3. არის კი ამერიკა ნორდიკული კაპიტალიზმისათვის მზად?
თარგმნეს: ტრეისი ჯონსმა და კახაბერ ჯაყელმა
ნაწილი III
სინამდვილეში რა არის ამერიკული კაპიტალიზმი?
თავდაპირველად, გვჭირდება კაპიტალიზმის დეფინიცია. კაპიტალიზმი არის ეკონომიკური სისტემა, სადაც:
- საწარმოო საშუალებები კერძო საკუთრებაშია და ოპერირება პირადი მოგების მიღების მიზნით ხდება;
- მიწოდებასთან, მოთხოვნასთან, ფასებთან, დისტრიბუციასთან და ინვესტიციებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები თავისუფალი ბაზრის კერძო მონაწილეების მიერ მიიღება; და
- შემოსავლები მფლობელებს ეკუთვნის, რომლებიც საკუთარ ბიზნესში ინვესტიციებს ახორციელებენ, ხოლო ხელფასს საწარმოებში დასაქმებულებს უხდიან.
ხშირად, ეს ეკონომიკური სისტემა შერეულ ეკონომიკაშია ჩაშენებული, სადაც მთავრობა, ზოგჯერ კერძო მეწარმეებს ეხმარება, მაგრამ, ამავე დროს რეგულაციებს აწესებს.
სოციალიზმი აღწერს ეკონომიკას, სადაც მთავრობას შეუძლია მცირე რაოდენობის საწარმოების ან დარგის მართვა, როგორიცაა რკინიგზა, რომლებიც საერთო კეთილდღეობისთვის და არა შემოსავლების მისაღებად აუცილებელია.
კომუნიზმი აღწერს სისტემას, სადაც მთავრობა მართავს და ფლობს ყველა საწარმოს და მთელი ეკონომიკის ცენტრალიზირებულ დაგეგმვას ახორციელებს.
ამერიკული კაპიტალიზმი იწყებოდა, როგორც თავისუფალი არარეგულირებადი კაპიტალიზმი. პირველი ამერიკელები მცირე ბიზნესით იწყებდნენ, ყიდულობდნენ მიწებს და ტექნიკას. ზოგიერთი ბიზნესი, როგორიცაა მეტალურგია, რკინიგზა და სამომხმარებლო საქონელი, უფრო გაფართოვდა. მიღებული იქნა დარგების მარეგულირებელი და მეწარმეთა უფლებების შესახებ კანონები. ბევრი ბიზნესი კორპორაციად ჩამოყალიბდა. კორპორაციებმა აქციების, ობლიგაციების გამოშვების გზით ან საბანკო კრედიტების მეშვეობით თანხების მოზიდვა შესძლეს. კორპორაცია ნიშნავდა, რომ მფლობელები აღებულ ვალებზე ან ბანკროტობაზე პირად პასუხისმგებლობას არ იღებდნენ, თუ არ იყო თანამდებობრივი დანაშაული ჩადენილი. მიზანი, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობით და მკაცრი ადმინისტრირების დახმარებით, ბიზნესებს შორის პატიოსანი კონკურენციის ჩამოყალიბება იყო.
წამოიჭრა საკითხი – რა არის ბიზნესის მიზანი?
ეკონომისტმა Milton Friedman-მა გამოხატა საკუთარი მოსაზრება, რომ ბიზნესის მიზანი შემოსავლის მაქსიმიზაციაა. გარდა ამისა, შემოსავალი აქციონერებს ეკუთვნოდა. ბიზნესი სოციალურ პრობლემებზე, ან მიზეზებზე არ უნდა მოცდეს. მისი მიზანი – შემოსავლის მიღებაა. აქციონერები, რომლებიც მოგებაში არიან, თავისუფლად უნდა განკაგავდნენ საკუთარ სიმდიდრეს, ისე, როგორც მათ სურთ:
Milton Friedman-ის და ინგლისში მისი კოლეგის, მარგარეტ ტეტჩერის გახსენებით, შეიძლება ითქვას, რომ იდეალური საზოგადოება იყო მცირე მთავრობა, ნაკლები რეგულაციებით. ამ ფილოსოფიას „ნეოლიბერალიზმი“ ეწოდა. ბიზნესის ეს ხედვა ისწავლებოდა ბიზნეს-სკოლებში, ბიზნესი ამ პრინციპებზე დაყრდნობით ვითარდებოდა. როდესაც, 2016 წელს დონალდ ტრამპმა არჩევნებში გაიმარჯვა, მან მკაფიოდ მიანიშნა, რომ სურს მცირე მთავრობა და ნაკლები რეგულაციები.
მიუხედავად ამისა, ამჟამად, მრავალ კომპანიას ბიზნესზე და მიზნებზე უფრო ფართო ხედვა გააჩნია. წინანდელი მოსაზრებისაგან განსხვავებით, რომლის მიხედვით მდიდრდებიან აქციონერები, რომლებიც ბიზნესს ფლობენ და რისკებს საკუთარ თავზე იღებენ (სააქციო კაპიტალიზმი), ახალი მოსაზრება გულისხმობს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რომლებიც ბიზნესს წარმატებულად გადააქცევენ – კლიენტებთან, თანამშრომლებთან, მიმწოდებლებთან, დისტრიბუტორებთან საზოგადოების სამართლიან დამოკიდებულებას (დაინტერესებული მხარეების კაპიტალიზმი). ეს ასევე ასახულია სლოგანში: „ბიზნესის მიზანია ემსახუროს ადამიანებს, მოიტანოს მოგება, ხოლო დედამიწას კეთილდღეობა“.
ამჟამად, ბიზნესის ლიდერების სულ უფრო მეტი რაოდენობა ზრუნავს ერზე და მის ჯამრთელობაზე. ისინი არ მიეკუთვნებიან კაპიტალიზმის laissez faire-ის (ჩაურევლობის პოლიტიკა) სკოლას, რომელიც მაქსიმალურად მოგებაზეა ორიენტირებული. ამ ჯგუფმა იცის, რომ დაინტერესებული მხარეები და მათი ბიზნესისადმი სიყვარული ქმნის მოგებას. დიახ, laissez faire კაპიტალიზმა კეთილდღეობის მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია, მაგრამ ეროვნული პრობლემები დღის წესრიგიდან ვერ მოხსნა. სიღარიბესა და შიმშილის ბოლო ვერ მოეღო. ყოველ შემთხვევაში, ძველმოდური კაპიტალიზმი შემოსავლების და სიმდიდრის მზარდ უთანასწორობას ქმნის. ეკონომისტის Thomas Piketty-ის მოსაზრების თანახმად, მზარდი ეკონომიკის პირობებში კაპიტალი, ყოველთვის, უფრო მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე სამუშაო ძალა.
ცხრილში 3 განზოგადებულია მენეჯმენტში ბიზნესის მიზნების მიმართ ახალი ხედვა
ცხრილი 3. ბიზნესის მიზნებზე ახალი იდეების ევოლუცია
Larry Fink, Black Rock group-ის გენერალური დირექტორი: „საზოგადოება ითხოვს, რომ კომპანიები, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო, სოციალურ მიზნებს ემსახურებოდნენ. დროთა განმავლობაში განვითარების მიზნით, თითოეულმა კომპანიამ არა მარტო ფინანსური შედეგები, არამედ საზოგადოებაში შეტანილი პოზიტიური წვლილიც უნდა აჩვენოს“. (2018)
Stephen Hahn-Griffiths, Reputation Institute: „საკმარისი არ არის ხარისხიანი პროდუქტის ფლობა და Wall Street-ზე წარმატების მიღწევა. სოციალური აქტივობა, თქვენი საქმიანობის შესახებ საზოგადოების საქმის ყურში ჩაყენება – რას აკეთებთ, რათა სამყარო უფრო უკეთესი გახდეს – აი, მთავარი საზომი“.
პროფესორი Klaus Schwab – მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. WEF ყოველწლიურ შეხვედრებს დავოსში, შვეიცარია, მართავს, სადაც ბიზნესის, აკადემიური წრეების ათასობით წარმომადგენელი, სახელმწიფო მოღვაწეები და ცნობილი სახეები იკრიბებიან. წლის განმავლობაში WEF-ში ეკონომიკის შესახებ ინფორმაცია გროვდება. როგორც წესი, ორგანიზაციას კონსერვატული ეკონომიკური პოზიცია უკავია. თუმცა, დღევანდელი მდგომარეობით WEF-ში მნიშვნელოვანი გადატვირთვა მიმდინარეობს. Klaus Schwab-ის ახალ წიგნში „Covid-19: The Great Reset» (2020)“ არის მოწოდება კომპანიებისადმი – შეცვალონ არსებული, დრომოჭმული ჩვეულებების უმრავლესობა, მ.შ. ნაკლებად ხშირი ფრენები და იმ თანამშრომლების რიცხოვნობის გაზრდა, რომლებიც დისტანციურად მუშაობენ. ბევრი კომპანია სააქციო კაპიტალიზმიდან (shareholder capitalism) დაინტერესებული მხარეების კაპიტალიზმზე (stakeholder capitalism) გადადის, რაზედაც ადრე საერთოდ არ ფიქრობდნენ. არსებობს განსაკუთრებული ინტერესი იმაში, რომ ბაზარი უფრო სამართლიანი შედეგებისკენ იყოს მიმართული. აუცილებელია მთავრობამ მოხსნას სუბსიდიები წიაღისეულ საწვავზე და შეიმუშავოს ახალი წესები, რომელიც ინტელექტუალურ საკუთრებას, ვაჭრობას და კონკურენციას დაარეგულირებს. აუცილებელია მთავრობებმა აამოქმედონ ხარჯების მასტიმულირებელი მსხვილმასშატბური პროგრამები. აუცილებელია ქალაქებმა გაითვალისწინონ „მწვანე“ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული, ასევე ეკოლოგიური, სოციალური და მენეჯერული მაჩვენებლები (ESG). კერძო საწარმოებიდან და მთავრობის მხრიდან, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ვაქცინების და ძალისხმევების გაუმჯობესების გზით, საერთო კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად, უფრო მეტი ინოვაცია უნდა მოდიოდეს. კერძო სექტორის შედარებით აქტიური მონაწილეობის და უფრო ეფექტური მთავრობის დახმარებით ყალიბდება უკეთესი საზოგადოების ჩამოყალიბების სურვილი.
The Business Roundtable (BRT) არაკომერციული ასოციაციაა, რომელიც ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქშია განთავსებული. ასოციაციის წევრები მსხვილი ამერიკული კომპანიების გენერალური დირექტორები არიან. BRT ხელს უწყობს სახელმწიფო პოლიტიკას, როგორიცაა NAFTA და არც ერთი ჩამორჩელი ბავშვი (No Child Left Behind). BRT ტრამპის ოჯახების განცალკევების პოლიტიკის წაინააღმდეგ გამოვიდა. 2019 წელს ასოციაციამ გადახედა კორპორაციის მიზნების მისეულ განსაზღვრებას, წინ წამოსწია თანამშრომლების, კლიენტების, მიმწოდებლების და საზოგადოების ინტერესები და აქციონერების ინტერესებს გაუთანაბრა. BRT-ს წევრებს შორის არიან – Jamie Dimon Chase Morgan-დან, Jeff Bezos Amazon-დან, Tim Cook Apple-დან, და Mary Barra General Motors-დან.
ბიზნესის მდგრადი განვითარების ამერიკულ საბჭოში შედიან ლიდერები, რომლებსაც სჯერათ საარსებო მინიმუმის, დასაქმებულების კეთილშობილების, რასობრივი თანასწორობის, კარგად მართული სამუშაო ადგილების, ცირკულარული ეკონომიკის, უკეთესი კლიმატის და ენერგეტიკის, აგრეთვე გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურის. ორგანიზაციის წევრები თვლიან, რომ „სამუშაო ადგილები იქმნება მაშინ, როდესაც მომხმარებლებს აქვთ საკმარისი თანხა, რათა დახარჯონ და უქმდება, როდესაც თანხები აღარ არის. ბიზნესი წარმატებული ვერ გახდება, თუ მომხმარებელს ხარჯვის საშუალება და გამბედაობა არ ექნება“.
მრავალმა წამყვანმა კომპანიამ, რომლებსაც ამომრჩევლების მხრიდან ნდობის მაღალი დონე გააჩნიათ, პოლიტიკური საკითხების მიმართ საზოგადოებრივი პოზიცია დაიკავა. აქ შედის Starbucks, Unilever, Levi Strauss, Nike, Body Shop, Patagonia, Ben and Jerry’s და ბევრი სხვა.
ბევრ ბიზნეს-ლიდერსა და ზოგიერთი მილიარდერს სურთ მოგებაზე უფრო მეტი გადასახადის გადახდა. Bill Gates Microsoft-დან და Warren Buffett Berkshire Hathaway-დან პირველები იყვნენ. გარდა ამისა, Gates-მა და Buffett-მა 204 მილიარდელი დაარწმუნეს ხელი მოეწერათ შეთანხმებაზე, რომლის თანახმადაც მომდევნო 10 წლის განმავლობაში საკუთარი თანხების ნახევარს კეთილ მიზნებს მოახმარდნენ. ხელმომწერთა შორის იყვნენ Ted Turner, Marc Benioff, Mark Zuckerberg, Michael Bloomberg, Larry Ellison, David Rockefeller და მრავალი სხვა.
The Responsible Business Alliance (RBA) – უმსხვილესი დარგობრივი კოალიციაა, რომელიც მიწოდების გლობალურ ჯაჭვში კორპორატიული პასუხისმგებლობის საკითხებით არის დაკავებული. ამჟამად, კომპანიების უმრავლესობა აღიარებს, რომ ისინი მოგებულები დაჩებოდნენ, თუ აჩვენებდნენ, რომ ზოგიერთი საზოგადო პრობლემა აღელვებთ, მაგალითად, როგორიცაა სასმელი წყლის ნაკლებობა, თევზჭერის გაზრდილი მასშტაბები, კლიმატის ცვლილება, რასობრივი უთანასწორობა, შემოსავლებში უთანასწორობა, კოლეჯის სტუდენტების საკრედიტო დავალიანება ან ჯანდაცვაში არსებული ხარვეზები. ბიზნესმა ახალი მსოფლიო წესრიგს უნდა უხელმძღვანელოს, რომელიც კლიმატის დაცვაზე, მდგრადობაზე, ციფრულ ინტეგრაციასა და თანასწორობაზე იქნება დაფუძნებული. წევრი კომპანიები საწარმოების, სამუშაო ძალის და მიწოდები ჯაჭვის მართვის საკითხებში პასუხისმგებლობას იღებენ.
მოძრაობა სახელწოდებით შეგნებული კაპიტალიზმი (Conscious Capitalism), რომელიც Whole Foods Market-ის ყოფილმა დირექტორმა John Mackey-მ და მარკეტინგის პოფესორმა Raj Sisodia-მა დაარსეს, სულ უფრო მეტ ადამიანსა და კომპანიას იზიდავს, რომლებიც თვლიან, რომ ბიზნესმა და კაპიტალიზმა ყველა დაინტერესებული მხარისთვის, და არა მხოლოდ აქციონერებისათვის უნდა იმუშავოს. შეგნებული კაპიტალიზმი სოციალურად პასუხისმგებელი და ეთიკური ბიზნესის მენეჯმენტისათვის ოთხ პრინციპს ეყრდნობა: 1. უფრო მაღალი მიზანი, ვიდრე მოგების მიღება. 2. ყველა დაინტერესებული მხარისათვის ფასეულობების შექმნა. 3. ფასეულობები შექმნაზე კონცენტრირების მიზნით შეგნებული ლიდერობა. 4. შეგნებული კულტურა, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს ერთმანეთთან და კომპანიის მისიასთან, თანამშრომლებთან და პროცესებთან აკავშირებს.
თავდაპირველად, კომპანიები ჯორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობას (CSR) განიხილავდნენ, როგორც თავაზიან ჟესტს. მიუხედავად ამისა, წიგნში „კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა“ (2005) მე და Nancy Lee-მ ავღწერეთ 45 წამყვანი კომპანიის პოზიტიური სოციალური პასუხისმგებლობა, სადაც თითოეული კომპანია, რომელიმე მნიშვნელოვან სოციალურ პრობლემაზე განსაკუთრებით ზრუნავდა. ამის შემდეგ CSR ბრენდის აქტივიზმთან დაკავშირებით, როდესაც კომპანია საკუთარ ბრენდს სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებში მიმდინარე რეფორმებზე გავლენის მოსახდენად იყენებს, მიმართულებით კიდევ უფრო წინ წავიდა.