„სანტე“-ს ბრენდის რეზონანსის მოდელი
რეზონანსული მოდელის წარმოდგენისთვის, ბრენდის ირგვლივ ოთხ მნიშვნელოვან კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, შესაბამისად შევეცდებით ვუპასუხოთ შემდეგ შეკითხვებს,
ვინ არის სანტე ? (რა განასხვავებს მას სხვება ბრენდებისგან?)
როგორც არაერთხელ აღინიშნა, „სანტე“ არის ბრენდი, რომელიც 1997 წლიდან ბაზარზეა. შესაბამისად, მას აქვს გამოცდილება, ისტორია და წარსული, რომელიც აკავშირებს მომხმარებელთან და მათში აღძრავს განცდებს ნდობისა და ერთგულების ირგვლივ. ამიტომ, ბაზარზე პოზიციონირება ბრენდისთვის გაცილებით მარტივია.
პროდუქციის მრავალფეროვანი ხაზი, ქვე-ბრენდებისა და განსხვავებულ სეგმენტზე მორგებული პროდუქტი არსებობა, განსაკუთრებულსა და გამორჩეულს ხდის კომპანიას. ბრენდი, ნემისმიერი ასაკის მომხმარებელს სთავაზობს უდიდეს არჩევანს, დაწყებული ბავშვებისთვის შექმნილი „ლოკო-მოკოს“ ხაზიდან, დამთავრებული კლასიკური სანტეს პროდუქტით, გაცილებით მოზრდილი ასაკისათვის.
ასევე უნდა აღინიშნოს, სოციალური კამპანიების სიუხვე : ბრენდი ყოველწლიურად ერთვება სხვადასხვა სოციალურ პროექტში, იგივე „#გაიცანისაქართველოს“ ფარგლებში მიღწეული წარმატებებითა და უშუალო კავშირებით მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ფერმერებთან, კომპანიის რეპუტაცია მუდმივად იზრდება.
რა არის სანტე? (ბრენდის მნიშვნელობა)
„სანტე“ არის ბრენდი, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი ხარისხის რძის პროდუქტებს, რომლებიც მორგებულია მომხმარებელთა საჭიროებებზე.
შესაბამისად, ბრენდის მნიშვნელობა მზარდი და არაერთგვაროვანია დროის ცვლილებასთან ერთად. ეს გამოიხატება იმაში, რომ გაზრდილი მოხმარება, ზრდის რძის პროდუქტების ასორტიმენტზე მოთხოვნას და პარალელურად იზრდება მოთხოვნა განსხვავებული გემოვნების პროდუქტზე, რა დროსაც ბრენდმა მაქსიმალური ყურადღება, მომხმარებელთან სურვილებს უნდა მიაქციოს.
ძირითადად, მომხმარებელთა უმრავლესობას რძის პროტუქტების გაგონებისას, პირველი ახსენდება სანტე -, ეს მიანიშნებს +
იმაზე, რომ ბრენდმა დიდი კვალი დატოვა მყიდველზე. ეს კონკრეტული ბრენდი, მათთვის წარმოადგენს შეუცვლელ, ჩაუნაცვლებელ მოხმარების პროდუქტს, რომელსაც პირველ რიგში გამოიყენებს, თუ მაწონის, არაჟნის, ხაჭოს თუ სხვა სახის რძის პროდუქტის მოხმარებას გადაწყვეტს.
ეს ბრენდისთვის, მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.
რას მეტყვი შენს შესახებ ?
სანტე – პროდუქტი რომელსაც შეგიძლია ენდო, გვეუბნება ბრენდი და იგი თავის სლოგანს 100% – ით ამარეთლებს. როგორც უკვე ბევრჯერ ვახსენეთ , სანტეს სოციალური პასუხისმგებლობა მაღალია, იგი მაქსიმალურად ჯანსაღ რძეზე დამზადებულ პროდუქტს აწვდის მომხმარებელს და მუდმივად ზრუნავს შეინარჩუნოს საკუთარი ბრენდის მთავარი ღირებულება- სუფთა და ნატურალური პროდუქტი –
“„სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“ იყენებს მუდმივად ნატურალურ, ეკოლოგიურად სუფთა, მაღალმთიანი რეგიონებიდან მოპოვებულ ნედლეულს. პროდუქტის დამზადების პროცესში თითქმის არ გამოიყენება კონსერვანტები. რძის ჩაბარების პროცესში კომპანია აკონტროლებს რძის ხარისხსა და ნატურალურობას. ნედლეული მოწმდება წყლის, ცხიმისა და ცილის მაჩვენებლებზე. ამასთან, ფერმერს მოეთხოვება წარადგინოს საქონლის ჯანმრთელობისა და აცრის ცნობები. გარდა ამისა, კომპანია თავად უტარებს ყოველწლიურ კვლევებს ძროხებს, რომელთა რძეც „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტებისთვის“ უნდა გადამუშავდეს.”
„სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“ ყოველწლიურად დებს ინვესტიციებს რძის ჩაბარების ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რაც მას ქვეყნის მასშტაბით უმსხვილეს რძის გადამამუშავებელ კომპანიად აქცევს. ,,სანტე” საქართველოს ფარგლებში 2000-მდე ფერმერთან თანამშრომლობს. რძის მიმღები 15 პუნქტიდან თქვენს სახლამდე რძე გადის შემოწმებას ცხიმის, წყლისა და ცილის მაჩვენებლებზე, რათა მომხმარებელი უზრუნველვყოთ ნატურალური და უსაფრთხო პროდუქტით მთელი წლის განმავლობაში. მაღალმთიანი რეგიონებიდან შეგროვებული რძე ინარჩუნებს საქართველოს ხელუხლებელ ბუნებაში არსებულ ყველა სიკეთეს.
რაც შეგვეხება მე და შენ? რა სახის ასოციაციას და რა კავშირს ვანიჭებ უპირატესობას შენთან ურთიერთობაში?
საინტერესოა რა სახის ასოციაციას ტოვებს მომხმარებლის თვალში ბრენდი სანტე , იმისათცვის რომ გაგვერკვია თუ რა ფასეულობები და ურთიერთობები აქვს მომხმარებელს ბრენდთან ჩავატარეთ თვისობრივი კვლევა: თვისებრივი კვლევა არის მნიშვნელოვანი ხელსაწყო , რომელიც ბიზნესს ეხმარება მომხმარებელთან დაამყაროს კომუნიკაცია და გაიგოს მეტი მომხმარებლისა და მისი მოთხოვნილებების შესახებ. ამის გასაგებად სხვადასხვა მეთოდები არსებობს თვისებრივი კვლევის ჩასატარებლად , მაგალითად ფოკუს ჯგუფი , ინტერვიუები , ეთნოგრაფიული კვლევები , დაკვირვებები და ასე შემდეგ.
,,სანტე-ს“ მომხმარებელთა გამოსაკითხად ამ შემთხვევაში უპრატესობა მივანიჭეთ იმას , რომ გამოგვეკითხა ჩემს გარშემო არსებული ადამიანები , რომლებიც მეტწილად მის სხვადასხვა პროდუქტს ყიდულობენ. მათ რამდენიმე შეკითხვა დავუსვა , ეს კითხვებია :
- რატომ აირჩიეთ ,,სანტე“ და ურჩევდით , თუ არა ამ კომპანიის პროდუქტის შეძენას სხვებსაც?
- რა დადებითი დაინახეთ მის მომსახურებაში?
სულ გამოვკითხეთ 20 ადამიანი.
გამოკითხულთა 85% -მა ხაზგასმით ახსენა რომ სანტე ყვეკლაზე სანდო რძის პროდუქტების ბრენდია საქართველოში, ასევე გამოკითხულთა 65%-მა ხაზი გასუვა სანტეს მრავალფეროვან ასორტიმენტს, თუ როგორ კარგად არის მორგებული ქართულ სეგმენტზე და სწორად პოზიციონირებს მიზნობრივ ბაზარზე. ისინი ხაზს უსვამენ სანტეს პროდუქტის ქართულ გემოებს და უმრავლესობა ხაზგასმით აფიქსირებს აზრს რომ ძალიან მოსწონთ სანტეს ქვებრენდის “სანებოს” ახალი პროდუქტები: ყველი პიტნით და ყველი აჯიკით.
გარდა ქართული გემოებისა სანტე არ ივიწყებს ტენდენციებს და იგი მომხმარებელს , ტრადიციულთან ერთად, ახალ გემოებსაც სთავაზობს, მაგალთად რძე ვანილით, რომელიც, როგორც აღმოჩნდა მომხმარებლების ერთ-ერთი საყვარელი პროდუქტია.
გამოკითხულთა 98%-მა მკაფიოდ განაცხადა რომ ისინი ურჩევებნ სხვებსაც შიძინონ სანტეს პროდუქცია.
კვლევის შედეგად დადგინდა რომ სანტეს , როგორც ბრენდის ფასეულობა მთლიანად მის სანდოობაზე დგას, ხოლო მოგეხსენებათ, ნდობა ერთ ერთი ყველაძე ძლიერი ფასეულობაა, რაც უფრო და უფრო მეტ ლოილაურ მომხმარებელს მატებს ბრენდს.
ავტორები: იაკობ ჯანგავაძე
ლანა ჯალაღონია