ქართული ლუდის ბაზარი – „კაიაკი“ VS „ყაზბეგი“
ლუდი თანამედროვე ყოველდღიურიბის განუყოფელია ნაწილია მთელს მსოფლიოში, სხვადასხვა ინტენსივობით. თავის მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ ლუდი არის უძველესი სასმელი, რომელიც თარიღდება ძვ. წ. VI ათასწლეულით. იგი ნახსენებია უძველესი ერაყის ისტორიაში.
ადრინდელი შუმერების ნაწერები შეიცავს ცნობებს ლუდის შესახებ. ძველი შუმერების მიერ აღვლენილი ლოცვა ქალღმერთ ნინკასის მიმართ, რომელიც ცნობილია როგორც “თხოვნა ქალღმერთ ნინკასს”, ლოცვის გარდა დამატებით ფუნქციასაც ითავსებდა: მისი მეშვეობით ინახავდნენ ლუდის წარმოების რეცეპტს.
ჰაიდელბერგში აღმოჩენილ ფირფიტებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძველ ბერძნებსაც ჰქონდათ ლუდი.
იმპერატორი კარლოს დიდი, ქრისტიანული სამეფოს მფლობელი დაახლოებით ახ.წ. 770 წელს, ლუდს თვლიდა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად. იგი თავადაც აშენებდა ლუდის ქარხნებს.
ჩვენს ქვეყანაში ლუდი ძველი მსოფლიოს ქვეყნებიდან შემოვიდა, აღმოსავლური ლუდის უძველესობა დღეს უკვე უეჭველია, ხოლო ამ ხალხებთან ქართველთა წინაპარი ტომების კულტურულ-სამეურნეო კავშირები არქეოლოგიური, ისტორიული, ეპიგრაფიკული და ეთნოგრაფიული მასალებით გამორკვეული და დადასტურებულია.
აღმ. საქართველოში მთიელებთან (მთიულები, თუშები, ფშავლები, ხევსურები და მოხევეები) ლუდი ტრადიციულ სასმელად ითვლება. თუშურ და აგრეთვე რაჭულ დიალექტში, დასტურდება ამ სასმელის სახელხოდების ადრინდელი საწყისი ფორმა – „ალუდი“. ეს სიტყვა უკავშირდება ოსურ და ჩრდილო ევროპულ ფორმებს. ვარაუდობენ, რომ ალანური alut-იდან მომდინარეობს ქართული ალუდი, ლუდი და საკუთარი სახელი ალუდა.
მთიელებში ლუდი, ოდითგანვე, ფართოდ იყო გავრცელებული როგორც საკულტო სასმელი. აქაური სალოცავების ჯვარ–ხატების მეურნეობაში ცენტრალური ადგილი უკავია ლუდის დამზადებას. ყველა ხატში ასევე აგებულია “სალუდე”. იგი წარმოადგენს მიწურ გრძელ ოთახს, რომელშიც მოთავსებულია სალუდე (ალაოს მოსახარში) სპილენძის დიდი ქვაბები, თავისი ხელსაწყო–იარაღებით: საწურით, თუნგებით, ჯამებით და სხვა. დამზადებულ ლუდს კი ინახავენ „საკოდეში“. ლუდის მომზადების მაღალი ხელოვნება, სასმელის საკულტო დანიშნულება, მასთან დაკავშირებული თქმულება–გადმოცემები ქართველ მთიელებში ლუდის სიძველეზე მიუთითებს.
დღევადელ რეალობაში, ქართული ლუდის წარმოება ბოლო ათი წლის განმავლობაში ყოველდღიურად წინ მიიწევს და ვითარდება.ინდუსტრიამ მოახერხა ის, რომ იმპორტირებული პროდუქცია ადგილობრივი წარმოებით ჩაანაცვლა.თუმცა, 2014 წელი ბიზნესისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა – აქციზის მატებამ და ლარის დევალვაციამ მწარმოებლებს პრობლემები შეუქმნა. დღესდღეობით, ქართულ ბაზარზე 20-მდე მცირე და დიდი ქარხანა არსებობს. შემოსავლების სამსახურის მონაცემებით საქართველოში კომპანიებმა 2014 წელს 88 663 269 ლიტრი ადგილობრივი ლუდი აწარმოეს, 2015 წელი ეს რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა და 76 566 599 ლიტრი შეადგინა. ბაზარმა შემცირების ტრენდი 2016 წელსაც შეინარჩუნა და 70 025 076 ლიტრი იყო, 2017 წელს 71 861 387 ლიტრი ლუდი აწარმოეს 2018- ში 69 763 378 ხოლო 2019 წელს ლუდის ინდუსტრიას ზრდა ჰქონდა და ადგილობრივი ლუდის წარმოებამ 73 453 937 ლიტრს მიაღწია.
ქართული წარმოების ლუდებს შორის, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, ორ მნიშვნელოვან ბრენდს, ესენია ლუდი „კაიაკი“ და ლუდი „ყაზბეგი“, რომელიც საქართველოში ლუდის ბაზარს უფრო მეტად კონკურენტუნარიანს ხდიან.
თავდაპირველად განვიხილოთ ლუდი „კაიაკი“, რომელიც Global Beer Georgia-ს ადგილობრივი წარმოების მეოთხე ლუდია. კონკრეტულად ეს პროდუქტი, ბაზარზე 2 წლის წინ, 2019 წელს გამოჩნდა და მალევე დაიწყო გაყიდვადობის ზრდა, რომლის ძირითადი განსაზღვრელიც “კაიაკი“-ს შედარებით მსუბუქი და მარტივი გემოა, რომელიც კლიენტებს შედარებით განსხვავებულ ასოციაციებს უქმნის, ვიდრე სხვა ლუდები. ამ მიართულებით კომპანიის სლოგანმაც არ დააყოვნა და ის შემდეგნაირად გამოითქმის : „კაიაკი“ მარტივი ლუდი.
ეს სიტყვები მომხმარებლებში იწვევს ასოციაციას, რომ „კაიაკის“ დალევა ბევრად მსუბუქად გაგრძნობინებთ თავს, ის არანაირ დისკომფორტს არ შეგიქმნით, განსხვავებით სხვა ლუდებისგან. “კაიაკი“ პრემიუმ სეგმენტის ლუდია.
პროდუქციის 5 დონიდან, „კაიაკი“ შეიძლება ჩაითვალოს „ვარსკვლავად“, ვინაიდან მასზე მოთხოვნა იზრდება მაგრამ რამდენად ეფექტურად მოხდება მისი დამკვიდრება, ეს დროის საკითხია.
მიუხედავად მისი უამრავი დადებითი ფაქტორისა, ფასი, რომელიც რიგ შემთვევაში განსაზღვრავს მოთხოვნას პროდუქტზე, „კაიაკის“ შემთვევაში მაღალია, მის კონკურენტ ბრენდებთან შედარებით.
მაგალითისთვის შეგვძლია შევადაროთ 0.5ლ „კაიაკისა“ და „ყაზბეგის“ პროდუქციის ფასები:
განახლებულმა ლუდმა „ყაზბეგმა“ ახალ საიმიჯო ვიდეორგოლში საკუთარი ბრენდი შეადარა ხელობის პროფესიონალ მცოდნეებს: „ეს ის ხალხია, სარეკლამო რგოლებში რომ იშვიათად შეხვდებით – უფრო ცხოვრებაში, საქმეში, შრომაში, ჩრდილში.. და ამ ადამიანების როლს მათზე უკეთ ვერავინ ასრულებს“.
კომპანიის სლოგანიც მიუთითებს მათ ორგანიზებულობაზე, რომლითაც მარტივად მოახერხეს მნიშვნელოვან სეგმენტზე გასვლა და რომელიც შემდეგ სიტყვებში მოაქციეს : „ჩვენ რომ ვიცით“
„ყაზბეგი“ ერთ-ერთი გარმოჩეული ბრენდია ქართულ რეალობაში, იმ ფაქტის გათვლისწინებით,რომ მისი წარმოება 1994 წელს დაიწყო, ხოლო მალევე საკუთარი მოხმარების არეული გააფართოვა, პროდუქციას დაამატა ლიმონათი და ჩაი.
ასევე, უნდა აღინიშნოს კვლევა, რომლის საფუძველზეც დგინდება, რომ მედიაში ყველაზე აქტიურ ბრენდებს შორის ლუდი „ყაზბეგი“ 42% -ით ლიდერობს 2017 წლის მონაცემებით.
ამ პოპულარობას თან ემატება დაბალი ფასი, რომელიც საბოლოო ჯამში ლუდ „ყაზბეგს“ აქცევს წამყვან ბრენდად ქართულ რეალობაში, რომელიც იმ სეგმენტზეა გათვლილი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა დაბალ ფასად შეიძინოს ლუდი.
პროდუქციის 5 დონის შესაბამისად, ლუდი „ყაზბეგი“ უპირობოდ „მეწველ ძროხად“ ჩაითვლება, მისი ისტორიის და გაყდივადობის მაჩვენებლის შენარჩუნების გათვალისწინებით.
ორივე შემთხვევაში, ლუდი „კაიაკი“ და ლუდი „ყაზბეგი“ ცდილობს იმუშაოს ერთმანეთისგან განსხვავებულ სეგმენტებზე, რაც ორივე პროდუქტს ეხმარება იყვნენ მოთხოვნადები ბაზარზე, ორივე მათგანი იყენებს ისეთ სლოგანებს, რომლებიც მათ პროდუქციას უფრო მეტად ადვილად აღსაქმელს ხდის მომხმარებლებისთვის და ამასთან ნათლად წარმოაჩენს მათ მიზნებს.
ავტორი: იაკობ ჯანგავაძე