5G ტექნოლოგია და ეპოქა სახელად – SINGULARITY
5G (Fifth Generation) უახლესი რადიოტექნოლოგიაა, რომელიც 2019 წლის ერთ-ერთ მთავარ ინოვაციად ითვლება, თუმცა მე-5 თაობის ტექნოლოგიამ კაცობრიობა ფაქტობრივად გაყო ორ ნაწილად – ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ იგი უბედურებისა და ბუნების მასობრივი განადგურების მომტანია და ადამიანები, რომლებიც საპირისპირო აზრზე არიან და მიიჩნევენ, რომ მეხუთე თაობის ტექნოლოგია უფრო განვითარებულ მომავალს გვპირდება. ამ სტატიაში განვიხილავთ ორივე კატეგორიას და საბოლოოდ მივალთ ობიექტურ დასკვნამდე, თუ რას გვპირდება 5G ტექნოლოგია.
უამრავი ადამიანისგან ისმის ისეთი ცნებები, როგორიცაა: 5G ანძა რადიაციას ასხივებს, ფლორას და ფაუნას ვნებს, ატმოსფეროს აბინძურებს და ა.შ.
აქვე აღვნიშნავ, რომ ზემოხსენებულიდან არც ერთი ცნება არ ექვემდებარება რეალურ სურათს. რა თქმა უნდა ყველა რადიოტალღურ მოწყობილობას აქვს დადებითთან ერთად უარყოფითი თვისებებიც, თუმცა ცხადია, იმდენად ფატალურ შედეგამდეც არ მივყავართ, როგორც ადამიანების ეს კატეგორია პროგნოზირებს. გარდა ამისა, 5G-ს გამოჩენასთან ერთად შესაძლოა სატელეფონო ანძები ერთმანეთთან უფრო ახლოს განთავსდეს, რათა სიხშირული ტალღები უფრო უკეთ გავრცელდეს და მომხმარებლებმა ხარისხიანი სერვისით სარგებლობა შესძლონ, რაც ბუნებრივ და ფინანსურ რესუსრებთან არის კავშირში და რისთვისაც სატელეფონო მომსახურეობის კომპანიები ჯერ არ არიან მზად, შესაბამისად შესამჩნევია მათი მხრიდანაც პროტესტის გრძნობაც.
აქვე აღსანიშნია, რომ ამერიკელი მილიარდერი, გამომგონებელი და ინვესტორი ილონ მასკი, კიდევ უამრავი ინოვაციური ტექნოლოგიით გეგმავს მსოფლიო ბაზარზე შემოსვლას. ამ დროისთვის ილონ მასკს აქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც, მის მიერ დაარსებულ კომპანია SpaceX-მა მთელ მსოფლიოს ულტრამაღალსიჩქარიანი ინტერნეტი უნდა მიაწოდოს. იდეა გულისხმობს Starlink-ის დაახლოებით 12 000 თანამგზავრისაგან შემდგარი კოსმოსური ფლოტის შექმნას.
თუ ილონ მასკი ამ გეგმის განხორციელებას შეძლებს, ინტერნეტმომხმარებლები მთელ მსოფლიოში, განურჩევლად იმისა, თუ დედამიწის რომელ ნაწილში ცხოვრობენ, საშუალოზე 40-ჯერ სწრაფი ინტერნეტით ისარგებლებენ, ხოლო სტარლინკის მიმღები თეფშის ყველაზე იაფი ვარიანტი 300 დოლარი ეღირება.
“სტარლინკის” 60-მდე თანამგზავრი, რომლებიც საქართველოს ცაზეც ვიხილეთ განხორციელებული ფანტასტიკა იყო.
გარდა ზემოხსენებულისა, უამრავი პროექტი იგეგმება რასაც 5G ტექნოლოგია უზრუნველყოფს, თუმცა ამაზე ღიად საუბარს ინოვატორები ერიდებიან.
განსაკუთრებით ამერიკელი ექსპერტები გვიმხელენ თავიანთ წუხილს, როდესაც ამბობენ რომ 5 G-თი მათ ჩინელებმა მინიმუმ 5 წლით გაუსწრეს. ჩინურ ქალაქში სადაც ეს სისტემა დგას თქვენ შეიძლება ზღაპრის გმირად იგრძნოთ თავი. ჩაილაპარაკებთ – ტაქსი და ქუჩის ერთ ადგილას დამონტაჟებული სახის სკანერი გიცნობთ, მყისეულად დაადგენს თქვენს პიროვნებას და გამოგიგზავნით უპილოტო მანქანას, რომელსაც ფულს გადაუხდის თქვენივე ვირტუალური, ციფრული საფულე.
იტყვით – პიცა და მსგავსი ტექნოლოგია მოგართმევთ იტალიურ პიცას იქ სადაც თქვენ მოისურვებთ. რა თქმა უნდა, 5 G – სისტემა ემსგავსება ზღაპრულ სამყაროს, მაგრამ აკი გვიქადაგებენ ახდენილ ოცნებებს სინგულარულ ეპოქაში, რომელშიც მალე შევალთ.
სინგულარობის ეპოქა იქნება ახდენილი ოცნება ! ამაზე შემდეგ მოგიყვებით.
მოემზადეთ.
ნინი ვარსიმაშვილი
ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი