წლის საუკეთესო კომპანია და პროდუქტი მსოფლიოში
ავტორი: სანდრო მაისურაძე
ხელმძღვანელი: პროფესორი კახაბერ ჯაყელი
შესავალი
რომელია წლის საუკეთესო კომპანია და პროდუქტი? საკმაოდ დამაბნეველი კითხვაა. ჯერ დავიწყებ , რომ ამ საკითხს შესაძლოა ორაზროვნად შევხედოთ – სუბიექტურად და ობიექტურად. გამომდინარე იქიდან , რომ მე პრაგმატისტი ვარ ანუ ვაღიარებ სუბიექტურ-იდეალისტურ ფილოსოფიას , რომელიც სასარგებლოა ჩემთვის , შესაბამისად მოდით ვისაუბრებ სუბიექტურად. როგორც იცით, ბავშვობიდან Gamer-ი ვარ და შესაბამისად ჩემი სუბიექტური აზრით, საუკეთესო კომპანია სწორედ ამ ინდუსტრიასთან უნდა იყოს დაკავშირებული. რა თქმა უნდა ,მე მიყვარს წინასწარ ყველაფრის გამოთვლა ალბათობის თეორიით ან განსჯით.ჩემი კომპეტენციიდან გამომდინარე კი მე დარწმუნებული ვარ , რომ Gaming ინდუსტრიაზე მოსახლეობის დიდმა ნაწილმა საერთოდ არაფერი იცის, მასზე ინფორმაცია მხოლოდ და მხოლოდ ისევ ამ ინდუსტრიის წევრებმა ანუ :Gamer-ებმა, თამაშების დეველოპერებმა , სხვადასხვა gaming სფეროს წამყვანმა კომპანიებმა იციან. შესაბამისად რასაც ვისაუბრებ შეიძლება არარელევანტურად მოგეჩვენოთ. ამას , რომ თავი ავარიდო გადამუშავების დონეების თეორიას გამოვიყენებ , მარტივ ენაზე რომ ვთქვა მაქსიმალურად ვეცდები ჩემს მიერ გადმოცემული ინფორმაცია იმდენად სრული იყოს , რომ კითხვები აღარ გაჩნდეს და ამავდროულად მოვახდინო ამ ინფორმაციის იმპიციტურად შენახვა თქვენს მეხსიერებაში.
Gaming ინდუსტრია საკმაოდ კომპლექსურია. მის გაგებას დიდი დრო და ენერგია სჭირდება. პირადად მე 16 წელი დამჭირდა, რათა სრულად შემესწავლა ეს სფერო. მე არ ვაპირებ ამ ინდუსტრიიდან ყველაფერზე საუბარს, თუმცა შევეხები ერთ-ერთ საკმაოდ პოპულარულ განხრას – კონსოლებს. კონსოლები არის უშუალოდ Gaming-ისთვის შექმნილი კომპიუტერები , რომლებიც გამოირჩევიან ცალკეული ბაზრით, Gaming-ში გარკვეულწილად საბაზრო პრივილეგიებით და წარმოადგენენ Gamer-ების ერთ-ერთ უსაყვარლეს მოწყობილობას.
სანამ უშუალოდ კომპანიაზე გადავალ, მინდა მოგახსენოთ , რომ არსებობს Gamer-ების 2 კატეგორია. პირველი კატეგორია საკმაოდ დადებითადაა განწყობილი კონსოლების მიმართ. ხოლო მეორე კატეგორია, რომლებიც პირველ კატეგორიასთან შედარებით რაოდენობრივად ცოტანი არიან, არ მოსწონთ კონსოლები მხოლოდ იმიტომ, რომ არიან ე.წ ფანები პერსონალური კომპიუტერების. გამომდინარე იქიდან, რომ ფსიქოლოგიაში არსებობს დეტერმინიზმი ,დიდი ხანი ვცდილობდი გამეგო რა იყო მიზეზი იმისა , რომ მეორე კატეგორია ასე უარყოფითადაა განწყობილი კონსოლების მიმართ. აქ ევრისტიკას ნამდვილად ვერ გამოვიყენებდი , რადგან ფიზიკურად შეუძლებელია სიმარტივის დონის დაშვებით მეორე კატეგორიის Gamer-ების ერთ სივრცეში მოთავსება და ყველასთვის ერთი მიზეზის დადგენას.რა თქმა უნდა ყველას განსხვავებული მიზეზები აქვს. ბევრი ვიფიქრე , მაგრამ საბოლოოდ ისევ ჩემს ინდუქციურ აზროვნებას დავეყრდენი ჩემი ამ სფეროში კომპეტენციიდან გამომდინარე. როგორც ზემოთ აღვნიშნე მე მათ გავყოფ და სათითაოდ წარმოგიდგენთ მიზეზებს. პირველი მიზეზი იმისა ,რომ მეორე კატეგორიის ნაწილს არ მოსწონს კონსოლები არის კონფორმულობა, რადგან ბევრი Gamer-ი გაუთვითცნობიერებლად ებმება შედარებით გამოცდილი კონსოლების მიმართ ფრუსტრაციულად განწყობილი Gamer-ების ჯგუფსა თუ სოციუმში. მეორე მიზეზი კი რატომაც ამ კატეგორიის მეორე ნაწილს არ მოსწონს კონსოლები, როგორც უკვე აღვნიშნე ფრუსტრაციაა. ისინი ამ პროდუქტის მიმართ აგრესიულად მხოლოდ იმიტომ არიან განწობილები, რომ მისი შეძენა ვერ მოახერხეს. რა თქმა უნდა აღსანიშნავია, რომ აქ შემეძლო გამომეყო ამ კატეგორიის მესამე ჯგუფიც , რომელთა უარყოფით დამოკიდებულ კონსოლების მიმართ ჰელმჰოცის არაცნობიერი დასკვნის ტერმინით ავხსნიდი, თუმცა გადავწყვიტე , რომ ისინი იმ ჯგუფში გავაერთიანო , რომელთა უარყოფითი დამოკიდებულებაც კონფორმულობით აიხსნება , რადგან ადამიანი კონფორმულობას არ განიცდის თუ ის არაცნობიერ დასკვნას არ აკეთებს. რატომ ვისაუბრე Gamer-ების ამ სეგმენტზე? ამაზე პასუხი მარტივია, იმის გამო რომ მომავალში თავიდან აირიდოთ ყველანაირი არაფუნდამენტური ფრაზები, რომლებსაც სწორედ ეს კატეგორია აფრქვევს და ზოგი მათ რეალიზებასაც ეწევა. ასე , რომ ჩემი არგუმენტირებული მსჯელობიდან გამომდინარე Gamer-ებს უბრალოდ შეუძლებელია არ მოსწონდეთ ეს პროდუქტი. იმისთვის, რომ უკეთ დაგანახოთ კონსოლების უპირატესობები და მათი პრაქტიკულად უნაკლო ფუნქციურობა ,წარმოგიდგენთ საუკეთესო კონსოლების მწარმოებელ კომპანიას „Sony Interactive Entertainment“ -ს და ჩემი და არა მხოლოდ ჩემი არამედ თითქმის ყველა Gamer-ის საყვარელ პროდუქციას-Playstation 5-ს.
„Sony Interactive Entertainment“ -ის დაარსების ისტორია
ვინც კარგად მიცნობს , იცის რამდენად არ მიყვარს აზია, აზიური კულტურა და რამდენად მივილტვი ამერიკული კაპიტალიზმისკენ, თუმცა ეს კომპანია ალბათ ერთადერთი გამონაკლისია, რაც აზიაში მომწონს და მახარებს რომ არსებობს და დღემდე განაგრძობს არსებობას. „Sony Interactive Entertainment“ 1993 წლის 16 ნოემბერს იაპონიაში დაფუძვნდა.ის ქმნის playstation-ის ხაზის ვიდეო თამაშების კონსოლებს და მის აქსესუარებს.მიუხედავად იმისა, რომ კომპანია დაფუძვნდა იაპონიაში 1994 წელს Sony Computer Entertainment America შეუდგა ორიგინალი კონსოლ PlayStation-ის გამოშვებას ჩრდილოეთ ამერიკაში. 2016 წლის აპრილში მოხდა SCE-ის და Sony Network Entertainment-ის რეორგანიზაცია და გაერთიანდნენ Sony Network Computer-ში, რომელმაც შეითავსა ორივე კომპანიის საქმიანობა.იმავე წელს SIE-ის შტაბ-ბინა ტოკიოდან გადავიდა სან-მატეოში, კალიფორნიაში, რაც მე ძალიან მახარებს რადგან სწორედ ამერიკაა ის ქვეყანა, სადაც მსგავსი პროდუქტი უნდა იწარმოებოდეს.
ახალი პროდუქტის განვითარების სტრატეგია
დავიწყოთ „Sony Interactive Entertainment“-ის კონკრეტული ახალი პროდუქტით. როგორც ზემოთ აღვნიშნე წლის საუკეთესო პროდუქტად ვაღიარებ Playstation 5-ს. კომპანია „Sony Interactive Entertainment“-ი უკვე დიდი ხანია ირჩევს ახალი პროდუქტის განვითარების სტრატეგიას, ეს პროდუქტი კი ყოველ რამდენიმე წელიწადში განახლებული Playstation-ის კონსოლია. მოდით გავყვეთ ეტაპებს სათითაოდ და მივხვდეთ როგორ განავითარა Sony-მ კონკრეტული პროდუქტი.შეგახსენებთ, რომ კონსოლის პირველი ანონსი 2018 წლის 22 მაისს მოხდა, როცა ინვესტორებთან ოფიციალურ ღონისძიებაზე „Sony”-ის იმდროინდელმა გენერალურმა დირექტორმა ჯონ კოდერამ The Wall Street Journal-ის ინტერვიუში განაცხადა , რომ ახალი კონსოლი 2021 წელს გამოვიდოდა.
იდეების გენერირება
ფუნდამენტურად ვერ ვიტყვი კარგი საქციელია ეს თუ ცუდი, მაგრამ იმის თქმა ნამდვილად შემიძლია, რომ „Sony” არასდროს იყენებს იდეების გენერირებისას გარე წყაროებს. არ ტარდება არანაირი ტიპის გამოკითხვები არც მომხმარებეთან, არც კონკურენტ “microsoft”-ისგან იღებს “Sony” იდიას. ამ კომპანიის იდეების გენერირების ერთადერთი წყარო თავად გენიალური გუნდია. აშკარაა იდეების შიდა წყაროები საკმაოდ კარგად მუშაობს. რადგან უკვე წლებია „sony” ამ სტრატეგიას იყენებს.
იდეების შერჩევა
გასული წლების მსგავსად არც ახლა გაუმხელია „Sony”-ს რა ალტერნატივების წინაშე იდგა იდეების მხრივ და როგორ გააკეთა არჩევანი. ჩემი სუბიექტური აზრით არც არჩევანში შეცდენილან, რადგან playstation 5-ის დიზაინიც და მახასიათებლებიც შესანიშნავია(აქვე შეგახსენებთ, რომ ამ კონსოლის დიზაინი მარკ ცენრის ეკუთვნის), ამ ყველაფერს მოგვიანებით დავუბრუნდებით.
კონცეფციის განვითარება და გამოცდა
იდეის შერჩევის შემდეგ რა თქმა უნდა გამოქვეყნდა პროდუქციის კონცეფცია, სადაც უკვე მომხმარებლისთვის თვალსაჩინო გახდა „Playstation”-ის სისტემური მახასიათებლები, დიზაინი და ე.წ next-gen შესაძლებლობები. მოდით სათითაოდ გავიაროთ ყოველივე აქ მოცემული. Gamer-ებმა იმის შესახებ, რომ next-gen კონსოლს თამაშების 4K ეკრანის გაფართოებაში ანუ 2160 პიქსელში[1] 120 ჰერცი[2] კადრების სიხშირით წარმადობა ექნება 2019 წლის 4 ივნისს გაიგეს. ამავე წლის 8 ოქტომბერს გავიგეთ ამ მოწყობილობის სახელწოდება – „playstation 5”, აღსანიშნავია , რომ ეს არავის გაკვირვებია, რადგან ყველა დანარჩენი კონსოლებიც, რომლებიც „Sony”-მ გამოუშვა მსგავსს სახელებს ატარებს, უბრალოდ ციფრებია იქ შეცვლილი. 2020 წლის 7 იანვარს რიგით 53-ე სამომხმარებლო ელექტრონიკის საერთაშორისო გამოფენაზე Sony-ს პრესკონფერენციის მსვლელობის დროს „Sony Interactive Entertainment“-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ჯიმ რაიანმა წარმოადგინა კონსოლის ოფიციალური ლოგო – PS5. შეგახსენებთ, რომ Gamer-ებს არც ეს გაკვირვებიათ , რადგან აქაც მხოლოდ ციფრი შეიცვალა.
18 მარტს იყო დღე რომელსაც ყველა Gamer მოულოდნელად ველოდით. ამ დღეს გავიგეთ playstation blog-ზე კონსოლის სპეციფიკაციები. “sony”-მ გადაწყვიტა, რომ PlayStation 5-ი უნდა ყოფილიყო AMD პროცესორზე აწყობილი, კერძოდ კი x86-64-AMD Ryzen™ “Zen 2” 8 ბირთვიანი/ 16 ნაკადიანი პროცესორი,რომელიც მუშაობს ცვალებადი სიხშირით 3.5 გჰც-მდე, აქვე აღვნიშნავ რომ მოცემული პროცესორი ერთ-ერთი საუკეთესოა დღესდღეობით წარმადობით. ამ შემთხვევაში ეს პროცესორი ინტეგრირებულია, რაც ნიშნავს, რომ კონსოლს აქვს გრაფიკული პროცესორი AMD radeon™ RDNA2 2.23 გჰც-მდე ცვალებადი სიხშირით. ამ გრაფიკულ პროცესორს შეუძლია გამოიმუშაოს 10.28 FLOPS[3] მაგრამ მთავარი სიამაყე ჯერ წინაა. Playstation 5-ს აქვს რეალურ დროში სხივების არეკვლის ტექნოლოგია ray-tracing(RTX) და 8K ეკრანის გაფართოებით 60 FPS[4]-ში თამაშის შესაძლებლობა. კონსოლში ჩაყენებულია 350 ვატიანი კვების ბლოკი. შიდა მეხსიერება ამ შემთხვევაში 825 გეგაბაიტი გვაქვს, რაც დღევანდელი თამაშებისთვის ჩემი კომპეტენციიდან გამომდინარე ასე მგონია , რომ საკმარისი არ არის, თუმცა გაზრდა შესაძლებელია.მაგრამ ამის მიუხედავად აღსანიშნავია, რომ შიდა მეხსიერება არა HDD არამედ SSD 12-არხიანი ინტერფეისით , 5,5 გბ/წმ ნომინალური გამტარუნარიანობით და 4 ზოლიანი კავშირით. მის დამატებით აქსესურებს წარმოადგენს PlayStation VR და playstation move, რომელიც ვირტუალურ რეალობაში გადასვლის საშუალებას გვაძლევს , Pulse 3D headset, რომელიც ყურსასმენებსა და headset-ებში საუკეთესოა ამ კონსოლისთვის, იძლევა სუფთა, ოპტიმიზირებულ ხმას. ის არის უსადენო და აქვს ხმაურის ჩახშობის შესაძლებლობაც. ასევე playstation camera-ც, რომელიც იღებს კადრს 1080 პიქსელში და შეუძლია უკანა ფონის ამოჭრა.
2020 წლის 7 აპრილს Playstation blog-ზე გამოქვეყნდა შემდეგი თაობის კონსოლის controller-ები და მათი სფეციფიკაციები. შეგახსენებთ, რომ controller-ები არის თეთრი ფერის და მას გააჩნია უნიკალური და ინოვაციური ტექნოლოგია,ასევე “vibration feedback”. რა თქმა უნდა მკითხველის დიდი ნაწილი ვერ მიხვდებოდა რას ვგულისხმობ ამ ტექნოლოგიებში, ამიტომ დეტალურად ავხსნი. “ haptic feedback and adaptive triggers“ ტექნოლოგია არის controller[5]-ის მხრიდან გაწეული წინააღმდეგობა მოთამაშის მიმართ, რომელიც თამაშს უფრო მეტად რეალისტურს ხდის. რას ნიშნავს ეს? მაგალითად თუ თქვენ shooter ჟანრის თამაშში მძიმე იარაღს აიღებთ controller-ის trigger-ები ავტომატურად დამძიმდება და სროლა უფრო მეტად გაგიჭირდებათ, ხოლო თუ ჩვეულებრივ პისტოლეტს მაშინ თითქმის ვერც კი იგრძნობთ, რომ რაიმე მძიმე გიჭირავთ ხელში(აღსანიშნავია, რომ ეს ტექნოლოგია ყველა იარაღს განსხვავებული აქვს). ეს ტექნოლოგია ყველა თამაშში სხვადასხვანაირად მოქმედებს. განვიხილავ ერთ სხვა მაგალითსაც რათა უფრო თვალსაჩინო გახდეს ჩემი საუბარი. თუ Shooter არ გიყვართ და cyberfootball-ის დისციპლინის მოთამაშე ხართ არც ესაა პრობლემა ამ ტექნოლოგიისთვის. როდესაც თამაშში თქვენი ფეხბურთელი იღლება ავტომატურად რთულდება მისი მართვაც . ახლა კი გადავიდეთ “vibration feedback”-ზე. ეს ტექნოლოგია მოთამაშეს უხსნის შესაძლებლობას , რომ გაიგოს როგორ ზედაპირზე მოძრაობს მისი პერსონაჟი. Controller გამოსცემს ხელში ვიბრაციებს, რისი წყალობითაც მოთამაშეს ენით აღუწერელ შეგრძნებებს უტოვებს, მოთამაშე ყურების გარეშეც მიხვდება თამაშში მისი პერსონაჟი სანაპიროზეა თუ რკინის კონსტრუქციაზე. ამის გარდა ვიბრაციის შესაძლებლობა აგებინებს მოთამაშეს რომელი მხრიდან ხორციელდება მისი მიმართულებით გასროლა და სად დაიჭრა მისი პერსონაჟი ამ ყველაფერს კი მოთამაშე ხელში გრძნობს. ამ controller-ს კომპანიამ dualsense დაარქვა.ამით დავასრულე controller-ზე საუბარი.
ასეთია კონცეფციის განვითარება Playstation 5-ში. „Sony”-მ კონსოლის გამოსაცდელად საკმაოდ კრეატიულად მოიქცა, რომლითაც კიდევ უფრო მეტი რაოდენობის მომხმარებელი მიიზიდა თავისკენ. კომპანიამ გადაწყვიტა, რომ კონსოლი სხვადასხვა ცნობილი იუთუბერისთვის გაეგზავნა და სწორედ მათვე გაეტესტად ეს ულამაზეს ქმნილება.ყველა შოკში ჩავარდა, კონსოლი უბრალოდ შეუდარებელი იყო. ჩუმი, უზომოდ სწრაფი და მისი controller კი სასიამოვნოდ ჯდებოდა ხელში. ამან ხალხის ყურადღებაც მიიქცია. ასე , რომ ფუნდამენტურად შემიძლია იმის თქმა, რომ „Sony”-ს კონცეფციის გამოცდა წარმატებული გამოდგა.
ამ ყველაფრის შემდეგ უკვე კომპანიამ 2020 წლის 12 ნოემბერს გაყიდვაში ჩაუშვა playstation 5 და დიდი მოგებაც ნახა. ამ ყველაფერზე დასკვნაში გესაუბრებით.
დასკვნა
წარმატებულია თუ არა ეს პროდუქტი? დავიწყოთ იმით, რომ playstation 5 ყველაზე სწრაფად გაყიდვად კონსოლად დასახელდა რაც კი აქამდე არსებულა იმ კონსოლებს შორის. შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით უკვე 7.8 მილიონი ცალია გაყიდული. მთელი Gaming ინდუსტრია შოკშია ამ პროდქტით. მისი კონკურენტის-“microsoft”-ის მიერ გამოშვებული X-box-ის ფანების ნაწილიც კი გადავიდა playstation-ის პლატფორმაზე. თუმცა ამ ყველაფერზე უკეთ ამ კონსოლის პირველობაზე ის მეტყველებს , რომ „microsoft“ თავადვე აღიარაა, რომ playstation-ი მათ მიერ წარმოებულ კონსოლზე ოპტიმიზირებულად და ნაკლები ხარვეზებით მუშაობს. „microsoft“-ი კონსოლის გამოშვებამდე საკმაოდ აპიარებდა თავის კონსოლს. განსაკუთრებითი პიარი მიდიოდა კომპანია “ubisoft”-ის ერთ-ერთი ლეგენდარული თამაშის ფრენჩაიზის უახლესი ნაწილის Assassin’s Creed Valhalla-ს გარშემო. “microsoft”-ის წარმომადგენლები აცხადებნენ , რომ ეს თამაში იქნებოდა ყველაზე ოპტიმიზირებული თამაში X-box-ზე, თუმცა playstation 5-მა შეძლო და ამ თამაშშიც კი x-box series x-ზე უკეთესი frame rate და რეზოლუცია დადო.
ეს კონსოლი მხოლოდ ინოვაციურობითა და უკეთესი პერფორმანსით როდი გამოირჩევა. Playstation უშვებს ექსკლუზიურ თამაშებს მხოლოდ საკუთარი მომხმარებლებისთვის, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ თამაშების თამაში სხვა კონსოლებზე ან კომპიუტერებზე შეუძლებელია. ალბათ ამაში გასაკვირი არაფერია, თუმცა აღსანიშნავია, რომ უკვე დიდი ხანია , რაც სწორედ playstation-ის ექსკლუზიური თამაშები იმარჯვებს ე.წ Game of the year-ის დაჯილდოვებებზე,რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ კომპანიისა და ამ პროდუქტის წარმატებულობას.
[1] ციფრული გამოსახულების უმცირესი ელემენტი
[2] სიხშირის საზომი
[3] მცურავი წერტილის ოპერაციები წამში
[4] Frame per second-კადრი წამში
[5] ჯოისტიკი