ჯორჯიტა – ბრენდის პროდუქტების 5 დონე და კონკურენტული უპირატესობები

ავტორი: ანი დავითაშვილი

 

ქართულ საბაზრო სივრცეში მრავალი ბრენდული სუპერმარკეტი მოღვაწეობს – ეს ფაქტია, თუმცა მეტად მნიშვნელოვანი არის ის თუ რატომ ვირჩევთ თითოეულ მათგანს?რატომ ვხდებით ამა თუ იმ ბრენდის ერთგულები, როდესაც თითოეული მათგანი ძირითადად ერთსა და იმავე პროდუქტს გვთავაზობ? რა თქმა უნდა, ბრენდისადმი ერთგულების ჩამოყალიბებას მრავალი ფაქტორი განაპირობებს. და თუ კი გვსურს ამ ლაბირინთში გასასვლელეის პოვნა, აუცილებლად უნდა განვიხილოთ ბრენდის პროდუქტების 5 დონე.

ერთია ჩვეულებრივი სუპერმარკეტები და მათი პროდუქცია, მაგრამ მეტად საინტერესოა ისეთი სუპერმარკეტის განხილვა, რომელიც ქართულ ბაზარს ბიოლოგიურად სუფთა და ორგანულ ევროპულ პროდუქტებს სთავაზობს. ამის მაგალითია ჯორჯიტა, დიახ სუპერმარკეტი ჯორჯიტა უკვე მრავლი წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე, როგორც მრავალფეროვანი ევროპული პროდუქტების გამყიდველი. სანამ დეტალურად ჩავუღრმავდებით ჯორჯიტას პროდუქტების 5 დონის განხილვას და კონკურენტული უპირატესობების დადგენას, ხაზი უნდა გავუსვათ მის შემოსვლას ქართულ ბაზარზე. სუპერმარკეტის ისტორია 2001 წლიდან იწყება მისი სახელი კი სიმბოლური კომბინაციაა დამფუძნებელი ქვეყნების სახელების – Georgia და Italy.

დავუბრუნდეთ თავში დასმულ კითხვას, თუ რა იწვევს მომხმარებლის ბრენდისადმი ერთგულებას. როგორც აღვნიშნე, ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში ბრენდის პროდუქტების მარკეტინგული 5 დონის განსაზღვრა დაგვეხმარება. განვიხილოთ ჯორჯიტას პროდუქტების 5 დონე და ჩამოვაყალიბოთ თუ რა უპირატესობებს ფლობს ეს ბრენდი.

ამ მოდელის პირველი დონე არის ფუნქციური პროდუქტი ე.ი. ძირითადი მნიშვნელობა, ძირითადი შედეგი, რომელსაც მომხმარებელი იღებს პროდუქციის შეძენით. ჯორჯიტას პროდუქტის შემთხვევაში მომხმარებელი იძენს ცნობილი ბრენდების საკვებ/სასურსათო ჰიგიენურ პროდუქტს თუ საოჯახო ქიმიას. – ერთი შეხედვით არაფერი განსაკუთრებული, ეს იმიტომ, რომ პირველი დონე მხოლოდ და მხოლოდ ზოგად პროდუქტს და სარგებელს მოიაზრებს.

მეორე დონე -აქტუალური პროდუქტი რომელიც ასევე მოიხსენიება, როგორც ძირითადი პროდუქტი ამ შემთხვევაში კი პირველ დონეს ვუმატებთ იმ ძირითად მახასიათებლებს, რომლის გარეშეც შეუძლებელია პროდუქტის არსებობა. ხაზს ვუსვამთ იმას, რომ ის ყოველგვარი სახის პროდუქცია, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალეთ არის უმაღლესი ხარისხის ევროპული ბრენდების და თავმოყრილია ერთ სივრცეში.თუმცა ეს ყოველივე როდია, ჯორჯიტას ასოცირება ხდება სიჯანსაღესთან , რადგან იგი ყიდის ბიოლოგიურად სუფთა ნატურალურ ნედლეულზე დამზადებულ ორგანულ პროდუქტებს. მაღაზიაში ფართო არჩევანია უგლუტეინო, დაბალცილოვანი, ულაქტოზო და სხვა ბიო პროდუქტების.

მესამე, მოსალოდნელი დონე -პერსპექტიული პროდუქტი – ანუ, რას იძენს მომხმარებელი. როდესაც ევროპიდან იმპორტირებულ პროდუქტებზე ვსაუბრობთ, გვესმის რომ ფასი არ იქნება დაბალი და საუკეთესო შემთხვევაში ის იქნება ხელმისაწვდომი. ამგვარი პროდუქტის შეძენისას კი თავისთავად ცხადია მომხმარებელს მეტი მოლოდინი და მოთხოვნები გააჩნია -მაღალი ფასის სანაცვლოდ ნატურალურის და ჯანსაღის მიღება სურს. ჯორჯიტაში პროდუქციის შეძენით მომხმარებელი მოელის, რომ გაკეთებული არჩევანით იგი მიიღებს უმაღლესი ხარისხის პროდუქტებს, ცნობილი და სანდო ევროპული ბრენდების. მარტივად, რომ ვთქვათ მომხმარებელი მოელის, რომ თუ ჯორჯიტაში ცნობილი ავსტრიული ბრენდის Dr. Schär – ის ორცხობილას შეიძენს მას ზუსტად იგივე გემო ექნება, როგორიც თუნდაც ევროპაში ყოფნისას ექნებოდა.

მეოთხე დონე წინა დონეებთან შედარებით ბევრად მნიშვნელოვანია ბრენდინგში, რადგან სწორედ ამ დონეზე განვიხილავთ გაფართოებულ პროდუქტს, ე.ი. იმ მთავარ კონკურენტულ უპირატესობებს, რომლებსაც კონკურენტებთან შედარებით კომპანია ჯორჯიტა ფლობს. აღვნიშნოთ, რომ მთავარ კონკურენტად ჯორჯიტასთვის შეგვიძლია დავასახელოთ ეროპროდუქტი. გასაგებია, რომ ორივე მარკეტი ბაზარს ევროპული ბრენდების სასურსათო პროდუქტებს სთავაზობს, და ორივე მათგანი მთავარ უპირატესობად ორგანული, უგლუტეინო, ულაქტოზო თუ უშაქრო პროდუქტების იმპორტირებას მიიჩნევს. მეორე მხირვ, ევროპროდუქტისგან განსხვავებით ჯორჯიტაში გვხვდება საყოფაცხოვრებო ქიმია და თავის მოვლის სხვა საშუალებები. „სუპერმარკეტი „ჯორჯიტა“ გამოირჩევა პროდუქციის მრავალფეროვნებით. ბიოლოგიურად სუფთა, ორგანული პროდუქტები, ფრანგული პროდუქციის წამყვანი ხაზი Casino, LeaderPrice, იტალიური კომპანიები, Dileo, ნატურალურ ნედლეულზე დამზადებული სხეულის მოვლის ჰიგიენური საშუალებები, უნიკალური იტალიური საპნის “Nesti Dante” -ს გამორჩეული კოლექცია…“ – ვკითხულობთ ბენდის ვებ -გვერძე და ამ ტექსტით ჯორჯიტა ფაქტობირვად თავადვე უსვამს ხაზს თავის უპირატესობას. ზოგიერთებმა შესაძლოა კონკურენტული უპირატესობის თვალსაზრისით ჯორჯიტა დააკნინონ იმ მიზეზით, რომ შედარებით ნაკლები რაოდენობის ფილიალს ფლობს, მაგრამ აქვე გავამყაროთ მისი უპირატესობა მიტანის სერვისის არსებობით, დამატებით კი ონლაინ შოპინგზე 5% -იანი ფასდათმობით( პანდემიამ კი ამ სერვისის უპირატესობა ნათლად დაგვანახა), ამასთანავე ასეთი სიმცირე ჯორჯიტას, როგორც ბრენდს გარკვეულწილად ექსკლუზიურბასაც სძენს. ექსკლუზიურობასთან მიმართებაში მომხმარებლის დამოკიდებულებას ვფიქრობ, ზედმეტი ახსნა არ სჭირდება.

მეხუთე დონეს თუ განვიხილავთ – რა პოტენციური უპირატესობა შეიძლება დაიმატოს კომპანიამ? მთავარ დამატებით ბენეფიტად ვთვლი, რომ კომპანიამ შესაძლოა შექმნას საკუთარი მზა პროდუქტების ხაზი – თუნდაც პატარა კაფე მაღაზიის გვერდით, რომელშიც, განსაკუთრებული ევროპული რეცეპტებით და პროდუქტებით დამზადებულ ჯანსაღ საკვებს და სასმელებს გაყიდიან.

ამრიგად, ჯორჯიტა დღეს არის ბრენდი, რომლის სანდოობა და ხარისხიანობა დრომ გამოსცადა და ვფიქრობ მას კიდევ დიდი პოტენციალი გააჩნია.