ქართული ტელევიზიები მასლოუს პირამიდის მიხედვით

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი
საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტის პროგრამა

ქართული ტელევიზიები მასლოუს პირამიდის მიხედვით

ავტორები: სანდრო მაისურაძე
ლევან ფარცვანია

ხელმძღვანელი: პროფესორი
კახაბერ ჯაყელი

 

ტელემაუწყებლობა საქართველოში პირველად განხორციელდა 1956 წელს. იგი ქვეყანაში დღემდე ყველაზე პოპულარულ მედია საშუალებას წარმოადგენს, რომელიც ათეული წლებია პოლიტიკურ თემებზე ინფორმაციის მთავარ წყაროს წარმოადგენს და დიდი ზეგავლენა აქვს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. შესაბამისად, პოლიტიზირებული მედია გარემოს ფონზე, მნიშვნელოვანია შესწავლილი იყოს ინფორმაცია ტელევიზიების მფლობელების შესახებ, მათი შესაძლო ბიზნეს თუ პოლიტიკური ინტერესების დადგენის მიზნით.

საქართველოში ყველა ტელევიზიას განსხვავებული ინტერესები და სურვილები ამოძრავებთ. მათი უმეტესობა არაობიექტურ და პოლიტიზირებულ ინფორმაციას აშუქებს , რაც გამომდინარეობს მათი მიკერძოებულობიდან. ამ ყველაფრიდან გამომდინარე განსხვავდება მათი მოთხოვნილებებიც. ჩვენ სათითაოდ განვიხილავთ ქართული ტელევიზიების მოთხოვნილებებს და ამისთვის გამოვიყენებთ მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქიის პირამიდას, რათა უფრო თვალსაჩინო გახდეს მათი მოთხოვნილებები.

საწყის ეტაპზე განვიხილავთ ყველასათვის ცნობილ „ მთავარ არხს“. პირადად ჩვენ ამ არხის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება გვაქვს, ამის მიზეზი კი მათი ზედმეტად გადაჭარბებული კრიტიკაა მთავრობის მიმართ. ჩვენ მოვიძიეთ მედია მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია.

 

ფოტო 1 მთავარი არხი

ამ მონაცემებიდან კარგად ჩანს , რომ „მთავარი არხი“ არის მეტად მიკერძოებული ოპოზიციისკენ და ატარებს მათ ინტერესებს. შესაბამისად ის აქვეყნებს რაც შეიძლება მეტ ნეგატივს და თუ მათ მოთხოვნილებას მასლოუს პირამიდით შევხედავთ შეიძლება ვთქვათ, რომ მათ აქვთ ფიზიოლოგიური და უსაფრთხოების მოთხოვნილება , რადგან სწორედ ხალხის შიმშილზე და დაუცველობაზე აქვთ აგებული ეთერი.

ასევე ამ ტელევიზიის მსგავსია ,,ტვ პირველიც“, სწორედ ამას ამტკიცებს  მედია მონიტორინგის სამსახურის მონაცემები  ამ ტელევიზიაზე.

ფოტო 2 ტვ პირველი

ერთადერთი განსხვავება ამ ორ ტელევიზიას შორის ის არის , რომ ტვ პირველი ნაკლებადაა მიკერძოებული ოპოზიციაზე , რადგან ისინი მეტ დროს მთავრობის გაკიცხვას უთმობენ. შესაბამისად ნეგატიურ განცხადებებსაც ხშირად აკეთებენ , რაც პირდაპირ ნიშნავს იმას , რომ მათი მოთხოვნილებაც იგივენაირი , რაც იყო მთავარი არხის შემთხვევაში.

შემდეგი ტელევიზია , რომელიც  უნდა განვიხილოთ არის იმედი. იმედი მეტად განსხვავებული ფორმატის ეთერს სთავაზობს მაყურებელს. ეს ტელევიზია  მეტ დადებით ინფორმაციას აქვეყნებს, მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ რომ არის სამთავრობო ტელევიზია  და ასევე მრავლადაა სოციალური ურთიერთობების მატარებელი გადაცემების რაოდენობა. ამ ყველაფრიდან თუ ვიმსჯელებთ, მათ მასლოუს  მოთხოვნილებების იერარქიული პირიმადიდან სოციალური ურთიერთობების მოთხოვნილება აქვთ. სწორედ ასეთივე მოთხოვნილება აქვს ტელეკომპანია მარაოსაც , რომელიც სწორედ ისეთი ფორმატის გადაცემებითაა ცნობილი, როგორებიცაა „ტელეშოპინგი“, „სელფი“, „ გარდერობი“ და ა.შ.

ბოლო ტელეკომპანია, რომელსაც მასლოუს მოთხოვნილებების იერარქიული პირამიდის თვალსაზრისით განვიხილავთ, არის ტელეკომპანია „ობიექტივი“. ობიექტივი აშუქებს მეტად პატრიოტული სულიკვეთებით სავსე გადაცემებს. მისი მაყურებლები პირადად ჩვენ არ ვართ, თუმცა მისი ფორმატი ჩვენთვის ცნობილია. ეს ტელეკომპანია მეტად განსხვავებულ ფორმატს სთავაზობს მაყურებელს. მაგალითად გვარების ისტორიები, სხვადასხვა ომების გამარჯვებები საქართველოს ისტორიიდან, ასევე ეხებიან რელიგიურ საკითხებსაც, ამ ყველაფრიდან გამომდინარე მათი მაყურებელი ძირითად შემთხვევაში ხანში შესული თაობაა და იშვიათია ის შემთხვევა , რომ ობიექტივს თანამედროვე თაობის წარმომადგენლები უყურებდნენ, განსხვავებით GDS-ისა. ასეთი განსხვავებული, პატრიოტული ფორმატიდან და მათი მხრიდან საქართველოს კულტურული ღირებულების შესახებ ინფორმაციებიდან გამომდინარე ტელეკომპანია ობიექტივს აქვს პატივისცემის მოთხოვნილება, რადგან ეთერის უმეტეს ნაწილს სამშობლოზე საუბარს უთმობენ, რაც მათთვის ძალიან დასაფასებელია.