რას გვპირდება 5G ტექნოლოგია

სანამ დავიწყებდით იმის განხილვას თუ რას გვპირდება მობილური ქსელების უახლესი ტექნოლოგია, მოდი ჯერ ვთქვათ ორიოდ სიტყვა მის შესახებ.

5G არის მე-5 თაობის მობილური ქსელი. ეს არის ახალი გლობალური უკაბელო სტანდარტი 1G, 2G, 3G და 4G ქსელების შემდეგ. 5G საშუალებას აძლევს ახალი ტიპის ქსელს, რომელიც შექმნილია პრაქტიკულად ყველას და ყველაფრის ერთმანეთთან დასაკავშირებლად, მათ შორის მანქანების, ობიექტების და მოწყობილობების. 5G უკაბელო ტექნოლოგია გულისხმობს: მონაცემთა მაღალი სიჩქარის მრავალ გეგაბიტიან სიჩქარეს, მეტ საიმედობას, ქსელის მასიური შესაძლებლობის გაზრდას. არცერთი კომპანია ან პირი არ ფლობს 5G-ს, მაგრამ მობილური ეკოსისტემის შიგნით არის რამდენიმე კომპანია, რომლებიც 5G-ს სიცოცხლის მიღებაში მონაწილეობენ.

Qualcomm-მა უდიდესი როლი ითამაშა მრავალი ფუნდამენტური ტექნოლოგიის გამოგონებაში, რამაც ინდუსტრია წინ წაწია და შეადგინა 5G, შემდეგი უკაბელო სტანდარტი.

5G ეკონომიკის ნიშანდობლივი კვლევის შედეგად, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ 5G-ს სრული ეკონომიკური ეფექტი, სავარაუდოდ, განხორციელდება მთელს მსოფლიოში 2035 წლისთვის. ეს ხელს შეუწყობს ინდუსტრიების ფართო სპექტრს და მისი მოცულობა 13.2 ტრილიონი დოლარის ღირებულებას უკავშირდება.

2019 წლის დასაწყისსში გლობალურმა ოპერატორებმა დაიწყეს ახალი 5G ქსელების ამოქმედება, შესაბამისად ის უკვე მოქმედებს. ყველა Android ტელეფონს შეუძლია 5G სიგნალის დაჭერა, თუმცა მალევე ყველა ტელეფონი შეძლებს ამას. 5G განლაგებულია 20-ზე მეტ ქვეყანაში. ხალხის თქმით ის ბევრად უფრო სწრაფად მუშაობს ვიდრე მისი წინა მორბედი ტექნოლოგიები.

როგორც მონეტას აქვს ორი მხარე, ასევე 5G-საც აღმოაჩნდა დადებითი და უარყოფითი მხარეები. დადებით მხარეები ასე თუ ისე გაგაცანით, მოდით ვნახოთ რა უარყოფითი მხარე შეიძლება ქონდეს უახლეს მობილურ ქსელს. მიუხედავად იმისა, რომ 5G-მა შეიძლება გააუმჯობესოს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, ზოგიერთ მომხმარებელმა გამოთქვა შეშფოთება ჯანმრთელობის შესაძლო საფრთხეების შესახებ.

საზოგადოების შეშფოთება ფოკუსირებულია გამოსხივებაზე, რომელსაც ეს ტექნოლოგია გამოსცემს. საერთაშორისო სახელმძღვანელო პრინციპებით დაშვებული 5G სპექტრის ნაწილი მიკროტალღურ ჯგუფში შედის. მიკროტალღები წარმოქმნის სითბოს იმ ობიექტებში, რომელთა მეშვეობითაც ისინი მიედინება, თუმცა 5G-ს დროს გამოყოფილი ტალღები არ არის საზიანო ამბობს პროფ. როდნი კროტფი.

ამის მიუხედავად, არ არსებობს მყარი მტკიცებულება, რომ 5G-ს ან ნებისმიერ საკომუნიკაციო ქსელს შეუძლია მავნე გავლენა მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ჯერჯერობით ვერცერთმა მკვლევამ ვერ დაადგინა კავშირი მობილური ტელეფონებსა და კიბოს შორის, თუმცა ამ მიმართულებით კვლევა მიმდინარეობს.

საბოლოოდ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 5G არის მობილური ინტერნეტის შემდეგი თაობა და გვთავაზობს მონაცემთა სწრაფად დატვირთვასა და ატვირთვის სიჩქარეს. რადიო სპექტრის უფრო მეტი გამოყენებით ის საშუალებას მისცემს გაცილებით მეტ მოწყობილობას ჰქონდეს წვდომა ერთდროულად მობილური ინტერნეტით.

წარმოიდგინეთ, რომ თვითმფრინავების ერთობლივი მოქმედება: საძიებო და სამაშველო მისიით, ხანძარსაწინააღმდეგო შეფასებითა და საცობის მონიტორინგით, ეს ყველაფერი უსადენო კომუნიკაციით და 5G ს მეშვეობით დაკავშირებული იქნება სახმელეთო ბაზასთან.

ანალოგიურად, ბევრი ფიქრობს, რომ 5G გადამწყვეტი იქნება ავტონომიური მანქანებისთვის ერთმანეთთან კომუნიკაციისთვის, ცოცხალი რუქისა და ტრაფიკის მონაცემების წაკითხვისთვის.

მობილური მოთამაშეებისთვის იქნება ნაკლები შეფერხება, ან შეყოვნება კონტროლზე ღილაკზე დაჭერისას და ეკრანზე ეფექტის ნახვისას. ვიდეო ზარები იქნება უფრო ხარისხიანი, ასევე ექიმებს მიუვათ გაფრთხილება, თუ თქვენს ჯანმრთელობას რაიმე საფრთხე დაემუქრება.

ეს ის მცირეოდენია, რაც 5G-მ შეიძლება მოგვცეს. ექსპერტები ამ საკითხების გაუმჯობესებაზე ყოველდღე თავდაუზოგავად მუშაობენ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ტექნოლოგიების განვითარება საქართველოში! ჩვენ როგორც მთაგორიანი ქვეყანა მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ წინ საქართველოს ტექნოლოგიური პროცესების სრულყოფისათვის. ასევე მნიშვნელოვანია სამხედრო თვალსაზრისით 5G-ს გამოყენება ჩვენი ქვეყნის თავდაცვითუნარანობის გაზრდის მიზნით.

 

ავტორი: ლაშა რამიშვილი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მენეჯმენტის და მარკეტინგის პროგრამა