სოციოეკონომიკური კონცეფცია და დემარკეტინგი საქართველოში
მალვინა ისმაილოვა, IBSU, მარკეტინგის პროგრამა
მარკეტინგული სტრატეგიის კონცეფციებიდან უკანასკნელი, სოციოეთიკური კონცეფცია, ყველაზე ბევრისმომცემი და ფართომასშტაბიანია. იგი განიხილავს კომპანიის მომხმარებლებთან არა მოკლევადიან,არამედ გრძელვადიან, ხარისხიან ურთიერთობას. კონცეფციის თანახმად, კომპანიის მიზნებისა და მომხმარებლის სურვილების დაკმაყოფილების პარალელურად, ყურადღება უნდა მიექცეს საზოგადოებრივ კეთილდღეობას. ეს მოიცავს როგორც გარემოსდაცვით საკითხებს, ასევე მომხმარებელთა ჯანმრთელობას და ბევრ სხვა ფაქტორს.
რა საკვირველია, სოციოეკონომიკურ კონცეფციაშიც კომპანიებს სჭირდებათ ბაზრის სეგმენტირება,მისი შესწავლა და მიზნობრივი არეალის შერჩევა. (მაგ: ქალები, კაცები, უმუშევრები, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა და აშ). შეიძლება საჭირო გახდეს მომხმარებელთა დიფერენცირება შემოსავლების მიხედვითაც კი, რათა კომპანიებმა ზუსტად იცოდნენ, რა ტიპის მომხმარებელს რა ტიპის პროდუქცია შესთავაზონ.
საზოგადოება არის მთავარი მამოძრავებელი ნაწილი ამ კონცეფციის. კომპანიები, რომლებიც მიმართვენ სოციოეკონომიკურ კონცეფციას, ეყრდნობიან ე.წ. მდგრად მარკეტინგს, რომელიც აძლევს მათ საშუალებას, მყიდველებისგან გრძელვადიანი ნდობა და ერთგულება მოიპოვონ, რადგანაც მომხმარებელთა სურვილების ერთდჯერადად დაკმაყოფილების შემდეგ, მათი ურთიერთობა ნარჩუნდება და ამასთანავე, აუმჯობესებს გარემოს მომავალი თაობებისთვის.(კონცეფცია ქადაგებს ბუნებრივი რესურსებისა და წიაღისეულის რაციონალურად გამოყენებასაც) სწორედ ამ მიზნით, საქართველსათვის გარკვეულ ბაზრებზე საჭიროა დემარკეტინგი!
დემარკეტინგი არის კომპანიებისა თუ ორგანიზაციების მცდელობა,შეამცირონ მომხმარებელთა მოთხოვნა ამა თუ იმ პროდუქტზე. ამის მიზეზი შეიძლება იყოს პროდუქტის მარაგის ამოწურვა, რის შედეგადაც პროდუქციაზე მოთხოვნას მიწოდება ვეღარ აკმაყოფილებს, ამიტომაც, კომპანიები მიმართავენ დემარკეტინგს-წყვეტენ მის პრომოციას,რათა აღარ წაახალისონ მყიდველთა მიერ მისი შეძენა.
დემარკეტინგი შეიძლება სოციო-ეთიკური მიზეზებითაც იყოს განპირობებული. მაგალითად, თამბაქოსა და ალკოჰოლის საწინააღმდეგო კამპანიების მიზანი საზოგადოებრივი კეთილდღეობა და ადამიანებზე (მათ შორის, საკუთარ მომხმარებლებზე)ზრუნვაა. ასევე, რესურსებისა და განსაკუთრებით, ბუნებრივი რესურსების (წიაღისეული) დაცვა და ამოწურვის ტემპების შემცირება, დემარკეტინგის მიზანია.
გარდა ამისა,დემარკეტინგი შეიძლება გამოიწვიოს რეკლამის ხარჯების სიდიდემ, რის შედეგადაც, კომპანიები გარკვეული, პროდუქციასა და მომსახურებასთან დაკავშირებული ,განცხადებების გამოქვეყნებას წყვეტენ. ხარჯები ეხება პროდუქციის დისტრიბუციასაც, მაგალითად, თუ კონკრეტული საქონლისა თუ მომსახურების მიწოდება/დისტრიბუცია კონკრეტულ ადგილას კომპანიას საკმაოდ ძვირი უჯდება,იგი დემარკეტინგს მიმართავს.
თანამედროვე ბიზნესის საკმაოდ კონკურენტულ გარემოში, დემარკეტინგი ხშირად ხორციელდება. მისი განხორციელება შეიძლება როგორც ზოგადი სახით, ასევე შერჩევით. ამ დროს კომპანია არჩევს სამიზნე მომხმარებლებს (მაგ: ახალგაზრდებს, ან ხანდაზმულებს) და მხოლოდ ამ კატეგორიისთვის ახორციელებს დემარკეტინგს. დემარკეტინგის განხორციელება შეიძლება შეპარვითაც, მაგალითად, როდესაც კომპანიები ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ პროდუქციის მარაგის ამოწურვასთან დაკავშირებით, რაც მყიდველის ინტერესსა და გემოვნებას აღიზიანებს და უბიძგებს მას საქონლის ყიდვისაკენ.
დემარკეტინგის აუცილებლობას საქართველოში უფრო სოციო-ეთიკურ მიზეზებთან დავაკავშირებდი, ვიდრე პროდუქციის მარაგებთან(და აშ).მაგალითად, გარემოს დაცვის მიზნით პლასტმასისა და პოლიეთილენის პროდუქციის დემარკეტინგი, და პირიქით, ქაღალდისა და შუშის პრომოცია საკმაოდ ეფექტურ აზრად მიმაჩნია. დღესდღეობით, საქართველოში ბევრი კომპანია გადავიდა ქაღალდის პარკებზე (ბიბლუსი, ჰიპი), ასევე, უამრავ სუპერმარკეტში გახდა პოლიეთილენის პარკები ფასიანი, რაც, ვფიქრობ, მათზე მოთხოვნის შემცირებას შეუწყობს ხელს. უკეთესი იქნება, თუ სულ უფრო მეტი რეკლამა თუ განცხადება მოემსახურება გადამუშავებადი ნივთიერებების პოპულარიზაციას, და , რა საკვირველია, თავად გადამუშავების რადენობის ზრდას, რადგანაც ჩვენი ნარჩენების 75%მდე გადამუშავებას ექვემდებარება,მაგრამ რადგანაც საზოგადოებას არ აქვს საკმარისი ინფორმაცია და არ ხდება მათი სტიმულირება,ნარჩენების სეპარაცია პრობლემატურ საკითხად რჩება, გარემოს მდგომარეობა კი უარესდება.
რა საკვირველია, რეკლამები გარკვეულ ხარჯებს უკავშირდება, რაც, ბევრი კომპანიისთვის პრობლემას წარმოადგენს. ასეთ შემთხვევაში, ვფიქრობ, გარემოსთვის საზიანო ნივთიერებების ხმარებიდან ამოღება და ქაღალდსა და შუშაზე გადასვლაც საკმარისი იქნება, რადგანაც პროდუქციის გამოუყენებლობა უკვე შეიძლება ჩაითვალოს მის დემარკეტინგად.
პირადად ჩემთვის, კომპანიები, რომლებიც საკუთარი საქმიანობის მიღმა ეკოლოგიურ საკითხებსა და საზოგადოებრივ კეთილდღეობას აქცევენ ყურადღებას, ბევრად სანდო, პატივსაცემი და საინტერესოა. ბიზნესი კი, რომელიც მოგების მიღების გარდა უფრო გრძელვადიანსა და კეთილშობილურ მიზნებს ემსახურება, ყოველთვის მეტ ერთგულებასა და ყურადღებას დაიმსახურებს მომხმარებლებისგან.
- დავყოთ ქართული ბრენდების პროდუქციები ხუთ დონედ: ფუნქციური პროდუქტი, აქტუალური პროდუქტი,მოსალოდნელი პროდუქტი,პერსპექტიული პროდუქტი, საინფორმაციო პროდუქტი.
მაგალითი 1. განვიხილოთ ქართული სტარტ-აპი Altersocks –ალტერსოქსი. ეს კომპანია აწარმოებს წინდებს გარკვეული პრინტებით(ხელოვნების ნიმუშები, ფილმების-სერიალების-წიგნების პერსონაჟები..), შესაძლებელია ნებისმიერი გამოსახულებით შეძენა, მომხმარებლის სურვილიდან გამომდინარე.
ამ კომპანიისთვის აქტუალური და საინფორმაციო პროდუქტი, რა საკვირველია, არის წინდა, რადგან წარმოებისა და მოთხოვნის დიდი წილი ზუსტად ამ პროდუქტზე მოდის.
პერსპექტიულ პროდუქტად შეგვიძლია ჩავთვალოთ ნაჭრის პირბადე(ასევე საინტერესო და მომხმარებლის სურვილის შესაბამისი პრინტებით), რომლის წარმოებაც კომპანიამ ეპიდემიის პირობებში დაიწყო. ვფიქრობ, ამ პროდუქტს ნამდვილად დიდი პერსპექტივა გააჩნია, რადგანაც ქვეყანა და მსოფლიო ახლო მომავალში ნამდვილად ვერ დაუბრუნდება ჩვეული (უნიღბო)ცხოვრების წესს.
გარდა ამისა, კომპანიის პროდუქციაში შეხვდებით ფეხსაცმლის თასმებსაც(ასევე განსხვავებული პრინტებით), რომლის წარმოებაც არც ისე დიდი ხანია, რაც კომპანიამ დაიწყო. ვფიქრობ, რადგან ალტერსოქსი ნელ-ნელა აფართოებს არჩევანს და ამატებს წარმოებული პროდუქციის რაოდენობას, მოსალოდნელია, რომ მომავალში მათ დაიწყონ ნაქსოვი წინდების, საყელოების, თმის საკრავების წარმოება (ასევე პრინტებით), შესაბამისად, ეს პროდუქტები შეიძლება ჩავთვალოთ მოსალოდნელ პროდუქტად.
მაგალითი 2. განვიხილოთ ქართული კომპანია მილდიანი, რომელიც აწარმოებს ქართულ კლასიკურ ღვინოს,ტრადიციულ ქვევრის ღვინოს,ლიქიორულ ღვინოს, ქართულ არაყსა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს. ღვინო შეგვიძლია ჩავთვალოთ ამ კომპანიის ფუნქციურ და საინფორმაციო, ასევე აქტუალურ პროდუქტად.
ვფიქრობ, მოსალოდნელი პროდუქტი შეიძლება იყოს ღვინო სხვადასხვა ხილის ან კენკრის არომატით.
მაგალითი 3. განვიხილოთ კომპანია Alutech Georgia. იგი აწარმოებს მშენებლობისთვის საჭირო საქონელსა და მომსახურებას.
ამ კომპანიისთვის, პერსპექტიულ პროდქუქტად ,ვფიქრობ, შეგვიძლია ჩავთვალოთ ფრანგული გასაჭიმი ჭერები , რადგანაც საქართველოში ჯერ-ჯერობით არაა აქტუალური და ვფიქრობ, საკმაოდ ინოვაციური პროდუქტია ქართულ ბაზარზე.
აქტუალურ პროდუქტად დავასახელებდი უჟანგავი ლითონის მექანიზმებსა და დანადგარებს, რადგან ასეთი ხელსაწყოები და მექანიზმები მალფუჭებადია და გაყიდვების დიდი წილი, სავარაუდოდ, მათზე მოდის.
წყაროები:
http://alu.ge/georgian/products
https://mildiani.ge/geo/%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98
https://www.britannica.com/topic/marketing/Economic-and-social-aspects-of-marketing
https://www.marketing91.com/demarketing/