რა ქმნის ბრენდს წარმატებულს?
ეკატერინე კოჭლამაზაშვილი, მარიამ ქადაგიძე
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები ბრენდის წარმატების საწინდარია
ალბათ ყევლა დამეთანხმებით იმაში, რომ დღევანდელ ბაზარზე მრავალი სხვადასხვა მეთოდი არსებობს, რომელთა საშუალებითაც პროდუქტები, სერვისები და შესაბამისი მარკეტინგული პროგრამები ბრენდის კაპიტალს ქმნიან. არხების, კომუნიკაციის, ფასწარმოქმნის სტრატეგიები და სხვა მარკეტინგული ღონისძიებების მთავარი დანიშნულება კი ბრენდის კაპიტალის გაძლიერება ან დასუსტებაა.
რას ნიშნავს ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები? და რამდენად სწორი რაკურსით იყენებს მას ,,ასკანელი“?
საკმარისია ინტერნეტში აკრიფოთ ეს სამი ჯადოსნური სიტყვა და მიხვდებით, რომ უკვე თითქმის ყველა იყენებს ამ კომუნიკაციებს.
ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები ერთგვარი სინქრონიზებული კომუნიკაციაა, სადაც ყველა მარკეტინგულ კომუნიკაციის საშუალებებს ერთობლივად ვიყენებთ. მისი მიზანია კომპანიის სამიზნე/არსებულ აუდიტორიასთან სასურველი ორმხრივი კომუნიკაციის დამყარება.
ასკანელის ბრენდი მომხმარებელთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას სოციალური ქსელების მეშვობით ცდილობს, სადაც საკმაოდ საინტერესო კონტენტი აქვს შექმნილი, რითაც ფართო აუდიტორიის ყურადღებას იპყობს და ხიბლავს მათ.
ინტეგრირებულ მარკეტინგულ კომუნიკაციაში აღსანიშნავია ასკანელის ვებ გვერდი, სადაც ამ ბრენდის ისტორია ცოცხლდება. მისი დახვეწილი და შთამბეჭდავი ვიზუალი მნახველს განსაკუთრებულ ემოციებს აღუძრავს.
ასკანელის რეკლამებიც თითქოს ბრენდის ისტორიის ერთგვარი გამოძახილია. ნამდვილი ისტორიის შემქმნელი ბრენდი, ძლიერი ხასიათით – ასე პოზიციონირებს მომხმარებლისთვის საინტერესო რეკლამებშიც, რომლის მთავარი მიზანი ადამიანის გულსა და გონებაში შეღწევა და სწორი პოზიციონირებაა. ,,იდილია, სიძველე, შთაგონება, სიყვარული, ასკანელი – შეიგრძენი ჰარმონია“. რეკლამის მთავარი მოტივი სწორედ ეს ფრაზა გახლავთ.
https://www.youtube.com/watch?v=OXglGXxaVI8
მოგეხსენებათ ინტეგრირებულ მარკეტინგულ კომუნიკაციებში არანაკლებ მნიშვნელოვანია, პროდუქტის შეფუთვა და დიზაინი, რომელიც საკმაოდ გამორჩეული, ევროპულ-ქართული შტრიხების ნაზავია, რაც ამ ბრენდს კონკურენტებისგან განასხვავებს.
ყველაფერ ამას ასკანელის ბრენდი მომხმარებლთან საკონტაქტოდ იყენებს. ეს არის ინფორმაციის ფრაგმენტები და პატარა ნაჭრები, დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული გამოცდილება და ურთიერთობა, რომელიც მომხმარებელს, ბრენდს და მარკეტოლოგს შორის პოტენციურ ურთიერთობაზე ახდენს გავლენას.
მოგეხსენებათ ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების მთავარი მიზანი მომხმარებელთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარებაა, რასაც ეხმიანება კომპანია ასკანელიც, იგი ქმნის მომხმარებელზე ორიენტირებულ ბრენდის კაპიტალს.
ჩვენ მიერ ჩატარებულ კვლევაში, სადაც ასკანელის ერთგული მომხმარებლები გამოვკითხეთ, ნათლად გამოიკვეთა ის ძირითადი ფასეულობები და ღირებულებები, რომლითაც ისინი ამ ბრენდს განსაკუთრებულად აფასებენ. რესპოდენტებმა ასკანელში სამი მნიშვნელოვანი მახასიათებელი გამოკვეთეს – ისტორია, გემო, ხარისხი. როცა ვკითხეთ მათ თუ რომელი მარკეტინგული კომუნიკაციის წყარო იქცა მთავარ ინფორმატორად, ისევ და ისევ სოციალური მედია პლატფორმა, კერძოდ, Facebook, Instagram და ასევე შთამბეჭდავი კონტენტის მქონე ვებ გვერდი დასახელეს.
უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ თანამედროვე მომხმარებელი ბევრად უფრო ინფორმირებული და გაცნობირებულია, ამავე დროს მისი დარწმუნება უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს. ასკანელმაც შეძლო ამისთვის მიეღწია, როცა ინტეგრირებული მარკეტინგი საერთაშორისო ბაზარსაც მოარგო.
ვინაიდან ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაცია მრავალი კომპონენტისგან შედგება, საჭიროა თითოეული მათგანის ეფექტიანი ამოქმედება.
ასკანელის ერთ-ერთი ძლიერი ინტეგრირებული კომუნიკაციის ფორმაა ღვინის საერთაშორისო გამოფენებში და ღვინის ფესტივალებში მონაწილეობაა, რაც თავისთავად ზრდის ასკანელის ბრენდის ცნობირებას და ამყარებს მის ადგილს საერთაშორსო ბაზარზე. მას არაერთ კონკურსსა თუ სიმპოზიუმზე აქვს მონაწილეობა მიღებული, რამაც ხელი შეუწყო ბრენდის პოპულარიზაციას.
რას გვთავზობს ასკანელი?
ინოვაცია, უმაღლესი ხარისხი და შთამბეჭდავი გემოები რომ კოპანიის მთავარი მანტრაა, ალბათ ყველა დამეთანხმებით, ვისაც კი ამ ბრენდთან შეხება გქონიათ.
დღეს ამ ბრენდის და მათი დამფუძნებელების შესახებ არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც საუბრობენ, რაც იმის ნათელი დასტურია, რომ მისმა სტრატეგიულმა მარკეტინგულმა საკომუნიკაციო საშუალებებმა მოახრეხეს ბრენდის სწორად პოზიციონირება ადგილობრივ და საერთშორისო ბაზარის მიზნობრივი სეგმენტებისთვის.
აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია ასკანელს ჰყავს ძალიან ბევრი საერთაშორისო პარტნიორი ქვეყანა, სადაც ხორციელდება ექსპორტი. ეს ქვეყნებია: გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი, ჰოლანდია, კვიპროსი, ჩეხეთი, ფინეთი, პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, უკრაინა, ჩინეთი, აშშ, კანადა, ინდოეთი, ისრაელი, რუსეთი, ბელორუსია.
ამგვარად, ასკანელის ბრენდი არომატებისა და გემოს დახვეწილი მრავალფეროვნებით ქმნის ნამდვილ, ისტორიულ მოტივებზე აღმოცენებულ ქართულ ბრენდს, რომელსაც ევროპული შტრიხები გასდევს ფონად. აქედან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები ის ძლიერი იარაღია, რომლითაც კომპანიები წარმატებას აღწევენ. კომპანია ასკანელმაც ეს მკაფიოდ გაითავისა და შეძლო ყოფილიყო ძლიერი და კონკურენტუნარიანი ბრენდი ბაზარზე.
მდიდრული და მრავალფეროვანი არომატების უნაკლო შერწყმა – ეს ასკანელია.
თითოეული ისტორიის თანმხლები სასმელიც ისევე შეეხამება ამა თუ იმ ამბავს, როგორც მისი მოყოლისას არჩეული რიტმი თუ ტონალობა.
ასკანელი – ბრენდი, რომელიც ქმნის წარმატებას.
#ასკანელი #ისტორიაგრძელდება