ნაიკის ვირტუალური ფეხსაცმელი
ავტორი: მარიამ ცერცვაძე
თქვენ მალე შეიძენთ ნაიკის ვირტუალურ ფეხსაცმელს
ნაიკი სპორტული ფეხსაცმლისა და სხვა ინვენტარის მწარმოებელი ერთ-ერთი უდიდესი და ამ მომენტისთვის ლიდერი კომპანიაა. იგი მყარად ახერხებს ლიდერის პოზიციის შენარჩუნებას ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტულ ბაზარზე. ნაიკის კონკურენტუნარიანობა მისი პროდუქტის ხარისხში და მის იმიჯში გამოიხატება. ნაიკი ყოველთვის ცდილობს მაღალხარისხიანი პროდუქტი მაქსიმალურად ნაკლები დანახარჯებით დაამზადოს, რაც დამატებით მომგებიანია მისთვის. ასევე ერთ-ერთი სიძლიერე არის მისი ინოვაციურობა და განვითარების ტემპი. კომპანია ყოველთვის ეძებს სიახლეებს და ინოვაციებს, რაც მომხმარებელს არჩევანს უადვილებს.
ვირტუალური ფეხსაცმელი
ბოლო დროს გამოშვებული უახლესი პროდუქცია ძალიან ეფექტურია. მაგალითად: ვირტუალური ფეხსაცმელი, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა ბოლო დროს და აღსანიშნავია, რომ ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ამ სფეროში შევიდა. კერძოდ, ნაიკმა შეისყიდა კომპანია „RTFKT”, რომელიც ამზადებს ვირტუალურ ფეხსაცმელს. მისი დახმარებით ნაიკი ვირტუალურ ფეხსაცმელს „Metaverse”- ში ყიდის, საკმაოდ დიდ ფასად. ამ ვირტუალურ ფეხსაცმელს სხვადასხვა დატვირთვა აქვთ, ისინი გამოიყენებიან თამაშებისთვის და ასევე გამოიყენებიან როგორც “NFT”. ნაიკი “RTFKT”- სთან ერთდ თანამშრომლობს არტისტებთან, რომლებიც ამზადებენ დიზაინს და კომპანია მათ თავიანთი ნამუშევრების რეალიზაციაში ეხმარება.
NIKE FIT
Nike fit ნაიკის ერთ-ერთი უახლესი პროდუქტია. ხშირია შემთხვევები, როდესაც ონლაინ ფეხსაცმლის შეძენისას მომხმარებელმა არ იცის მისი ფეხის ზუსტი ზომა, რის გამოც მისი ფეხისთვის შეუსაბამო ზომის ფეხსაცმელს ყიდულობს, რაც დისკომფორტთანაა დაკავშირებული. Nike fit ესაა აპლიკაცია, რომელიც ონლაინ კლიენტებს ეხმარება გაარკვიონ თავიანთი ფეხის ზუსტი ზომა. ამას ის სკანერის მეშვეობით აკეთებს. ეს პროდუქტი ძალიან სასარგებლოა და მომხმარებელს შესაძლო შეცდომის თავიდან აცილებაში ეხმარება.
მნიშვნელოვან როლს თამაშობს კომპანიის წარმატებაში მისი მომხმარებელთან კომუნიკაცია. ნაიკის სტრატეგია, ემოციური კავშირი დაამყაროს მომხმარებელთან, ხშირად ამართლებს, რაც მას კარგი იმიჯის შენარჩუნებაში ეხმარება.
ასე, რომ ბრენდი არ ჩამორჩება დროს, მუდმივად ახლის ძიებაშია, რაც ზრდის მის კონკურენტუნარიანობას. რაც შეეხება მის უშუალო კონკურენტებს, ისინი ბაზარზე მრავლად არიან და ზოგიერთი მათგანი არაფრით ჩამოუვარდება ნაიკის ხარისხს და დონეს. მათ შორისაა:
- ADIDAS
ადიდასი ნაიკის შემდეგ ყველაზე დიდი სპორტული ინვენტარის მწარმოებელი კომპანიაა. აღსანიშნავია, რომ მან 2005 წელს შეისყიდა გემანული კომპანია reebok, რომელიც ასევე ნაიკის ერთ- ერთ ყველაზე დიდ კონკურენტად მოიაზრება. ორივე კომპანია ერთად უდიდეს ბრენდს ქმნის. ადიდასის შემოსავალი წლიურად 21 მილიარდს აჭარბებს. ორივე ბრენდი მსოფლიოს მასშტაბით უამრავ ქვეყანასა და ადამიანისთვისაა ხელმისაწვდომი, თუმცა ნაიკთან შედარებით ადიდასი უფრო ნაკლები მასშტაბისაა.
- Reebok
Reebok, როგორც უკვე ვახსენე, ნაიკის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კონკურენტად მოიაზრება, 80-იანი წლებიდან. მთავარი მიზანი, რის გამოც ნაიკმა კამპანია just do it შექმნა სწორედ reebok-ის გაყიდვებისთვის გადასწრება და მისთვის კონკურენციის გაწევა იყო. ამჟამად რიბოკი ადიდასის შემადგენლობაშია და ბრენდის შემოსავალი მისგან დამოუკიდებლად 2 მილიარდს შეადგენს წლიურად.
- Puma
პუმა გერმანული კომპანიაა, რომელიც მანამდე ადიდასთან ერთად დააარსეს და 1948 წელს ისინი ორ ცალკეულ კომპანიად ჩამოყალიბდნენ. პუმას წლიური შემოსავალი 5.5 მილიარდი დოლარია და ნაიკის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კონკირენტად ითვლება სპორტული ფეხსაცმელების წარმოებაში.
- New balance
New balance ამერიკული ბრენდია რომელიც 1906 წელს დაარსდა და სპორტულ ფეხსაცმელს, ტანსაცმელს და აღჭურვილობას აწარმოებს. იგი სხვა ბრენდებისგან პროდუქტის ტექნიკური დახვეწილობითა და მისი ინოვაციებით განსხვავდება. მისი შემოსავალი დაახლოებით 4 მილიარდი დოლარია წლიურად. აღსანიშნავია ბრენდის იმიჯიც, რითაც იგი მაღალ კონკურენტუნარიანობას იძენს და ნაიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეტოქეა.
- Converse
Converse ნაიკის შვილობილი კომპანიაა, რომელიც როგორც წესი მის დაქვემდებარებაში უნდა იყოს და არ უნდა მოიაზრებოდეს კონკურენტად, თუმცა ეს ასე არ არის. მიუხედავად იმისა რომ კონვერსი ნაიკს ეკუთვნის, კონვერსი მაინც ინარჩუნებს წინააღმდეგობრივ ხასიათს მისი მშობელი კომპანიის მიმართ.
ნაიკის კონკურენტების რიცხვი დიდია, მათ შორისაა ასევე fila, under armour და ა.შ.
მნიშვნელოვანია განისაზღვროს სტრატეგია, რითაც ნაიკი კონკურენტუნარიანობას და პირველობას ინარჩუნებს ასეთი კონკურენციის პირობებში. ნაიკის საპასუხო სტრატეგია გამოიხატება მასშტაბების გაზრდაში, პროდუქტების მრავალფეროვნების გაზრდაში, ბევრი ახალი პროდუქტის შეთავაზებაში. ნაიკის მიზანი ყოველთვის არის ის, რომ მისი პროდუქტი წამოადგინოს იმაზე მეტ ბაზარზე, იმაზე მეტ მაღაზიაში, იმაზე მეტ ქვეყანაში ვიდრე ამას მისი კონკურენტები ახერხებენ. მართლაც, ის 170-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და მსოფლიოს მასშტაბით 73000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული კომპანიაში . აგრეთვე, მნიშვნელოვან აქტივობებს ახორციელებს კარგი იმიჯისა და რეპუტაციის შექმნაში, რითაც ბრენდის კიდევ უფრო პოპულარობას და მომხმარებელთა ნდობის გაზრდას შეუწყობს ხელს. ნაიკი ფოკუსირებულია ე.წ. „ემოციური მოგების“ გაყიდვაზე. კომპანია ძალიან დიდ ხარჯს წევს მარკეტინგზე, ციფრულ მარკეტინგზე, რაც ამართლებს და ამის წყალობით იგი ლიდერობას ინარჩუნებს.