ჯო ბაიდენის მარკეტინგული სტრატეგია 2020 წლის არჩევნების დროს

როდესაც არჩევნების დღე – 3 ნოემბერი მოახლოვდა სულ უფრო გამკაცრდა კითხვა – რომელი კანდიდატი გახდება აშშ_ს 46_ე პრეზიდენტი?

აქამდე, ბაიდენის სტრატეგია სამ ძირითად გამოწვევაზე იყო ორიენტირებული:

  • დემოკრატიული პარტიის გაერთიანებაზე
  • 2020 წლის ქაოტურ მოვლენებზე
  • ტრამპის, ბაიდენის წინააღმდეგ, მასალების მიცემის და გამოყენების თავიდან აცილებაზე.

დემოკრატიული პარტიის გაერთიანების მიზნით, ბაიდენმა „ერთიანობის სამუშაო ჯგუფი“ (Unity task force) შექმნა. მხარი დაუჭირა სხვა დემოკრატების გეგმებს. ასევე, გვერდში ამოუდგა ელიზაბეტ უორენის „გაკოტრების გეგმას“ და ბერნი სანდერის გეგმით გათვალისწინებული – უფასო სწავლების წინადადება წარადგინა.

2020 წლის მოვლენების საპასუხოდ, ბაიდენმა მის გუნდთად ერთად „build back better“ დღის წესრიგი შეიმუშავა.

მოსალოდნელია, რომ კოვიდ-19 პანდემიის გამო, ეკონომიკას ფინანსური დახმარება კიდევ მრავალი წლის განმავლობაში დასჭირდება.  ბაიდენის და მის გუნდის მიერ შემუშავებულ დღის წესრიგში გათვალისწინებულია ისეთი ღონისძიებები, რომლებიც მხარს დაუჭერენ მათ, ვინც პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალდა.

დღის წესრიგის გარდა, ბაიდენს ტრამპის წინააღმდეგ გამოსვლაც და მისი მოგერიება უწევდა. როგორც წინა არჩევნებზე ვნახეთ, ტრამპი ხშირად მოწინააღმდეგეებს აგრესიულად უტევს და არასასიამოვნო ზედმეტსახელებს არქმევს. ამჯერად, ბაიდენი კარგად მომზადებულია და სტრატეგიულად ახერხებს ტრამპის შემოტევების მოგერიებას.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ პანდემიის დროს ბაიდენმა მოღვაწეობა წყნარად განაგრძო, ამავდროულად ტრამპი კი ნაციონალურ სცენაზე კოვიდ-19-თან დაკავშირებულ გამოწვევებს ცუდად უმკლავდებოდა.

„ეს არჩევნები დონალდ ტრამპის აშკარა რეფერენდუმია, მისი კოვიდ 19-ის დროს წარუმატებელი ხელმძღვანელობისა და ეკონომიკის დაქვეითების გამო.“-ამბობს ჯენიფერ ო’მალი დილონი, ბაიდენის კამპანიის მენეჯერი.

ქვემოთ ჩამოთვლილია 7 რამ,  რასაც ბაიდენი აკეთებდა, ხალხის ხმების მოპოვებისათვის:

 

  1. Youtube რეკლამები ჯანდაცვაზე.

ჯო ბაიდენი რეკლამებში მსოფლიოს, ახლობლების დაკარგვის ტრაგიკულ გამოცდილებას, უზიარებს. ზოგი რეკლამის ხანგრძლივობა ერთი წუთია, ხოლო ზოგი 15 წამიანია. რეკლამა გადაღებულია შავ-თეთრად და ყურადღებას ჯანდაცვის კრიტიკულობაზე ამახვილებს. აქ ბაიდენი საუბრობს იმაზე, თუ როგორ დაუსვეს ტერმინალური სიმსივნის დიაგნოზი მის ვაჟს – ბიუს და როგორი იღბლიანი იყო იმის გამო, რომ სიცოცხლის ბოლო თვეების განმავლობაში ჯანდაცვის სისტემა მას ეხმარებოდა.

Youtube-ის ამ სარეკლამო კამპანიით, ბაიდენი მოსახლეობას, მის მიერ გამოცდილ ტკივილს, უზიარებს. ამ რეკლამით იგი საკუთარ თავს მზრუნველ პრეზიდენტად წარმოაჩენს, რესპუბლიკელებისგან განსხვავებით, რომლებიც Obamacare– ის აღმოფხვრას აქტიურად ცდილობენ.

ამ კამპანიაში ასევე განთავსებულია 15 წამიანი რეკლამა, რომლშიც ჩანს ბაიდენის ცხოვრების კიდევ ერთი ტრაგიკულ შემთხვევა – ავარია, რომელმაც მისი ცოლი და ქალიშვილი შეიწირა, ხოლო ვაჟი მძიმე ტრამვებით დატოვა .

კიდევ ერთი 15 წამიანი ვიდეო აჩვენებს ახალგაზრდა ჯო ბაიდენს, რომელიც ყოველდღიურად მგზავრობს მატარებლით, რათა შვილებს მოუაროს. ეს კიდევ ერთხელ ახსენებს ადამიანებს ჯანდაცვის მნიშვნელოვანი როლის შესახებ –  გამართული ჯანდაცვის სისტემის გარეშე ბაიდენს, შვილების ჭრილობებისა და ტრავმების მოვლის საფასურის გადახდა ძალიან გაუჭირდებოდა.

აქვე ჩანს ბაიდენის ბრენდის არქეტიპი – მზრუნველი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკელი ამომრჩევლებისათვის.

 

  1. FB რეკლამირების სტრატეგია

მას შემდეგ, რაც ბაიდენმა გააცნობიერა, რომ მისი აუდიტორიის 82 %_ზე მეტი 45 + წლისაა , გადაწყვიტა უფრო მეტი ინვესტიცია ჩაედო უფროსი ადამიანების მოსაზიდად. მართლაც ასეა, გამოკვლევების მიხედვით საარჩევნო კენჭისყრაში  ყველაზე მეტად – ხანდაზმული ადამიანები იღებენ მონაწილეობას.

ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა 1 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩადო Facebook რეკლამირებაში, მას შემდეგ, რაც აპრილის ბოლოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა დაიწყო. იგი ბოლო კვირების განმავლობაში ტრამპზე უფრო აგრესიულად და ეფექტურად იყენებდა Facebook-ს და მის პლატფორმებს.

დემოკრატების ლიდერს მკაფიო სტრატეგია გააჩნია: 45+ ადამიანების მოზიდვა. Bully Pulpit Interactive– ის დემოკრატიული საკომუნიკაციო ფირმის თანახმად, მათი აუდიტორიის ნახევარი 45-64 წლოვანების ადამიანებს წარმოადგენს.  65 წლის და ზემოთ 37%_ს ხოლო, 25-44 წლის 17.4%_ს. მისი ოპოზიციაშიც მსგავსი მაჩვენებლებია:  45-64 წლოვანების ადაიანები აუდიტორიის 45.2%_ს, 65 და ზემოთ 27.9%_ს ხოლო 25-44  – 22.1%_ს შეადგენს.

ეს მონაცემები გვაჩვენებენ, რომ ხანდაზმული ადამიანები უფრო აქტიურად ადევნებენ თვალს კანდიდატების აქტიურობას.

 

  1. რეკლამირება მისთვის უცნობ ვებსაიტებზე.

ბაიდენის გუნდი ექპერიმენტების ჩატარებას აგრძელებს. ამჯერად, ციფრულ სამყაროს უფრო კრეატიულად უდგებიან. იმისდა მიუხედავად, რომ ჯო ბაიდენს კარგი იმიჯი გააჩნია, მისმა გუნდმა სრულიად განსხვავებული აუდიენციის მოპოვება გადაწყვიტა. გუნდის აზრით, ამ გზით ბაიდენის მიმართ ყურადღების გაღრმავებას უფრო ადვილად შეძლებდნენ.

სანამ ბაიდენი,  როგორც პარტიის ახალი საპრეზიდენტო კანდიდატი სიტყვას წარადგენდა, მისმა გუნდმა ექვსნიშნა ციფრული კამპანიის წამოწყება ოთხ ვებსაიტზე გადაწყვიტა: WebMD, FunnyOrDie, Patheos და GearPatrol. ჯგუფმა საიტები ბაიდენის ისეთი რეკლამებით გაავსო,  რომლებიც მომხმარებლებს მისი სიტყვის მოსასმენად პირდაპირ ეთერში იწვევდენენ.

პანდემიის გამო კამპანიების მენეჯერები იძულებულნი არიან, რომ სტრატეგიები კრეატიულად და არასტანდარტულად წარმართონ. კამპანიები, როგორც წესი ბევრ ფულს ხარჯავენ ეროვნული და ადგილობრივი TV შესყიდვებში, მაგრამ ამჯერად მენეჯერებმა უნდა გაიარონ არატრადიციული მარშრუტი და აუდიტორია განსხვავებული გზებით მოიზიდონ.

ოთხი ვებსაიტი მოიცავს სხვადასხვა თემებს, როგორიცაა ჯანდაცვა, კომედია, რელიგია და ცხოვრების წესი. მათი მიზანია ისეთი მომხმარებლების დაინტერესება, რომლებიც მიზნად ბაიდენის სიტყვის მოსმენას არ ისახავდენენ.

 

  1. აღარ არის Nice guy

ბაიდენისათვის ამერიკული პოლიტიკა უცხო არ არის. მას, ობამას ვიცე პრეზიდენტად მოღვაწეობისას „ბიძია ჯოს“ იმიჯი შერჩა. მისი ამომრჩევლების და კოლეგების დიდი ნაწილი მას სწორედ ასე იცნობს. მიუხედავად ამისა, ბაიდენმა გადაწყვიტა მსოფლიოსთვის დაემტკიცებინა, რომ დონალდ ტრამპის ყველაზე ძლიერი ოპონენტი, სწორედ იგია. იგი ფიცხ ხასიათს ავლენს –  იღებს იმ ადამიანის იმიჯს, რომელსაც ოპონენტისაგან დარტყმის მიღება და დაბრუნება შეუძლია. რამოდენიმეჯერ სხვა პოლიტიკური ფიგურების შესახებ უხეში კომენტარი გააკეთა. მაგალითად :

„ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუდი ჯულიანი „ქურდია“

მან გადასახადებზე თქვა: „პრეზიდენტმა ნიქსონმაც კი გაანთავისუფლა საგადასახადო დეკლარაციები“ და გაიხსენა ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც watergate სკანდალში მთავარი მონაწილე გახლდათ. მან დაამატა „ბატონო პრეზიდენტო, ან გაანთავისუფლეთ საგადასახადო დეკლარაციები ან მოკეტეთ“

 

  1. პანდემიასთან პასუხისმგებლობით გამკლავება

პანდემიის გათვალისწინებით, ბაიდენის გუნდი ბევრად უკეთესად უმკლავდება მოვლენებს ვიდრე მისი ოპოზიცია. პრეზიდენტ დონალდ ტრამპი დახურულ, დიდ მიტინგებს აორგანიზებს, ხოლო ბაიდენმა სოციალური დისტაციის დაცვა და ნიღბების საჯაროდ ტარება გადაწყვიტა. დემოკრატიული პარტიის ლიდერი ხაზს უსვამს ჯანდაცვის და ფიზიკური კონტაქტის შემცირების კრიტიკულობას.

მარტში ვირუსული აფეთქების შედმეგ, ბაიდენი, ტრამპის მიერ გატარებულ ღონისიებებს, აკრიტიკებდა. სადაც ტრამპი შეცდომებს უშვებდა, ბაიდენი საზოგადოებას უმტკიცებდა, რომ იგი სხვაგვარად მოიქცეოდა. პანდემიის ფარგლებში იგი ერს მოუწოდებს, რომ გაითვალისწინონ ექპერტების რჩევები და დარჩნენ სახლში.

 

  1. მან შექმნა აპლიკაცია

ბაიდენის გუნდმა The Vote Joe აპლიკაცია შექმნა, რომლის მიზანიც უშუალოდ მომხმარებლეთან ურთიერთობის დამყარებაა. ეს Engagement-ის მექანიზმი, ამერიკის ყოველ მაცხოვრებელს საფოსტო მისამართის უფასოდ დარეგისტრირების საშუალებას აძლევს. დარეგისტრირების შემდეგ, აპის ყველა ფუნქცია ხელმისაწვდომია, მაგალითად, ჯო ბაიდენის „კონსერვირებული“ ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა და თქვენი კონტაქტების შესახებ ინფორმაციის გაზიარება.

ეს უკანასკნელი ცნობილია როგორც „ურთიერთობების ორგანიზება“. პროგრამის სახელმძღვანელოს თანახმად, ეს არის ”როდესაც მოხალისეები იყენებენ თავიანთ არსებულ ქსელებსა და ურთიერთობებს ჩვენი კანდიდატის – ჯო ბაიდენის მხარდასაჭერად”. ჩამოტვირთვის და დარეგისტრირების შემდეგ, შეგიძლიათ თქვენი ტელეფონის კონტაქტების სინქრონიზაცია ან ამომრჩეველის პოვნა აპის მონაცემთა ბაზაში. შემდეგ შეგიძლიათ რომელიმე კონკრეტული კონტაქტის შესახებ ინფორმაცია გააზიაროთ, რომელიც შეიძლება მათ ინტერესებსა და საქმიანობას შეიცავდეს.

 

  1. „ეშმაკური“ მარკეტინგული ტაქტიკები

2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, დონალდ ტრამპმა ლოზუნგით “Make America Great Again!” გაიმარჯვა.  2020 წლის საარჩევნო ლოზუნგისთვის მან „keep America great“ აირჩია. 2019 წელს კამპანიის დაწყებისთანავე, მისმა კონკურენტმა ჯო ბაიდენმა მარკეტინგული ტაქტიკებით თამაში სწრაფად დაიწყო. როგორც კი ახალი ლოზუნგი გამოცხადდა, ბაიდენმა იყიდა ვებსაიტი და მის ტრამპის   წინააღმდეგ გამოყენება დაიწყო.

რა უყო ვებსაიტს? დატვირთა ტრამპის საწინააღდეგო კონტენტით. თუ ესტუმრებით www.keepamericagreat.com, დაინახავთ შავ-თეთრ სურათს, ტრამპის სევდიანი სახით, მის ქვეშ კი სლოგანი „Promises made, promises kept broken.“

ამის ქვემოთ კი წაიკითხავთ:

„ტრამპი არ ცდილობს ვადის გაგრძელბას, იგი მეორე შანსს ითხოვს. აქ მოცემულია მონაცემები იმის შესახებ, თუ რა პირობები მისცა მან ამერიკის მოსახლეობას და როგორ დაარღვია ისინი.“

ვებსაიტზე ტრამპის ყოველი მარცხი – დაპირებული და შეუსრულებელი პირობებია განთავსებული: ეკონომიკის, სამუშაო ადგილების, იმიგრაციის, საგარეო პოლიტიკის, ეროვნული უსაფრთხოების, COVID-19 და ა.შ. შესახებ.

ბაიდენმა და მისმა გუნდმა ეს ვებსაიტი ბრწყინვალედ გამოიყენეს, ტრამპის უარყოფითი იმიჯის საჩვენებლად.

ბაიდენის ყოველი კამპანია  3 ძირითადი გამოწვევის გარშემო ტრიალებს. იგი ცდილობს პარტიის გაერთიანებას, ისეთი შემოთავაზების წამოყენებით რომლითაც სხვა წევრები გატაცებულნი არიან.

გარდა ამისა, მან საზოგადოებას აჩვენა რომ პასუხისმგებლობით სავსე კანდიდატია, რომელსაც არეულობის მართვა შეუძლია. საბოლოოდ, ტრამპთან ურთიერთობაში მტკიცე და მკაცრი ხასიათი გამოავლინა.

ეს გახლდათ ბაიდენის მარკეტინგი რომელიც ბრწყინვალე გამოდგა!

 

სტატიაზე მუშაობდნენ: ივანე კერესელი, კახაბერ ჯაყელი