ციფრული მარკეტინგის განვითარება – VII

ავტორი: სანდრო მაისურაძე

VIII თავი – ბლოგი

 

მიუხედავად იმისა, რომ ციფრულ მარკეტინგზე საუბრისას ბლოგებზეც ვისაუბრე, მინდოდა ციფრული მარკეტინგის ამ მიმდინარეობაზე ცალკე მესაუბრა. ბლოგი ან როგორც მას უწოდებენ web log-ი , არის ერთგვარი ვებჩანაწერების ინტერნეტგვერდი. ამ ვებ-გვერდზე ავტორი ტვირთავს ჩანაწერებს ქრონოლოგიურად. ვებ-გვერდზე ატვირთულ ყველა ბლოგს გააჩნია სახელი, თარიღი, ავტორის სახელი, მოწონების ღილაკი და ასევე მკითხველს კომენტარის დაწერის საშუალებასაც აძლევს. ახლა შეიძლება იფიქრეთ, რომ ბლოგი მხოლოდ სტატიების წერას მოიცავს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ეს ასე არ არის. ბლოგი მოიცავს ვებ-გვერდს, საძიებო სისტემის ოპტიმიზაციას(რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ) და სოციალურ მედიამარკეტინგსაც. იმისთვის, რომ ბლოგს ჰყავდეს დიდი რაოდენობით მომხმარებელი, არ განიცადოს რეგრესი და არ დაკარგოს აქტუალობა და პოპულარობა, აუცილებელია ,რომ ხშირად აიტვირთოს ვებ-გვერდზე ბლოგები, ასევე ბლოგებს ჰქონდეს კონცეპტუალური და ამავდროულად არაორდინალური სახელები.

რატომაა ბლოგი პროდუქტიული? ზემოთ უკვე ვახსენეთ, რომ ბლოგებს, რომლებიც ვებ-გვერდებზე იტვირთება ავტორის სახელიც აქვს მითითებული და რადგანაც ის რომელიმე კონკრეტული ადამიანის მიერაა შექმნილი ,საზოგადოებაშიც მეტ ნდობას იწვევს, რადგან ალბათ თქვენც მოგეხსენებათ, რომ ნდობის ფაქტორი ახლობელ ადამიანებთან მეტი აქვთ მომხმარებლებს ვიდრე რეკლამებთან.

 

ვირუსული მარკეტინგი

ვირუსული მარკეტინგი, გამაოგნებლად ჟღერს არა? იმიტომ რომ ასეთივეა. ვირუსული მარკეტინგი ყველა ზემოთჩამოთვლილის მსგავსად ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთი განუყრელი კომპონენტი გახლავთ. ალბათ იცით თუ რამდენად სწრაფად ვრცელდება ქალაქში ჭორები, მინდა გითხრათ, რომ ვირუსული მარკეტინგიც ამგვარი სიჩქარით ვრცელდება მომხმარებლებში. ამისთვის მხოლოდ წინასწარ ფორმულირებული , კოორდინირებული სტრატეგია და სოციალური მედიაა საჭირო. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეფექტიანი ვირუსული მარკეტინგისთვის აუცილებელია შეიქმნას ისეთი გზავნილი, რომ მომხმარებლებს აიძულოს ეს გზავნილი თავიანთ მეგობრებს და ახლობლებს გაუზიარონ. რადგანაც ეფექტიანი ვირუსული მარკეტინგი ვახსენე , სავარაუდოდ კითხვაც გაგიჩნდებოდათ თუ როგორ უნდა განვახორციელოთ ვირუსული მარკეტინგი, რომელიც ჩვენი კომპანიის ფუნქციონირებაზე რენტაბელურად იმოქმედებს? ამ კითხვაზე პასუხს მე გაგცემთ. ოპტიმალური ვირუსული მარკეტინგის განსახორციელებლად აუცილებელია იდეა და ვირუსული მარკეტინგის კოორდინირებულად წარმართვა. ვირუსული მარკეტინგისთვის იდეა ძალიან დიდ დატვირთვას ატარებს, რადგან სწორედ იდეაა ის სარეკლამო მესიჯი, რომელმაც აუდიტორიის ყურადღება უნდა მიიქციოს. იმისთვის, რომ იდეა წარმატებული აღმოჩნდეს , ის უნდა იყოს კონცეპტუალური, მოულოდნელი, არაორდინალური, ატარებდეს მოტივატორის ფუნქციას, რათა კუმულატიურ ეფექტზე დაყრდნობით მომხმარებელში შექმნას გაზიარების მოტივაცია. რაც შეეხება ვირუსული მარკეტინგის წარმართვას, ზემოთ სიტყვა „კოორდინირებული“ კაზუალურად არ მიხსენებია, უნდა დაიწეროს წინასწარი გეგმა, რომლის თავში აუცილებლად იმ მომხმარებელთა სია უნდა იყოს , რომლებსაც უნდა გავუგზავნოთ საწყისი გზავნილი. ეს სია არ უნდა იყოს რანდომული, რადგან სკრუპულოზურობა ვირუსული მარკეტინგის განხორციელებისას ყველაზე დიდ მნიშვნელობას ატარებს. აუცილებელია სიაში მყოფ ადამიანებზე ემპირიული ცოდნის გაღრმავება და ამისთვის ლონგიტუდური კვლევის ჩატარება , ტრიანგულაციური დაკვირვება, აუდიტორიის დიზაინის მოდელის შედგენა, დედუქციაზე დაფუძნებული აქსიომატური ანალიზის ჩატარება, შემდეგ ამ მონაცემების ინტეგრაცია, კვანტიფიცირება და კვანტიფიცირებულ მონაცემებზე ჩატარებული აუდიტორიის მეტაანალიზი, რომელიც შეგვიქმნის აუდიტორიაზე ატრიბუციებს, რომლებიც დაგვეხმარება აუდიტორიის ქცევის ბიჰევიორისტული ანალიზის , კერძოდ ეფექტის კანონზე დაფუძნებული ოპერანტული განპირობებულობის დადგენაში.

 

ციფრული მარკეტინგის სამომავლო მოდელი

ასე დავამთავრე ციფრულ მარკეტინგზე დეტალური მიმოხილვა და ახლა დროა მის სამომავლო მოდელზე ვისაუბრო. თუმცა სანამ ციფრული მარკეტინგის მომავლის მოდელზე გადავალ აუცილებელია შევქმნა გარკვეული წინაპირობა. ეს წინაპირობა დაგეხმარებათ უკეთ გაიაზროთ ის რის ექსპოზიციასაც ვეცდები მე.

უკვე დიდი ხანია რაც ციფრულ მარკეტინგს საფუძველი ჩაეყარა, ვითარდებოდა, ვითარდება და მომავალშიც განაგრძობს განვითარებას. თუკი არსებობდა ბიზნესი, რომელიც ციფრულ მარკეტინგს არ იყენებდა, დღევანდელი მდგომარეობიდან(პანდემიიდან) გამომდინარე თითქმის ყველა კომპანიას მოუწია ბიზნესის ციფრულ მოდელზე გადმოსვლა. მოდით საწყის ეტაპზე განვიხილოთ უშუალოდ 2021 წელს განახლებული ტრენდები ციფრულ მარკეტინგში შემდეგ კი შევაბიჯოთ ღრმა მომავალში.

2021 წლის ციფრული მარკეტინგის პროგნოზები მოიცავს კრიზისის დროს შექმნილ ახალ მარკეტინგულ სტრატეგიებს. ეს სტრატეგიებია: საყიდელი პოსტები,პროგრამული რეკლამები, სოციალური შეტყობინებების ტენდენციები,ინტერაქტიული კონტენტი, ვირტუალური რეალობა, ხელოვნური რეალობა, ხმოვანი ძებნა, ვიდეო მარკეტინგი და AI-Chat bot-ები.

ჩვენ ზემოთ უკვე მიმოვიხილეთ რამდენიმე თუმცა მოდით ვნახოთ რას წარმოადგენენ დანარჩენები.