სტრატეგიული მარკეტინგი სტარბაკსში – III

ავტორი: მედეა ჯინჭარაძე

SWOT ანალიზი

სვოტ ანალიზი ესაა ორგანიზაციის ძლიერი მხარეების, სისუსტეების, შესაძლებლობებისა და საფრთხეების დეტალური ანალიზის განსახორციელებლად შემოთავაზებული ანალიტიკური ჩარჩო, რომელიც დღეს ფართოდ არის დამკვიდრებული როგორც კერძო, ისე საჯარო ორგანიზაციებში.

ახლა კი განვიხილავ კომპანია სტარბაქსის სვოტ ანალიზს 2022 წლის საფუძველზე

ძლიერი მხარეები

  • ბრენდის ძლიერი იმიჯი – starbucks Corporation არის ყველაზე პოპულარული და ძლიერი ბრენდი კვების და სასმელების ინდუსტრიაში. მისი ზომა, მოცულობა და ლოიალური მომხმარებლების რაოდენობა დროთა განმავლობაში უფრო და უფრო იზრდება. მსოფლიოს მოსახლეობის 80%–ს სმენია კომპანიის შესახებ. ლოიალური მომხმარებლებისთვის კი სტარბაქსის ყავის გემო უკონკურენტოა მთელი მსოფლიოს ბაზარზე.
  • ძლიერი ფინანსური მაჩვენებლი – კომპანიის წლიური შემოსავალი 29 მილიარდი დოლარია, რითაც მას ძლიერი ფინანსური პოზიცია უჭირავს ბაზარზე.
  • კომპანიის ქსელების რაოდენობის ზრდა–კომპანიის მაღაზიათა ქსელების რაოდენობა მთელი მსოფლიოს მასტაბით გაიზარდა 1,886-დან 33,833-მდე 1998-დან 2021 წლამდე. მას აქვს 17,133 კომპანიის ოპერირებადი მაღაზია და 16,700 ლიცენზირებული მაღაზია მსოფლიოში. კომპანიის ოპერირებადი მაღაზიები მთლიანი შემოსავლის 85%-ს გამოიმუშავებენ.
  • ფართო საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვი–ცნობილია, რომ Starbucks-ს აქვს მომწოდებლების ფართო გლობალური ქსელი. Starbucks იღებს ყავის მარცვლებს სამი ყავის მწარმოებელი რეგიონიდან, ლათინური ამერიკიდან, აფრიკიდან და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონიდან.
  • შესყიდვები–კომპანიამ შეიძინა ტოპ 6 კომპანია, მათ შორის Seattle’s Best Coffee, Teavana, Tazo, Evolution Fresh, Torrefazione Italia Coffee და Ethos Water. ეს შესყიდვები საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა Starbucks-ისთვის.
  • პროდუქციის დივერსიფიკაცია–Starbucks-მა ასევე გააფართოვა თავისი ბიზნეს ოპერაციები ინოვაციური საქონლისა და კვების პროდუქტების შემოღებით. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია ყავისგან დამზადებული ყინულის კუბების დამატება, რაც იწვევს ყავის უფრო ძლიერ გემოს.
  • ხარისხი, გემო და სტანდარტიზაცია–კომპანიის არსებული რეპუტაციის შექმნა განაპირობა მის მიერ შეთავაზებულმა უკონკურენტო ყავის გემომ და ხარისხმა. ის მომხმარებლებს სთავაზობს შესანიშნავი ხარისხის და თანმიმდევრულად სტანდარტიზებულ პროდუქტებს თითოეულ ქსელში.
  • თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაცვა– დამფუძნებლების თქმით კომპანიაში მომუშავეთა ჯანმრთელობის დაცვა მათთვის ისეთივე პრიორიტეტულია, როგორც საუკეთესო გემოს მქონე ყავის შეთავაზება მყიდველთათვის. ცნობილია ისიც, რომ კომპანია ყავის მარცვლების შეძენაში უფრო ნაკლებ თანხას იხდის, ვიდრე თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაცვაში. Starbucks მოწინავე ადგილს ურყევად ინარჩუნებს იმ 100 კომპანიას შორის, სადაც საუკეთესო პირობებია შექმნილი დასაქმებისათვის.
  • ძლიერი ლოიალობის პროგრამა–Starbucks-მა შეიმუშავა სტრატეგიული პროგრამა, წახალისების პროგრამა, რომელიც კლიენტებს ყავის მუდმივი შეძენისკენ უბიძგებს. ყოველ $1-ზე მომხმარებელი იღებს 3 ვარსკვლავს ($1 = 3 ვარსკვლავი). როდესაც შეაგროვებს 150 ვარსკვლავს, მიიღებს უფასო სასმელს (150 ვარსკვლავი = 1 უფასო სასმელი). ამას გარდა, კომპანია უფასო სასმლით უმასპინძლდება მომხმარებლებს მათ დაბადების დღეებზეც.
  • თანამშრომლობის მაღალი სიმწიფე–კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური გუნდის წევრებით, რომლებიც ფლობენ პროფესიული დონის ცოდნასა და მოტივაციას იმისთვის, რომ შეძლონ მათზედ დაკისრებული დავალებების შესრულება. 

სისუსტეები

  • მაღალი ფასები–კომპანიის მიერ შეთავაზებული ყავის ფასები კუნკურენტებთან შედარებით ყველაზე ძვირია. სწორედ ამ მიზეზით სტარბაქსის ყავა ბევრისთვის მიუწვდომელია.
  • არაგანსხვავებული პროდუქტი–Starbucks არ ფლობს უნიკალურ და ინოვაციურ პროდუქტებს ბაზარზე. ეს კი აადვილებს პროდუქციის მიმბაძველობას სხვა კომპანიების მხრიდან. სხვა ყავის მაღაზიები და კვების ქსელები, როგორიცაა McDonalds, McCafe და Dunkin Donuts, გვთავაზობენ თითქმის იგივე პროდუქტებს.
  • შესყიდვების პრაქტიკა–არაერთმა გარემოსდაცვითმა აქტივისტმა გააკრიტიკა კომპანია მათი არაეთიკური შესყიდვების პრაქტიკის გამო. ისინი აცხადებდნენ, რომ ის ყავის მარცვლებს ყიდულობს მესამე სამყაროს გაჭირვებული ფერმერებისგან.
  • ალერგენების გამოყენება–კომპანიის მიერ წარმოებულ საკვებ პრდუქტებსა თუ სასმელებში გამოიყენებოდა გარკვეული პროდუქტები, ალერგენები. მაგალითად ნუში, კეშიუს თხილი და სხვა. პროდუქტზე არ იყო გამაფრთხილებელი ეტიკეტი, რომელიც ხაზს უსვამდა მაგ. კეშიუს თხილის არსებობას. ეს უკანასკნელი კი შესაძლოა კეშიუს ალერგიის მქონე ადამიანების სიცოცხლისთვის საშიში ყოფილიყო. (2016)

შესაძლებლობები–გარე სტრატეგიული ფაქტორები

  • ახალი პროდუქტების დანერგვა-იმის გამო, რომ კომპანია საკმაოდ პოპულარულია მსოფლიო ბაზარზე საკმაოდ სტრატეგიული იქნება ახალი პროდუქტებისა და სადღესასწაულო არომატების (პიტნის მოჩა, ეგნოგი ლატე (კვერცხის კოქტეილი), ჯანჯაფილის პური) წარმოება, რადგან მათი ცნობადობის გაზრდა ბაზარზე არ იქნება რთული. ამასთან, პროდუქციის დივერსიფიკაცია კომპანიისთის საკმაოდ მომგებიანი ნაბიჯი იქნება.
  • ფასის დიფერენციაცია–Starbucks-ის კონკურენტი ბრენდების მომხამარებელთა რაოდენოობა სწრაფად იზრდება რეგულარული და პრემიუმ ყავის შეთავაზებით სხვადასხვა კლასებისთვის. Starbucks-ს შეუძლია მომხმარებელებს შესთავაზოს ჩვეულებრივი ყავა, რომლის ფასიც შედარებით დაბალი იქნება. ამ შემთხვევაში კი მათი სამიზნე აუდიტორია იქნება საშუალო კლასი და ყავა დააკმაყოფილებს ამ კლასის წარმომადგენლების საჭიროებებს.
  • ყავის მიტანის სერვისი–პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა სხვადასხვა საკვები თუ სასმელი პროდუქტების ადგილზე მიტანის სერვისი. სტარბაქსის ყავასაც ხშირად ყიდულობდნენ მომხმარებლები სახლში მიტანის სერვისით, მაგრამ კომპანიას არ აქვს საკუთარი მიწოდების სერვისი, რისი დამატებაც უზრუნველყოფს მომხმარებლამდე პროდუქტის მიტანას უფრო მეტი სანდოობით.

საფრთხეები 

  • კონკურენცია დაბალფასიანი ყავის გამყიდველებთან–ბევრი ყავის სახლი სთავაზობს მომხმარებლებს პროდუქტებს მათთვის ხელმისაწვდომ ფასად. სტარბაქსის მიერ შეთავაზებული ფასები კი ნამდვილად არ არის საზოგადოების თითოეული ფენისათვის ხელმისაწვდომი. ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას Starbucks-ის მომავლის სტაბილურობას.
  • კონკურენცია დიდ კომპანიებთან–კონკურენცია ისეთ მსხვილ და საერთაშორისო ბაზარზე მოთამაშე კომპანიებთან როგორიცაა მაგ. Dunkin Donuts და McDonald’s, საფრთხეს წარმოადგენს სტარბაქსისათვის, რადგან ამან შესაძლოა მის საბაზრო პოზიციონირებას ხელი შეუშალოს.
  • მომწოდებლების გაფიცვა–Starbucks-ის მიწოდების ქსელი შედგება მრავალი მესამე მხარის კონტრაქტორებისა და დაინტერესებული მხარისგან, რაც ართულებს მთელი ჯაჭვის ეფექტურად მართვას. 2019 წელს, Starbucks-ის ყავის სახლები შუა დასავლეთში განიცდიდნენ დეფიციტს მას შემდეგ, რაც მთავარი მომწოდებლის თანამშრომლები გაიფიცნენ.
  • კრიტიკა სოციალურ მედიაში– 2018 წლის აპრილში ორი აფრო-ამერიკელი მამაკაცი დააკავეს Starbucks-ში, რამაც საკმაოდ დიდი კამათი გამოიწვია სოციალურ მედიაში Starbucks-ის წინააღმდეგ. მათი დაკავების მიზეზი კი ის იყო, რომ Starbucks-ის თანამშრომლებმა უარი უთხრეს მათ ტუალეტის გამოყენებაზე, რადგან მათ არაფერი შეუძენიათ. მსგავსი შემთხვევები კომპანიის გაკრიტიკების პოტენციურ საფრთხეს წარმოქმნის სოციალურ მედიაში, რომელიც მოსახლეობის დიდ ნაწილს აერთიანებს.
  • კორონა ვირუსი– კომპანიის კონკრეტულ ქსელებში დაფიქსირებული კორონა ვირუსის გამო ხშირად ხდებოდა მაღაზიის დროებით დახურვა. მაგალითად, Starbucks-ს ჩინეთში დაახლოებით 2000 მაღაზიის დროებით დახურვა მოუწია კორონავირუსის გავრცელების გამო.
  • მოხმარებელთა ქცევის ცვლილება–ეს ის საფრთხეა, რომლის წინაშეც ნებისმიერი ინდუსტრია, განსაკუთრებით სამეწარმეო საქმიანობის ინდუსტრია, შესაძლოა აღმოჩნდეს, რადგან იგი არაპროგნოზირებადი ფაქტორია.

ახალი მოთამაშეების გამოჩენა ბაზარზე–ამ საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ახლო მომავალში კომპანია.