სუხიშვილები – ბრენდის აუდიტი V

მარიამ თვარაძე

ნაწილი

 

  1. ქვეყნის როგორც წარმოშობის ადგილის როლი და ქვეყნის მარკეტინგი 

როგორც ზემოთ ვახსენეთ ამ ბრენდმა საკუთარ თავში ეროვნულობის სული ჩაიდგა და მსოფილიოსაც წარუდგინა ჩვენი ქვეყანა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სუხიშვილების ბრენდი არის კომპანია, რომელიც ,,კარდაკარ“ ქვეყნებს აცნობს ჩვენი ქვეყის ისტორიასა და ტრადიციებს, ვინაიდან მათ ცეკვაში ეს ყველაფერი სამუდამოდაა შემონახული. ამ ბრენდმა უამრავ დაბრკოლებას გაუძლო განსაკუთრებით სსრკს პერიოდში, როდესაც ეროვნულობასა და ინდივიდუაურობას სისტემა კატასტროფული მეთოდებით იძლებდა, მაგრამ მათ იმ პერიოდშიც კი მოახერხეს სხვადასხვა იმპროვიზაციებითა და იდეებით ამ უკვდავი კულტურის შექმნა, რომელიც არა მარტო ქართველი ხალხის ბრენდი და სულის ნაწილი გახდა არამედ, ქვეყნის საზღვრებს გარეთ უამრავ ადამიანს აუნთო ჩვენი ერის, ნაციისადმი დადებითი ემოციებით გული.

10.ბრენდის მიმარმომხმარებლების ცნობიერება, ცოდნა, მგრძნობელობა და ქმედებები

        ქართველ ხალხს, მაყურებელს უყვარს სუხიშვილების ბრენდი, ისინი მუდამ გულშემატკივრობენ მათ და პატივს სცემენ, ეთაყვანებიან მათ შემოქმედებებს, თავიდან, როდესაც ილიკო სუხიშვილმა ახალ-ახალი ექსპერიმენტების ჩატარება დაიწყო, ადამიანები ცოტა გაღიზიანდნენ, სიახლის მიღება გაუჭირდათ და ბევრი დაბრკოლებების გადალახვა მოუწიათ მათ, თუმცა ეს ბრენდი ხომ ყოველთვის მეამბოხე გმირის სულით ხასიათდება, ამანაც ჩაიარა და დღეს მათი შემოქმედებებით აღტაცებულები არიან, რასაც ასევე მოწმობს თუნდაც ჩვეულებრივი ადამიანების აქტურობა სოციალურ ქსელებში, მათი ვიდეოების ქვეშ დაწერილი კომენტარები, ათასობით გაზიარებები და გამოგზავნილი დადებითი ემოციები. თითქის ყველა ადამიანმა იცის მათი ბრენდის სიტორია, როგორ შეიქმნა ვინ ჩაუდგა სული.. ვინ იყო ნინო რამიშვილი, თითქოს განურჩევლად დროისა და ადამიანისა ყველა ამ ბრენდის თვალყურმადევარი და გულშემატკივარი იყო.

11.თქვენი მიგნებები

12.რეკომენდაციები თუ რა უნდა გააკეთოს ბრენდმა თქვენს მიერ არჩეულმა 2022 წელს და მომავალ წლებში

    დიდი სურვილი მაქვს, რომ ამ ბრენდს დიდი ინვესტორი გამოუჩნდეს, რომელიც დაიახავს მათ პერსპექტივებს, ვინაიდან ყველამ ვიცით როგორი მოცემულობა დაატრიალა კოვიდ პანდემიამ ჩვენს ქვეყანაში და რამდენი ხნის განმავლობაშიი იყო კონცერტები აკრძალული, რაც დარწმუებული ვარ ძალიან ცუდ ფინანსურ ზეგავლენას იქონიებდა კომპანიაზე. როგორც ზევით ვახსენე ასევე შესაძლებელია დივერსიფიკაციის სტრატეგიის გამოყენებაც ახალ-ახალ ბაზრებზე, რა თქმა უნდა, ამ ყოველივეს სასურველია წინ თუ მარკენტიგული კვლევა გაუძღვება, მინიმუმ, მიკრო დონეზე მაინც.

ვფიქრობ, რომ ძალიან პერსპექტიული ბრენდია და წინ დიდი მომავალი აქვს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ძალიან სწრაფ-სწრაფად წარმოშობს ქვე-ბრენდებს, დიახ, მისი ყველა მოცეკვავე, ქვებრენდია, რომელთა პედაგოგობაც კიდევ ცალკე ღირებულებასა და დონეს ქმნიან ამ ანსამბლში.

მინდა, რომ მომავალში უფრო მასშტაბური ცნობადობის ვიხილო ეს ბრენდი.