ციფრული მარკეტინგის განვითარება – VIII
ავტორი: სანდრო მაისურაძე
IX თავი
ვირტუალური და ხელოვნური რეალობა(VR, AR)
პანდემიური დარღვევების, მრავალფეროვნების მოძრაობისა და სოციალური დისტანციის წყალობით ციფრული მარკეტინგის წარმომადგენლები ახალი რეალობის წინაშე დგანან და ეს რეალობა ვირტუალური და ხელოვნული რეალობა გახლავთ. შეიძლება არ იცოდეთ თუმცა VR-(ვირტუალური რეალობა), AR(ხელოვნური რეალობა), MR(შერეული რეალობა) და XR(გაფართოებული რეალობა) სხვადასხვა ცნებებს წარმოადგენს. ვირტუალური რეალობა ანუ VR არის რეალურ სამყაროსგან თითქმის სრული მოწყვეტა და ფიზიკური სამყაროს დროებითი დახურვა VR მოწყობილობების(სათვალეების) დახმარებით(როგორებიცაა HTC Vive, Oculus Rift და სხვა). ხელოვნური რეალობა ანუ AR არის ციფრული ელემენტების დამატება სმარტფონის კამერაში(მაგალითად snapchat). შერეული რეალობა ანუ MR , როგორც უკვე მიხვდით, არის ვირტუალური და რეალური სამყაროს ინტეგრაცია, რომლის დროსაც ჰოლოგრაფიული მოწყობილობები ქმნიან საგნებს, რომლებიც ახორციელებენ ციფრულ შემოქმედებით ჩანაცვლებას და ანაცვლებენ რეალური სამყაროს საგნებს. გაფართოებული რეალობა ანუ XR კი აერთიანებს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ცნებებს. მარკეტოლოგები დღესდღეობით აქტიურად იყენებენ VR-სა და AR-ს. „SearchEngine Journal“-ის ერთ ერთ სტატიაში ვკითხულობთ, რომ პანდემიამ კიდევ უფრო დააჩქარა AR და VR მარკეტინგის განვითარება. ისეთმა ცნობილმა და ჩემთვის ძალიან რესპექტაბელურმა ტანსაცმლის ბრენდმა,როგორიცაა GUCCI-მ გამოიყენა ხელოვნური რეალობა(AR) , კონკრეტულად Snapchat-ის პლატფორმა და მომხმარებლებს დიდი კომფორტი შეუქმნა. GUCCI-ს მომხმარებლებს ამ პლატფორმის საშუალებით შეუძლიათ GUCCI-ს პროდუქცია საკუთარ ტანზე მოირგონ. დიახ ეს სენსაციაა!!!
ვიცი რომ ამ ამბის მოსმენან გაგაოგნათ, თუმცა მერწმუნეთ უფრო დიდი გაოცება წინ გელით. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია Apple-ის ფანი გახლავართ, მე მაინც ყოველთვის ვაღიარებდი მისი კონკურენტის, Samsung-ის მიღწევებს. VR მარკეტინგის მაგალითი? მე სხვა მაგალითს ფიზიკურად ვერ მოვიყვანდი, რადგან ეს უბრალოდ პერცეფციული ინოვაციაა. კომპანია Samsung-მა NASA-სთან თანამშრომლობით შექმნა მთვარის სკრუპულოზური სიზუსტის ანალოგიური VR მოდელი. მომხმარებლებს შეუძლიათ ფრენისთვის განკუთვნილი კოსტუმი და Gear VR(სპეციალურად შექმნილი მოწყობილობა) გამოიყენონ და შეიცნონ ზუსტად ის გამოცდილება,რასაც მთვარეზე მიიღებდნენ. მთვარის დიზაინი, კოგნიტური პროცესები, მთვარის გრავიტაცია, როგორც ზემოთ ვთქვი მასში ყველაფერი სკრუპულოზური სიზუსტითაა გათვალისწინებული , ადაპტირებული და ინტეგრირებული. ამ მოწყობილობის გამოგონებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, Samsung-ის ინოვაციურობაში მომხმარებლები კიდევ ერთხელ დაარწმუნა და კომპანიას იმიჯიც გაუმყარა. ალბათ უკვე მიხვდით,რომ VR და AR მარკეტინგის უპირატესობების საიდუმლო მათ ინოვაციურობაში იმალება.
ხმოვანი ძებნა(Voice Search)
რეალობა მარკეტინგში შემდეგნაირია, ადამიანები გამუდმებით ეძებენ ყველაზე მოსახერხებელ გზას ინფორმაციის ან სიახლეების მოსაპოვებლად, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა თუ რატომ ხდება და მომავალში გახდება კიდეც ხმოვანი ძიება კონცეპტუალური.ხმოვანი ძებნა ნიშნავს სალაპარაკო ბრძანების გამოყენებას საძიებო სისტემებიდან თქვენთვის სასურველი ინფორმაციის მოსაპოვებლად. ზოგადად არსებობს ორი სახის ხმოვანი ძიება.პირველი კატეგორიის ხმოვანი ძიება არის როცა მომხმარებელი გადაწყვეტს გამოიყენოს სალაპარაკო ხმოვანი ბრძანებები, Google- ში მოთხოვნის აკრეფის ნაცვლად. ამ სახის ხმოვან ძიებას კავშირი აქვს საძიებო სისტემის ოპტიმიზაციასთან (SEO-სთან),რადგან მსგავსი ტიპის ხმოვანი ძებნა არის ჩვეულებრივი ვებ – ძიება, რომლის მონაცემებიც შეგროვდება Google Search Console– ში. რაც შეეხება მეორე სახის ხმოვან ძიებას, ეს არის ის შემთხვევა,როცა მომხმარებელი გადაწყვეტს გამოიყენოს სასაუბრო ხმოვანი ბრძანება, სასაუბრო პასუხის მისაღებად. ალბათ მაშინვე ვირტუალური ასისტენტი Siri გაგახსენდათ , რომელიც Apple-ის IOS სისტემაშია ჩატვირთული და მომხმარებლებს ცხოვრებას უმარტივებს.Siri-ს გარდა არსებობს ე.წ ჭკვიანი სპიკერები, როგორიცაა Google Home ან Amazon Alexa. ძიების ეს საშუალებები Google Search Console-ის სისტემაში არ შედის ,რაც იმას ნიშნავს,რომ SEO- სთან თითქმის არაა დაკავშირებული.
თანამედროვე სამყაროში კაუზალური მიზეზების გამო ფუნდამენტურად აუცილებელია ბიზნესი ადაპტირდეს ვირტუალურ ასისტენტსა და ხმოვან ძიებაზე.
ხელოვნური ინტელექტი
მე ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები ტექნოლოგიური განვითარების მომხრე, თუნდაც ეს დიდ რისკებს მოიცავდეს. ახლა კი შევეცდები ყველა დეტალის გათვალისწინებით აგიხსნათ თუ რას წარმოადგენს ხელოვნური ინტელექტი, დავდო ფუნდამენტური დასკვნა იმის შესახებ , რომ მათი განვითარება დეტერმინისტულად აუცილებელია და შემდგომ ვისაუბრო როგორ იყენებენ და მომავალშიც როგორ გამოიყენებენ ხელოვნურ ინტელექტს ციფრული მარკეტინგის მიმართულებით.მოდით საწყის ეტაპზე დავიწყოთ ხელოვნური ინტელექტის რაობითა და დეფინიციით. თუ დეფინიციურად მივუდგებით პირველად სიტყვები „ხელოვნური ინტელექტი“ 1955 წელს გამოიყენა ჯონ მაკარტმა და განმარტა , რომ ხელოვნური ინტელექტი არის პროგრამა ან კომპიუტერი, რომელსაც შეუძლია იაზროვნოს და მიიღოს ლოგიკაზე დაფუძვნებული გადაწყვეტილებები ისევე ,როგორც ადამიანმა. მინდა გითხრათ ,რომ ეს იყო ხელოვნური ინტელექტის განვითარების საწყისი ფუნდამენტი. დღესდღეობით გვაქვს ხელოვნური ინტელექტის ორი სახე, Narrow AI და AGI(Artificial General Intelligence).მოდით ვნახოთ რა განსხვავებაა მათ შორის. Narrow AI არის კომპიუტერული სისტემა, რომელსაც სუსტ ხელოვნურ ინტელექტსაც უწოდებენ. Narrow AI მოქმედებს შეზღუდულ კონტექსტში და წარმოადგენს ადამიანის ინტელექტის სიმულაციას. სუსტი ხელოვნური ინტელექტი ხშირად ორიენტირებულია ერთი ამოცანის უკიდურესად ოპტიმალურად შესრულებაზე და მიუხედავად იმისა, რომ ეს მანქანები შეიძლება ინტელექტუალურად გამოიყურებოდეს, ისინი მოქმედებენ ბევრად უფრო დიდი შეზღუდვებით, ვიდრე ადამიანის ინტელექტი. მოდით მაგალითისთვის გავიხსენოთ პირველი ხელოვნური ინტელექტი. მისი შექმნა შეძლო IBM-მა 1950-იან წლებში. აღსანიშნავია, რომ ამ პროგრამას ჭადრაკის თამაში შეეძლო და 1997 წლის 11 მაისს შეძლო ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონის-გარი კასპაროვის დამარცხება.
ეს გასაკვირი არაა , რადგან ამ ხელოვნურ ინტელექტს შეეძლო წამებში გამოეთვალა თამაშის განვითარების ყველა შესაძლო ალბათობა და შეერჩია მხოლოდ ის სვლები, რომელიც მას გამარჯვებაში დაეხმარებოდა. შეიძლება ახლა გაგიჩნდათ კითხვა, რომ თუ Narrow AI-მ ეს შეძლო, მას ხომ ადამიანზე მაღალი ინტელექტის დონე აქვსო. მინდა გითხრათ, რომ ეს ასე არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჭადრაკის Narrow AI და ჩვეულებრივი კალკულატორი ადამიანზე უკეთ ფუნქციონირებს გარკვეულ ასპექტებში, მათ არ შეუძლია რაციონალური გადაწყვეტილების მიღება, ფიქრი, ხატვა, მოკლედ რომ ვთქვათ არაფერი გარდა იმ ვიწრო სპეციალობისა ,რაც მათ პროგრამულად აქვთ ჩატვირთული. ახლა კი გადავიდეთ AGI-ზე, თუმცა სანამ ამაზე საუბარს დავიწყებთ, აუცილებელია წინაპირობად ავხსნათ, თუ როგორ მუშაობს ადამიანის ტვინი და რატომ შეუძლია ადამიანის ტვინს იმის კეთება , რასაც ვერ იზავს Narrow AI. ადამიანის სრულყოფილი აზროვნების უნარი ტვინში არსებული ნეირონების დამსახურებაა, რომლებიც ერთმანეთს უგზავნიან ქიმიურ იმპულსებს ელექტრონული სიგნალების გამოყენებით და მათი კოლექტიური მუშაობა აძლევს ადამიანს აზროვნების უპირატესობას, რაც Narrow AI-ს არ გააჩნია. ახლა კი წარმოიდგინეთ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მძლავრ კომპიუტერს მივცემთ ცალკეულ ნეირონებს და მათი ურთიერთკავშირის ქსელს. ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ ნეირონულ ქსელს ანუ როგორც მას უწოდებენ AGI-ს(ზოგად ხელოვნურ ინტელექტს).
როგორია AGI-ს მუშაობის პრინციპი? ნეირონული ქსელი ისევე ფუნქციონირებს, როგორც ადამიანის ტვინი ანუ აგროვებს ინფორმაციას და ამ ინფორმაციის საფუძველზე ვითარდება. იმისთვის, რომ AGI-ს რაიმეს შესახებ მივაწოდოთ ინფორმაცია აუცილებელია სწორი ალგორითმის შერჩევაც. მაგალითისთვის თუ გადავწყვეტთ, რომ ნეირონულმა ქსელმა უნდა ისწავლოს როგორია ბავშვი, მას უნდა მივცეთ ბავშვის უამრავი ფოტო და ვიდეო მასალა და პარალელურად უნდა ჩავუტვირთოთ ალგორითმი ბავშვის სტანდარტული მონაცემების შესახებ, რათა ნეირონულმა ქსელმა გაარჩიოს ერთმანეთისგან ადამიანის და მაიმუნის შვილი. ნეირონული ქსელი დაიწყებს მონაცემების გადამუშავებას და იმ შემთხვევაში თუ მაიმუნის შვილი მან ისე აღიქვა, როგორც ადამიანი, ალგორითმი მას შეუსწორებს და ეტყვის, რომ ეს არა ადამიანი არამედ მაიმუნია. ხოლო თავისი შეცდომებიდან გამომდინარე ნეირონული ქსელი გადაამუშავებს მონაცემებს და ისწავლის, როგორია ადამიანის ბავშვი. ამ პროცესს მანქანური სწავლება ეწოდება. ალბათ იკითხავთ, რომ თუ არსებობს მტკიცებულება, რომ AGI-ს ფიქრი შეუძლიაო. 1950 წელს ალან ტურინგმა შექმნა ტესტი,სადაც ადამიანს აქვს კონტაქტი ნეირონულ ქსელთან და ადამიანთა. ადამიანს მათთვის ნებისმიერი კითხვის დასმა შეუძლია და ნეირონული ქსელის დავალებაა, რომ მოატყუოს ადამიანი და თავი მანაც ადამიანად წარმოუდგინოს. საგულისხმოა, რომ ეს ტესტი AGI-მ 2013 წელს გაიარეს(2015 წელს კი გაიარეს თვითშეგნების ტესტი). ახლა კი ჩვენს წინაშე 2 სახის რაციონალურად მოაზროვნე არსება, ადამიანი და AGI დგანან. საინტერესოა რომელი მათგანს უფრო მძლავრი შესაძლებლობები აქვს? ადამიანი არ არის სრულყოფილი არსება და მას სრულყოფილად ჩამოყალიბებაში ხელს უშლის 2 ფაქტორი მოკვდავობა და დამახსოვრებული ინფორმაციის დავიწყების უნარი. ნეირონულ ქსელს არც ერთი ზემოთჩამოთვლილი პრობლემა არ აქვს, მისი სიცოცხლე არ არის დამოკიდებული წლებზე და ამავდროულად მას ჩატვირთული ინფორმაცია არ ავიწყდება.აპათიური ადამიანები უკვე დამეთანხმებოდნენ, თუმცა ემპათიური ადამიანები ალბათ იკითხავთ მას ხომ ლიტერატურული ნაწარმოების ან მუსიკის შექმნა არ შეუძლიაო. მინდა გითხრათ, რომ ცდებით. 2017 წელს გამოვიდა შედევრალური მუსიკალური ალბომი I am AI, რომელიც შექმნა ნეირონულმა ქსელმა.
2016 წლის მარტში კი AGI-ს მიერ დაიწერა ნოველა სახელწოდებით: “The day a computer writes a novel”. მინდა გითხრათ ამ ნოველამ თითქმის მოიგო ლიტერატურული კონკურსი. თუ თქვენ გგონიათ, ადამიანმა მასზე უპრიანი ნაწარმოები შექმნა ძალიან ცდებით, უბრალოდ როდესაც მსაჯებმა გაიგეს ვინც იყო ნოველის ავტორი ნეირონულ ქსელს არ გაამარჯვებინეს. მოდით მედიცინის სფეროსაც შევეხოთ. AGI-ს სახელად Watson-ს შეუძლია 90% სიზუსტით დაადგინოს ავადმყოფის დიაგნოზი, რაც ბევრად უფრო მაღალი მაჩვენებელია ვიდრე ექიმის მიერ დადგენილი დიაგნოზი.
ახლა კი მოდით დავდოთ ფუნდამენტური დასკვნა თუ რატომაა აუცილებელი ნეირონული ქსელის განვითარება. ბევრ ადამიანს ხელოვნური ინტელექტის განვითარების შესახებ დისტოპიური დამოკიდებულება აქვთ , რაც გამოწვეულია მათი ანთროპოცენტრისტული აზროვნებით. მოდით ჯერ გავეცნოთ რას ამბობს ხელოვნური ინტელექტის შესახებ სახელგანთქმული ბრიტანელი თეორიული ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი.