სიყვარული ერთი ყლუპით – მეამა
მეამა არის კაფსულის ყავის მწარმოებელი ქართული კომპანია, რომელიც ცვლის ყავის მიღების საუკუნოვან ტრადიციასა და ამკვიდრებს ახალ, ინოვაციურ მიდგომებს. მათ სჯერათ დიდი იდეების და არ არიან შეზღუდული აქამდე დამკვიდრებული სტანდარტებით.
ისინი ყავის სმას ერთგვარ რიტუალად აღიქვამენ და ცდილობენ ეს გასაკუთრებული გრძნობა არომატულ და სასიამოვნო გამოცდილებად აქციონ. Სწორედ ამიტომაც ცდილობენ, რომ მეამა იყოს ყველგან და ყოველთვის: სახლში, ქუჩაში, ოფისში, სკვერში, კაფეში, რესტორანში, ზღვაზე, მთაში და იქ, სადაც შეიძლება შენი საყვარელი ყავა მოისურვო.
სწორედ ამ საერთო ფილოსოფიით ცვლიან დამკვიდრებულ იდეალებს და გარდაქმნიან კულტურას, რაც მეამას ყველა პროდუქტში ისახება, იქნება ყავის კაფსულები, ინოვაციური აპარატები და მომხმარებელზე მორგებული სერვისები.
და მაინც რაში მდგომარეობს „მეამას“ მარკეტინგული სტრატეგია, 7P მარკეტინგული მიქსი და ბაზრის ზრდისა და წილის მატრიცა?
მეამას მთავარი კამპანიაა „მეამა ყველგან და ყოველთვის“. კომპანიას არ აქვს დიფერენცირებული სეგმენტი, რომელზედაც გასვლას ცდილობს, რადგან მათ ისე აქვთ შექმნილი მარკეტინგული მიქსი, რომ ერგებიან ყველა სპეციფიკისა და საჭიროების ადამიანს. მათი ფართო ასორტიმენტი ეს იქნება ყავა, ჩაი თუ სხვადასხვა გამაგრილებელი სასმელი მორგებულია ყველა ინდივიდზე, ფასი კი მისაღები და ხელმისაწვდომია . მათი დევიზი „მიიღე მეტი შენი დღისგან“ სტიმულს აძლევს ყავის მოყვარულებს, რომ განსაკუთრებული განწყობით და პროტუქტიულობით დაიწყონ დღე, რაშიც ხელს უწყობს მათი ადგილის მარკეტინგი, რაც გულისხმობს იმას, რომ მეამა ხელმისაწვდომია მათი მომხმარებლისთვის ყველგან და ყოველთვის.
მეამას პროდუქციას აქვს ფიზიკური მტკიცებულება, რაც მომხმარებელს მეტად არწმუნებს პროდუქტის უსაფრთხოებასა და ნატურალურობაში. მეამას კონცეპტუალურ მაღაზიებში 100 %-ით გამჭვირვალეა სასმელების დამზადების პროცესი, რათა მომხმარებელმა თავი მეტად უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნოს. ბოლოს კი კომპანია „მეამა“ ცდილობს უდიდესი კომფორტი და ხელსაყრელი გარემო შეუქმნას მათთან მომუშავე პერსონალს. ისინი გამოირჩევიან მაღალი სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობითა და მაქსიმალურად ცდილობენ თავდაპირველად დაამყარონ, შემდეგ კი შეინარჩუნონ მომხმარებლებთან მჭიდრო კავშირი და მაქსიმალურად გაითვალისწინონ მათი რჩევები.
მეამა და ბოსტონ კონსალტინგ ჯგუფის მატრიცა
„მეამა“ საქართველოს ყავის ბაზარზე ფლობს ყველზე დიდ წილს. ბაზრის ვარსკვლავია ყავის კაფსულები და ყავის აპარატები, რომლებიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. კომპანია „მეამას“ მეწველი ძროხის პროდუქტია ჩაი, რომელიც ბაზარზე მაღალი წილის მქონეა, თუმცა დაბალი ზრდის ტემპი აქვს. მათი კითხვის ნიშნებია სმუზები, რომლებიც ბაზარზე ახალი შემოსულია მოთხოვნა კი მათზე ძალიან სწრაფად იზრდება, განსაკუთრებით კი ზაფხულში.მათ ძაღლებს წარმოადგენს აქსესუარები, რომლებსაც ბაზარზე აქვთ დაბალი წილი, ხოლო მათი ზრდის ტემპიც დაბალია. „მეამას“ კონკურენტი ფირმები ბაზარზე არიან: ყავა „ლამბორგინი“, „ლავაცა“, „დანკინი“, „ნესკაფე“, რომლებსაც მეამას მსგავსად აქვთ კაფსულიანი ყავები გაყიდვაში, მაგრამ მეამას უნიკალურობა და უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ მათთვის უმნიშვნელოვანესია მათი საყვარელი ყავა ყოველთვის იყოს იქ, სადაც არიან მისი მომხმარებლები, რის საშუალებასაც მეამა ნამდვილად იძლევა.
კარგია რომ ონლაინ მაღაზია და ბრენდული სივრცეები, სადაც მეამას მრავალფეროვანი პროდუქციის აღმოჩენა და შეძენა არის შესაძლებელი არსებობს და ვითარდება.მეამა მაქსიმალურ კომფორტს უქმნის მომხმარებელს სხვადასხვა ხერხებით ეს იქნება მათი ბრენდული სივრცე, დროფერი თუ სხვა.
ინოვაციური ვენდინგ “დროფერი” კი დიდი ოფისებისთის შეიქმნა, რომ მეამას ყავის კაფსულები სამუშაო სივრცეებშიც ყოველთვის ხელმისაწვდომი იყოს. უნიკალური კონცეფციის ე.წ Takeaway ობიექტი მეამა ქოლექთი ყავისა და ჩაის არომატულ კოქტეილებთან ერთად, მომხმარებლებს მეამას ყავის კაფსულების ყიდვასაც სთავაზობს, რათა მომხმარებელთან ჰქონდეთ მჭიდრო კავშირი და ყოველთვის შეძლონ ხელი შეუწყონ მომხმარებლის დღის რუტინას.
მეამა ქოლექთი არის ყველგან, სადაც შენ ხარ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შენი საყვარელი ყავა შეგიძლია მაშინ მიირთვა, როცა მოგინდება. მეამას ფართო, ინოვაციური და მრავალფეროვანი არჩევნი ნამდვილად დაგარწმუნებს, რომ სიყვარული ერთი ყლუპით ნამდვილად არსებობს. ყველა გემო შექმნილია შენი და შენს გარშემო ადამიანების გემოვნების გათვალისწინებით. მეამას ყავის ექსპერტები კი მუდმივად ქმნიან ახალ, უნიკალურ რეცეპტებს, რომ შენი ყოველდღიურობა კიდევ უფრო არომატული გახადონ.
ავტორები: კესარია გურგენიძე და ნინო ტყებუჩავა