სუხიშვილები – ბრენდის აუდიტი III

მარიამ თვარაძე

III  ნაწილი

 

4. რითი განსხვავდება ბრენდი კონკურენტებისაგან.

როგორც წინა კითხვაში აღნიშნეთ ბრენდის ძირითადი განმასხვავებელია მათი ორიგინალურობა, შემოქმედებითობა და მიუწვდომლობა აქ ისწავლი იმას, რასაც სხვაგან ვერ გასწავლიან. აქ მოცეკვავეს ყოველთვის აქვს განვითარების პერსპექტივა, რადგან ისინი მუდამ მზად არიან ცვლილებებისა და ექსპერიმენტებისთვის. მათ არ უწვეთ ერთი და იმავე ძველი პროგრამების ტკეპნა, მათი ხელმძღანელები ყოველთვის ახალ-ახალ საოცრებებს გვათავაზობენ, რომლებიც ხშირად ქართველი მაყურებლების ქარცეცხლში ეხვევა ხოლმე, თუმცა სრული ვერსიის ნახვის შემდეგ ყველა მოხიბლული და მონუსხული რჩება ახალი ტრანსფორმაციებითა და კოლაბორაციებით.

ბრენდის დივერსიფიკაცია

„ბრენდის დივერსიფიკაცია“ ჩვეულებრივ ეხება ახალ ბაზარზე ახალი პროდუქტის გაშვების პროცესს, როგორც ეს ჩანს ანსოფის ზრდის მატრიცაში;

ახლა წარმოგიდგენთ ამ მატრიცას და დეტალურად განვიხილოთ იგი, მართალია სუიშვილების ბრენდთან მიმარტებაში ჩვენ არ გვჭირდება დივერსიფიკაციის სტრატეგია, თუმცა ერთ-ერთ მათგანს საკმაოდ ხშირად იყენებენ.

  • ბაზარზე შეღწევის სტრატეგია- ის გულისხმობს არსებულ ბაზარზე გაყიდვების მაჩვენებლის ზრდას პროდუქტების შეცვლის გარეშე
  • ბაზრის განვითარება- როდესაც არსებული პროდუქტით კომპანია გადის ახალ ბაზარზე
  • პროდუქტის განვითარება-ბაზრის სეგმენტირებაზე სახეშეცვლილი ან ახალი პროდუქტის შეტანა
  • დივერსიფიკაცია-ახალ ბაზარზე ახალი პროდუქტთ შესვლა

რეალურად, რომ დავუკვირდეთ სუხიშვილების ბრენდს აქვს იმის საშუალება, რომ დივერსიფიკცია მოახდინოს, თუ ის ახალ ბაზარზე, გლობალურ ბაზარზე არა თუ ძველ პროგრამას არამედ ახალს არტეფაქტებს, ქარაბშას და რამიშვილებს გაიტანს, რომელიც ჯერ არ უნახავთ. ასევე ამის გაკეთება შიდა მასშტაბზეც შესაძლებელია, რა თქმა უნდა, თუ ისეთ ქალაქებში გამართავენ კონცერტებს, სადაც ჯერ არ გაუმართავთ.

მრავალწლიანი კომპანიის არსებობის პერიოდში  ძირითადად პროდუქტის განვითარების სტრატეგიას იყენებენ, რადგან ისისნი არ ტოვებენ თავინთ სეგმენტსა და ლოიალურ მომხმარებელს, არამედ პირიქით სულ ახალ-ახალი პროგრამებითა და ინოვაციებით ანებივრებენ მათ.

  1. ბრენდის რეზონანსის სტრატეგია

ბრენდის რეზონანსი არის ის, თუ რამდენად კარგად ურთიერთობენ კლიენტები და მომხმარებლები კონკრეტულ ბრენდთან. ასე აღიქვამენ ისინი ამ ბრენდის ღირებულებებსა და მიზნებს. ეს არის ის, თუ როგორ შეუძლიათ ბრენდებს ურთიერთობების დამყარება სამიზნე აუდიტორიასთან. … ეს ყველაფერი მოდის კელერის ბრენდის კაპიტალის მოდელიდან, რომელიც ასევე ცნობილია როგორც მომხმარებელზე დაფუძნებული ბრენდის კაპიტალის მოდელი.

ბრენდის რეზონანსის მოდელი ბრენდის აგებას აღიქვამს, როგორც ნაბიჯების თანმიმდევრობას, თითოეული ნაბიჯი წინამდებარეს მიერ მიზნის წარმატების მიღწევაზეა დამოკიდებული. ეს ნაბიჯები შემდეგში მდგომარეობს:

  1. უზრუნველყავით ბრენდის მომხმარებელთან იდენტიფიკაცია და მომხმარებლების ცნობიერებაში ბრენდი პროდუქტის, პროდუქტების ან მომხმარებლის მოთხოვნებებთან გააერთიანეთ.
  2. ბრენდის მატერიალური და არამეტერიალური ასოციაციების სტრატეგიული გაერთიანებით, მომხმარებელების ცნობიერებაში გაამყარეთ ბრენდის ფასეულობათა ერთობლიობა.
  3. მომხმარებლისგან ბრენდზე შესაბამისი რეაგირება მიიღეთ.
  4. მომხმარებლებსა და ბრენდს შორის აქტიური იინტენსიური ლოიალობის და ბრენდის რეზონანსის შესაქმნელად, გარდაქმენით ბრენდზე გამოხმაურებები.

ეს ოთხი ნაბიჯი ფუნდამენტალური შეკითხვების, რომლებსაც მომხმარებლები ბრენდის შესახებ უცვლელად სვამენ :

  1. ვინ ხარ? (ბრენდის იდენტურობა)

იდენტობა ბრენდის უპირველესი მიზანია გამორჩეულის შექმნა – ანუ ცნობიერება. Salience ასევე მოიცავს აღიარებას. ეს არ არის მხოლოდ ის, თუ რამდენად კარგად შეუძლიათ კლიენტებს ბრენდის ამოცნობა, არამედ რამდენად კარგად გაიხსენონ ინფორმაცია ბრენდის შესახებ. ამ ფენის როლი არის ის, რომ კომპანია დარწმუნდეს, რომ მომხმარებელს აქვს ბრენდის სწორი აღქმა.

სუხიშვილების შემთხვევაში მათი ლოგოსა და სახელის გაგონებისთანავე ყველას ახსენდება და თვალწინ უდგება მათი შემოქმედებები, ამიტომ თამამად შეიძლება ითქვას, რომ პირამიდის ეს- იდენტობის კომპონენტი საკმაოდ კარგად აქვთ სუხიშვილებს გათვითცნობიერებული.

  1. რა ხარ? (ბრენდის მნიშვნელობა)

პირამიდის ეს ფენა შეიძლება იყოს დაკავშირებული იდენტობასთან, რადგან ვინ/რა შეიძლება იყოს დამაბნეველი, როდესაც საქმე ეხება რაღაც აბსტრაქტულს, როგორც ბრენდს. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ მნიშვნელობა ენიჭება ბრენდს მას შემდეგ, რაც მას უკვე იცის.

მნიშვნელობის რაციონალურ ასპექტს ეწოდება “შესრულება”. ეს არის ის, თუ რამდენად კარგად აკმაყოფილებს ბრენდი კლიენტის ან მომხმარებლის საჭიროებებს. ეს არის პროდუქტის ან სერვისის ეფექტურობისა და ზოგადი ეფექტურობის საზომი. საიმედოობა, ფასი და დიზაინი ამ ასპექტის ძირითადი ელემენტებია. ყველაზე ძლიერი გზა თქვენი ბრენდის ეფექტურობის გასაცნობად არის დიფერენციაცია. უნდა არსებობდეს მიზეზი, რის გამოც ხალხი თქვენს ბრენდს სხვებზე დიდ უპირატესობას ანიჭებს.

მსგავსი მიზეზები მაღლაც ჩამოვთვალეთ და კიდევ გავიმეორებ, რომ სუხიშვილების ბრენდი ძალიან ეფექტურია და მათი მომხმარებლები ყოველთვის კმაყოოფილები არიან, მათ ყოველთვის ძალიან დიდი მოლოდინები აქვთ და ისინი არსდროს უცრუვდებათ.

  1. რას მეტყვი შენს შესახებ? რას ვფიქრობ ან ვგრძნობ შენს შესახებ? (ბრენდზე

გამოხმაურება)

განსჯა- არსებითად, ეს არის კლიენტის ან მომხმარებლის პასუხი ბრენდის შესრულებაზე. ეს ემყარება ბრენდის ხარისხს, სანდოობას, მათი საჭიროებების გათვალისწინებას და სხვა ბრენდებს შორის პოზიციებს.

  1. რაც შეგვეხება მე და შენ? რა სახის ასოციაციას და რა კავშირს ვანიჭებ უპირატესობას შენთან ურთიერთობაში? (ბრენდთან ურთიერთობა)

და ბოლოს, ჩვენ მივდივართ პირამიდის მწვერვალზე. ეს ის ნაწილია, რომლისკენაც ბრენდებმა უნდა აიღონ მიმართულება. მას შემდეგ, რაც შეიქმნება ძლიერი ბრენდის შესახებ ცნობიერება და მომხმარებლები დადებითად ირეაგირებენ, ამ მომხმარებლების შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა გახდება . ამით, ბრენდმა უნდა მიზნად დაისახოს აუდიტორიასთან პოზიტიური ურთიერთობის დამყარება.

მას შემდეგ, რაც ბრენდთან ღრმა, ფსიქოლოგიური კავშირი ჩამოყალიბდება, თქვენ მიაღწევთ ბრენდის რეზონანსს. ყოველი ფენა ქვემოთ ჩამოყალიბებულია ბრენდის რეზონანსისკენ. ამ ფენის მიზანია მისი შენარჩუნება.

ამ დეტალების გათვალისწინებით ვფიქრობ სრულიად სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვით, რომ სუხიშვილების ბრენდი ფლობს ძალიან კარგ, დროში გამოწრთვნილ რეზონანს.