2021 წლის საკვანძო მარკეტინგული ტრენდები
ნაწილი I
როგორ შეუძლია ავტოსამრეცხაოს, სამრეცხაოს გარეთ მომხმარებლების მოძიება და შენარჩუნება? COVID-19-ის მიმდინარე პანდემიამ ცვლილებები გამოიწვია არა მარტო იმაში, თუ როგორ მართავენ ავტოსამრეცხაოს ოპერატორები საკუთარ ბიზნესს, არამედ წარმოდგენა მისცა იმ მარკეტინგულ ტენდენციებზე, რომელიც ეხება იმას, უკეთესად როგორ მოიზიდონ, შეინაჩუნონ და მოახდინონ უფრო მეტი მომხმარებლის გენერირება. ბევრი ჩვენთაგანს პანდემიამ და მისგან მიღებულმა გაკვეთილებმა გვასწავლა როგორ უნდა გადავაფასოთ საკუთარი მარკეტინგული გეგმები და წინსწრაფვით, დავალაგოთ პრიორიტეტები და მოვახდინოთ მარკეტინგული ტაქტიკის სხვა კუთხით ინტეგრაცია.
მოცემულ სტატიაში განხილულია 2021 წლის მარკეტინგული ტენდენციები, სადაც გუნდის პოზიტიური წევრების ძალები ციფრული მარკეტინგის ტაქტიკასთან არის შეთავსებული, რათა მოვიზიდოთ „ტრაფიკი“ და მომხმარებლები.
გუნდის წევრების ჩართულობა
სინამდვილეში, თქვენი მარკეტინგის განყოფილება საკმაოდ დიდი და საიმედოა, არა აქვს მნიშვნელობა, ერთი თუ 50 თანამშრომელი გყავთ. რეალურად, წარმატებული მარკეტინგული სტრატეგიები იწყება ადამიანებით, რომლებიც თქვენს ბრენდს აცოცხლებენ: ანუ თქვენი გუნდის წევრებით. გუნდის წევრების ჩართულობა იწყება ორგანიზაციის ხედვის, მისიის და ფასეულობების ზუსტი გადმოცემით. მოახდინეთ ადაპტაციის კომპლექსურ პროგრამაში ინვესტიცია, რათა გუნდის წევრები წარმატებაზე მომართოთ და შესთავაზეთ განათლების მიღების და პროფესიული განვითარების მუდმივი შესაძლებლობები, რომელიც სტაგნაციას წინ აღუდგება.
გარდა ამისა, გუნდის წევრები, რომლებსაც მომხმარებლებთან სანიმუშო ურთიერთგაგება აქვთ, წაახალისეთ და გამოარჩიეთ. არასოდეს გაუშვათ ხელიდან გუნდის წევრების შექების მომენტი. ისინი ვინც ამას იმსახურებენ, საერთო კორპორატიული აღიარების გამოხატვით გაიხარებენ და თქვენი შინაგანი ბრენდინგიც უფრო აქტიური გახდება.
თქვენი გუნდის წევრებს შორის მარკეტინგული იდეების ძიება და წლის განმავლობაში რეალიზაციის მიზნით მათგან რამდენიმეს შერჩევა- პოზიტიური სამუშაო ადგილის შექმნას ხელს შეუწყობს და ამას დიდი მნიშვნელობა ექნება.
თქვენი ავტოსამრეცხაოს მომხმარებლები ამას მხედველობაში მიიღებენ. ეს შეიძლება ისეთივე მარტივი იყოს, როგორც გუნდის წევრების წახალისება, რომლებიც არაკომერციულ ორგანიზაციას წარმოადგენენ და სახსრების მოზიდვის კამპანიაში არიან ჩართულები; სოციალურ ქსელებში გამოცდილი სპეციალისტის მოწვევა, რომელიც დღის განმავლობაში Instagram-ში თქვენი სამრეცხაოს აქაუნთს გააკონტროლებს დიდი ძალა იქნება. გუნდებისთვის შესაძლებლობის მიცემა – შეარჩიონ სპეციალური, „მუდმივი“ მომხმარებელი, რომელსაც საჩუქრად გადაეცემა ბრენდული პროდუქცია და მადლობის ბარათი- თქვენი მარკეტინგული რაპირაა! გამოიყენეთ ეს იარაღი.
ჩართული, მოტივირებული გუნდის წევრები მარკეტინგის საუკეთესო ელჩებს წარმოადგენენ და მათ შეუძლიათ პოზიტიური პრომოცია გაუკეთონ ბრენდის მესიჯებს – იმოქმედონ უფრო ეფექტურად, ვიდრე ნებისმიერ ძვირადღირებულ მარკეტინგულ კამპანიას.
ონლაინ ბიზნესის კატალოგი და კომენტარები
პანდემიის გამო, დროის რაოდენობა, რასაც ადამიანები ინტერნეტს ახმარენ, მკვეთრად გაიზარდა. კომპანიები მიკროსკოპის ქვეშ აღმოჩნდნენ, ვინაიდან მომხმარებლები შესყიდვის გადაწყვეტილების მიღებამდე, პროდუქტების, ბრენდების და ორგანიზაციების შესწავლაზე ხარჯავენ დროს. ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტაქტიკაა, რომლითაც შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ, – დარწმუნდეთ, რომ ლოკალური ონლაინ კატალოგები, როგორიცაა Google My Business, შემოწმებულია და მხარდაჭერილია, შემოთავაზებული სერვისებით, ფოტოებით და სარეკლამო აქციებით. თქვენც უნდა იყოთ ამ კატალოგებში.
Google My Business მიმოხილვები ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. Qualtrics XM უახლოესი კვლევის თანახმად მომხმარებლების 93%, შესყიდვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, ონლაინ კომენტარებს კითხულობენ. კომენტარებზე რეაგირების სტრატეგია იმგვარად უნდა იყოს რეალიზებული, რომ მოხდეს თითოეულ კომენტარზე რეაგირება – და, რაც შეიძლება სწრაფად.
კომენტარების ტიპიურ თემებზე მოახდინეთ ბრეინსტორმინგი თვენს კოლექტივში, ხოლო შემდეგ შეიმუშავეთ სცენარი, რომელიც კომენტარების მიმართვაში დაგეხმარებათ – მომხმარებლები აფასებენ გულწრფელ, პერსონიფიცირებულ კომენტარებს. ამჟამად, რამოდენიმე საიტის მქონე ოპერატორებს Google My Business სთავაზობს კომენტარების სწორ მართვის და თარიღის მიხედვით დახარისხების საშუალებას, აგრთვე დახარისხებას დაბალი და მაღალი რეიტინგების მიხედვით, რაც შესაძლებელია ზოგადი რეაგირების ეფექტურობის გაზრდაში დაეხმაროთ.
რაც უფრო მეტად რეაგირებს კომენტარებზე ბიზნესი, მით უფრო მაღალია მისი რეიტინგი Google-ის საძიებო სისტემებში. თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ სისტემატიზირებული კომენტარების (რომელიც კომენტარების გავრცელების აქტიურ სტრატეგიას გადიან) რაოდენობის გაზრდა.
ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული Google Review-ის მორგებული ლინკის შექმნა ადვილი არ არის. გვერდის ადმინისტრატორს, Google My Business საკუთარ გვერდზე, შეუძლია აირჩიოს სექცია „მეტი კომენტარის მიღება“, რათა სოციალურ ქსელებში პუბლიკაციის ან სხვა კამპანიებში გამოყენების მიზნით შექმნას კომენტარებზე მორგებული ლინკი.
დაბეჭდეთ პატარა, სავიზიტო ბარათის ფორმის, მიმართული QR-კოდის, “Review Us”, სადაც მომხმარებლები, კომენტარის დატოვების მიზნით, შეძლებენ საკუთარი სმარტფონით სკანირებას. შეიძლება გადასცეთ ავტოსამრეცხაოს ვაკუუმური წმენდის გუნდის წევრებს, მაგალითად, მას შემდეგ, რაც წევრ მომხმარებელს მანქანის გარეცხვის შესახებ გამოცდილებაზე კითხვას დაუსვამს და რეცხვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პოტენციურ პრობლემას აღმოფხვრის. კომენტარებზე ლინკები, იმ კომპანიებისათვის, რომლებიც მომხმარებლებზე უფრო სრულყოფილ მონაცემებს ფლობენ, ასევე ადვილად შეიძლება გავრცელდეს ტექსტური მესიჯების ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
ბეთ მარტინი
დეიტონის ავტო – სამრეცხაოების მარკეტინგული სტრატეგიის ავტორი