შეჯიბრი სტრატეგიული მარკეტინგის ესსეს შექმნაში – სმე 2022

მარკეტინგის სახლი იწყებს  სტრატეგიული მარკეტინგის ესეებში შეჯიბრს სმე 2022  რომლის  მიზანია გამოავლინოს სტრატეგიული აზროვნებით და ანალიტიკური უნარებით დაჯილდოვებული  სტუდენტი საქართველოში.

2 0 2 2 დაიწყება 15 აპრილს და დამთავრდება 26 მაისს.  24.00 სთზე. ნაშრომები უნდა იქნეს გადმოგზავნილი დაბლა მითითებულ ელექტრო ფოსტაზე.

 

სმე 2022 იქნება დაყოფილი 3 მთავარ ეტაპად:

  1. ეტაპი: სტუდენებით დაკომპლექტებული გუნდები (თითოეული გუნდი 2 ადამიანი ან 1 ადამიანი) თავისუფლად აარჩევს თემას მარკეტინგული ესეს შესაქმნელად. მთავარია ესეში ჩანდეს:
  • კომპანიის / ბრენდის სტრატეგია და ტაქტიკა – კომპანიის სტრატეგიის გარჩევა –  კომპანიის განვითარება და პერსპექტივა.
  • კომპანიის ბრენდის მისიისა და მიზნების კრიტიკული ანალიზი
  • ორგანიზაციის სტრატეგიის დასაბუთება ცნობილი თეორიებით გამოყემებით
  • კომპანიი/ბრენდის განვითარების სტრატეგიის შესწავლა
  • ბაზარზე ლიდერობის მიღწევის სტრატეგიის ანალიზი
  1. ეტაპი: ესეს საბოლოო ეგზემპლარი  26   მაის უნდა გაუგზავნოთ,  კახაბერ ჯაყელს, ელექტრო ფოსტაზე: kdjakeli@ibsu.edu.ge
  2. ეტაპი: თქვენი ესეები იქნება წაკითხული და გამოქვეყნებული მარკეტინგის სახლის გვერდებზე.
  3. სმე 2022-ის გამარჯვებული გამოვლინდება 12 ივნისს.

 

სმე 2022 -ში გამარჯვებული შეიძლება იყოს 3 გუნდი: აქედან თუ გუნდი დაიკავებს: 

  • I ადგილს: გუნდის წევრებს გადაეცემათ მარკეტინგის ოქროს კალმის სერთიფიკატი;
  • II ადგილს: გუნდის წევრებს გადაეცემათ მარკეტინგის ვერცხლის კალმის სერთიფიკატი;
  • III ადგილს: გუნდის წევრებს გადაეცემათ მარკეტინგის ბრინჯაოს კალმის სერტიფიკატი

 

სმე-ს შექმნის პრინციპები

ესე უნდა დაიწეროს 12 შრიფტით (სილფაენით) ა4 ფორმატის გვერდზე, სათაურები უნდა იყოს 14 ფორმატით, გვერდების მინიმალური რაოდენობა 3-5 გვერდი. შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ავტორების გადაღებული სურათები ან ინტერნეტიდან ჩამოტვირთული სურათი (წყაროს მითითებით)- ესეში უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ ავტორის აზრი და მისი ფრაზეოლოგია.

პლაგიატი დაუშვებელია. ესეში ციტირების რაოდენობა უნდა იყოს მაქსიმუმ 2-3, ავტორის მითითებით. ესე უნდა იძლეოდეს ძალიან მგრძნობიარე, ამავე დროს რაციონალურ, და გონებრივ დატვირთვას. ესე უნდა იყოს დაწერილი გამართული ქართული ენით. გთხოვთ მოერიდეთ ბარბარიზმს – ანუ უცხო სიტყვათა გადამეტებით გამოყენებას.

გისურვებთ წარმატებას!

 მე 2022  პროექტის დირექცია
5 აპრილი, 2022 წელი