წლის საუკეთესო ქართული კომპანია და პროდუქტი – “მეამა”
ინოვაციური და უნიკალური პროდუქცია, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება, „მეამას“ უნიკალური არქიტექტურის მქონე შენობაში იქმნება, რომელმაც სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსში მნიშვნელოვანი აღიარება უკვე მოიპოვა. შენობა აერთიანებს როგორც საოფისე სივრცეებსა, ასევე საწარმოს და „მწვანე“ ზონებს, რაც ფუნქციურად და ესთეტიკურად ჰარმონიულად ბალანსდება.
„მეამა“ ეს არის პროდუქტი, რომელიც სიახლეების მოყვარულთათვის ნამდვილი თავგადასავალია. მისი მრავალფეროვანი პროდუქცია, შენობა თუ ნებისმიერი სხვა მომხმარებელს აცნობს „მეამას“ ბრენდის ფილოსოფიასა და ხედვას. სპეციალური რეცეპტებით შექმნილი ყავის უნიკალური ნაზავები მოთავსებულია მეამას კაფსულებში – ამგვარად ჰერმეტულად არის დაცული გემო და ხარისხი, ყავის პროფესიონალურად მომზადება კი მარტივად – ერთი ღილაკით არის შესაძლებელი.
„მეამას” საწარმოში იქმნება ევროპული და ამერიკული ფორმატის ყავის კაფსულები. ეს არის ერთადერთი საწარმო მსოფლიოში, რომელიც ყავის ორივე (ამერიკანო და ესპრესო) ფორმატის კაფსულებს ერთდროულად აწარმოებს. კომპანია აწარმოებს ჩაის კაფსულებსაც, რაც ნამდვილად სიახლეა ქართულ ბაზარზე და ასევე, ნალექიანი ყავის სხვადასხვა სახეობას.
„მეამას” ტექნოლოგებმა სპეციალურად, ადგილობრივი მომხმარებლის გემოვნების გათვალისწინებით, ამერიკულ და ევროპულ ფორმატში 17 სხვადასხვა სახეობის ყავისა და 7 სახეობის ჩაის გემოები შექმნეს, რომელთა რეცეპტები კომპანიის ინტელექტუალური საკუთრებაა.
„მეამას“ კაფსულებს, გემოს გარდა, ლამაზი და ფერადი დიზაინიც გამოარჩევს. მეამას ტექნოლოგებმა და ყავის ექსპერტებმა სხვადასხვა ქვეყნის მარცვლებით 15 უნიკალური ბრენდი შექმნეს და თითოეული არომატი ქართველი მომხმარებლების რეცეპტორებს მოარგეს.
მუდმივად განმეორებადი, განსაკუთრებული და მრავალფეროვანი გემოების პარალელურად, კომპანია მომხმარებლებს გაყიდვის განსხვავებულ, ინოვაციურ არხებს სთავაზობს. „მეამას“ ინჟინრების მიერ შეიქმნა ყავის კაფსულების თანამედროვე ვენდინგაპარატები – დროფერი და აუთდროფერი, რომლებსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვთ. ორივე მოწყობილობა მარტივად იმართება და მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, სმარტფონის საშუალებით შეიძინონ სასურველი ყავის კაფსულა.
ქართულ ბაზარზე გამოჩენიდან, თანმხლები პანდემიის მიუხედავად, „მეამა“ აქტიურად ვითარდება. ამ პერიოდში მის პროდუქციას შეემატა ყავის ახალი არომატული გემოები, თბილისში გაიხსნა ბრენდული სივრცეები და ასევე განსხვავებული კონცეფციის „take away“ ობიექტები – „მეამა“ ქოლექთები. კომპანიის თანამშრომლების რაოდენობა გაორმაგდა და წლის ბოლომდე კიდევ უფრო გაიზრდება.
“მეამა ქოლექთი” მომხმარებლისა და კომპანიის ერთგვარი კოლაბორაციაა – გემოები, რომელიც გამორჩეულად არომატულ მომენტებსა და პოზიტიურ განწყობებს გპირდება, მეამას ყავის ექსპერტებმა სწორედ მომხმარებლების გემოვნების გათვალისწინებით შემუშავებული რეცეპტებით შექმნეს.