6. ფილიპ კოტლერი: არის კი ამერიკა ნორდიკული კაპიტალიზმისათვის მზად?
თარგმნეს: ტრეისი ჯონსმა და კახაბერ ჯაყელმა
ნაწილი VI
ბილ გეიტსმა Gates-მა ერთხელ საჯაროდ განაცხადა, რომ საშემოსავლო გადასახადის მაღალი განაკვეთის მომხრეა. „აი, რატომ ვარ ისეთი საგადასახადო სისტემის მომხრე, სადაც, თუ ბევრი ფული გაქვთ, უფრო მეტ საგადასახო განაკვეთს იხდით. მე ვფიქრობ, რომ მდიდრებმა უფრო მეტი უნდა გადაიხადონ, ვიდრე დღეს იხდიან, მათ შორი მეც და ჩემმა მეუღლემაც“. თუმცა, საშემოსავლო გადასახადის საგრძნობლად გაზრდილი განაკვეთის შემთხვევაში, ის მხარს არ უჭერს სიმდიდრეზე გადასახადს. „მე, მართლაც ვფიქრობ, რომ საკმარისზე მაღალი საშემოსავლო განაკვეთის შემთხვევაში, აშშ, როგორც ინოვაციური კომპანიების სასურველი ადგილი, რისკის ქვეშ დადგება.“
ზემდიდარი ადამიანების მზაობა გადაიხადონ მაღალი გადასახადები, ნაწილობრივ აიხსნება იმით, რომ მდიდრები გადასახადებს უფრო ნაკლები განაკვეთით იხდიან, ვიდრე საშუალო ამერიკელები. ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი საუბრობს შეურაცხმყოფელ, შესამჩნევ და მზარდ ნაპრალზე, რაც შემოსავლების გადანაწილებაში არსებობს:
- ესაა “ჩვენი დროის განმსაზღვრელი გამოწვევა.” Barach Obama
- იგი არის “გარიყულობის და უთანასწორობის ეკონომიკა.” პაპი Francis
- ვფიქრობ “უთანასწორობა კიდევ უფრო შესამჩნევი გახდა.” Mitt Romney
- „მე ხშირად ვურჩევდი მენეჯერებს, რომ ხელფასის ოდენობის 20 1-თან თანაფარდობა ზღვარია, რომლის იქითაც არ უნდა გავიდნენ, თუ სურთ, რომ წყენამ და მორალური სულის დაცემამ მათ კომპანიებს არ დაარტყას“. – Peter Drucker
ამ შეძლებულ ადამიანებს უფლება აქვთ შეშფოთება გამოთქვან უთანასწოროდ მზარდ შემოსავლებზე. აი, რამდენიმე მაგალითი, რაც წუხილის მიზეზია:
სიმდიდრის კუთხით უფსკრული მხოლოდ იზრდება. დაბალ ხელფასს სურსათის, ტანსაცმელის და საცხოვრებლის არაადეკვატურ მოთხოვნამდე მივყავართ, იზრდება სიღარიბე და უსახლკაროთა რიცხვი. ხოლო საშუალო კლასის რაოდენობა სულ უფრო მცირდება.
ზოგიერთი, დაბალშემოსავლიანი ადამიანი კრიმინალურ გზას აირჩევს. ბევრი მდიდარი ოჯახი ცხოვრობს დახურულ დასახლებებში, კერძო დაცვის წევრებით გარშემორტყმული.
ეკონომიკა გიგანტურ მუშაობას მოითხოვს, სამუშაოს, რომელიც არც სამედიცინო დაზღვევით და არც პენსიით უზრუნველყოფს დასაქმებულებს.
ქვეყნისთვის ამორალურია ჰყავდეს ამდენი მდიდარი და ამდენი ღარიბი. ამან შეიძლება მიგვიყვანოს დაბალ მწარმოებლურობასთან, ან ააგოროს რევოლუციური ტალღა.