ხარისხის მართვის 6 სიგმა ტექნოლოგიის ზოგადი კონცეფცია

6 სიგმა – წარმოების ხარისხის მართვის ტექნოლოგია, რომელიც ეფუძნება დეფექტის მიზეზების დადგენისა და აღმოფხვრის, და საწარმოო და ბიზნეს პროცესების ვარიაბელურობის შემცირების მეთოდებს.

6 სიგმა ტექნოლოგიის საფუძველზე, ორგანიზაციის ფარგლებში, იქმნება ხარისხის მართვის ინფრასტრუქტურა.

დაბალი ხარისხის ფასი (Cost of Poor Quality COPQ)

ხარისხის მართვის 6 სიგმა კონცეფციის თანახმად, მაღალ ხარისხს დანაკარგების შემცირებისკენ მივყავართ. (ტრადიციულად დამკვიდრებული იყო შეხედულება, რომ ხარისხის უზრუნველყოფა დამატებით ხარჯებს მოითხოვს.) ითვლება, რომ ამ დროს ძალიაშია „კანონი 1-10-100“, რომლის თანახმადაც, დეფექტის ღირებულება მატულობს იმისდა მიხედვით, რაც ის გადაინაცვლებს ტექნოლოგიურ, საწარმოო თუ მიწოდების ჯაჭვში: წარმოების პროცეში გამოვლენილი წუნი 10-ჯერ უფრო ნაკლები ჯდება  მზა პროდუქციაში გამოვლენილ წუნზე და 100-ჯერ უფრო ნაკლები ჯდება მომხმარებლის მიერ გამოვლენილ წუნზე.

აქედან გამომდინარე, 6 სიგმის კონცეფცია ამტკიცებს, რომ ყურადღება გამახვილებული უნდა იყოს არა წუნის აღმოჩნაზე, არამედ მისი მიზეზების აღმოფხვრაზე, რაც ზოგადად ხარისხის კონტროლის სისტემის გამარტივებისკენ და ხარჯების შემცირებისკენ მივყავართ.

პროექტები, რომლებიც შეიძლება შესრულდეს 6 სიგმას საფუძველზე:

  • საწარმოო ციკლის დროის შემცირება (სტაბილურად);
  • დაბინძურების შემცირება;
  • წარმოებაში წუნის შემცირება;
  • მომხმარებლის კლაყოფილების ზრდა;
  • შემოსავლების ზრდა.

ტერმინის „6 სიგმა“ წარმომავლობა დაკავშირებულია საწარმოო პროცესების სტატისტიკურ მოდელირებასთან. კერძოდ, პროცესის ხარისხის შეიძლება გამოიხატოსს სიგმა რეიტინგით, რომელიც აღნიშნავს მის გამოსავლიანობას, ანუ დეფექტისგან თავისუფალი პროდუქციის წილს. 6 სიგმა რეიტინგის პროცესი არის ის, რომელის გამოსავლიანობის სტატისტიკური მოლოდინი 99.99966%-ს ტოლია (თუმცა რეალურად, ეს რეიტინგი მხოლოდ 4.5 სიგმას შეესაბამება.)

(მოტოროლამ ეს რეიტინგი მიზნად დაუსახა ყველა საწარმოო ოპერაციას.)

6 სიგმა ტექნოლოგია შემდეგ პრინციპებს ეყრდნობა:

  • საწარმოო და ბიზნეს პროცესებს გააჩნია მახასიათებლები, რომლებიც შეიძლება გაიზომოს, გაანალიზდეს, გაკონტროლდეს და გაუმჯობესდეს;
  • ხარისხის მდგრადი გაუმჯობესებისთვის საჭიროა მთელი ორგანიზაციის ერთობლივი ძალისხმევა, მენეჯმენტის ზედა ეშელონების ჩათვლით.
  • ბიზნესის წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია განუწყვეტელი ძალისხმევა საწარმოო პროცესების შედეგების სტაბულირობის და პროგნოზირებადობისთვის.

ხარისხის თვალსაზრისით კრიტიკული ფაქტორი (critical-to-quality (CTQ) factor)
მარკეტინგული წინმსწრები კრიტიკული ფაქტორები:

  • მომხმარებლის დაკმაყოფილება გაყიდვების დაწყებამდე (დაკმაყოფილება ინფორმაციული შეხვედრებით და რეკლამით);
  • სადისტრიბუციო არხის დაკმაყოფილება პროდუქტით (ან ნიმუშით).

სპეციფიკაციებით დაშვებული ქვედა ზღვარი

სპეციფიკაციებით დაშვებული ზედა ზღვარი

მაგალითები:

  • ავტომობილის ინჟინერი აპროექტირებს ტრანსმისიის ღერძს. მან იცის, რომ გადაცემის ოპტიმალური მუშაობისთვის საჭიროა ღერძის სიგრძე ტოლი იყოს 1, 525 სმ. იმის გამო რომ შეუძლებელია ღერძების ასეთი მაღალი სიზუსით გამშვება, დადგენილია სპეციფიკაციებით დაშვებული ქვედა ზღვარი ტოლი იყოს 1,520 სმ, და სპეციფიკაციებით დაშვებული ზედა ზღვარ 1.530 სმ.

გამოსავლიანობა

მგზავრების უსაფრთხოება საჰაერო გადაზიდვებში უზრუნველყოფილია 6 სიგმის დონეზე, მაშინ როცა ბარგის გადაზიდვის საიმედოობა უზრუნვლყოფილია მხოლოდ 4 სიგმის დონეზე.

ცვალებადობის (ვარიაბელურობის) მიზეზები

ზოგადი მიზეზებით გამოწვეული ცვალებადობა ბუნებრივი ხასიათისაა. მათი ბოლოდმე აღმოფხვრა შეუძლებელია.

მაგალითები:

  • ღერბის მოსვლის რაოდენობა მონეტის აგდების დროს;
  • დროის ინტერვალი ტალღებს შორის ზღვაზე;
  • ხეების სიმაღლის ცვალებადობა ტყეში;
  • ფოსტალიონის მოსვლის დრო (ცვალებადია, ზოგჯერ ადრე მოდის, ზოგჯერ ცოტა გვიან);
  • საკრედიტო პროცედურის  შესრულების დრო;
  • ტაბლეტების რაოდენობა კოლოფში.

განსაკუთრებული მიზეზებით გამოწვეული ცვალებადობა. იწვევს პროცესის არასტაბილურობას და არაპროგნოზირებადობას. შეიძლება იყოს  იდენტიფიცირებული და აღმოფხვრილი. მათი აღმოფხვრის შემდეგ შეიძლება აღმოიფხვრას, (ნაწილობრივ მაინც), ზოგადი მიზეზით გამოწვეული ცვალებადობაც.

მაგალითები:

  • ფოსტალიონი ჩვეულებრივ მოდის 11:30-ზე, მაგრამ გაუფუჭდა ველოსიპედის საბურავი და სულ აგვიანებს;
  • საკრედიტო პროცედურის შესრულების დრო, ჩვეულებრივ 15 წუთია, მაგრამ გაფუჭდა ქსელი და პროცესი შენელდა;
  • წამლების ყუთში, ჩვეულებრივ 600 კაფსულაა, მაგრამ გაფუჭდა მოწყობილობა და ყუთში, ძირითადად 550 კაფსულა ხვდება.

მოკლევადიანი ცვალებადობა

გრძლვადიანი ცვალებადობა

პარეტოს პრინციპი – პრობლემების 80%-ს განაპირობებს ფაქტორების 20%.

 

(საპილოტე) პროექტების შერჩევა

 6 სიგმა მეთოდოლოგიის თანახმად, ხარისხის გაუმჯობესებას უნდა დაექვემდებაროს, უპირველეს ყოვლისა, ის პროქტები, რომლებიც პასუხობდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • შეესაბამებოდნენ საწარმოს წინაშე მდგარ ამოცანებს და სარგებლობდნენ მხარდაჭრით ხელმძღვანელობის მხრიდან;
  • უზრუნველყოფდნენ შემოსავალს რომელიც შეესაბამება საწარმოს მასშტაბეს;
  • ეყრდნობოდნენ რეალურად არსებულ რესურსებს;
  • უნდა იყოს მაღალი წარმატებით მათი შესრულების ალბათობა;
  • მოითხოვდნენ შედარებით მცირე დროს: 3-დან 6 თვემდე;
  • პირვლივე წელს მიღებული ეკონომია 5-ჯერ მაინც უნდა აჭარბებდეს დანახარჯებს.

6 სიგმა პროექტის შესრულების ეტაპები:

  • პრობლემის იდენტიფიკაცია
  • გეგმის ჩამოყალიბება
  • მონაცმეთა შეკრება
  • ანალიზი
  • გადაწყვეტილების მიღება

პრობლემის იდენტიფიკაცია

პრობლემები:

  • საგარანტიო მომსახურების მაღალი ხარჯები;
  • დებიტორული დავალიანების მაღალი დონე;
  • არაკონკურენტუნარიანი ფასები და გამოსავლიანობა;

მაგალითი:

  • ჩვენს კომპანიაში შეღებვის და მოგლუვების პროცესის გამოსავალი არ პასუხობს მოთხოვნილ 97%. ეს ქმნის თავისუფალი ადგილის, გადაზიდვების და რესურსების გამონთავისუფლების პრობლემას, რაც საბოლოდ კომპანიას წელიწადში უჯდება $4 მილიონი (დოლარი).
  • ჩვენს კომპანიაში, მომხმარებლადმე სამედიცინო პროდუქციის მიწოდება არ პასუხობს დაგეგმვის და მიწოდების ფასის მოთხოვნებს. ეს იწვევს მიწოდების პრობლემებს და მომხმარებელთა უკმაყოფილებას, რაც კომპანიას უჯდება $3 მილიონი (დოლარის) ზარალად და $1.5 მილიონ (დოლარის) დამატებით ხარჯებად.       

 

(R)DMAIC

(R)DMAIC – (Recognize)Define, Measure, Analyse, Improve, Control.

Recognize (გაცნობიერება)

Define 

მიზანი

  • სტრატეგიულ ციკლთან კავშირის დამყარება: სტრატეგიულ მიზნებთან მოცემული პროექტის შესაბამისობის შეფასება  და დარწმუნება იმაში, რომ ეს პროექტი წაადგება სტრატეგიულ გეგმებს;
  • პროექტის შემუშავება: პროექტის მიზნების, სპონსორების, გრაფიკის, შედეგების, მონაწილეების იდენტიფიკაცია;
  • საპროექტო გუნდის ჩამოყალიბება:
  • პოტენციური სარგებელის შეფასება: ფინანსური და სხვა სახის სარგებლების წინასწარი შეფასება, მათი შეთანხმება სპონსრებთან. პროექტის წარმატების კრიტერიუმების შემუშავება;
  • პროცესის შესწავლა: პროცეში ჩართული ადამინებთან ურთიერთობის შედეგად უნდა გაირკვეს, როგორ მუშაობს პროცესი, ვისზე ახდენს გავლენას და ვისთან არის დაკავშირებული; უნდა მოხდეს პროცესში ჩართული ადამიანების გამოკითხვა; პროცესის მომხმარებლებთან და მომწოდებლებთან ერთად უნდა განისაზღვროს, რას ღებულობენ და რას აწვდიან პროცესს;

Measure

მიზანი

  • მეტრიკის და საზომი სისტემის შემუშავება: ხარისხის თვალსაზრისით (CTQ) კრიტიკული ელემენტების გამოვლენა? რამდენად შეუძლია გაზომვის სისტემა მათი გამვლენა?
  • მოცემულ მომენტში პროცესის მდოგმარეობის შესწავლა: მოცემულ მომნეტში პროცესის გამოსავლიანობის დეტალური შესაწვლა. რამდენად სტაბილურია პროცესი? როგორია მისი შესაძლებლობების დონე?

Analyse

მიზანი

  • ღირებულების ჯაჭვის ანალიზი: პროცესის იმ ბიჯების დადგენა, რომლებიც ქმნიან ღირებულებას მომხმარებლისთვის. ეფექტურობის ზრდა.
  • ცვალებადოობის მიზეზების დადგენა: ზოგადი და განსაკუთრებული მიზეზების გამოყოფა.
  • პროცესი განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორებისთვის სასურველი 6 რეიტინგის დადგენა.

Improve

მიზანი

  • პროცესის შესრულების ახალი პირობების დადგენა.
  • იმპლიმენტაცია და შემოწმება.
  • უკუკავშირი თანამშრომლებისგან.

Control

მიზანი

  • ახალი პროცესის სტანდარტიზაცია.
  • ჩამოყალიბდეს აზომვების და კონტროლის რეჟიმი.
  • მიღებული გამოცდილების დოკუმენტირება.

 


 

ლიტერატურა

Garvin, D. A. Managing Quality: The Strategic and Competitive Edge. NewYork: Free Press, 1988.

Hoyle, D. 2007. Quality Management Essentials. Oxford: Elseiver.

Kirchmer, M. (2017). “Chapter 1: Business Process Management: What Is It and Why Do You Need It?”. High Performance Through Business Process Management: Strategy Execution in a Digital World. Springer. pp. 1–28. ISBN 9783319512594.

Small Business Guidebook for Management. Office of the Secretary of Defense Quality Management Office. Washington, D.C. 20301-3016. 1995.

Weber L, Wallace M. Quality Control for Dummies. 2007.

Wu, B. 1992. Manufacturing Systems Design and Analysis.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის N628 დადგენილება – მთავრობის საქმიანობის მონიტორინგის, ანგარიშგებისა და შეფასების სისტემის დამტკიცების თაობაზე.

 

ინტერნეტ რესურსები

International Organization of Standardization. www.iso.org. დამოწმებულია 2014 წლის 1 იანვარს.

 

პროფესორი გიორგი ღლონტი – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი