2020 წლის საუკეთესო პოლიტიკური ბრენდინგი
მერი Pete Buttigieg–ის პოლიტიკური მარკეტინგი
მერი Pete Buttigieg-ის ბრენდინგი სწორად აკეთებს იმას, რასაც ბევრი სხვა კანდიდატი არასწორად აღიქვამს. ზოგი მარკეტერის აზრით, მისი ბრენდინგი უნიკალურია და საერთო მასიდან გამოირჩევა, ამასთან ბუტიგეგმა მოახერხა გამოიყურებოდეს ავტორიტეტულად და საიმედოდ.
პეტე ბუტიგეგის Pete Buttigieg სახელის გადააკეთა მისმა მარკეტოლოგმა და მაინ გამოიგონა რომ მისი კლიენტის გვარი გამოითქმის ასე: “Boot Edge Edge”, ანუ ბუტეჯეჯ. პეტეს პრეზიდენტობა სურს და ამერიკელმა ხალხმა იცოდეს – რომ მისი პრეზიდენტობა უბრალოდ ბიზნესი არ იქნება. მის ვიზუალურ სიგნალს შეხედოთ, მისი ბრენდული ფერები წარმოდგენილია ახალ მუქ-ლურჯ/მდოგვისფერ/აკვამარინისფერ პალიტრაში.
სამხედრო-საზღვაო ფლოტის ღუზა Buttigieg-ის ბრენდულ ფერებში გვატყობინებს რომ ის მიცურავს პოლიტიკური მიმართულებით, მაშინ, როდესაც ეს აქცენტური ფერები ამბობენ, რომ პეტი დაწერილი სცენარის მიხედვით არ იმოქმედებს.
პირად გვერდზე მისი ლოზუნგია – “A fresh start for America” – “ახალი სტარტი ამერიკისათვის”.
სიტყვა “ფრეშს” მარკეტინგში დიდი მნიშვნელობა მიეცა მას შემდეგ რაც ორგანული პროდუქტი შემოვიდა ბაზარზე და ეკოლოგიური საკითხები გამძვინვარდა. „ფრეშ სთართ“ – ბუნებრივ რესტარტსაც ნიშნავს.
მარკეტინგულ სიტყვებს, როგორც პოლიტიკოსებისათვის, ასევე ბიზნესისთვის მნიშვნელობა აქვს.
გარდა ამისა, Pete-ის მარტივი, მაგრამ შთამბეჭდავი ლოგო საპრეზიდენტო მარათონში ვიზუალურად ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა.
მისი სახელი ბეჭდური ასოებით, უბრალო გეომეტრიული ფორმის ბანერზე, ნეგატიურ სივრცეშია გამოსახული. წინასაარჩევნო წელი – 2020 მის სახელს, ორივე მხარეს თანაბრად ანაწილებს, ზემოდან და ქვემოდან ჩარჩოში სვამს. დიზაინი ვიზუალური აქცენტზეა გაკეთებული და კანდიდატის სახელის მიმართ ყურადღებას იპყრობს.
დიზაინის კომპლექტი, რომელსაც მისი კამპანია წარმოადგენს, მ. შ. გრაფიკა შესაბამისი სახელმწიფოებრივი შრიფტით, რომელიც შტატებს და სხვა გეოგრაფიულ რაიონებს ასახავს ამ კანდიდატს – მერი Pete-ს, საკუთარი უნიკალური მეთოდებით, მხარდაჭერის დემონსტრირების საშუალებას აძლევს. ეს ლოგო ბევრს მოსწონდა. გარდა ამისა, Buttigieg კარგად ჰქონდა მოფიქრებული მერჩანდაიზინგი, რაც მის ბრენდულ ფერთა პალიტრას გულისხმობდა. ამით ის დამატებით ბონუსებს იღებდა.
მთლიანობაში, Buttigieg-ის საკუთარ ბრენდი, როგორც სიახლის, ვაშინგტონში ახალი სახის, კომუნიკაციას წარმატებით ახდენდა. მას, როგორც ჩვეულებრივ მიღებულია, არსებული პოლიტიკური სისტემის ძირეული ცვლილების მოლოდინის შექმნა სურდა.
ავტორები: კახაბერ ჯაყელი, ტრეისი ჯონსი
გამოყენებულია კეითრინ ლუდინისა და სხვათა შრომები 2020 წლის აშშ-ს არჩევნების შესახებ