“ნატახტარი” – უფრო მეტი, ვიდრე ლუდი
ავტორი: იაკობ ჯანგავაძე
ლუდი თანამედროვე მსოფლიოს განუყოფელი ნაწილია, მისი ისტორია და წარსული ცხადყოფს, რომ ცივილიზაციის განვითარების ფაქტობრივად ყველა ეტაპზე, დაწყებული ძვ.წ. VI საუკუნის ერაყის ისტორიიდან, გაგრძელებული იმპერატორი კარლოს დიდის მმართველობის განმავლობაში, ახ.წ.VIII საუკუნეში, რომელიც ლუდს ყოველდღიურობის ნაწილად თვლიდა და დასრულებული XXI საუკუნემდე, სადაც არსებობს 19 000 -ზე მეტი ლუდსახარში კომპანია, 208 ქვეყნის მასშტაბით.
საქართველოც მუდმივად კვალდაკვალ მიჰყვებოდა ლუდის განვითარების ტენდენციას, რასაც ადასტურებს ისტორიული, არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები. ლუდის ხარშვის ხელოვნება განსაკუთრებით ვითარდებოდა აღმოსავლეთ საქართველოში, მთიულები, თუშები და მოხევეები ლუდს ქართულ ტრადიციულ სასმელად თვლიდნენ, ალბათ არ არის გასაკვირი ის საინტერესო ფაქტი, რომ სახელი „ალუდა“ ქართული ლუდის ადრინდელი საწყისი ფორმაა, რომელიც შემდგომში საკუთარ სახელადაც იქცა. მთიელებისთვის ლუდი საკულტო სასმელი იყო, რაც მკაფიოდ ჩანს მათ ხატებში, რომლებშიც ხშირად გვხვდება ე.წ „სალუდე“.
ისტორიული პარალელების მსგავსად, როდესაც ჩვენი წინაპრები სცდილობდნენ განევითარებინათ ლუდის ხარშვის ხელოვნება, დღევანდელ რეალობაშიც შეგვიძლია თავს უფლება მივცეთ და პარალელი გავავლოთ, მსოფლიოში ცნობილ ლუდის მწარმოებელ ბრენდებსა და ქართულ ბრენდებს შორის, ამის თქმის შესაძლებლობას კი, ცნობილი ქართული ლუდსახარში კომპანია „ნატახტარი“ გვაძლევს, რომელიც განვითარების თითოეულ ეტაპზე სცდილობდა დაენერგა სიახლე ქართულ ბაზარზე. ამ ბრენდისთვის არ არსებობს „შიში“, თანასწორი კონკურენტის გამოჩენის, რადგან ქართულ რეალობაში ის უკონკურენტოა, როგორც წარსულის მიღწევების გათვალისწინებით, ისე სამომავლო გეგმებით.
„ნატახტარის“ დახვეწილი მარკეტინგული მიდგომა, მათი ბრენდის პოპულარიზაციისთვის, სრულიად ინდივიდუალურს და განსაკუთრებულს ხდის მათ პროდუქტს. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, წარსული გამოცდილების გააზრება და მომავლის სწორი დაგეგმარება, რაც ბრენდის წარმატების მთავარი საწინდარია, ეს ყველაფერი კარგად გამოიხატება მათი წილით ლუდის ბაზარზე, რომელიც 60% -ს შეადგენს.
სწორედ ამ მიდგომას ითვალისწინებს „ნატახტარი“, როდესაც ხდება ახალი პროდუქტის წარდგენა მომხმარებლისთვის, რასაც ცალსახად ადასტურებს გაყიდვადობის დინამიურად მზარდი მაჩვენებელი და ბრენდის მოთხოვნადობა ბაზარზე.
სლოგანი ბრენდის წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია, რომელიც ეხმარება კომპანიას მარტივად გააგებინოს მათი ძირითადი მიზნები და მუდმივად ბრენთან „ახლოს“ აგრძნობინოს თავი მომხმარებელს.
ამასთან, სლოგანი უნდა შეესაბამებოდეს ყოველდღიურობას და უნდა იყოს აქტუალური. „ნატახტარი“-ს ხედვები ამ მიმართულებასაც მოიცავს, ვინაიდან ბრენდი მუდმივად ახალ სლოგანს იყენებს ბაზარზე ფუნქციონირებისთვის. ფაქტობრივად, მათი ყველა სლოგანი პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც მოცემულ ეტაპზე საქართველოში იყო ან არის აქტუალური.
ამის კარგი მაგალითია სლოგანი: „ჩვენი საფეხბურთო ლუდი. ერთად უკეთესია“.
ეს სლოგანი ეხმაურებოდა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა და სწორედ ამ გზით მოახერხა „ნატახტარმა“ საკუთარი პატივისცემისა და ყურადღების გამოხატვა მათ მიმართ, ასევე დაანახა მომხმარებლებს, რომ თითოეული მათგანის ხედვებს ერგება კომპანიის პროდუქცია. ბრენდის ამ მიდგომამ ნაყოფიერი შედეგი გამოიღო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისთვის.
გასაკვირი არ არის ის ფაქტიც, რომ 2008 წლიდან კომპანია „ნატახტარი“ გახდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და რაგბის კავშირის ოფიციალური სპონსორი.
მეორე, ასევე მნიშვნელოვანი სლოგანი იყო:“ჩვენ ერთად ვართ მთავრია, მე რა რომ ზამთარია“. ამ სლოგანს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან, ფაქტობრივად თითოეული ქართველი მომხარებლისთვის ცნობილია ეს სლოგანი, რომელმაც საზოგადოებას ბრენდის ახალი, „მეტად მზრუნველი“ ფასეულობა დაანახა.
ფოტო: live.com.ge
მესამე, ასევე საკმაოდ ცნობილი სლოგანია: „ვართ ის რაც გვქვია, გვქვია ის რაც ვართ“.
სლოგანის ძირითადი მიზანი იყო მომხმარებლებისთვის დაენახებინათ, რომ „ნატახტარი“ იაზრებს იმ დიდ პასუხიმგელობას, რომელიც საზოგადოების წინაშე აკისრია, რაც კარგად გამოიხატება 12 წლიანი ლიდერებით ბაზარზე, ამასთან ამ სლოგანით კომპანიამ მომხმარებლებს განუცხადა, რომ მათი ხარისხის სტანდარტი ურყევია და ისინი მუდმივად იმ სტანდარტს შესთავაზებს საზოგადოებას, როგორსაც მისგან ელიან.
მრავალფეროვანი სლოგანებიდან გამომდინარე, ბრენდის პიროვნული მახასიათებელი, რომელიც თავის მხრივ აერთიანებს ყველა იმ ფაქტორს, რომელიც ეხმარება კომპანიას ან ორგანიზაციას ჩამოაყალიბოს ხალხის დამოკიდებულება მისი პროდუქტის, მომსახურების ან მისიის მიმართ, რისი გათვალისწინებითაც, შეიძლება გადაჭრით ითქვას, რომ ბრენდი „ნატახტარი“ აერთიანებს და მოიცავს ყველა იმ ფაქტორს, რომელიც კომპანიის პიროვნულ მახასიათებელს წარმოადგენს, მაგალითად:
მღელვარება – არის ბრენდის ერთ-ერთი თვალსაჩინო მახასიათებელი, ვინაიდან მომხმარებველთა სეგმენტი მეტწილად ახალგაზრდებზეა ორიენტირებული, რისი საშუალებითაც კომპანია „ნატახტარი“-ს პროდუქცია მოთხოვნადია ახალ თაობაშიც.
გულწრფელობა – ასევე „ნატახტარი“-ს მახასიათებელია, რადგან ბრენდი მუდმივად იაზრებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც საზოგადოების წინაშე აკისრია, ამასთან ხდება ხაზგასმა ოჯახურ იდილიასა და თბილ, მეგობრულ გარემოზე.
უხეშობა – ბრენდის პიროვნული მახასიათებელია, იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია აფინანსებს და ხელს უწყობს ქართული სპორტის განვითარებას. ისინი აფინანსებენ ამ სფეროს უკვე 10 წელზე მეტია.
კომპეტენცია – ალბათ ყველაზე მეტად შეეფერება ამ ბრენდს, ვინაიდან ის არის წარმატებული, კონკურენტუნარიანი და გავლენიანი ქართული ლუდის ბაზარზე.
დახვეწილობა – იგრძნობა მათ სარეკლამო ვიდეორგოლებშიც, სადაც ხშირად ხდება ხაზგასმა ბრენდის პრესტიჟულ და ელეგანტურ პიროვნულ მახასიათებელზე.
სწორედ, ამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, მარტივად შეიძლება ითქვას „ნატახტარი“-ს ფასეულობათა მატრიცის შესახებ, რომ კომპანია მომხმარებელს სთავზობს ყველა იმ ფასეულობას, რომელსაც აერთიანებს ფასეულობათა მატრიცა, იგივე:
- „მეტი-მეტით“ – „ნატახტარი“ არის ბრენდი, რომელიც მაღალი ხარისხის პროდუქციით ხასიათდება და შედარებით მსუბუქ ლუდად ითვლება სხვა კონკურენტ კომპანიებთან შედარებით, სწორედ ამ სახის ფასეულობით ცდილობს მოახდინოს პოზიციონირება ბაზარზე.
- „მეტი-იმავეთი“ – „ნატახტარი“ ზუსტად იგივე ხარისხის პროდუქციას აწარმოებს, რასაც სხვა ქართული ლუდის ბრენდები მაგრამ შედარებით დაბალ ფასად, რაც ამ კომპანიას „მეტი-იმავეთი“ კატეგორიით მოქმედების საშუალებას აძლევს.
- „იგივე ნაკლებით“ – „ნატახტარი“ ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონდე კომპანიაა საქართველოში.
ბრენდი მომხმარებელს სთავაზობს იგივე ხარისხის პროდუქციას, როგორიც ხშირად გვხვდება ამ ბაზარზე მაგრამ სწორად ორგანიზებული სამუშაო გარემოს გათვალისწინებით უკეთ ახდენს მომხმარებლის ეფექტურად მოზიდვას.
- “ნაკლები ბევრად ნაკლებით” – „ნატახტარი“ მომხარებლებს სთავაზობს ხარისხიან მომსახურებას, რაც საბოლოო ჯამში მის პროდუქციას აქცევს მომხმარებლებისთვის მეტად ხელსაყრელად და გარკვეულწილად ეხმარება კომპნიას იმუშაოს ფართო სეგმენტზე.
- „მეტი ნაკლებით“ – „ნატახტარი“ საქართველოში არსებულ ბრენდებს შორის, პოპულარულობით გამოირჩევა მისი ფასიდან გამომდინარე, რადგან ლუდი „ნატახტარი“ წარმატების მთავარ საწინდარს სწორედ დაბალ ფასებსა და ხარისხიან მომსახურებაში ხედავს.
საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ „ნატახტარი“ ყველა სახის ფასეულობა გააჩნია, რომელიც ბაზარზე პოზიციონირებისათვის არის აუცილებელი.
კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს ბრენდის წარმატებას, ეს არის მისი ადგილი პოზიციონირების რუკაზე. ვინაიდან, ლუდის ბაზრის პოზიციონირების რუკა მოიცავს ლუდის: ფასს, სიმსუბუქეს, სიმძიმეს და პრემიუმ ხარისხს, „ნატახტარი“ საკმაოდ მყარად დგას მსუბუქსა და პრემიუმ ხარისხს შორის, რაც გამოიხატება ერთის მხრივ პროდუქტის შიგთავსიდან გამომდინარე, ხოლო მეორეს მხრივ ხარისხის მაჩვენებლის დინამიურ ზრდაში.
კომპანიის ფასეულობების გაგების შემდეგ, აუცილებელია განსაზღვრული იყოს სამოხმარებლო სეგმენტი, რისთვისაც არსებობს VALS – ის მეთოდოლოგია. ბაზრის სეგმენტაცია მიზნად ისახავს დაეხმაროს კომპანიებს საზოგადოებისთვის თავიანთი პროდუქციისა და მომსახურების მორგებაში, რათა მოიზიდონ მომხმარებლები, რომლებიც უფრო მეტად ყიდულობენ ან იყიდიან მათ პროდუქციას.
აქედან გამომდინარე, „ნატახტარის“ სამომხმარებლო სეგმენტი რამდენიმე ჯგუფად იყოფა. მაგალითად:
„ინოვატორები“ – ეს მომხმარებლები ცვლილებების წამყვან ზღვარზე დგანან, აქვთ ყველაზე მაღალი შემოსავალი, მაღალი თვითშეფასება და უხვი რესურსები. „ნატახტარი“-ს მომხმარებლების გარკვეული ნაწილი, სწორედ ამ ჯგუფში ერთიანდება, ვინაიდან ბრენდი მუდმივად განახლებული პროდუქციით ცდილობს შეინარჩუნოს 12 წლიანი წამყვანი პოზიცია ლუდის ბაზარზე.
„მორწმუნეები“ – ეს მომხმარებლები დაბალი რესურსების ჯგუფია, ვინც იდეალებით არიან მოტივირებული. ისინი კონსერვატიული და პროგნოზირებადი მომხმარებლები არიან, რომლებიც ადგილობრივი პროდუქციისა და დადგენილი ბრენდების ერთგულები არიან. შესაბამისად, „ნატახტარი“-ს ხანგრძლივი ისტორიიდან გამომდინარე, ბრენდს ჰყავს ერთგული მომხმარებლები, რომლებიც სისტემატიურად შეიძენენ კომპანიის პროდუქციას.
„გამოცდილები“ – ეს მომხმარებლები მაღალი რესურსების მქონე ჯგუფია, რომლებიც უმეტესად თვითგამოხატვით არიან მოტივირებულები. ისინი ყველაზე ახალგაზრდა სეგმენტიდან არიან, რომელთა საშუალო ასაკი 25 წელია. იმის გათვალისწინებით, რომ ლუდის მომხმარებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი საშუალოდ 18-დან 30-წლამდეა, არ არის გასაკვირი ის ფაქტი, რომ „ნატახტარს“ ამ სეგმენტშიც ჰყავს მომხმარებელი.
მრავალფეროვან მომხმარებელთა სეგმენტებს, მრავალფეროვანი პროდუქცია ესაჭიროებათ. შესააბამისად „ნატახტარი“ აწარმოებს სხვადასხვა სახის პროდუტს, რომლებიც მორგებულია თითოეულ სამომხმარებლო სეგმენტზე, რისი მეშვეობითაც „ნატახტარი“-ს მომხმარებელი მუდმივად კმაყოფილია. ამიტომ, აუცილებელია პროდუქციის კლასიფიკაცია, ამისთვის BCG მატრიცა საუკეთესო საშუალებაა, რომელიც ეხმარება კომპანიას გააანალიზოს ბიზნესისა და ბრენდის პორტფელი. ბოსტონის მატრიცა პოპულარული ინსტრუმენტია, რომელიც გამოიყენება მარკეტინგში და ბიზნეს სტრატეგიის ჩამოყალიბებაში. „ნატახტარი“-ს პროდუქცია სრულიად აკმაყოფილებს BCG მატირიცის ძირითად კონცეფციას, შესაბამისად, ბრენდის „ვარსკვლავს“ წარმოადგენს ლუდი „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც ახალია ბაზარზე მაგრამ „წლის საუკეთესო ქილა“ და „მსოფლიოს ინოვაციური სასმელები 2020“ -ის კონკურსზე ამ პროდუქტმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.
„მეწველ ძროხა“-ს წარმოადგენს, კლასიკური ქილის „ნატახტარი-100% ლუდი“, რომელიც კომპანიის ერთგული მომხარებლის შეუცვლელი არჩევანია. მთავარი „კითხვის ნიშანი“ კომპნიისთვის არის „ბექსი“, რომელიც 2019 წლიდან არის გაყიდვაში. ხოლო, „ძაღლად“ შესაძლოა ჩაითვალოს „მილერი“, რომელიც 2013 წელს გამოჩნდა ბაზარზე.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მარტივად შეიძლება ითქვას, რომ „ნატახტარი“ მასლოუს პირამიდის მესამე საფეხურზეა, რადგან ბრენდი მომხმარებლისთვის ასოცირდება „თბილ“ და „მყუდრო“ გარემოსთან, ეს განცდა მაშინ გვაქვს, როდესაც მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად ვართ, ლუდი კი ამ სიტუაციის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.
დღევანდელ რეალობაში, კომპანიის წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა სწორად წარმოებული „მწავნე მარკეტინგია“, რომელიც მოიცავს ინფორმაციის მიწოდებას მომხარებლებისთვის თუ რა სახის ეკოლოგიურად უსაფრთხო დანადგარებით მუშაობს კომპანია და რა ქმედით ნაბიჯებს დგამს ბუნების დასაცავად.
ამ მიმართულებით სწორი მარკეტინგული კამპანია, ერთის მხრივ ბრენდს უნარჩუნებს არსებულ სამომხმარებლო სეგმენტს და ამასთან შესაძლებლობას აძლევს მოიზიდოს შედარებით ახალგაზრდა მომხამრებელი, ვინაიდან ეკოლოგიური საკითხები უფრო მეტად ამ სეგმენტშია აქტუალური.
შესაბამისად, „ნატახტარი“ მუდმივად ცდილობს ფეხი აუწყოს თანამედროვე გამოწვევებს და რაც შეიძლება უსაფრთხო გახადოს პროდუქციის წარმოება.
მაგალითად: 2011 წელს კომპანიამ სრულიად ახალი სისტემა ჩამოაყლიბა, რომლის დახმარებითაც ხდება წარმოების პროცესში გამოყენებილი წყლის გაწმენდა.
ძირითადი შედეგი, რომელიც ამ ახალ ტექნოლოგიას ჰქონდა, იყო წლის გაწმენდა სარეცხი საშუალებებისგან და შემდეგ მისი კვლავ ნიადაგში დაბრუნება. ამ მიდგომით ხდება იმ მავნე და საშიში ნივთიერებებისა და ბაქტერიების განადგურება, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს. დამატებით უნდა ითქვას ის ფაქტიც, რომ კომპანიის მიერ შეძენილი ახალი ტიპის დანადგარები მაქსიმალურად ელექტროეფექტურია.
ცხადია, ამ სახის მიდგომამ ბრენდის პოზიციები ბაზარზე კიდევ უფრო გააძლიერა და მომხმარებელს დაანახა, თუ რა მნიშვნელობა აქვს კომპანიისთვის პროდუქტის ეკოლოგიურად უსაფრთხოდ წარმოებას. ამ მიდგომამ დაგვანახა, კომპანიის ინდივიდუალური გზა ქართული ლუდი ბაზარზე და გაამყარა საზოგადოების ნდობა ბრენდის მიმართ.
სწორად წარმოებული „მწვანე მარკეტინგი“ მნიშვნელოვანია ეფექტურად იქნას გამოყენებული სოციალურ ქსელებში, ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში სამიზნე აუდიტორიას აქ შევხვდებით.
კომპანია ამ მიმართულებითაც საკმაოდ ეფეტურად მუშაობს, მათ ოფიცილაურ ანგარიშს Facebook-ზე ჰყავს 124,000 მიმდევარი, ამასთან ეფექტურად და ორგანიზებულად ხდება კომპანიის სიახლეების მომხმარებლებისთვის გაცნობა, ისინი ცდილობენ მჭიდრო კავშირში იყვნენ მომხმარებლებთან, რისი კარგი მაგალითიცაა, სულ რამდენიმე კვირის წინ ჩატარებული „თბილისის სათავგდასავლო გარბენი“, რომლის ოფიციალური ლუდი სწორედ „ნატახტარია“.
ბრენდთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელება სოციალურ ქსელებში აქტიურად ხორციელდება და ყველა იქ დასმულ კითხვას, ბრენდის წარმომადგენელი პასუხობს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ერთ-ერთ ნეგატიურ შეფასებაზე კომპანიის პასუხი შემდეგნაირი იყო: „ლევან, „ნატახტარი“ ნადვილი ინგრედიენტებისა და გემრიელი, უნიკალური ნატახტარის წლის გამოყენებით იხარშება. თუ გვეწვევი ჩვენს ქარხანაში პანდემიის დასრულების შემდეგ, შენი თვალით ნახავ დამზადების პროცესს“. სწორედ ამ მჭიდრო კომუნიკაციის მიდგომამ გახადა ბრენდი კონკურენტუნარიანი და ლიდერი ქართული ლუდის ბაზარზე. გარდა ამისა, „ნატახტარს“ აქვს ოფიციალური ვებ-გვერდი სადაც დაწვრილებით არის საუბარი ბრენდის ისტორიაზე, მათი პროდუქციის ხაზზე, პროდუქტის შიგთავსზე და ასევე საუბარია, სხვა უარმავი მნიშვნელოვანი თემის შესახებ. ვებ-გვერდი ქართული რეალობისთვის საკმაოდ გარმორჩეული და განსხვავებული ფორმისაა, ის არაფრით ჩამოუვარდება საერთაშორისოდ ცნობილი კომპანიების ვებ-გვერდებს. „ნატახტარი“ ამ მიმართულებითაც ხარისხიან მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს, ისინი არაფერს მალავენ ბრენდის შესახებ და აბსოლუტურად ღიად საუბრობენ სამომავლო გეგმებსა და წარსულ გამოცდილებაზე.
(ვებ-გვერდის ბმული: https://www.natakhtari.com/ )
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას მზარდი გაყიდვადობის მაჩვენებელი აქვს, ქართული ლუდის ბაზარზე საკმაოდ ინტესიური კონკურენციაა, ნატახტარის მთავარ კონკურენტებად შეიძლება ჩაითვალოს: „ზედაზენი“, „ყაზბეგი“, „ბალტიკა“, „ჰეინეკენი“, „ბავარია“, „კასტელი“, უკრაინული და ევროპული ლუდის ბრენდები მრავალფეროვანი არჩევანი პირობებში, „ნატახტარი“ ქართველი მომხმარებლის შეუცვლელი არჩევნია, რასაც ადასტურებს არაერთი კვლევა, რომელიც ჩატარდა ბოლო წლებში და ყველა კვლევის სათავეში ლუდი „ნატახტარია“.
ერთ-ერთი ასეთი კვლევა მომზადებულია „ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ მიერ. კვლევის პროცესში შესწავლილ იქნა 976 ადამიანის არჩევანი და მონაცემები შემდეგნაირად გადანაწილდა:
„კვლევის თანახმად, ლუდს უპირატესად მამაკაცები ყიდულობენ, 976 არჩევანიდან 75%–ის შემთხვევაში ლუდი მამაკაცებმა შეიძინეს, 15%–ის შემთხვევაში ქალბატონებმა.“
(კვლევის ბმული: https://iliauni.edu.ge/ge/siaxleebi-8/axali-ambebi-36/ludis-bazari-sacalo-qselis-mixedvit-5853.page )
ზემოთ მოყვანილი მონაცემებისა და ბრენდის შესახებ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შესაძლებელია კომპანიის SWOT ანალიზზე საუბარი:
სიძლიერე:
ბრენდის მთავარი სიძლიერე, მისი პოზიციაა ბაზარზე, რომელსაც ყველა სახის კვლევა ადასტურებს. ბაზრის ლიდერობა კომპანიას შესაძლებლობას აძლევს, შედარებით თამამი იყოს ახალი გამოწვევებზე საპასუხოდ.
ამასთან ჰყავს ერთგული მომხმარებელი, რომელიც ბრენდის ყველა გადაწყვეტილებას თამამად მიჰყვება, რაც ნდობის საუკეთესო გამოვლინებაა, ესეც ერთ-ერთი მთავარი სიძლიერეა კომპანიისთვის. ამასთან, ბრენდის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა მრავალფეროვანი პროდუქციის ჩამონათვალი, ანუ პრუდუქციის ფართო სეგმენტი, რომელთა არჩევაც მომხმარებელს სურს მათი ცხოვრების სტილისა და მოთხოვნილებების შესაბამისად.
სისუსტე:
როგორც ყველა კომპანიას, ისევე „ნატახტარსაც“ გააჩნია სუსტი მხარე, რომელიც მეტნაიკლებად გამოიხატება იმაში, რომ კომპანიის მიერ წარმობული რამდენიმე ლუდი მომხრებლებისთვის არ ასოცირდება უშუალოდ „ნატახტარი“-ს პროდუქციასთან, რადგან ამ ცალკე აღებული პროდუტების პოპულარიზაცია ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ისინი სხვა სახის ბრენდის ნაწარმია და არა „ნატახტარი“-ს, მაგალითად ლუდი „ქარვა“ და „კასრის მსუბუქი“. ამ ორი სახეობის პროდუქციის მწარმოებელი კომპანია „ნატახტარია“ მაგრამ ამ ინფორმაციას მომხარებლების საკმაოდ დიდი ნაწილი არ ფლობს.
შესაძლებლობა:
ლიდერის პოზიცია, ბრენდს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს, რომ მუდმივად სიახლე შესთავაზოს მომხმარებელს, შესაბამისად „ნატახტარი“ ცდილობს ინოვაციური ტექტიკა დანერგოს ბაზარზე, მაგალითად „ნატახტარმა“ თერმოქრომული ტექნოლოგიის დახმარებით შექმნა ეტიკეტი, რომელზეც გამოსახული თერმომეტრი, 4-დან 6 გრადუსამდე ჩაციების შემთხვევაში, ფერს იცვლის (დამატებითი ინფორმაციას შეგიძლია გაეცნოთ ბმულზე: https://www.marketer.ge/natakhtari-tsivi-ludi/ ).
საფრთხე:
ქართული ლუდის ბაზარზე საკმაოდ მაღალი კონკურენციაა, შესაბამისად კომპანიის მიმართ სამომავლო საფრთხედ სწორედ ეს შეიძლება ჩაითვალოს. ბრენდი ძალიან მკაცრი კონკურენციის წინაშე დგას, როგორც ნებისმიერი სხვა ლუდის მწარმოებელი კომპანია. კონკურენციის შედეგად ყოველწლიურად ინერგება ახალი ტიპის მიდგომები, შესაბამისად კომპანია ვალდებულია მუდმივად მიყვეს და ფეხი აუწყოს თანამედროვე გამოწვევებს.
კომპანიის მიზანი არასდროს ყოფილა მხოლოდ – „კარგი ლუდის შექმნა“, მიზანი ცხოვრებისეული გამოწვევების პარალელურად, ადამიანებისთვის საინტერესო და სასიამოვნო მომენტების შექმნა იყო. „ნატახტარი“ არ არის მხოლოდ ბრენდი, არამედ ის ბედნიერების კიდევ ერთი განსაკუთრებული საშუალებაა.