რუსეთი – ზემოდან მართული რევოლუცია II

ნათან ეიდელმანი

შეუძლებელია, რასაკვირველია, დავეთანხმოთ ლ.ნ. გუმილიოვის პარადოქსულ შეხედულებას, თითქოსდა მონღოლების უღელი უკეთესი ხვედრი ყოფილიყოს რუსეთისთვის, რადგან, უპირველეს ყოვლისა, გადაარჩინა იგი გერმანელების უღელისგან, და მეორეც, ვერ შეძლებდა ისე მტკივნეულად შეხებოდა ერის თვითმყოფადობას, როგორც ეს მოხდებოდა უფრო კულტურული გერმანელი დამპყრობლების პირობებში. ვერ დავიჯერებ, რომ ისეთი ერუდიტი, როგორც გუმილოვია, არ იცნობდეს ფაქტებს, რომელთა დახმარებით ძალზედ ადვილი იქნება მისი შეხედულებების გაქარწყლება; თავისი თეორიით გატაცებული, ის უკიდურესობაში ვარდება და ვერ ამჩნევს, მაგალითად, იმას რომ „ძაღლიშვილი რაინდების“ ძალები გაცილებით ჩამოუვარდებოდა მონღოლებისას: ალექსანდრე ნეველმა, მათი შეჩერება, ერთი სამთავროს ჯარებით შესძლო. არანაირად არ ვაპირებ რა ნებიემიერი უცხო დამპყრობლის განდიდებას, შეგახსენებთ, მონღოლთა უღელი უსასტიკესი იყო; რომ პირველ ყოვლისა და უმთავრესად, მან დარტყმა ძველ რუსულ ქალაქებს, ხელსნობის და კულტურის გამორჩეულ ცენტრებს მიაყენა /32/ (ხელოვნების დარგებისა და ხელსნობის  მთელი რიგი, შემდგომად ამისა, სრულიად დაკარგულ იქნა და წარმოების საიდუმლოებებიც კი დავიწყებას მიეცა).

არადა ხომ სწორედ ქალაქები გახლდნენ სავაჭრო საწყისის, სასაქონლო ურთიერთობების, მომაველი ბურჟუაზიულობის მატარებელნი – ევროპის მაგალითი სახეზეა!

არანაირად არ არის საჭირო, ჩვენის აზრით, ამგვარი უღელის დადებითი მხარეების ძებნა გერმანელების აბსტრაქტულ, არარსებულ და არშემდგარ უღელთან მიმართებაში. პირველ ყოვლისა იმიტომ რომ ბათუ ყაენის შემოსევის შედეგი მარტივი და თავზარდამცემია: მოსახლეობა, შემცირებული რამდენეჯერმე, გავერანება, დამცირება, მონობა; როგორც თავადის ძალაუფლების, ისე თავისუფლების იმ ყლორტების დაკნინება, რაზეც უკვე ვსაუბრობდით; გადამწვარი სოფლები შედარებით ადვილად წამოწევენ თავს – მათი „ტექნოლოგია“ შედარებით მარტივია, ქალაქებს კი, ისეთებს როგორიც კიევი და ვლადიმირი იყო, გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს: მთელი ათწლეულების მანძილზე მათ ვერ შესძლეს ჭრილობების მოშუშება.

დაბოლოს, მარტივ სტატისტიკასაც მოვიყვანთ: 1237 წლისთვის (ბათუ ყაენის გამოჩენის წელი) რუსეთში 10-12 დიდი სამთავროა, მე-13 საუკუნის ბოლოს (უმთავრესი, ვლადიმირის მთვარის ძლაუფლება გაცილებით შესუსტებულია) მათი რაოდენობა რამდენიმეჯერ არის გაზრდილი – დაქუცმაცება, დაკნინება სახეზეა.

მონღოლებმა რუსეთის ერთი ისტორიული ბედი დაამტვრიეს და მეორის სტიმულირება მოახდინეს; იგივე ეხება სხვა დამარცხებულ, სისხლდაცლილ ხალხებს. მაგრამ ეს არანაირ საფუძველს არ გვაძლევს შოვინზმისთვის; ეს ისტორიული ბედისწერა იყო. ნახევარი მსოფლიოს დაპყრობით ურდომ საკუთარი ცივილიზაცია მოწამლა, არაბუნებრიობის, მახინჯი პარაზიტიზმის, ლპობის ნიშნები შესძინა მას, აქედან დაიწყო მათი დაცემა… ანდრეი ტარკოვსკი მშვენივრად გრძნობდა პრობლემის სიფაქიზესა და სირთულეს, როდესაც ფილმში „ანდრეი რუბლიოვი“ მონღოლი მეომრები არაფრით არც უკეთესად და არც უარესად არ წარმოადგინა იმ რუსულ ფეოდალურ ლაშქართან შედარებით, რომელიც მათთან ერთად მიემართება ერთ-ერთი რუსული ქალაქის გასაძარცვავად; გავიხსენოთ დამპყრობლების გარკვეულად, რაინდული მოპყრობა ყრუმუნჯი ტყვე გოგონას მიმართ და ა.შ; გავისხენოთ, ასევე რუსების და მონღოლების ზნეობრივად ზუსტი დახასიათებები ვ. იანის წიგნებიდან, სადაც ყველანი თავისებურად კეთილშობილნიც და შემზარავნიც არიან, მაგრამ სადაც ველიკოდერჟავული ნიშნისმოგებით უპირატესობის ნატამალსაც ვერ ნახავთ… /33/. თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებთ პუშკინის კარგად ცნობილ სტრიქონებს: „ჩამოყალიბების პროცესში მყოფი (ევროპული) განმანათლებლობა სისხლდაცლილი და გადაბუგული რუსეთის მიერ იქნა ხსნილი… თათრები არაბებს არ ჰგავდნენ. დაიპყობილ რუსეთს, მათ არც ალგებრა და არც არისტოტელე არ შესძინეს“. უცხოელებთან რუსების შემდგომ სისხლისმღვრელ ბრძოლებზე  დაფიქრებისას პუშკინი აღნიშნავს, რომ „მოვლენები განათლების თავისუფალ განვითარებას ხელს არ უწყობდნენ“. გავიხსენოთ, რომ განათლება პუშკინს წერა-კითხვის და მეცნირული ცოდნის გავრცელებაზე უფრო ფართედ ესმოდა. აქ იგულისხმებოდა ქალაქებიც, კომუნიკაციის საშუალებებიც, თავისუფალი ინსტიტუტები. ერთი სიტყვით – განვითარების დონე…

 

კიდევ 250 წელი

კიდევ 8-10 თაობა.

მოსკოვის აღზევება, ივან კალიტა, კულიკოვოს ბრძოლა; საბოლოოდ, 1480 წელს ივანე მესამემ გადააგდო მონღოლთა უღელი და იმ დროისთვის რუსეთის გაერთიანებაც დაასრულა.

გარეგნულად კვლავაც ევროპას ვუბამთ ფეხს. სწორედ მე-15 საუკუნეში, შეიძლება ითქვას, თითქმის იმავე წლებში, დასრულდა რიგი ევროპული სახელმწიფოების გაერთიანება; ივანე მესამის თანამედროვემ, ლუდოვიკო მეთერთმეტემ (1461-1483) გააერთიანა საფრანგეთი; 1485 წელს დასრულდა უკანსკნელი საზარელი არეულეობა ინგლისში – თეთრი და წითელი ვარდების ომი, ბრიტანეთის ტახტზე ძლევამოსილი ტიუდორები ავიდნენ. 1479 წელს ფერდინანდ არაგონელისა და იზაბელა კასტილიელის ქორწინებით დასრულდა ესპანეთის ერთიანი სამეფოს შექმნის პროცესი.

მოსკოვს სრულიად რუსეთის ხელმწიფე განაგებს, დასავლეთის სახელმწოფოთა დედაქალაქებს კი – „სრულიად საფრანგეთის, ინგლისის და ა.შ.“ (გერმანია და იტალია კი კიდევ ოთხი საუკუნის მანძილზე იქნებიან დაქსაქსულები).

სასტიკნი, ეჭვიანნი, ძალაუფლების მოყვარე არიან  ივანე მესამე, ვასილი მესამე, ივანე მრისხანე. თუმცა არც „სამყაროს ობობა“ ლუდოვიკ მეთერთმეტე გამოირჩევა მათგან სიკეთით – მასაც უყვარს წამება და სიკვდილით დასჯა; ინგლისის მეფე ჰენრიხ მერვე ტირანისთვის დამახასიათებელი ქცევითა და მისწრაფებებით ივანე მრისხანეს მოგვაგონებს (რომელმაც მეფის ტიტული სწორედ ინგლისელი „კილეგის“ გარდაცვალების წელს მიიღო); ორი ტირანი ცოლების რაოდენობითაც კი თითქმის უტოლდებოდა ერთმანეთს – ჰენრიხს ექვსი ცოლი ჰყავდა, ივანეს კი – შვიდი… /34/ ივანე მრისხანე, რაც არ უნდა იყოს, ცოლებს მაინც არ სჯიდა სიკვდილით, ზოგჯერ მოსნატერში თუ გამოკეტავდა ხოლმე; ჰენრიხმა კი ეშაფოტი ოჯახური ცხოვრების ატრიბუტად აქცია.

500 წლის წინანდელ აღმოსავლეთ- და დასავლეთევროპელ მმართველებს მთელი რიგი სხვა მსავსი ნიშნები შეიძლება მოვუძებნოთ: დასავლეთის ქვეყნების მეფეები, იკრებდნენ რა ძალას, იძულებულნი იყვნენ დაყრდნობოდნენ წოდებრივ-წარმომადგენლობით დაწესებულებებს, რომლებიც ზღუდავდნენ აბსოლუტურ მმართველობას, მაგრამ ამავდრულად აძლიერებდნენ, აფინანსებდნენ მათ. XVI-XVII საუკუნეები რუსეთში время земских соборов, სადაც ისევე როგორც პარლამეტში, გენერალურ შტატებსა და კორტესებში სხვადასხვა წოდებათა წარმომადგენლები იკრიბებიან (ზოგჯერ სახელმწიფო გლეხებიც კი) სხვადასხვა სახელმწიფოებრივი საქმეების გადასაწყვეტად. ინგლისელი დიპლომატი გორსი 1584 წელს საკუთარ მთავრობას „რუსული პარლამენტის“ ქმედებების თაობაზე აწვდიდა ცნობებს.

ჰგავს, ძალიანაც ჰგავს. და ამავე დროს, სულაც არ ჰგავს.

მთავარი და ძირითადი განსხვავება: დასავლეთში ქალაქები, მრეწველობა, ვაჭრობა, ბურჟუაზია, გაცილებით ძლიერია; ხოლო სადაც ბურჟუაზია და სასაქონლო ურთიერთობებია, იქ ფეხს იკიდებს და მკვიდრდება თავსიფლებები, ადგილობრივი, ქალაქისა, ჯერ შედარებით მცირე, მაგრამ მონათესავე იმისა რაც ადრე იყო რუსეთში, მაგრამ რომელიც ემსხვერპლა 13-14 საუკუნეების ხანძრებს.

6-7 კლასის ნებისმიერმა კარგმა მოსწავლემ იცის რომ  რუსეთის და დასავლეთის მეფეებიც ებრძოდნენ მსხვილ ფეოდალებს, და ეყრდნობოდნენ, ერთის მხრივ წვრილ აზნაურებს (დ’არტანიანი საფრანგეთში ან თავადი სერებრიანი რუსეთში);  მეორეს მხრივ სასულიერო წოდების წარმოადგენლებს, რომლებიც გაერთიანებასა და ცენტრალიზაციაში, შეუფერხებლად წარმოების და ვაჭრობის შესაძლებლობაში იყვნენ დაინტერესებულნი.

ყველაფერი სწორედ ასეა: მოსკოვის შემოგარენის მცხოვრებლები (посадский люд), ასევე სხვა ქალაქების ვაჭრები და ხელოსნები მხარს უჭრენ მეფეს, და ისინიც „არ უყურებენ მათ მტრულად“. მაგრამ ქვეყანაში ძალთა თანაფარდობა მაინც სულ სხვაა, ვიდრე პარიზში, ლონდონში, ლიონში, სევილიაში.

400 წლის შემდეგ, ციმბირში გადასახლებული ჩერნიშევსკი დაწერს ავტობიოგრაფიულ რომანს „პროლოგი“, სადაც მთავარი გმირი ვოლგინი (რომელიც ავტორის პროტოტიპია) საუბრობს ცალკეული წვრილმანი დათმობების არასაკმარისობაზე: „ნაფიც მსაჯულთა სასამრთლო… დიდი ამბავი, ვითომ რა, ინგლისში, ტიუდორების და სტიუარტების დროს განა იყო? რას უშლიდა ხელს?… სულელობაა ყველაფერი“. „პროლოგის“ ავტორისა და მთავარი გმირის მიმართ ჩვენი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, ვერაფრით ვერ დავეთანხმებით: აქ, რაღა დაიგმალოთ და რუსული აზროვნებისთვის ძალზედ დამახასიათებელი „ან ყველაფერი – ან არაფერი“ იჩენს თავს.

არა და არა, ნაფიც მსაჯულთა სასმართლო სულელობა სულაც არ არის! საფუძველი მას ძველ საბერძნეთში ჩაეყარა, მე-12 საუკუნიდან ინგლისში მოიკიდა ფეხი, XIV-XV საუკუნებში კი ინგლისის საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვანი შემადგენელი გახლდა. მოგვიანებით გაძლიერდნენ ადგილობრივი სასამართლოები საფრანგეთში („პარლამენტები“) (შენიშვნა – ეს სასამართლო პარლამეტები არ უნდა აგვერიოს ინგლისის საკანონმდებლო პარლამენტთან), გერმანიასა და სხვა ქვეყნებში. იყო ბევრი რამ, რასაც ისინი ხელს ვერ უშლიდნენ, მაგრამ ზოგიერთ რამეს მაინც მიაღწიეს. გავლენიანი სასამართლო თავისუფლების, ოპოზიციის  სიმბოლოა, ყველაზე შთამბეჭდავი აბსოლუტური რეჟიმის დროსაც კი; თვით მისი არსებობაც კი – საკანონდმებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას შორის „უფლებამოსილებათა გამჯვნის“ ნიშანია (რომლიც ისევ იმ მონტესკიემ განადიდა).

მთელი ეს მსჯელობა იმას შეგვახსენებს, რომ რუსეთის მეფეს, გაცილებით მეტი ძალაუფლება ჰქონდა თავის ქვეშევრდომებზე, ვიდრე საფრანგეთის და ინგლისისას. ლუდოვიკ XI-ს გაცილებით უფრო გაუჭირდებოდა „ასე უბრალოდ“ გამკლავებოდა „კვენტინ დორვარდის“ გმირებს, ლუდოვიკ XIV-ს კი „სამ მუშკეტერთან“ გამკლავება გაცილებით გაუჭირდებოდა, ვიდრე ივანე მრისხანეს და პეტრე პირველს თავის ბოიარებთან და აზნაურებთან (თავად სერებრიანისთან ან „მეფის არაბთან“).

და სულაც არა იმიტომ რომ დასავლეთის მონარქები რუსეთის მმართველებისგან სიკეთით ან კეთილგანწყობით გამოირჩეოდნენ. სულაც არა! უბრალოდ იმათ და ამათაც კარგად იცოდნენ საკუთარი შესაძლებობების ზღვარი: ინგლისის და საფრანგეთის მეფეების რამდენიმე მცდელობამ გაძლიერებულიყვნენ ქალაქების, პარლამენტის, სასამართლოების, თავადაზნაურობის, ხალხის, მხრიდან ისეთ წინააღმდეგობას წააწყდა, რომ ბოლოს და ბოლოს, წარმოიქმნა ტოლქმედი რომელიც, მეტ-ნაკლებად, ორივე მხარეს აკმაყოფილებდა.

რუსეთში კი „თვითმპყრობელობის მექანიზმი“ სხვა იყო (აქ იძულებულნი ვართ გამარტივებულად წარმოვაჩინოთ, ბოლო ხანებში, ა.ა. ზიმინის, ნ.ნ. პოკროვსკის, დ.ნ. ალშიცის, ვ.ბ. კობრინის და სხვა მეცნიერთა მიერ ჩატარებული კვლევები). ქვეყანა გაერთიანდა, დაახლოებით, იმავე დროს რაც დასავლეთის მონარქიები, თუმცა ფულად-სასაქონლო ურთიერთობების, ბურჟუაზიულობის დონე (რომელიც „სავაჭრო კავშირებით (არტახებით)“ აერთიანებდა (კრავდა), ადრე ერთამანეთთან კავშირში არ მყოფ მხარეებს) –  რუსეთში გაცილებით დაბალი იყო და მშვიდ გარემოში, „დასავლური წარმოდგენების“ მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მას კიდევ რამდენიმე ასეული წელი დასჭირდებოდა ბურჟუაზიულობის  დასაგროვებლად და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაერთიანებულიყო. მაგრამ გარშემო სიმშვიდე არ სუფევდა: მონღოლებთან, პოლონეთ-ლიტვის შემოტევასთან და სხვა საშიშ მეზობლებთან ბრძოლამ, უდაოდ, დააჩქარა გაერთიანება. გამაერთიანებელი, შემაკავშირებელი ძალის სიმცირე, რასაც დასავლეთში „მესამე წოდება“ ითავსებდა, რუსეთში თვით სახელმწიფო ძლაუფლებამ გააწონასწორა; ამ დრო ის დაახლოებით იმდენადვე იყო შეუზღუდავი დასავლეთის სახელმწიფოებთან შედარებით, რამდენადაც რუსეთის ბურჟუაზიულობა ჩამორჩებოდა ევროპულს.

აი, ლამის სულ ეს იყოს თვითმპყრობელობის ფორმულა!

XV საუკუნის ბოლოსა და XVI საუკუნეში, „თვალსა და ხელს შუა“ გაჩნდა მოსკოვის ხელქვეითი უზარმაზარი იმპერია, რომელიც მოგვინებით ურალს იქითაც გავრცელდა.

ცხადია, ასეთი ტერიტორიების მართვის ორი წესი არსებობს: პირველი – როდესაც მოსახლეობის მიერ არჩეული და ცენტრის მიერ კონტროლირებადი ადგილობრივი თვითმმართველობა დიდ როლს თამაშობს; მართლაც და განა ადვილია, ადგილობრივი ძალების ჩაბმის გარეშე, ტელეფონის და ტელეგრაფის არარსებობის პირობებში, მოსკოვიდან ქვეყნის ტერიტორიების მართვა?

თარგმნა პროფესორმა გიორგი ღლონტმა