ჩაი მანნა-სიმშვიდის საიდუმლო

ეკატერინე კოჭლამაზაშვილი, მარიამ ქადაგიძე, IBSU
ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი, მარკეტინგის პროგრამა

 

“Life is a like a cup of tea. It’s all in how you make it”

კომპანიის მარკეტინგული გარემო მოიცავს გარე მონაწილეებსა და ძალებს, რომლებიც გავლენას ახდენენ მარკეტინგის მართვის უნარზე, ააგოს და შეინარჩუნოს წარმატებული ურთიერთობები მიზნობრივ მყიდველებთან. კომპანიები ცვალებად გარემო პირობებს მუდმივად აკვირდებიან და მათთან ადაპტაციას ცდილობენ, აღსანიშნავია, რომ მარკეტინგული გარემოს შესახებ ინფორმაციული გარემოს მოსაპოვებლად ორ სრულიად გამოკვეთილ მეთოდს იყენებენ: მარკეტინგული დაზვერვასა და მარკეტინგულ კვლევას.

მარკეტინგული გარემო მიკრო და მაკრო გარემოსგან შედგება.

მიკროგარემო მოიცავს კომპანიასთან ახლოს მოქმედ ერთეულებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ მის უნარზე, მოემსახუროს მყიდველებს. ესენია: თავად კომპანია, მომწოდებლები, მარკეტინგული შუამავლები, სამომხმარებლო ბაზარი, კონკურენტები და საზოგადოება.

მაკროგარემო მოიცავს უფრო დიდ სოციალურ ძალებს, რომლებიც ზემოქმედებენ მიკრო გარემოზე, კერძოდ, დემოგრაფიულ, ეკონომიკურ, ბუნებრივ, ტექნოლოგიურ, პოლიტიკურ და კურტულურ ძალებს.

მარკეტინგული გარემოს წარმოგიდგენთ მანნას ჩაის მაგალითზე, ვინაიდან, ჩაის მოყ­ვა­ნი­სა და მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე გა­ტა­ნის მდი­და­რი ის­ტო­რი­ი­სა და კულ­ტუ­რის მქო­ნე სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ურ­ნე­ო­ბის ერთ დროს წამ­ყვა­ნი სფე­რო კვლავ ბრუნ­დე­ბა. ქარ­თუ­ლი ჩაი ისევ ცდი­ლობს ღირ­სე­უ­ლი ად­გი­ლის და­კა­ვე­ბას რო­გორც ად­გი­ლობ­რივ, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზარზე.

შავი ზღვის ტენიანი და სუბტროპიკული კლიმატი ქმნის იდეალურ პირობებს ჩაის წარმოებისთვის დასავლეთ საქართველოს ხუთ რეგიონში: აჭარა, გურია, სამეგრელო, იმერეთი და აფხაზეთი.

 

1.მიკროგარემო

 

კომპანია

„მანნა“ საქართველოში, საგურამოში არსებული საწარმო და კომპანიაა, რომელიც ბაზარს ქართული ნატურალური ჩაის მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანიის საკუთრებაშია თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და დანადგარებით აღჭურვილი ქარხანა სოფელ საგურამოში.

კომპანიას მკაფიოდ განსაზღვრული მიზნები და ღირებულებები აქვს:

  • წარმოებისა და ტექნოლოგიის მაღალი სტანდარტის დანერგვა;
  • ქართული, პრემიუმხარისხის პროდუქტის შექმნა მხოლოდ ადგილობრივი ნედლეულის გამოყენებით;
  • „მანნას“ ჩაის პოპულარიზაცია, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე;
  • „მანნას“, როგორც ბრენდის, ასოცირება ჯანსაღ, უმაღლესი ხარისხის ქართულ პროდუქტთან.

 

მომწოდებლები

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მანნას წარმოებაში მონაწილეობენ წამყვანი სპეციალისტებისგან შემდგარი გუნდი, რომლებსაც მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ სოფლის მეურნეობის მართვისა და წარმოების სფეროში. საწარმოს ფინანსური და ორგანიზაციული მართვა ხორციელდება კომპანიაში დანერგილი ERP-ის სისტემის მეშვეობით. ტექნოლოგიური პროცესების სრულყოფილ დაცვას უზრუნველყოფენ დარგისა და სურსათის უსაფრთხოების პროფესიონალი სპეციალისტები.

საყურადღებოა, რომ კომპანიის სურსათის უვნებლობის პოლიტიკა სრულიად ორიენტირებულია მომხმარებელზე.

დღეს მარკეტოლოგთა უმრავლესობა თავის მომწოდებლებს თანასწორივით ეპყრობა. მაგალითად მანნამ იცის რა მნიშვნელობა აქვს ქართველ მომწოდებლეთან ახლო და მჭიდრო კავშირის დამყარებას. იგი კომპანიის მისიის განაცხადში იყენებს შემდეგ ფრაზას:,,დალიე ქართული, დალიე მანნა“.

მანნა გულისყურით ეკიდება მომწოდებლების საქმიანობას, მათთან ერთად აუმჯობესებს პროდუქციას, ეხმარება თანამშრომლებს გადამზადებაში და აქტიურად ცდილობს მომწოდებელთა პრეტენზიების დაკმაყოფილებას. კომპანიის აზრით, როდესაც მომწოდებელი კმაყოფილია, მანნას შეუძლია ხარისხის გაუმჯობესება, ხარჯების შემცირება და ახალი პროდუქტების შექმნა-განვითარება, რაც წარმატების საწინდარია. წარმოებაში გამოიყენება მაღალი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა ნედლეული საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, საიდანაც აწარმოებენ პრემიუმ ხარისხის პროდუქციას.

კომპანია აწარმოებს ათი სახეობის პრემიუმ ხარისხის  ჩაის.

მანნას პროდუქცია:

  1. ხილის ჩაი
  2. მწვანე ჩაი ლიმონით
  3. შავი ჩაი ლიმონით
  4. შავი ჩაი ბეგქონდარით
  5. შავი ჩაი ასკილით
  6. მწვანე ჩაი პიტნით
  7. მწვანე ჩაი პიტნით ორგანული
  8. მწვანე ჩაი
  9. შავი ჩაი
  10. შავი ჩაი მოცვის ფოთლით

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომპანია ასევე აწარმოებს ორი სახეობის ჩირს: შავი ქლიავის და ხურმის ჩირებს.

 

მარკეტინგული შუამავლები

დისტრიბუციის ეფექტური მოდელის გამოყენებით  მანნა საკუთარ პროდუქციას უკვე აწვდის  თბილისის უმსხვილეს  ჰიპერმარკეტებს, სუპერმარკეტებს, ქსელურ მაღაზიებსა და მცირე სასურსათო მარკეტებს. ასევე თბილისისა და რეგიონების ტურისტულ ზონებში არსებულ სასტუმროებს, ბარებსა და რესტორნებს. მანნას პროდუქცია წარმატებით იყიდება საერთაშორისო ბაზარზეც, უკვე განხორციელდა ექსპორტი რამდენიმე ქვეყანაში, მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები მსხვილ საერთაშორისო დისტრიბუტორებთან.

„მანნას“ საწარმო დაფინანსებულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთიანი აგრო პროექტის ფარგლებში და დამფუძნებლების მიერ ინვესტირებული თანხებით. მარკეტინგული და საკონსულტაციო მხარდაჭერა ხორციელდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID REAP – ის პროექტის თანადაფინანსებით.

კომპანია „მანნა“ აპირებს გააგრძელოს ქართული ნატურალური, მრავალფეროვანი პრემიურხარისხის ჩაის გაცნობა მსოფლიოსთვის.

 

კონკურენტები

მარკეტინგულ კონცეფციაში აღნიშნულია, რომ წარმატების მისაღწევად კომპანიამ უკეთ უნდა დააკმაყოფილოს მომხმარებელთა მოთხოვნილებები, ვიდრე მისმა კონკურენტებმა. ამ მხრივ გამონაკლისი არც მანნაა.

მანნას პროდუქციის კონკურენტუნარიანობა რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული, პირველ რიგში პროდუქცია იწარმოება მაღალი ხარისხის ნედლეულით და მის წარმოებაზე მუშაობენ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური მომუშავე გუნდი. წარმოების პროცესში დაცულია HACPP-ის სტანდარტები. მოცემულ ეტაპზე კომპანიაში მიმდინარეობს ISO 22000:2005 სერტიფიცირების პროცესი. აღნიშნული გარემოებები კი პროდუქციის ხარისხისა და გამორჩეული გემოს  ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს. გარდა აღნიშნულისა კომპანია აწარმოებს ორგანული ჩაის სახეობებს, რომელიც სერტიფიცირებულია,,GREEN CAUCASUS“-ის ბიოსტანდარტის შესაბამისად, აღნიშნული ფაქტორი კი კიდევ უფრო კონკურენტულს ხდის პროდუქციას.

მანნას კონკურენტი კომპანიები გახლავთ: ,,მარიამი“, ,გურიელი“, ,,კესანე“, ,,შემოქმედი“, ,,გამარჯობა“, ,,შპს სამე“, ,,ჩაიგული“, ,,თაიგული“ და სხვა. ქართულ ჩაის ადგილობრივ ბაზარზე კონკურენციას მხოლოდ იმპორტირებული პროდუქცია უწევს და ისიც დაბალი ფასის გამო.

 

საზოგადოება

ინვესტიცია საშუალებას მისცემს კომპანიას გააფართოოს წარმოება, მეტი ოდენობით ჩაიბაროს ადგილობრივად მოყვანილი ჩაი და გაზარდოს დასაქმებულთა რაოდენობა. ინვესტიციის ათვისების შედეგად, კომპანია შეძლებს გაზარდოს ბაზრის წილი საქართველოში.

ფონდმა გაზელმა 600 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა პრემიუმ ხარისხის ჩაის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიაში „მანნა“.

ახალი ბიზნეს-პარტნიორის შემოსვლა, განვითარებისათვის საჭირო ფინანსური მხარდაჭერის გარდა, იზრუნებს კომპანიის ორგანიზაციულ განვითარებასა და კორპორატიული მართვის სისტემების დანერგვაზე, რაც საშუალებას მისცემს კომპანიას შევიდეს ქვეყნის საუკეთესო კომპანიების რიცხვში.

2019 წლის აპრილიდან მანნა-ს პარტნიორი გახდა ჩაის განვითარების ფონდი, რომელიც წარმოადგენს სინერჯი კაპიტალის შვილობილ კომპანიას.

საერთაშორისო გამოფენებზე მონაწილეობის მიღება და საგამოფენო სივრცის მოწყობა ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით და მხარდაჭერით.

კომპანია თანამშრომლობს გერმანიის ინდუსტრიის საერთაშორისო თანამშრომლობის ფონდ,,სენიორ ექსპესტთა სერვის“ ცენტრთან, რომლის მიზანია წარმოების სტანდარტების განვითარება და მანნას პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის ზრდა.

 

მყიდველები

 

ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია?

მანნას პროდუქცია განკუთვნილია  მომხმარებელზე, ვისთვისაც  მნიშვნელოვანია  ხარისხი  და პროდუქციის მაღალი საგემოვნო მახასიათებლები/თვისებები.

 რა განაპირობებს  მანნას პროდუქციის უნიკალურობას?

ჩაის მართლაც არაერთი სასარგებლო თვისება გააჩნია.

  • ამაღლებს ადამიანის იმუნურ სისტემას და ორგანიზმის თავდაცვით ძალებს;
  • ამცირებს გულის დაავადებების რისკს;
  • ანელებს კანის დაბერების პროცესს და იცავს მას ულრტაიისფერი სხივების მანვე ზეგავლენისგან და ძალიან კარგი ბუნებრივი ენერგეტიკია;
  • მატონიზირებლად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე;
  • ანეიტრალებს კარცეროგენებს, რომლებიც კიბოს გაჩენის ერთ-ერთ მიზეზია;
  • ამცირებს ანთებითი პროცესის მავნე ზეგავლენას სხეულზე;

კომპანიას სამიზნეს არჩეული აქვს სამომხმარებლო და საერთაშორისო ბაზრები, სადაც ხორციელდება პროდუქციის რეალიზაცია.

 

 2.მაკროგარემო

 

 

 

დემოგრაფიული ძალები

დემოგრაფიული გარემო მარკეტოლოგთა მთავარ ინტერესს წარმოადგენს, რადგან იგი შედგება ადამიანებისაგან, რომლებიც თავის მხრივ ბაზრებს ქმნიან. მანნას მომხმარებელთა რაოდენობა გასაოცრად სწრაფად იზრდება. საყურადღებოა ის ფაქტი, თუ როგორ ხდება მანნას ბაზრის დემოგრაფიული სეგემენტირება.

დემოგრაფიული სეგმენტაცია შედგება ბაზრის გამყოფი ჯგუფების მიერ ცვლადების, როგორიცაა ასაკის, გენდერული ოჯახის ზომა, შემოსავალი, ოკუპაცია, განათლება, რელიგია, რასისა და ეროვნების მიხედვით.

მანნას ბაზარი ამ მხრივ მეტად მრავალფეროვანია.

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მანნას ჩაი განკუთვნილია სამომხმარებლო და საერთაშორისო ბაზრებისთვის. მანნას ჩაის ბაზარზე ვხვდებით ნებისმიერი ასაკის, სქესისა და რასის მომხმარებლებს. პროდუქცია სხვადასხვა სუპერმარკეტის ქსელში შედის, რომელიც საშუალო სეგმენტზეა გათვლილი. ფასიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. მყიდველთა რიგებს შორის დიდი რაოდენობით ვხვდებით საშუალო ფენის კატეგორიები: საშუალო მაღალი, საშუალო საშუალო, საშუალო დაბალი, რაც იწვევს ბაზარზე მომხმარებელთა რაოდენობის ზრდას.

 

ეკონომიკური ძალები

საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი და დამფასოებელი საწარმო „მანნა“ 2017 წელს გაიხსნა, თუმცა, პროდუქცია სარეალიზაციო ქსელში 2018 წლიდანაა.

პირველი ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 5 ტონა ჩაი გადამუშავდა, მომავალ წლებში  კი მისი მოცულობა საგრძნობლად გაიზარდა,   ვინაიდან, პროდუქციაზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდებოდა.

ქარხნის წარმადობა თვეში ამ ეტაპზე 8 ტონა ჩაის გადამუშავებაა, ეს კი სრული დატვირთვის დაახლოებით 30-40%-ია. აღსანიშნავია, რომ საწარმოს სრული დატვირთვის შემთხვევაში, 120 ტონა პროდუქციის გადამუშავება შეუძლია.

კომპანიის მთავარ მიზანს წამოადგენს  მაქსიმალურად მოკლე დროში ჩაანაცვლოს იმპორტირებული პროდუქცია. სწორედ ამიტომ, მან კარგად აითვისა ადგილობროვი ბაზარი და მას  ვხვდებით:

  • აგროჰაბში
  • ევროპროდუქტში
  • გუდვილში
  • კარფურში
  • ჯორჯიტაში
  • ბუტიკური ტიპის მაღაზიებში
  • სატუმროებსა და კაფე-რესტორნებში

საინტერესოა, რომ მანნა საერთაშორისო ბაზარზეც აქტიურად იბრძვის, მისი მიზანია   მსოფლიოს გააგებინოს  „დალიე ქართული, დალიე მანნას“ შესახებ.   მან აითვისა შემდეგი ბაზრები:

  • აშშ-ნიუორკი
  • ჩეხეთი
  • რუსეთი
  • უკრაინა
  • სლოვაკეთი
  • პოლონეთი
  • ლიტვა
  • ლატვია
  • გერმანია

საყურადღებოა, რომ ჩაი „მანნა“ ექსპორტზე დუბაისა და კანადაშიც გავა.

 

კოვიდი და მანნა

როგორც ჩევნთვიის ცნობილია კოვიდმა უდიდესი გავლენა იქონია ბიზნესზე, ამ მხრივ გამონაკლისი არც მანნაა აღსანიშნავია, რომ პანდემიამდე კომპანიის გაყიდვების 60% ექსპორტზე მოდიოდა. მათ შორის იყო, ევროპის ქვეყნები, რუსეთი, უკრაინა. „Covid 19-მა საექსპორტო მიმართულებაზე პრობლემები შექმნა, თუმცა ახლა უკვე პანდემიამდე პერიოდის საექსპორტო მაჩვენებელს ცდილობენ დაუახლოვდნენ. მიმდინარეობს მოლაპარაკებები კანადასთანაც,“. კორონავირუსმა ასევე შეაფერხა დამატებით $0,5 მლნ-იანი ინვესტიციის მოზიდვაც.

და ბოლოს, მაინც უნდა იღინიშნოს  მანნას წარმატება:  საწარმოში ჯამურად 871,058 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა; აქედან, 348 423 ლარი გრანტია, ხოლო 435 529 ლარი – შეღავათიანი აგროკრედიტი.

სავაჭრო ქსელში “მანნას” ერთჯერადი ჩაი, რომელშიც 20 პაკეტია განთავსებული, 5,5-6,5 ლარი ღირს, ხოლო დასაყენებელი ჩაის ფასი, რომელიც 70-80 გრამიანი შეფუთვით გამოდის, 8-9 ლარია.

 

ბუნებრივი ძალები

აღსანიშნავია, რომ მანნა ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებას ცდილობს   ამიტომ ბუნებრივ და ორგანულ ჩაის ფოთლებს  მანნა ძირითადად ადგილობრივი ფერმერებისგან იღებს, ვინაიდან, მის მთავარ მისიას წარმოადგენს: „დააბრუნოს საქართველო ჩაის წარმოების ოქროს ხანაში და ჩაიბაროს ადგილობრივი ფერმერების მიერ ბუნებრივად მოყვანილი უმაღლესი ხარისხის ჩაის ფოთლები.”

კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს დასავლეთ საქართველოს  ფერმერების ადგილობრივ ქსელთან, ვინაიდან, იგი გამოირჩევა ბუნებრივი და ორგანული ჩაის პლანტაციებისთვის ხელსაყრელი პირობებით. მოცემულ ეტაპზე კომპანიას არ გააჩნია საკუთარი პლანტაციები, თუმცა, უახლოეს მომავალში გეგმავს პლანტაციების გაშენებას. ამ რეგიონის სუბტროპიკული კლიმატი და   მჟავე ნიადაგის კომბინაცია  განსაკუთრებულ  დელიკატურ და მრავალფეროვან არომატს სძენს ჩაის. გასათვალისწინებელია, რომ ის   მუშაობს ეკოლოგიურად სუფთა, ადგილობრივი ნედლეულითა და წარმოების საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. მისი გადამუშავების დროს ჟანგვითი პროცესი არ ხდება, სასარგებლო თვისებებს არ კარგავს და გაჯერებულია ვიტამინებით. რაც მთავარია, არც ერთი მათგანი არ შეიცავს საღებავებსა და არომატიზატორებს.

 

ტექნოლოგიური ძალები

კომპანიის საკუთრებაშია თანამედროვე ინფრასტრუქტურა და დანადგარები, რომლებიც ორიენტირებულია ეკოლოგიურად სუფთა და ორგანული პროდუქციის წარმოებაზე. წარმოების პროცესში დაცულია ISO 22000-ისა და HACPP-ის სტანდარტები. კომპანიას  „კავკასსერტის“ ბიო პროდუქციის წარმოების სერტიფიკატი და კოშერის სერტიფიკატი აქვს. საწარმოს ფინანსური და ორგანიზაციული მართვა ხორციელდება კომპანიაში დანერგილი ERP-ის სისტემის მეშვეობით. ტექნოლოგიური პროცესების სრულყოფილ დაცვას უზრუნველყოფენ დარგისა და სურსათის უსაფრთხოების პროფესიონალი სპეციალისტები.

 

პოლიტიკური ძალები

კომპანიის სურსათის უვნებლობის პოლიტიკა სრულად ორიენტირებულია მომხმარებელზე და უზრუნველყოფს საერთაშორისო და ადგილობრივ საკანონმდებლო მოთხოვნებთან საწარმოო პროცესებისა და პროდუქტის შესაბამისობას.

მიუხედავად ახალი ბრენდისა, კომპანია უკვე გადის ექსპორტზე ევროპაში, კერძოდ ჩეხეთში, საიდანაც პროდუქცია ნაწილდება სლოვაკეთში, პოლონეთსა და ბალტიისპირეთში.

უახლოეს პერიოდში, 2021 წლიდან გაიზრდება იმ ქვეყნების სია, სადაც პროდუქცია გაიყიდება. მათ შორის აშშ-ში, სადაც სატესტო პარტიები უკვე გაიგზავნა. გარდა ამისა, პროცესშია მოლაპარაკებები უკრაინასთან და საუდის არაბეთთანაც. კომპანია „მანნა“ აპირებს გააგრძელოს ქართული ნატურალური, მრავალფეროვანი პრემიურხარისხის ჩაის გაცნობა მსოფლიოსთვის.

 

კულტურული ძალები

„მანნა“ ეკოლოგიურად სუფთა და ორგანული პროდუქციის რეალიზებაზეა ორიენტირებული.

ერთ-ერთ უპირატესობად მიაჩნიათ ის ფაქტი, რომ  მანნას პროდუქცია 100% უმაღლესი ხარისხის ქართული ნედლეულითა და  საქართველოში დამზადებული შესაფუთი მასალით იწარმოება. გარდა ამისა, ჩაის ყველა პარტიას უტარდება ლაბორატორიული ანალიზი აკრედიტირებულ ლაბორატორიაში.

გასათვალისწინებელია ფასთა სეგმენტიც, ვინაიდან,  „მანნას“ ჩაი, ფაქტობრივად, უმაღლესი ჩაის სეგმენტთა შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალფასიანია. შესაბამისად, კომპანიის უპირატესობა მაღალი ხარისხი და კონკურენტული ფასებია. ეს  ყველაფერი კი გვაძლევს უმაღლესი ხარისხის სეგმენტში პოზიციონირების საშუალებას.

მწვანე მარკეტინგის ფილოსოფია

მწვანე მარკეტინგი არის პროდუქტის ან მომსახურეობის პოპულარიზაციის პროცესი, რომელიც ეფუძვნება მათ გარემოს დაცვით სარგებელს. ეს პროდუქტები ან მომსახურეობა შეიძლება თავისთავად ეკოლოგიურად სუფთა იყოს ან წარმოებული იყოს ეკოლოგიურად სუფთა გზით.

 

რა არის მწვანე მარკეტინგი?

მწვანე მარკეტინგი გულისხმობს კომპანიებს, რომლებიც ხელს უწყობენ თავიანთი პროდუქციისა თუ მომსახურეობის გაწევას ისე, რომ აჩვენონ მათი ეკოლოგიურობა.

ალტერნატიული სახელი ეკო მარკეტინგი, გარემოსდაცვითი მარკეტინგი, როდესაც კომპანია აჩვენებს თავის ეკოლოგიურობას, ეს შეიძლება შეიცავდეს პროდუქტებს:

  • დამზადებულია მდგრადი ფორმით;
  • არ შეიცავს ტოქსიკურ მასალებს ან ოზონის დამშლელ ნივთიერებებს;
  • წარმოებულია გადამუშავებული მასალებისგან ან შესაძლებელია მისი გადამუშავება;
  • დამზადებულია განახლებადი მასალებისგან;
  • არ იყენებს ზედმეტ შეფუთვას;

მანნას პროდუქციის მწვანე მარკეტინგის კონცეფცია მეტად მრავალფეროვანია, ვინაიდან, კომპანიაში ვხვდებით მსოფლიო სტანდარტებით დაცულ სისუფთავის ხარისხს და ეკოლოგიურობას. მანნას პროდუქციის წარმეობას დადებითი გავლენა აქვს გარემოზე, რადგან უზრუნველყოფს არა მარტო პროდუქტის სისუფთავის მაღალ ხარისხს, არამედ ორიენტირებულია გარემოს დაბინძურების შემცირებაზე და გარემოზე, რომელიც კაცობრიობის შეუცვლელი რესურსია.

ხა­რის­ხი და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზეც კი, პლან­ტა­ცია რო­გორ არის მოვ­ლი­ლი, მნიშვნელოვანია ის, რომ საწარმომ ბიო ჩაიც გა­ა­კე­თა. მათ ორ­გა­ნუ­ლი სა­სუ­ქე­ბი შე­ი­ტა­ნეს პლან­ტა­ცი­ებ­ში. ამ ნედ­ლე­უ­ლით გა­მო­ვუშ­ვეს ბიო შავი, ბიო მწვა­ნე ჩაი, აქედან გამომდინარე, ქარ­თუ­ლი ჩაი დღეს არის ყვე­ლა­ზე ხა­რის­ხი­ა­ნი.

ამრიგად, მანნას ჩაის ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ თუ გინდა აწარმოო ბაზარზე ყველაზე კონკურენტული და გემოვნური თვისებებით აღსავსე პროდუქტი, უნდა გაითვალისწინო ის ფაქტორები, რომლებიც მოქმედებს პროდუქციის ხარისხსა და მომხმარებელთა კმაყოფილებაზე. მომხმარებელი ხომ ბაზრის მთავარი სამიზნეა. დალიე მანნა, დალიე ქართული!