საომარი ოთახიდან ბრენდის აუდიტამდე – I

I

ბრენდის აუდიტი

გასაკვირი არ უნდა იყოს იმის დანამდვილებით თქმა, რომ წარმატებული ბრენდის მთავარი  მიზანია იმის გაგება, თუ რას გრძნობენ და როგორ მოქმედებენ პროდუქტები და მის მიმართ სტრატეგიული პოზიციონირების გადაწყვეტილებები, მარკეტოლოგების უმთავრესი ამოცანა ბრენდის აუდიტის ჩატარებაა.

ალბათ ყველას გვსმენია ეს ტერმინი, მაგრამ მას როგორც კვლევას ისე აღვიქვამდით. აუდიტი კვლევაზე ბევრად მეტია. ეს არის ბრენდის ყოვლისმომცველი გამოკვლევა, რათა აღმოაჩინოს მისი კაპიტალის წყაროები.

სხვანაირად რომ ვთქვათ, მარკეტინგული აუდიტი არის „ყოვლისმომცველი კომპანიის ან ბიზნეს ერთეულის სისტემისტური, დამოუკიდებელი და პერიოდული შემოწმება, მარკეტინგული გარემო, მიზნები, სტრატეგიები და აქტივობები და გეგმების ანალიზი, რომელიც კომპანიის გასაუმჯობესებლად შემუშავდა.

ასკანელი – კომპანიაა, რომელიც გამუდმებით ცდილობს გაუმჯობესებას. ბრენდმა თავისი არსებობის მანძილზე მრავალი სტრატეგიული ნაბიჯი გადადგა.

ყველაფერი საკუთარი ინდუსტრიის ფართო არეალზე წარმოჩენით დაიწყო.

ალბათ მათთვის, ვინც ამ ბრენდს კარგად იცნობს და მათთვისაც ვინც მომავალში გაიცნობს, საინტერსო იქნება ამ კომპანიის მიღწევებზე საუბარი. ვინაიდან საქართველო ღვინის უნიკალური ჯიშების განაშენიანებით არის ცნობილი, ამ ტრადიციას ასკანელმაც აუწყო ფეხი და კომპანიის დამფუძნებელი გოჩა ჩხაიძე და მისი ძმები წლების მანძილზე  ემსახურებიან როგორც საქართველოს მეღვინეობა-მევენახეობის აღორძინებას, ასევე – უნიკალური ვაზის ჯიშების გადარჩენასა და შენარჩუნებას. „ასკანელი ძმები” ფლობს ასობით ჰექტარზე გაშენებულ ვენახებსა და სამ საწარმოს: კახეთში, გურიასა და თბილისში. კომპანია აწარმოებს 30 დასახელების ღვინოს, ბრენდის, ჭაჭასა და ბრუტს. „ასკანელი ძმები” ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც შედის ამ სექტორის პირველ სამეულში როგორც წარმოების,  ასევე სავენახე მეურნეობის განაშენიანების კუთხით.

როდესაც ბრენდის აუდიტი ამ ალკოჰოლური სასმელების ლოიალურ მომხმარებლებსა და არამომხმარებლებს შორის ჩავატარეთ მეტად საინტერსო შედეგი მივიღეთ.

 

ასკანელის მომხმარებელთა კვლევა

ჩავატარეთ მომხმარებელთა კვლევა, სადაც გამოვკითხეთ 30 ადამიანი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში. კვლევის შედეგები ასეთია. კვლევაში მონაწილოება მიიღო 30-მა რესპოდენტმა, მათგან უმეტესობა იყო ქალბატონი. რესპოდენტთა უმეტესობა იყო კახეთის რეგიონის წარმომადგენელი.

გამოკითხულთა უმეტესობა ცხოვრობს სოფლად.

ჩვენი რესპოდენტების უმეტესობა ადასტურებს, რომ ალკოჰოლურ სასმელებს ყიდულობენ კვირაში ერთხელ.

მომხმარებლები ალკოჰოლური სასმელების ყიდვისას მთავარ განმსაზღვრელ კრიტერიუმად მის გემოს მიიჩნევენ, შემდეგ კი ხარისხს.

როდესაც რესპოდენტებს ვკითხეთ, თუ რომელი კომპანიის წარმოებულ ღვინოებს ანიჭებდნენ უპირატესობას, მათ პირველ ადგილზე ბადაგონი დაასახელეს, ხოლო ასკანელმა მეორე ადგილი დაიკავა.

ამგვარად, მომხმარებელთა და არამომხმარებელთა აუდიტის კვლევამ ნათლად დაგვანახა, რომ ასკანელის ბრენდს ჰყავს ერთგული მომხმარებლები, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ ასკანელის ალკოჰოლურ სასმელებს, მათთვის ხარისხი და გემოვნური თვისებები საკამოდ მნიშვნელოვანია. ასკანელის მომხარებელს ამ ბრენდში სწორედ გემოთა მრავალფეროვნება იზიდავს, რომელიც მას განსაკუთრებულს და შთამბეჭდავს ხდის. მათ ასევე აღნიშნეს, რომ მოსწონთ ამ ბრენდის ხარისხი, ვიზუალი და რაც ყველაზე მთავარია, ეს ბრენდი ერგება სხვადასხვა სეგმენტს ფასის მიხედვით.

ეკატერინე კოჭლამაზაშვილი, მარიამ ქადაგიძე
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი