სტრატეგიული მარკეტინგი – APPLE INC. – III
ავტორი: ანი ზოზირაშვილი
ნაწილი III
Apple-ის სეგმენტაცია, თარგეთინგი და პოზიციონირება ილუსტრირებულია ქვემოთ მოცემულ ცხრილში.
Apple-ის პროდუქტების მთავარი სამიზნე ბაზარი მოიცავს საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე მომხმარებლებს, რომლებსაც შეუძლიათ და სურთ გადაიხადონ მეტი თანხა უკეთესი გამოცდილების გამო. მაგალითად, ჩვეულებრივი კომპიუტერი დაახლოებით 350 აშშ დოლარი ღირს, ხოლო MacBook მყიდველს 900 აშშ დოლარით მეტის გადახდა უწევს.
კომპანიის მიზნები
Apple ცდილობს შექმნას საუკეთესო პერსონალური გამოთვლითი გამოცდილება სტუდენტებისთვის, მასწავლებლებისთვის, კრეატიული პროფესიონალებისთვისა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით მომხმარებლებში, თავისი ინოვაციური აპარატურის, პროგრამული უზრუნველყოფის და ინტერნეტის შეთავაზების საშუალებით”. ეს მიზანი ასახავს კომპანიის სურვილს განავითაროს და გააუმჯობესოს თავისი ტექნოლოგია პროდუქტებში, რათა ასახოს მათი სამიზნე ბაზრების საჭიროებები.
კომპანიის მიზნის პარალელურად, Apple მზად არის ჩაერთოს ხუთი ძირითადი ღირებულების ფარგლებში, რომლებიც წარმართავს მათ საოპერაციო და წარმოების სტანდარტებს: ხელმისაწვდომობა, განათლება, გარემო, ჩართვა და მრავალფეროვნება, კონფიდენციალურობა და მიმწოდებლის პასუხისმგებლობა.
- მიაწოდოს მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურება მცოდნე გაყიდვების პერსონალის საშუალებით
- მომხმარებელთა საუკეთესო გამოცდილების მიწოდება თავისი ინოვაციური პროდუქტებითა და ტექნოლოგიებით
- შეიმუშავოს და განავითაროს საკუთარი ოპერაციული სისტემები, აპარატურა, აპლიკაციური პროგრამული უზრუნველყოფა და სერვისები.
- გაყიდვების მოცულობის გაზრდა მეტი მაღაზიის გახსნით, ახალი პროდუქტების გამოშვებით, გამარტივებითი წარმოება და ჭკვიანი მარკეტინგული ტაქტიკის გამოყენება.
კანოს მოდელი
უნდა აღვნიშნოთ, რომ კანოს მოდელი ტექნიკების ერთობლიობაა, რომელიც გვეხმარება განვსაზღვროთ, რამდენად მოქმედებს ჩვენი მომხმარებლების კმაყოფილებაზე პროდუქტის ესა თუ ის მახასიათებლები. კანოს მოდელის მიხედვით, მომხმარებლების მოთხოვნები იყოფა 5 კატეგორიად, რომლებსაც ამჯერად კომპანია Apple- ის სმარტფონების მაგალითზე განვიხილავთ.
მომხიბლავი მოთხოვნები
- Apple სმარტფონს ორიგინალური შეფუთვა აქვს. გამოირჩევა მრავალფეროვანი ფერებით, მისი შუშა არის გამჭვირვალე და ლამაზი. პირველი რაც მომხმარებლის აღფრთოვანებას იწვევს, მინის უკანა პანელია, ის დაბურულია ვაშლის ლოგო კი კვლავ პრიალაა როგორც iPhone-ის ადრეულ მოდელებში. აქვს ხარისხიანი ეკრანი, ფერებს უფრო სწორად აჩვენებს და სიკაშკაშის ოდნავ უფრო დიდი ზღვარი აქვს სხვა მოდელებთან. კიდევ ერთი რამ, რომელიც Apple-მა ბოლო მოდელის სმარტფონებში დანერგა, არის ღამის რეჟიმი. ის ავტომატურად ირთვება შუქის ნაკლებობისას, ფართო კუთხოვანი და ტელეობიექტივის ლინზებით. ეს მუშაობს ასე: iPhone გებულობს, რომ კადრი შეიძლება გამოვიდეს ჩაბნელებული, ზრდის ექსპოზიციას და შემდეგ ხდება ჯადოქრობა. ფოტოები გასაოცარი გამოდის. ზოგჯერ კადრში არის დამუშავებული ის დეტალები, რომლებიც თითქმის შეუმჩნეველია ადამიანის თვალით, მაგალითად, ღრუბლები ღამის სიბნელეში.
- Apple-მა სერიოზულად შეცვალა კამერის ინტერფეისი და გადააკეთა ობიექტივებს შორის გადართვა. თქვენ არ გჭირდებათ ფიქრი, რომელი კამერა გამოიყენოთ, უბრალოდ აკონტროლეთ მასშტაბის სლაიდერი და თავად სისტემა განსაზღვრავს რომელი ობიექტივი გამოიყენოს. ეს არის ძალიან მოსახერხებელი და, რაც მთავარია, მომხმარებელს უბიძგებს, რომ ნამდვილად გამოიყენოს დამატებითი ლინზები.
- იყიდება საქართველოში არსებულ მრავალ მაღაზიაში, ამავდროულად, შესაძლებელია ადგილზე მიტანით შეძენა. ზოგადად, რაც უფრო ფართოდ და მარტივად ხელმისაწვდომია პროდუქტი, მით უფრო კმაყოფილია მომხმარებელი.
ცალსახა მოთხოვნები – რაც უფრო ინტენსიურადაა აღნიშნული კრიტერიუმები წარმოდგენილი, მით უფრო კმაყოფილია მომხმარებელი.
- Apple- ბოლო მოდელის სმარტფონებს გააჩნიათ 120 ჰერციანი განახლების სიხშირე
- Soft battery technology-ის დამსახურებით, ახალი სერიის თითოეული სმარტფონს ადრინდელ მოდელებთან შედარებით უფრო მძლავრი ბატარეა აქვს, რაც მათ დიზაინზე გავლენას არ ახდენს.
- კიდევ ერთი სასარგებლო თვისება კამერის ინტერფეისში: თითის გრძელი დაჭერით კადრის გადაღებისას, თქვენ ავტომატურად გადაერთვებით ვიდეოს გადაღების რეჟიმში, ხოლო თუ მარჯვნივ მიჰკრავთ ხელს, შეგიძლიათ თითი აუშვათ, ხოლო გადაღება გაგრძელდება.
- ლოგიკურია, რომ Apple მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბრენდია, ყველაზე მაღალი საბაზრო კაპიტალით და ყველაზე დიდი მოგებით მსოფლიოს მასშტაბით. თუმცა, კომპანია ყოველთვის ცდილობს რომ მომხმარებელს ახალ ძვირადღირებულ მოდელთან ერთად, შესთავაზოს კიდევ ერთი შედარებით ბიუჯეტური მოდელი განსაკუთრებული მონაცემებით. მაგალითად Iphone SE.
სავალდებულო მოთხოვნები – მათ გარეშე კლიენტი ცალსახად უკმაყოფილო დარჩება. იგი ელის და, უფრო მეტიც, ითხოვს კიდეც ამ კრიტერიუმების არსებობას. ისინი შეთავაზების ძირითადი მახასიათებლები არიან და მათ გარეშე მომხმარებელი უკიდურესად უკმაყოფილო იქნება.
- პირველი დეტალი, რომლის გამოც მომხმარებლების უმეტესობა აკეთებს არჩევანს Apple აიფონზე, არის ის რომ კომპანია ზრუნავს მომხმარებლის კომფორტსა და კმაყოფილებაზე. გარედან დაწყებული, iPhone სპეციალურად შექმნილია იმისათვის, რომ კომფორტულად მოერგოს მომხმარებელს არის თხელი და მსუბუქი, რაც აადვილებს გამოყენებას.
- კამერა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მიიღოს სრული მაღალი გარჩევადობის ფოტოები. Apple იყენებს Sony სენსორებს, რომლებიც ამჟამად საუკეთესოა ბაზარზე, გარდა iOS-ის შემდგომი დამუშავების პროგრამული უზრუნველყოფისა, რომელიც ბევრად აღემატება ნებისმიერ წინა Android ტელეფონს. კამერის ხარისხი გაცილებით მეტია ვიდრე სენსორი. ლინზის ხარისხი, კამერის პროგრამული უზრუნველყოფა და, რა თქმა უნდა, გამოსახულების სიგნალის პროცესორი მნიშვნელოვანია. ბოლო მოდელის სმარტფონის უკანა ნაწილში სამი კამერაა: ულტრა-ფართო კუთხე, ფართო კუთხე და ტელეობიექტივი. დიაფრაგმები — f / 2.4, f / 1.8 და f / 2.0, შესაბამისად. თითოეული ობიექტივის გარჩევადობა იყო 12 მეგაპიქსელი. ბოლო ორმა კამერამ მიიღო ოპტიკური სტაბილიზაცია. ყობველ მათგანზე შეგიძლიათ გადაიღოთ ვიდეო 4K გარჩევადობით და 60 FPS- ით.
- მძლავრი ბატარეა – ახალმა iPhone-ებმა მოიმატეს ავტონომიურად მუშაობის საკითხში: 11 Pro, Apple-ის თქმით, 4 საათზე მეტხანს მუშაობს, ვიდრე iPhone Xs. GSM Arena-ს თანახმად, ბატარეის სიმძლავრე 3,190 mAh არის. ეს საკმარისია 18 საათის განმავლობაში ვიდეოთამაშისთვის ან 65 საათიის განამლობაში მუსიკის მოსასამენად. გარდა ამისა, სტანდარტული დენის ადაპტერით ტეელფონი ნახევარ საათში იტენება 50%-ით. დატენვა მართლაც საკმარისია ერთი დღის განმავლობაში.
- Apple-ის პროდუქტის გამოყენებისას, თქვენ ხელთ გაქვთ სხვადასხვა რამ, რაც არც კი გეგონებოდათ, რომ გჭირდებოდით, მაგრამ Apple-მა პირველმა მოიფიქრა! ისინი მიმართავენ თქვენს ქვეცნობიერს, თქვენი გონების უკანა ნაწილში მოთავსებული საგნები შესაძლოა განყოფილების ქვეშ ახლა გადადიან წინა პლანზე, როგორც უნდა ჰქონდეს.მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა მიიღოს სხვადასხვა სტილის, ზომის და უფრო მაღალი ფუფუნების დანამატები პროდუქტთან ერთად. Apple ბრწყინვალეა იმ მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, რომლებიც არც კი იცოდით, რომ გქონდათ.
ინდიფერენტული მოთხოვნები – მათ არსებობას კლიენტის კმაყოფილების ხარისხთან კავშირი არ აქვს.
- ახალი სასარგებლო თვისება კამერის ინტერფეისში: თითის გრძელი დაჭერით კადრის გადაღებისას, თქვენ ავტომატურად გადაერთვებით ვიდეოს გადაღების რეჟიმში, ხოლო თუ მარჯვნივ მიჰკრავთ ხელს, შეგიძლიათ თითი აუშვათ, ხოლო გადაღება გაგრძელდება. მართალია ეს უკანასკნელი მომხმარებელს გარკვეულ კომფორტს უქმნის, მაგრამ მთავარია, პროდუქტი იყოს ხარისხიანი და ეფექტური ზემოთჩამოთვლილი მახასიათებლების მიხედვით, ხოლო მსგავს მცირე ბენეფიტებს მომხმარებლისთვის გადამწვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება.
უკუმოთხოვნები – მათი არსებობა მომხმარებლის კმაყოფილებაზე უარყოფითად მოქმედებს. ამ გზით ისინი უარყოფითად მოქმედებენ კლიენტების კმაყოფილებაზე.
- ბატარეის სიმძლავრე არის ის დეტალი, რის გამოც ხშირად ვხვდებით მომხმარებელთა უკმაყოფილებას. აქედან გამომდინარე ახალი მოდელის აიფონები გაზრდილი ბატარეის მოცულობითაც გამოირჩევა, Soft battery technology-ის დამსახურებით, ახალი სერიის თითოეული სმარტფონს ადრინდელ მოდელებთან შედარებით უფრო მძლავრი ბატარეა აქვს..
- ნოჩის ზომაში შემცირება მომხმარებელთა ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომელსაც კომპანია დროთა განმავლობაში ითვალისწინებს. ბოლო მოდელის სმარტფონში უკვე გვაქვს ზომაში საგრძნობლად შემცირებული ნოჩი. ეს უკანასკნელი წლების მანძილზე iPhone-ის დიზაინის განუყოფელი ნაწილია.
კანოს მოდელი არის ანალიზის ინსტრუმენტი მომხმარებლის საჭიროებების შესასწავლად და გასაზომად. ეს არის მომხმარებელთა ძირითადი მოთხოვნილებების იდენტიფიცირების გზა, ისევე როგორც შესრულების და აღფრთოვანების მოთხოვნები. გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეფლის მომხმარებლები მუდმივად აღფრთოვანებული არიან კომპანიით, ისინი არამხოლოდ უბრალოდ მომხმარებლები არიან არამედ პრომოუთერები, რომლებიც ყოველთვის ეფლის პროდუქციაზე აკეთებენ არჩევანს და უნებლიედ სხვებსაც ამისკენ მოუწოდებენ.