სანტეს ბრენდის ანალიზი

ავტორები: ლანა ჯალაღონია, იაკობ ჯანგავაძე
IBSU  მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამა

 

კომპანია “სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები” ერთ-ერთი ქართული წარმატებული შ.პ.ს ბიზნესი გახლავთ , რომელიც აწარმოებს რძის პროდუქტებს საქართველოში. კომპანია სანტეს ათასობით ლოიალური მომხმარებელი ჰყავს, რომელიც ირჩევს არა მარტო გამორჩეულ გემოს, არამედ ბრენდს, რომელსაც წლებია ენდობა.

ბრენდი კომპანიის ის ნაწილია, რომელიც მის იდენტობას აყალიბებს და კონკურენტებისგან გამორჩეულს ხდის, სანტეს ბრენდის ქვეშ, ისევე როგორც სხვა ბრენდების შემთხვევაში, ერთიანდება სახელი, ლოგოტიპი, შეფუთვა, სიმბოლო, ფერი, დიზაინი, სლოგანი და სხვ.

კომპანიის სახელი – „სანტე“ – მარტივად დასამახსოვრებელი, საინტერესო, რადგან მომხმარებელს სანტე-ს გაგონებისას არაფერი კონკრეტული არ წარმოუდგენია, შესაბამისად ჩნდება ინტერესი თუ „რა არის სანტე“.

ლოგოტიპი – ოვალისებურ ორ რკალს შუა მოთავსებულია სანტეს სახელწოდება, ასევე ლოგო აერთიანებს ორი ფერის კომბინაციას. მარტივი, დახვეწილი, საინტერესო და ერთმანეთთან თავსებადი ფერების კომბინაციას. თვალისთვის სასიამოვნო, არაგამაღიზიანებელი, ყურადღების მიმპყრობი.

შეფუთვა – კომპანია სანტე ეკოლოგურად სუფთა შეფუთვას იყენებს მისი პროდუქტის რეალიზებისთვის, ამას გარდა იგი თავისი პროდუქტის გარკვეულ რაოდენობას ბიო-დეგრადირებადი ქაღალდის შეფუთვით აწვდის მომხმარებელს  ,რაც „სანტეს“ მაღალ-სოციალურ პასუხისმგებლობაზე მიანიშნებს.

დიზაინი – სანტეს დიზაინი მისი დაარსების მომენტიდან ვითარდება და ახლდება, როგორც უკვე ვახსენე იგი ეწევა მწვანე მარკეტინგს და ბიოდეგრადირებად შეფუთვას იყენებს, შეფუთვაში უმეტესწილად ქაღალდი გამოიყენება, რაც ცალსახად  დახვეწილსა და მიმზიდველს ხდის პროდუქტს. რაც შეეხება ვებ-გვერდის დიზაინს, რომელიც 21-ე საუკუნეში ბრენდის მთლიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია და მომხმარებელზეც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, არის  დახვეწილი , მარტივი , მოქნილი და სწრაფი, ყველა საჭირო ინფორმაცია ერთ გვერდზეა მოცემული და მომხმარებელს არ უწევს ზედმეტი დროის რესურსის დახარჯვა, რაც ასევე დიდი პლუსია ბრენდისთვის.

სლოგანი – „პროდუქტი რომელსაც შეგიძლია ენდო“ დამეთანხმებით არაჩვეულებრივი სლოგანია , მისი გაგონებისთანავე ავტომატურად ნდობასთან ასოცირდება ბრენდი. „სანტე“ გვეუბნება რომ შეგვიძლია ვენდოთ, ხოლო მოგეხსენებათ საკვები პროდუქტების შერჩევისას მომხმარებელი საკმაოდ ფრთხილობს და ყოყმანობს გადაწყვეტილების მიღებას, რადგან საკმაოდ  ბევრი მაგალითია საკვები პროდუქტით ინტოქსიკაციის. სწორედ ამ ყოყმანის გადასაჭრელად შეიქმნა „სანტე“-ს სლოგანი. იგი ეუბნება მყიდველს რომ ეს ის პროდუქტია, რომელსაც აუცილებლად უნდა ენდო.

რაც შეეხება სოციალურ მარკეტინგს, რომლებსაც ბრენდები აქტიურად ახორციელებენ, არც სანტე ჩამორჩა, და შეგვიძლია ვთქვათ რომ სანტეს ბრენდის დიდი ნაწილია სოციალური მარკეტინგი და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა –

თანამშრომლებზე ზრუნვა კომპანიისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი უნდა იყოს , როგორც მომხმარებლებზე , ვინაიდან  სწორედ ისინი არიან ადამიანები , რომლებიც მყიდველისთვის ქმნიან პროდუქტს,  ამიტომაც აუცილებელია , რომ მათ კომფორტული სამუშაო გარემო შეუქმნა, რაც სანტეს შემთვევაში გამოიხატება იმაში, რომ მას 500-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული მაღალი სტანდარტების მქონე საწარმოში, ასევე „სანტე“ 3000-ზე მეტი ფერმერისგან იღებს რძეს, რაც მათ ავტომატურ დასაქმებას ნიშნავს .  ხოლო ბოლო საფეხური გახლავთ, ბიზნესის წარმმართველი ფილოსოფია , ეს შეიძლება იყოს მწვანე ფილოსოფია , ორგანული პროდუქტის ფილოსოფია ან/და უნარჩენო წარმოების ფილოსოფია.

მოდით განვიხილოთ კომპანია ,,სანტე“ , როგორც მწვანე ფილოსოფიის განმახორციელებელი კომპანია. XXI საუკუნე ის ეპოქაა , სადაც თითოეული ჩვენგანის  ვალდებულებად იქცა ზრუნვა გარემოზე, სადაც ვცხოვრობთ. დღევანდელი ეკოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ მწვავეა , რამაც საზოგადოებას მწვანე მარკეტინგის საჭიროება დაანახა. ამ უკანასკნელის  მიზანი კი, მარტივი ფორმულება რომ მოვახდინოთ -, გარემოს დაცვაა.  მწვანე მარკეტინგში მოიაზრება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება და მისი გაყიდვების ხელისშეწყობა.

როდესაც კონკრეტული კომპანია ირჩევს მწვანე მარკეტინგის გზას, მნიშვნელოვანია , რომ იგი აწარმოებდეს ისეთ პროდუქციას , რომელიც არ შეიცავს მავნე პროდუქტებს. ამ კონცეფციას  ,,სანტე“ ერთმნიშვნელოვნად იცავს. სწორედ ამიტომ, იგი მწვანე მარკეტინგის აქტიური მიმდევარია.