფონზე, როგორიცაა, სრული ბლოკირება, შესაძლებელია საგნების პერსპექტივაში დანახვა და ეკრანირებადი ეფექტის, როგორც სასურველი ალტერნატივის ხილვა. ბოლოს და ბოლოს, ამ გადაწყვეტილების მიზანია საერთო იზოლაციისთვის ალტერნატივის შეთავაზება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ეკონომიკური, სოციალური და სამედიცინო ხარჯები.

მსოფლიო ეკონომიკას უზარმაზარი ზარალი მიადგა; ტრილიონი ფუნტი, დოლარი და ევრო საზოგადეობის დაცვაზე დაიხარჯა. ხარჯების დიდი ნაწილი ასობით ათასი ლეტალური შემთხვევის, ტესტირების, მონიტორინგის და კარანტინის სისტემების ეფექტურად განვრცობის არარსებობით იყო გამოწვეული. ამგვარი სისტემის მიმართ ტექნიკური მოთხოვნები დასაწყისიდანვე არსებობდა; მისი ეფექტური განვრცობა ევროპაში გარკვეულ დროს მოითხოვს, ასე რომ ადრეული შეზღუდვები გარდაუვალი იყო. მაგრამ, მაისისთვის ან ივნისისთვის ეკრანირებადი ეფექტის აუცილებლობა შემცირდა. ეკრანირებადი ეფექტის შენელებულ დანერგვას არა ტექნიკური ან ეპიდემიოლოგიური, არამედ პოლიტიკური მიზეზი აქვს.

ზოგიერთ ყურადსაღებ გარემოებასთან ერთად, ევროპის მოაქლაქეებმა ტესტირების და მონიტორინგის ინდივიდუალური კონტროლის ნაცვლად უპირატესობა იზოლაციის ანონიმურობას მიანიჭეს. ეს პოლიტიკა ადამიანების სიცოცხლის დაცვაზე მინიჭებული აბსოლუტური პრიორიტეტების გათვალისწინებით განისაზღვრა. მაგრამ ვაქცინასთან დაკავშირებული ოპტიმისტური განცხადებების მიუხედავად, ეპიდემია ჯერ არ დასრულებულა.მიდგომების შეცვლისათვიუს, ჯერ კიდევ არ არის გვიან.