ციფრული მარკეტინგის განვითარება – IV
ავტორი:სანდრო მაისურაძე
IV თავი – კონტენტის მარკეტინგი(Content Marketing)
კონტენტის მარკეტინგი გახლავთ ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთი კომპონენტი და გაყიდვებისა და რეკლამირების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. თანამედროვე კომპანიები ქმნიან კონტენტს( ვიდეო და ფოტო მასალას, საინტერესო სტატიებს, ბლოგებს… ) და მათ მიერ შექმნილი კონტენტი იზიდავს მომხმარებლებს. ალბათ გაინტერესებთ როგორ უნდა შექმნათ პროდუქტიული კონტენტი, ამაში მე დაგეხმარებით. იმისთვის, რომ თქვენ მიერ შექმნილმა კონტენტმა შედეგი გამოიღოს პირველ რიგში წინასწარ უნდა გქონდეთ გათვლილი სეგმენტი, ვისზეც მორგებული იქნება კონტენტი. მსგავსი სტრატეგია უშუალოდ პროცესის დროს გაგიმარტივებთ სამუშაოს და თქვენს ნაბიჯებსაც მეტად კოორდინირებულს გახდის. რაც შეეხება უშუალოდ პროცესის დროს აუცილებელია იყოთ აქტუალური და თქვენი კონტენტი იყოს განახლებადი, წინააღმდეგ შემთხვევაში მის სიცოცხლისუნარიანობას შეიძლება საფრთხე შეექმნას. კონტენტის შექმნისას ასევე პარალელურ რეჟიმში აუცილებელია მომხმარებელზე ჩატარებული ლონგიტუდური კვლევა, რათა ამ კვლევის საფუძველზე შემდეგ შესაძლებელი გახდეს ეფექტიანობის ალგორითმის შედგენა. ასევე კონტენტის შედგენისას აუცილებელია იყოთ კრეატიული და არ მიბაძოთ სხვას, უმჯობესია სხვამ მოგბაძოთ თქვენ, ამიტომ ნუ გამოიყენებთ სხვის შაბლონურ ფრაზებს,შექმენით თქვენი და უნიკალური.
თანამედროვე კონტენტ-მარკეტინგი საქართველოში
რადგანაც ზოგადად კონტენტ მარკეტინგზე უკვე ვისაუბრე მოდით ახლა გაგაცნობთ რა სიტუაცია გვაქვს საქართველოში. საქართველოში ძირითადად კონტენტ-მარკეტინგის რამდენიმე სახეს ვხედავთ. კომპანიების უმეტესი ნაწილი ცდილობს, რომ თავად შექმნას სტატიები, ფოტო-ვიდეო მასალა და საკუთარი სტრატეგიით წაუძღვეს კონტენტსაც. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ კომპანია Gino Paradise, რომელიც არა მხოლოდ თვითონ ქმნის კონტენტს საკუთარ უმშვენიერეს გარემოზე, არამედ სხვებსაც იწვევს, რათა მოვიდნენ და შექმნან კონტენტი Gino-ს ულამაზეს ადგილებში.
SEO ანუ საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია
ზემოთ უკვე ვისაუბრეთ ვებ-გვერდსა და მის ე.წ წინწაწევაზე, თუმცა ალბათ უფრო მეტი გაინტერესებთ საძიებო სისტემის ოპტიმიზაციასა და ზოგადად ინდექსირებაზე.
დავიწყოთ იმით თუ ზოგადად რას წარმოადგენს საძიებო სისტემა. საძიებო სისტემა ანუ როგორც მას უწოდებენ Search engine გახლავთ სპეციალიზებული პროგრამული სისტემა. ამ სისტემას გააჩნია ინტერნეტში მაძიებელი Spider-ები და Robot-ები. ამ Spider-ებისა და Robot-ების წყალობით ახორციელებს ინტერნეტში ვებ-გვერდის ძებნას და ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში შენახვას საძიებო სისტემა. ამ პროცესს კი ინდექსირება ეწოდება.
როდესაც მომხმარებელი ცდილობს კომპანიის ვებ-გვერდზე გადასვლას, ის ძირითად შემთხვევაში რომელიმე საძიებო სისტემას იყენებს(Google-ს, Yandex-ს ან სხვას), შესაბამისად რაც უფრო ოპტიმალურ ადგილასაა ვებ-გვერდი საძიებო სისტემაში, მით უფრო მეტი მომხმარებელი ესტუმრება მას. სწორედ ამაზეა აგებული საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია. სამყაროში მილიარდობით ადამიანია და შესაბამისად საძიებო სისტემასაც ყოველდღიურად უამრავი შეკითხვის გადამუშავება უწევს. ამისთვის საძიებო სისტემა ახდენს ინდექსირებას და შემდეგ მომხმარებელს სავარაუდო ვებ-გვერდების სიას უჩვენებს. ბიზნესმენები ცდილობენ, რომ მათი კომპანიის ვებ-გვერდი საძიებო სისტემაში რაც შეიძლება ადვილად მოსაძებნი იყოს მომხმარებლებისთვის და ამისთვის დიდი შრომაც უწევთ. როგორია SEO სტრატეგია? მოდით განვიხილოთ. როგორც ზემოთ აღვნიშნე ბიზნესმენებს უწევთ ფიქრი, თუ როგორ დაიკავოს მათი კომპანიების ვებ-გვერდებმა Yahoo-ს, Bing-ის, Google-ის და სხვა საძიებო სისტემებში მოწინავე პოზიცია. თუმცა საქმე არც თუ ისე მარტივადაა. შეგახსენებთ, რომ ასეთ საძიებო სისტემებს გააჩნიათ გარკვეული კრიტერიუმები და შეფასების ალგორითმის მკაცრი სისტემები. თქვენი კომპანიის ვებ-გვერდის პოზიცია დამოკიდებულია პირველ რიგში Keyword-ებზე. Keyword არის რომელიმე კონკრეტული კომპანიის საძიებო სიტყვა. შესაბამისად იმისთვის, რომ ვებ-გვერდმა უკეთესი პოზიცია საძიებო სისტემაში, აუცილებელია იცნობდეთ თქვენი პოტენციური მომხმარებლების სეგმენტს ძალიან კარგად, რათა იცოდეთ რა Keyword-ით მოძებნის ის თქვენი კომპანიის ვებ-გვერდს. შეიძლება პოპულალური Keyword-ი შეარჩიოთ იმ მიზეზით, რომ პოპულარულ Keyword-ს მეტი ადამიანი იყენებს და შესაბამისად თქვენც გეგონოთ,რომ მეტი მომხმარებელი გეყოლებათ, თუმცა ეს ასე არაა, პოპულარულ Keyword-ს ნამდვილად ბევრი ადამიანი მოძებნის საძიებო სისტემაში, თუმცა კონკურენცია იმდენად დიდი იქნება, რომ სრულად გააბათილებს თქვენს მოლოდინებს. ასე, რომ პირადად მე კრეატიულ, თქვენს ბიზნესთან დაკავშირებულ Keyword-ს გირჩევთ. გარდა Keyword-ებისა ვებ-გვერდის პოზიცია დაკავშირებულია თვითონ საიტის ფორმატიულობასთან(რამდენად პასუხობს თქვენი საიტი მომხმარებელთა მოთხოვნას საძიებო სისტემაში) და ასევე იმასთან თუ რამდენად განახლებადია კონტენტი, რომელსაც კომპანია ქმნის.