ციფრული მარკეტინგის განვითარება – VI

ავტორი:სანდრო მაისურაძე

VII თავი – ონლაინ რეკლამა

 

ჩვენ ზემოთ უკვე ვისაუბრეთ ონლაინრეკლამების რამდენიმე სახესხვაობაზე(Facebook რეკლამაზე, ვიდეო რეკლამასა და იმეილ რეკლამაზე), რომლებიც სოციალური მედიამარკეტინგის სხვადასხვა პლატფორმებზე გვხვდება, თუმცა მინდა გითხრათ, რომ არსებობს ონლაინრეკლამების სხვა ტიპებიც. ონლაინრეკლამა არის ონლაინ მარკეტინგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განშტოება. ის ხელს უწყობს კომპანიის იმიჯის ჩამოყალიბებას და ამ იმიჯის შენარჩუნებას. ასევე ონლაინრეკლამა ეხმარება კომპანიას პროდუქციის ფართო სეგმენტზე გატანასა და ვებ-გვერდის ტრაფიკის ზრდაში. ონლაინრეკლამის სახესხვაობებია: საბანერო რეკლამა, ტექსტუალური რეკლამა, იმეილ რეკლამა, facebook რეკლამა, ვიდეო რეკლამა და რეკლამა საძიებო სისტემაში(ანუ SEA). ჩვენ უკვე ვისაუბრეთ რამდენიმეზე, ასე რომ მოდით განხვსაზღვროთ თუ რას წარმოადგენენ დანარჩენები. საბანერო რეკლამა არის მიზნობრივ და თემატურ საიტებზე განთავსებული რეკლამა, რომლის მიზანი სეგმენტის გაფართოება და ცნობადობის ამაღლებაა.

ტექსტური რეკლამა შეიცავს ტექსტურ და ტექსტურ ბმულებს, რომლებსაც მარკეტოლოგები იყენებენ თავიანთი ბრენდის, შეტყობინებებისა და პროდუქტების პოპულარიზაციისთვის. ჩვენ ზემოთ უკვე ვისაუბრეთ საძიებო სისტემის ოპტიმიზაციაზე, თუმცა უნდა აღინიშნოს,რომ საძიებო სისტემის მარკეტინგი მოიცავს მეორე ნაწილსაც-საძიებო სისტემის რეკლამა(SEA). რეკლამა საძიებო სისტემაში (SEA) სარეკლამო ფორმებიდან ყველაზე ეფექტურია. ამ სარეკლამო ფორმით შესაძლებელია ტექსტუალური, საბანერო და ვიდეო რეკლამის განხორციელება.

 

Pay per click(PPC)

PPC არის ერთ-ერთი სარეკლამო მოდელი და გამოიყენება რეკლამის ინტერნეტში განსათავსებლად. ალბათ იკითხავთ, თუ რითი განსხვავდება ის სხვა სარეკლამო მოდელებისგან. Pay per click-ის შედარებითი უპირატესობა იმაშია, ის გახლავთ გარანტორი იმისა, რომ თქვენ რეკლამის ნახვაში იხდით ფულს და არა მის გასაჯაროებაში. ბევრი რეკლამა უბრალოდ ქვეყნდება და მას არავინ აქცევს ყურადღებას, თუმცა ბიზნესმენები ამაში ფულს მაინც იხდიან. აღსანიშნავია ეს პრობლემა Pay per click-ს არ აქვს, რადგან ამ სარეკლამო მოდელის გამოქვეყნებისთვის არაფერს იხდით. მაგრამ არ გეგონოთ,რომ მსგავსი რეკლამა უფასოა, თქვენ ფულს რეკლამაზე დაწკაპუნებაში იხდით. თუ მომხმარებელმა რეკლამას დააწკაპუნა, ის ავტომატურად თქვენს ვებ-გვერდზე მოხვდება. სწორედ ამ მიზეზის გამო ჩემი და არა მხოლოდ ჩემი აზრით PPC ყველაზე ოპტიმალურ სარეკლამო ბანერად ითვლება, რადგან მისი დახმარებით შესაძლებელია მინიმალური დანახარჯებით მომხმარებლის მოზიდვა და ზუსტი რაოდენობის დადგენა. აღსანიშნავია, რომ არსებობს პლატფორმები, სადაც მსგავსი სარეკლამო მოდელის განთავსებაა შესაძლებელი, ესენია:google adwords, adspay, facebook ads და ასე შემდეგ.

საგულისხმოა, რომ გარდა ზემოთხსენებული უპირატესობებისა, PPC კიდევ ერთი საკმაოდ დიდი შედარებითი უპირატესობა გააჩნია. Pay per click-ის მეშვეობით კომპანიას შეუძლია განსაზღვროს კონკრეტული მიზნობრივი აუდიტორია ნებისმიერი სეგმენტაციის კრიტერიუმით და ამის შედეგად მხოლოდ ამ აუდიტორიამ ნახოს კომპანიის რეკლამა, რაც ალბათ დამეთანხმებით, რომ ყველანაირ დისონანსს გამორიცხავს.

 

მოკლე ტექსტური შეტყობინებები

მოკლე ტექსტური შეტყობინებები მობილური მარკეტინგის ერთ-ერთი გზაა და გულისხმობს რეკლამის SMS სახით გაგზავნას. შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა თუ რატომაა SMS რეკლამა პოპულარული? დავიწყოთ იმით, რომ სტატისტიკურად მომხმარებელთა 80% SMS შეტყობინებას მისვლისთანავე კითხულობს, რაც იმას ნიშნავს, რომ SMS რეკლამა რეკლამირების სწრაფი, იაფი და ეფექტიანი გზაა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ SMS რეკლამირების გამოყენებისას აუცილებელია კომპანიამ იფრთხილოს, რადგან მსგავსი მარკეტინგი ეფექტიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება თუ მას მიზნობრივ სეგმენტს გავუგზავნით, რადგან სხვა შემთხვევაში, Email მარკეტინგის მსგავსად, ჩვენს რეკლამას ის სეგმენტიც ნახავს, ვისაც ჩვენი პროდუქცია და მომსახურება უბრალოდ არ აინტერესებს. მსგავსი არარესპექტაბელური საქციელი კი ჩვენი კომპანიის იმიჯს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

 

Affiliate მარკეტინგი

Affiliate მარკეტინგი არის პარტნიორული მარკეტინგი, რომლის გარეშეც ინტერნეტმარკეტინგის არსებობა პირადად მე არც კი წარმომიდგენია. ამ ტიპის მარკეტინგის დროს,რეკლამის განმცხადებელი მისი კომპანიის ვებ-გვერდზე შესული ვიზიტორების, მყიდველებისა და შეძენილი პროდუქტისთვის პარტნიორ საიტს-affiliate-ს უხდის საკომისიო თანხას. ვინც ოდნავ მაინც ერკვევა ციფრულ მარკეტინგში ალბათ დასვამს კითხვას, რომ რითი განსხვავდება Affiliate მარკეტინგი ონლაინრეკლამისგან. მინდა გითხრათ, რომ Affiliate-ს დამკვეთი მხოლოდ მაშინ უხდის საკომისიოს თუ მისი პროდუქტი ან მომსახურება გაიყიდა, ხოლო ონლაინრეკლამის დროს დამკვეთი ფულს იმ შემთხვევაშიც კი იხდის თუ მისი პროდუქტი ან მომსახურება არ გაიყიდა. ალბათ ისიც გაინტერესებთ, როგორ მუშაობს ეს სისტემა. Affiliate-ის პროგრამაში ჩართული მომხმარებელი იღებს ლინკს, რომელსაც Affiliate Program Link ეწოდება. ამ ლინკს ის ისე ავრცელებს, როგორც მას სურს(სარეკლამო ბანერებით, იმელით და ასე შემდეგ. თუ ამ ლინკიდან მომხმარებელი პროდუქტს იყიდის, Affiliate-ი ამ თანხიდან საკომისიოს მიიღებს.

 

მობილური აპლიკაცია

არსებობს desktop და mobile აპლიკაციები. Mobile ანუ მობილური აპლიკაცია არის აპლიკაცია,რომელიც შექმნილია სმარტფონების და პლანშეტებისთვის. დიდი ხანი არაა რაც მსგავსი აპლიკაციები არსებობს, თუმცა ამის მიუხედავად ჭკვიანმა მარკეტოლოგებმა უკვე შეხედეს მობილურ აპლიკაციებს კომერციული კუთხით. მობილური აპლიკაციები გახლავთ ახალი სიტყვა მარკეტინგში. კომპანიებმა დაიწყეს აპლიკაციების შექმნა, რათა მოახდინონ თვითრეალიზაცია და უფრო მეტად გაზარდონ თავიანთი იმიჯი. ალბათ გაინტერესებთ როგორ ახდენს მობილური აპლიკაცია კომპანიის იმიჯის ზრდას. ამას კომპანიები რეციპროკულობით ხსნიან. ისინი აპლიკაციის შექმნით მეტ კომფორტს უქმნიან კლიენტებს, რათა კლიენტებმაც რენტაბელურად ასიამოვნოს კომპანია. მიგების ნორმის თანახმად კი ადამიანის მიერ ჩადენილ მცირე სარგებელსაც კი უფრო დიდი სარგებელი მოჰყვება, შესაბამისად მომხმარებლის კომფორტზე ზრუნვა კომპანიის იმიჯზე ზრუნვის საწყისი ფუნდამენტია.გარდა იმიჯზე ზრუნვის და რეალიზაციისა, აპლიკაცია იძლევა ინფორმაციის გაცვლის საშუალებას, კომპანიებისთვის კი მომხმარებლებზე ინფორმაცია რენტაბელური პოზიციონირების ერთ-ერთი გარანტია.რადგანაც უკვე ვისაუბრეთ იმაზე თუ რა არის მობილური აპლიკაცია და ასევე იმაზე, რომ ის ფუნდამენტურ მნიშვნელობას ატარებს კომპანიის იმიჯისთვის, მოდით ახლა წარმოგიდგენთ მათ კლასიფიკაციას.

კონტენტური აპლიკაცია არის ინტერნეტგამოცემებისთვის, ბლოგებისა და მსგავსი თემატიკისთვის შექმნილი მობილური აპლიკაცია. კორპორაციული აპლიკაცია გახლავთ კომპანიის თანამშრომლების ოპტიმაზიციის მიზნით შექმნილი ვებ-გვერდი. შეიძლება გაგიკვირდეთ, თუმცა მსგავს აპლიკაციებს არა მხოლოდ კომპანიაში დასაქმებულები არამედ, კლიენტები და პარტნიორებიც იყენებენ. გარდა ამ ტიპის აპლიკაციებისა, ასევე არსებობს დამხმარე აპლიკაცია და თამაშის აპლიკაცია. დამხმარე აპლიკაცია უშუალოდ მომხმარებელზეა გათვლილი და მას მეტ კომფორტს უქმნის, ასევე ეხმარება სწრაფი და უპრიანი გადაწყვეტილების მიღებაში(ასეთი აპლიკაციაა მაგალითად ამინდის პროგნოზი). თამაშის აპლიკაცია, როგორც მიხვდით, ორიენტირებულია გართობაზე. ხოლო უშუალოდ თამაშის აპლიკაციის მიზანი(კომერციული მხრიდან) გახლავთ მომხმარებლის სარეკლამო ხასიათის ინფორმაციის მისაღებად მომზადება.