2021 წლის საკვანძო მარკეტინგული ტრენდები
ნაწილი III
საზოგადოებასთან ურთიერთობა
COVID-19 პანდემიის ერთ-ერთი დადებითი მხარე მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოებები და ადგილობრივი ბიზნესები, ერთმანეთზე ზრუნვის მიზნით, ისე, როგორც არასდროს შეკავშირდნენ. მომავალშიც „ადგილობრივების დახმარება“ კვლავინდებურად შესამჩნევი იქნება, და ავტოსამრეცხაოების ოპერატორებს მიეცემათ უნიკალური შესაძლებლობა საკუთარ საზოგადოებებში შეიტანონ განსაკუთრებული წვლილი და გააძლიერონ სამომხმარებლო ბაზები. საზოგადოებრივ ინიციატივებში მარკეტინგული დოლარების ინვესტირება მომხმარებლების ცნობიერების და ლოიალობის გამყარების ამაღლების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
ერთ-ერთი მსხვილი სამრეცხაოს პრეზიდენტი 2021 წელს აქცენტს საზოგადოებასთან ურთიერთობაზე აკეთებს. „იყო მეტი, ვიდრე ავტოსამრეცხაო, ბიზნესი, რომელიც საკუთარ საზოგადოებაზე ზრუნავს – ეს, გვიხსნის „-ამბობს ლოპესი.
„არაკომერციულ ორგანიზაციებთან ერთად მუშაობა, სახსრების მოზიდვის მიზნით ღონისძიებების გამართვა, აქტივობების დღეებში მომხმარებლების მოზიდვა და საზოგადოების ფარგლებში დახმარების მიზნით ჩვენი თანამშრომლების გაგზავნა – ეს მხოლოდ მცირედია იმისა, რასაც გავაკეთებთ, რომ ვაჩვენოთ ჩვენი ქალაქისადმი ჩვენი ერთგულება.“
მსგავსად Bubble Bath Car Wash-სა Express Wash Concepts-იც კვლავინდებურად განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს საზოგადოების ჩართულობას ყოველკვარტალურ “Free Wash Weekend”-ის ინიციატივებში, რაც grand openings-თვის ახალი ლოკაციისათვის, სახსრების და შემოწირულობების შეგროვებას გულისხმობს. Express Wash Concepts ასევე, ადგილობრივი მარკეტინგული ბიუჯეტის შესაბამისად, თითოეულ ოფისში ნიშნავს საიტების მენეჯერებს.
საიტები, საზოგადოების დონეზე, როგორიცაა ახალგაზრდული სპორტული გუნდები, ხელოვნების დარგში საინფორმაციო-საგანმანათლებლო მოღვაწეობა და ადგილობრივი ღონისძიებები, სპონსორობისათვის იქნება გამოყენებული.
საშუალოდ, ჩვენი კომპანია, ყოველწლიურად ადგილობრივი არაკომერციული ორგანიზაციებიდან და სხვა ორგანიზაციებიდან შემოწირულობების ონლაი-ფორმების საშუალებით დაახლოებით 500-მდე განაცხადს იღებს და ბრედნული ბარათებით პასუხობს, სადაც შედის სასაჩუქრე ბარათი, აეროზოლები, პირსახოცები და ავტომობილების წმენდის საშუალებები. გუნდის წევრების მხრიდან წახალისებული საზოგადოებრივი სამუშაოები, დაწყებული გარემოს დასუფთავებით და შეჭირვებული ადგილობრივი მოსახლეობისათვის საკვების მიტანით და ადგილობრივი Ronald McDonald House-თვის შალის პლედებით დამთავრებული.
სოციალურ მედიაში მონაწილეობა
სოციალურ ქსელებში თქვენი გვერდები უნდა იყოს მეტი, ვიდრე უბრალოდ კომპანიის მესიჯების გაცვლის პლატფორმა. მოიზიდეთ ახლები და მხარი დაუჭირეთ არსებული მომხმარებლების მონაწილეობას რეგულარული ახალი კონტენტის მეშვეობით, სადაც შედის გუნდის წევრების და მომხმარებლების კომენტარები, შინაური ცხოველების ფოტოების კონკურსები, წვრილმანები, რომელიც მანქანების რეცხვასთან არის დაკავშირებული, საზოგადოების პარტნიორებთან დაკავშირებული ძირითადი მომენტები და მომხმარებლებისთვის პერიოდული კონკურსები, როგორიცაა, მაგალითად #FreeWashFriday კამპანია.
წინასწარ შეიმუშავეთ კონტენტის კალენდარი, რომელიც მოიცავს უამრავ დღესასწაულსა და დადგენილ „ეროვნულ“ თემატურ დღეებს, არ გადაუხვიოთ გზიდან, რომელიც საკმარის კონტენტს გულისხმობს, რათა რეკომენდირებული მესიჯები კვირაში 2-5-ჯერ გამოაქვეყნოთ. გამოყავით ბიუჯეტი, რათა საინტერესო კონტენტი პერიოდულად გაზარდოთ და ხელმომწერთა რაოდენობის ზრდას თვალყური მიადევნოთ. მაგალითად, რეკლამა Facebook-ში, სოციალურ ქსელებში რეკლამაში ინვესტიციების რენტაბელობის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს უზრუნველყოფს და ლოიალური ხელმომწერების რაოდენობის ზრდის ფონზე შეიძლება გახდეს თქვენი ბიზნესის განვითარების საკმაოდ ეკონომიური საშუალება.
ვფიქრობ, თქვენ არ გაქვთ საკმარისი დრო, რათა სოციალურ ქსელებში რეგულარულად გამოაქვეყნოთ კონტენტი?
„სოციალური ქსელებისთვის მოძებნეთ მენეჯერი. ეს შესაძლოა იყოს, სოციალურ ქსელებში მუშაობის საწყისი დონის უნარების მქონე ადამიანი“, – ამტკიცებს ლოპესი. „თქვენ მოგიწევთ ტრეინინგის გავლა, რათა გააცნოთ საკუთარი ბრენდი, მაგრამ სოციალური ქსელები ფართოდაა გავრცელებული, პოპულარულია და აუდიტორიის მოზიდვის და მარკეტინგული თამაშის დონის გაზრდის ერთ-ერთი ყველაზე იაფი საშუალებაა“.
სოციალური ქსელების ძლიერი სტრატეგიის კიდევ ერთი უპირატესობა არის შესაძლებლობა შესთავაზონ მომხმარებლებს 24/7-იანი წვდომა ინფორმაციაზე. Facebook-ის Messenger Chat-ით, მაგალითად, შეიძლება ჩატვირთოთ თქვენს ვებ-გვერდზე და წინასწარ შეავსოთ მომხმარებლების მიერ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე შერჩეული პასუხები. ჩატის ისტორია არქივირებულია, რაც ნიშნავს, რომ Messenger-ში საუბრის გაგრძელება შეგიძლიათ მას შემდეგაც, რაც მომხმარებელი დატოვებს ვებ-გვერდს.
ახალი წელი დიდი რაოდენობის პოტენციური მომხმარებლების შექმნაზე, საიტის ტრაფიკის გაზრდაზე, გაყიდვების გაზრდასა და მომხმარებელთა ბაზის შენარჩუნებაზე კონცენტრაციის საშუალებას იძლევა. ციფრული მარკეტინგული ინიციატივების გამოყენებით და გუნდის წევრების ჩართულობით, თქვენ 2021 წელს წარმატებულ გზას უნდა დაადგეთ და იაროთ წინ.
ბეთ მარტინი, დეიტონის ავტო სამრეცხაოების მარკეტინგული სტრატეგიის ავტორი