სუხიშვილები – ბრენდის აუდიტი IV
მარიამ თვარაძე
IV ნაწილი
- ფასეულობით დაცვით მიწოდების ჯაჭვის განხორციელება
ძლიერი პოზიციონირების განვითარება და ბრენდის რეზონანსი შექმნა მნიშვნელოვანი მარკეტინგული მიზნებია. თუმცა, მარკეტინგში ინვესტიციების რენტაბელობის უკეთესად გაგებისათვის კიდევ ერთი ინსტრუმენტია აუცილებელი. ბრენდის ფასეულობის შექმნის ჯაჭვი. ის წარმოადგენს წყაროების და ბრენდის კაპიტალის შედეგების შეფასების სტრუქტუირებულ მიდგომას, აგრეთვე, მეთოდებს, რომლის საშუალებითაც მარკეტინგული აქტივობები ბრენდის ფასეულობას ქმნიან.
ეს მოდელი გვთავაზობს, რომ:
- ბრენდის ფასეულობის შექმნის პროცესი იწყება მაშინ, როდესაც ფირმა რეალურ ან პოტენციურ მომხმარებლებზე ორიენტირებულ მარკეტინგულ პროგრამაში ახორციელებს ინვესტირებას.
- მარკეტინგული აქტივობები მომხმარებლის ცნობიერებაზე გავლენას ახდენს – ის, რასაც ფიქრობენ და შეიგრძნობენ ბრენდზე მომხმარებლები – რაც ბრენდის რეზონანსის მოდელში აისახება
- მომხმარებლის ფართო ჯგუფში არსებული აზროვნება ქმნის ბაზარზე ბრენდის ეფექტურობას
- სხვა ფაქტორები, როგორიცაა აღდგენითი ღირებულება და შენაძენებისას გასაყიდი ფასი – ზოგადად, აქციების საბირჟო ღირებულების და კონკრეტულად ბრენდის ფასეულობის შესაფასებლად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.
- მარკეტინგულ პროგრამებში ინვესტირება. მარკეტინგულ პროგრამაში ნებისმიერი ინვესტიცია, რომელიც ბრენდის ფასეულობის განვითარებას, განზრახ თუ არა, ხელს შეუწყობს, ფასეულობის პირველ ეტაპზე ხვდება. ასეთი მარკეტინგული აქტივობებია: კვლევა, განვითარება და პროდუქტის დიზაინი; სავაჭრო ან საშუამავლო მხარდაჭერა; მარკეტინგული კომუნიკაციები, რეკლამა, პრომოცია, სპონსორობა, პირდაპირი და ინტერაქტიული მარკეტინგი, პერსონალური გაყიდვები, ფაბლისითი და საზოგადოებასთან ურთიერთობა; თანამშრომლების ტრეინინგი.
- პროგრამის ხარისხის მულტიპლიკატორი. მარკეტინგული პროგრამის უნარი გავლენა მოახდინოს მომხმარებლის აზროვნებაზე ხარისხზე იქნება დამოკიდებული.
- მომხმარებლის აზროვნება. მარკეტინგული პროგრამების შედეგად როგორ შეიცვალა მომხმარებლების აზროვნება? მომხმარებლის აზროვნებაში როგორი გამოვლენა ჰპოვა ამ ცვლილებებმა?
მომხმარებლის აზროვნება შეიცავს ყველაფერს, რაც ბრენდის მიმართ მომხმარებლის გონებაშია: აზრები, შეგრძნებები, განცდები, გამოსახულება, აღქმა, შეხედულებები და დამოკიდებულებები.
- ბაზრის პირობების მულტიპლიკატორები. ხარისხი, რომელშიც მომხმარებლის აზროვნების შექმნილი ფასეულობა ბაზრის ეფექტურობაზე გავლენას ახდენს, დამოკიდებულია ფაქტირებზე, რომელიც ცალკეული მომხმარებლის კონტროლიდანაა გამოსული. სამი ესეთი ფაქტორია:
1კონკურენტული უპირატესობა: რამდენად ეფქეტურია კონკურენტი ბრენდების ინვესტიციები მარკეტინგულ პროგრამებში?
- არხები და სხვა საშუამავლო მხარდაჭერა: ბრენდის გაძლიერებასა და გაყიდვების ზრდაზე რა ძალისხმევას მიმართავს სხვადასხვა პარტნიორები მარკეტინგში?
- კლიენტის სიდიდე და პროფილი: რამდენ და რა სახის კლიენტებს იზიდავს ბრენდი? არიან რენტაბელურები?
- ინვესტორები განწყობის მულტიპლიკატორი. ბრენდის შეფასებისას და ინვესტირებაზე გადაწყვეტილებების მიღებისას ფინანსური ანალიტიკოსები და ინვესტორები მრავალ ფაქტორს ითვალისწინებენ. მათ შორის შემდეგს გამოვარჩევთ:
- ბაზრის დინამიკა: მთლიანობაში როგორია ფინანსური ბაზრების დინამიკა (პროცენტის განაკვეთი, ინვესტორების განწყობა, კაპიტალის ხელმისაწვდომობა)?
- ზრდის პოტენციალი: როგორია ბრენდის და დარგის, სადაც ის მუშაობს, ზრდის პოტენციალი და პერსპექტივები?
- რისკის პროფილი: როგორია ბრენდისთვის რისკის პროფილი? რამდენად მოწყვლადია ბრედნი მათთვის, ვინც ხელს უწყობს და ამუხრუჭებს ფაქტორებს?
- ბრენდის წვლილი: რამდენად მნიშვნელოვანია ბრენდი ფირმის პორტფელისათვის?
სამწუხაროდ, ვინაიდან სუხიშვილების ფინანსებზე ხელი არ მიმიწვდება და არა ცნობილი მათი დანახარჯები მარკეტინგსა დაინვესტიციებში შესაბამისად ეს უკანასკნელი მხოლოდ ინფორმაციის დონეზე განვიხილეთ.
- ბრენდის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები რეკლამა პიარი,
სუხიშვილების ძირითად საკომუნიკაციო არხები: facebook, Instagram, youtube, website-ია, აქედან ყველაზე დიდი აუდიტორია ინსტაგრამზე მოდის, მათ ასევე აქვთ თავიანთი აკადემიის ცალკე გვერდი. ეს სოციალური ქსელები ძალან კარგად მუშაობს მათი რეკლამები ძირიადად აქ იდება და მოგეხსენებათ, როგორ სწრაფად და ვირუსულად ვრცელდება ხოლმე მთელი საქართველოს მასშტაბით.
მათი რეკლამირების ძირითად მეთოდს ახალი პროექტების დაანონსება წარმოადგენს მოკლემეტრაჟიანი ვიდეოებით. ალბათ უამრავი მათგანი წარმოგიდგათ თვალწინ… (რამიშვილები, ტრანსფორმაცია, ასსა, არტეფაქტები, ქარაბშა)
რაც შეეხებე კონცერტების გაპიარებას ისინი ძალიან მარტივ კომუნიკაციას ირჩევენ- ანუ ბილეთების სპეციალურ საიტზე განთავსებისას მათ უბრალოდ თავიანთ სოციალურ ქსელში აზიარებენ. ისინი ხშირად არიან სხვადასხვა გადაცემების სტუმრები, ძალიან ბევრი საინტერესიო ინტერვიუები ახსოვს საზოგადოებას ისევე როგორც ქორეოგრაფებისგან ასევე მათი ულამაზესი მოცეკვავეებისგან.
- ბრენდის მანტრა და მისი პერსონალურობა
ბრენდის მანტრა ეს არის მოკლე, სამი-ხუთი სიტყვიანი ფრაზა, რომელიც ბრენდის პოზიციონირების სულს და გულს, არსს გამოსახავს. ეს „ბრენდის არსს“ ან „ძირითადი ბრენდის დაპირებას“ გავს და მისი მიზანი ყველა თანამშრომლის და მარკეტინგში გარე პარტნიორების მიერ, მომხმარებლისათვის ბრენდის შესაძლო ფუნდამენტარლური კუთხით წარდგენის გაგებასა და საკუთარი ქმედებების შესაბამისად კორექტირებაში მდგომარეობს.
როგორც წესი, ბრენდის მანტრები განსხვავების წერტილების, ანუ ბრენდის უნიკალური თვისებების, დაფიქსირებისთვისაა განკუთვნილი. ბრენდის პოზიციონირების სხვა ასპექტები, განსაკუთრებით ბრენდის თანხვედრის წერტილები, ასევე მნიშვნელოვანია და შესაძლოა, აუცილებელიც გახდეს მისი სხვა მეთოდებით გაძლიერება.
მოდით ახლა ერთად შევქმნათ სუხიშვილების მანტრა, ამისთვის კი დაგვჭირდება პატარა ძალიან მარტივი ცხრილი:
სუხიშვილების მანტრის მოკლე მიმოხილვა
ქართული ნაციონალური ბალეტი 1945 წელს დაარსდა ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის მიერ და ის დღემდე ,,არ ჩამოხსნილა ბანერებიდან“. ეს არის ბრენდი, რომელმაც შეძლო და საკუთარ თავში გააერთმნიშვნელოვნა ეროვნულობა და პატრიოტიზმი და არა თუ მრავალი თაობის ცობიერებაში გაიდგა გიგანტური ფესვები, არამედ გადალახა საზღვრები და უზარმაზარი მსოფლიოს წინაშე ძალიან ღირსეული სახელი დაუმკვიდრა ისევე, როგორც მათ ანსამბლს ასევე ქვეყანას-საქართველოს.
- ბრენდის პირველადი და მეორადი ასოციაციები და მათი მართვა
ბრენდის ასოციაციის უპირველესი მოტივი არის ბრენდის ქონა, რომელიც მომხმარებელს შეუძლია დააკავშიროს პოზიტიურ ატრიბუტებთან. … ბრენდის ასოციაცია ხელს უწყობს ღირებულების აშენებას და აღიარების მოპოვებას. ეს არის გზა, რომ ბრენდებმა გააცნობიერონ მომხმარებლები მისი ხარისხის შესახებ.
მეორადი ბრენდის ასოციაციების გამოყენება ერთ-ერთი ასეთი მეთოდია და ის მოიცავს თქვენი ბრენდის იმიჯის, გარკვეულწილად, სხვა სუბიექტის იმიჯთან დაკავშირებას. ორ სუბიექტს შორის ასოციაციის შექმნით, ბრენდი არსებითად იღებს სხვა სუბიექტის იდენტობის ასპექტებს მისი აუდიტორიის გონებაში.
ვფიქრობ ამ ყოველივეს უფრო მარტივად გასაგებად უკეთესი იქნება თუ სუხიშვილების მენალურ რუკას წაროგიდგენთ.