ყველაზე წარმატებული პროდუქტი საქართველოში
მარიამ აბულაშვილი, IBSU
კომპანია “აქვა გეო” 2009 წელს შეიქმნა. კომპანიის მესვეურებმა მიზნად დაისახეს ქართული უნიკალური წყლის პოპულარიზაცია, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.
კომპანია “აქვა გეო”-ს დაპროექტებისა და მშენებლობის პროცესი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილე კომპანიების უმრავლესობა ქართული კომპანიებია, რაც ჩვენ განსაკუთრებული სიამაყით გვავსებს. ამავდროულად კომპანიის წარმომადგენლებმა სრულად გამოიყენეს დარგში არსებული თანამედროვე ევროპული გამოცდილება.
კომპანია თავის თავში აერთიანებს ქართულ საქმესა და სურვილს საკუთარი წვლილი შეიტანოს ქართული ეკონომიკის განვითარებაში. ეს არის მთლიანად ქართული კომპანია, რაც თავისთავად გულისხმობს მრავალი ქართული ოჯახის დასაქმებას. მათთვის მნიშვნელოვანია წარმოებული პროდუქტის ხარისხი შეესაბამებოდეს მომხმარებლის მოთხოვნებს, რაც თავისთავად გულისხმობს ტექნოლოგიური პროცესების სისტემურ და პერმანენტულ განახლება-გაუმჯობესებას. კომპანიაში ყოველი თანამშრომელი თავისი კომპეტენციისა და პიროვნული თვისებების მიხედვით შეირჩა. საწარმოს პერსონალმა გაიარა სასწავლო კურსი ფრანგი და იტალიელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით.
მიზანი
კომპანია ”აქვა გეო”-ს მიზანია უნიკალური ბუნებრივი თვისებების მქონე ქართული წყალი წარმოების მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით უცვლელად მიიტანოს მომხმარებლამდე.
კომპანია მიზნად ისახავს მაღალი ხარისხის ქართული, უნიკალური, არაგაზირებული, მინერალური წყლის წარმოება-ჩამოსხმას, რეალიზაციასა და პოპულარიზაციას, როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზარზე.
საწარმო
წყლის ჩამოსხმის საამქრო აღჭურვილია ევროპაში აღიარებული საუკეთესო ბრენდის ბოლო მოდიფიკაციის სრულად ავტომატიზირებული მინისა და პეტ ბოთლებში ჩამოსხმისა და შეფუთვის ხაზებით; ქარხანა თბილისთან ახლოს, სოფელ მისაქციელის ტერიტორიაზე 18,000 კვ/მ მიწის ნაკვეთზეა გაშენებული.
ხაზებში გამოყენებულია უახლესი ტექნოლოგიები, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის განსაკუთრებულ დაცვას. წყალს 150 მეტრი სიღრმიდან მოიპოვებენ. ორივე ჭაბურღილი უშუალოდ წარმოების ტერიტორიაზე მდებარეობს და მიწის წიაღიდან ამოსული წყალი უჟანგავი ლითონის მილებით მიეწოდება საწარმოს. მოპოვებული წყლის მაღალი ხარისხი, სტაბილურობა და ასევე ევროპულ და ამერიკულ სტანდარტებთან შესაბამისობა დადასტურებულია ქართული (გამა) და მსოფლიოში წამყვანი გერმანული Fresenius institution და ავსტრიული Bio 4 ლაბორატორიების დასკვნებით.
მნიშვნელოვანია, რომ მოპოვებული ბუნებრივი წყალი მაღალი ხარისხით, სისუფთავით და ყველა სასარგებლო მინ Sno Glass production ერალის არსებობით ხასიათდება. საბადოდან მოპოვების შემდეგ წყალი გადის ფილტრაციის პროცესს, რომელიც კომპიუტერული კონტროლის უახლესი ტექნოლოგიური სისტემით მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ წყლის დამუშავების უბანზე არ ხდება მისი დაგროვება რეზერვუარებში. ჭაბურღილიდან მოპოვებული წყალი ფილტრაციის გავლით უწყვეტად მიეწოდება ჩამომსხმელ ხაზებს. კვალიფიციური ტექნიკური პერსონალი, რომელმაც ტრეინინგი გაიარა ფრანგ და იტალიელ სპეციალისტებთან, უზრუნველყოფს წარმოების გამართულ და ეფექტურ მუშაობას.
ექსპორტი
კომპანიისთვის, როგორც მწარმოებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც პროდუქტს ენდობი და გჯერა, სნო და კობი თავისი შემადგენლობით მსოფლიო სტანდარტებს აკმაყოფილებს შესაბამისად ექსპორტზე შეფერხება არასდროს გვქონია. ექსპორტზე აქტიური მუშაობა დაახლოებით წელიწადნახევრის წინ დავიწყეთ. თავიდან მხოლოდ ნატურალური მინერალური წყალი „სნო“ არსებობდა, რომელმაც მარტივად მოიკიდა
ფეხი უცხო ბაზრებეზე მისი უნიკალური შემადგენლობის წყალობით.
2018 წლის ივლისის თვეში კომპანიას დაემატა ნატურალური მინერალური გაზიანი წყალი „კობი“. თუმცა ექსპორტის მიზნებისთვის პროდუქტის მიღება არ ნიშნავს, რომ ის მზად არის საექსპორტოდ.
თითქმის ყველა ქვეყანას გააჩნია რეგულაციები, რომელსაც პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს. ხშირად ითხოვენ დამატებით კვლევებს, სერტიფიცირებებს, აღიარებებს. ამ ყველაფრისთვის დრო იყო საჭირო.
პროდუქტმა რეკორდულ დროში მოახერხა ყველა საჭირო სერტიფიკატის მოპოვება და 2019 წლის იანვარში პირველიად „კობი“ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაგზავნეს.
ამის შემდეგ დაინტერესება გაიზარდა მეზობელი ქვეყნებიდან: აზერბაიჯანი, რუსეთი. ყაზახეთის ბაზარზე კობი ძალიან აქტიურია, დღითი-დღე იზრდება ლოიალურობა მომხმარებლის მხრიდან. ჩინეთში, როგორც „კობს“ ასევე „სნოს“ უკვე კარგად იცნობენ. ჩინელ პარტნიორებთან ერთად სხვადასხვა საერთო პროექტებზეც მუშაობდნენ, რათა ჩინური ბაზრის მოთხოვნები დაეკმაყოფილებინათ. მაგალითად: საბავშვო ბაღების მომარაგება სნოს ქიდსით, რაც მთავარია კომპანია ,,სნოს“ ამის, როგორც ბუნებრივი ასევე შრომითი რესურსი გააჩნია.
რაც შეეხება ევროპას, მალე გაგზავნიან პირევლ პარტიას ლიტვაში. 2020 წლის სამუშაო გეგმების მიხედვით მათი მუშაობის 60 % ევროპაში განვითარებას უნდა დაუთმოს.
ონლაინ შეკვეთა
კომპანია „აქვა გეო“-ს დისპენსერის გამოყენება სახლებსა თუ ოფისებში სასმელი წყლის მოხმარების კომფორტული საშუალებაა. მისი გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღებსა და მცირეწლოვან ბავშვებიან ოჯახებში.პრემიუმ კლასის დისპენსერი უზრუნველყოფს წყლის საჭირო ტემპერატურის მიღწევას: გაცხელებას, გაგრილებას და ტემპერატურის შენარჩუნებას.დისპენსერი დამზადებულია უჟანგავი ლითონის მილებით, რაც წყალს დაბინძურებისგან იცავს. დანადგარი აღჭურვილია ულტრაიისფერი შუქის ინდიკატორებით, ცივი და ცხელი წყლის რეზერვუარებით, ასევე ჭიქის დამჭერითა და ბოთლის ადაპტორის სარქველით.კომპანია „აქვა გეო“ ასევე გთავაზობთ პრემიუმ კლასის მაცივრიან დისპენსერს. დისპენსერის სამაცივრე განყოფილება თავისი შესაძლებლობებით განსაკუთრებით კომფორტულია საოფისე პირობებში.
დისპენსერის ეფექტურად გამოყენებისთვის „აქვა გეო“ მომხმარებელს დამატებით სერვისს სთავაზობს. წყლის სისუფთავის შენარჩუნების მიზნით მხოლოდ „აქვა გეო“ უზრუნველყოფს დისპენსერისა და წყლის ბალონის პერიოდულ სანიტარიზაციას ევროპული სტანდარტების შესაბამისად. აღნიშნული სერვისი საშუალებას იძლევა უცვლელად შევინარჩუნოთ წყლის მაღალი ხარისხი.
საბოლოოდ შეგვიძლია დასკვნის სახით ვთქვaთ, რომ კომპანია ,,სნო“ ნამდვილად ყველაზე წარმატებული პროდუქტია საქართველოს ბაზარზე რადგან მან მნიშვნელოვნად მოკლე დროში მოახერხა საკუთარი პროდუქტის საზღვრებს გარეთ გატანა, რაც დამეთანხმებით მეტად რთული საქმეა. მათი პირველი პროდუქტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიტანეს და დიდი აღიარება მოიპოვა, ეს ყოველივე და ზემოთ აღნიშნული კი მნიშვნელოვანია და კომპანიის წარმატების და განსაკუთრებულობის საწინდარია.