როგორი უნდა იყოს საქართველოს სოციო-ეკონომიკური კონცეფცია და სოციალური მარკეტინგი?
იაკობი ჯანგავაძე – IBSU-ს მარკეტინგის პროგრამა, I კურსი
კონცეფციის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ განისაზღვროს როგორ მოქმედებს ეკონომიკური საქმიანობა და აყალიბებს მას სოციალური პროცესები. ზოგადად, იგი აანალიზებს იმას, თუ როგორ ვითარდებიან, თანამედროვე საზოგადოებები ადგილობრივი,რეგიონალური ეკონომიკის, ან გლობალური ეკონომიკის ზეგავლენით.
ის შეიძლება ახსნილი იყოს, როგორც „ეკონომიკის გამოყენება საზოგადოების კვლევაში“. გარემოს ცვლილების სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები რეგიონულ დონეზე გულისხმობს იმას, თუ როგორ ახდენენ სოციალური და ეკონომიკური ფაქტორები გავლენას ადგილობრივ მეურნეობაზე. თუ რა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გარემოზე ტყეების გაჩეხვა, დაბინძურება, ბუნებრივი კატასტროფები და ენერგიის წარმოება და გამოყენება. ადგილობრივი ეკონომიკა, საკვების დაუცველობა და ეკოლოგიური საფრთხეები არის უარყოფითი შედეგები, რაც სოციალურ-ეკონომიკური სისტემების პირდაპირი შედეგია.
მაგალითად: ბუნებრივი კატასტროფები უფრო იზრდება, რადგან გარემო იცვლება. დასავლეთ ნახევარსფეროში მეწყრები უფრო გავრცელებული ხდება. ეს პროცესი შეიძლება იყოს პასუხისმგებელი ცხოველებისთვის საცხოვრებლის დაკარგვაზეც. ამან შეიძლება გავლენა იქონიოს ადგილობრივ ეკონომიკაზე. ტყეების გაჩეხვა, ბუნებრივი კატასტროფები, დაბინძურება და ენერგიის მოხმარება აშკარად აჩვენებს, თუ როგორ არის ერთმანეთთან ბმაში ადამიანის ქმედები და ბუნებრივი პროცესები. შესაბამისად, სოციალურ-ეკონომიკური სისტემები ურთიერთდაკავშირებულია და ახდენს გავლენას ლოკალური დონიდან, გლობალურ დონეზე.
სოციალურ მარკეტინგს ძირითადი მიზანი “სოციალური სიკეთის” მიღწევაა.
სოციალური მარკეტინგი ცდილობს მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებას და საზოგადოების ინტეგრირებას, სხვადასხვა სოციალურ ცვლილებებთან დაკავაშირებით. სოციალური მარკეტინგი მიზნად ისახავს გავლენა მოახდინოს ქცევაზე, რომელიც სარგებელს მოუტანს საზოგადოებას, როგორც ჯამრთელობის დაცვის, ისე კომერციული თვალსაზრისით. სოციალური მარკეტინგი იყოფა ორ ნაწილად, პირველი ნაწილი ეს არის სოციალური ხასიათის მიდგომები და მარკეტინგული ანუ კომერციული შესაძლებლობები. აუცილებელია, იმის გათვალისწინებაც, რომ სოციალური მარკეტინგი, თანამედროვე საზოგადოების წინაშე მდგარი უამრავი სოციალური საკითხების მოგვარების ძირითადი საშუალება გახდება ახლო მომავალში, ვინაიდან ის ორიენტირებულია საზოგადოების ინტერესის გაღრმავებაზე სხვადასხვა მნიშვნელოვანი სოცალური საკითხის მიმართ..
სოციალური მარკეტინგი ხანდახან დემარკეტინგსაც მიმართავს:
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, დემარკეტინგული ტენდენციებიდან გამომდინარე, საქართველოშიც აქტუალურია ბუნების დაცვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობა.
შესაბამისად, აუცილებელია მოხდეს სხვდასხვა პრუდუქციის დემარკეტინგი, ვინაიდან ისინი აზიანებენ გარემოს, სადაც ვცხოვრობთ. ერთ-ერთი ამის ნათელი მაგალითია პოლიეთილენის ცელფონები, რომელთა წარმოების შეზღუდვა და სხვა რესურსების მოძიება, ნაკლებად დამაზიანებელი იქნება გარემოსთვის. ამასთან, აუცილებელია ამ თემის არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ გლობალურ ჭრილში განხილვაც. თუ პოლიეთილენისგან დამზადებული პარკებისა და ბოთლების გამოყენებამ არ იკლო, 2050 წლისთვის ოკეანეში უფრო მეტი პოლიეთილენის პარკი და ბოთლი იქნება, ვიდრე თევზი.
თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ პოლიეთილენი ძალიან ძნელად დეგრადირდება, ეს კიდევ უფრო ამძიმებს მისი გამოყენების შედეგად ბუნებაზე მიყენებულ ზიანს. ქვეყნების დიდ ნაწილში მათი გამოყენება და წარმოება აკრძალულია, სხვადასხვა კანონპროექტებით.
საქართველოში მისი გამოყენება აზიანებს ნიადაგს და ნაკლებად პროდუქტიულს ხდის მას, 1000 წელია საჭირო, რომ ცელოფანი გაიხრწნას და ნიადაგს სრულფასოვნად განვითარების საშუალება მისცეს.
ამიტომ, აუცილებელია ხაზგასმა იმ ალტერნატიული საშუალებების დანარგვაზე, რომელიც ჩაანაცვლებს პოლიეთილენს. ცელოფანის ქაღალდისა ან ქსოვილის ხელჩანთით ჩანაცვლება, აპროპირებული მეთოდია ევროპაში.
საქართველოს გარემოს გადასარჩენად ჩვენ დემარკეტინგიც გვჭირდება, ხოლო ქვეყნის ფეხზე დასაყენებლად საჭიროა მძლავრი სოციალური მარკეტინგით გაჯერებული სოციო-ეკონომიკური კონცებცია.
იაკობი ჯანგავაძე – IBSU, მარკეტინგი