ციფრული მარკეტინგის განვითარება – I

ავტორი: სანდრო მაისურაძე

ხელმძღვანელი: პროფესორი კახაბერ ჯაყელი

შესავალი
მოდით საწყის ეტაპზე გკითხავთ, როგორ განვითარდა სამყარო ბოლო წლებში. ყველა ისეთი ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ არ ჩამორჩენილა თანამედროვეობას მიპასუხებს, რომ შეიქმნა ახალი ტექნოლოგიები, ინტერნეტი და ამ ყველაფერმა ადამიანების ცხოვრება შეცვალა. მაგრამ ჩემი პერფექციონისტობიდან გამომდინარე არ მიყვარს ყველაფრის განზოგადება და მოდით არ დავემსგავსები ამ ტრივიალურ ხალხს და შემოგთავაზებთ შედარებით დეტალურ პასუხს. მეოცე საუკუნე არის ტექნოლოგიური განვითარების საწყისი ფუნდამენტი, რადგან მეოცე საუკუნეში მეცნიერებმა ელექტრონიკის დარგში დაიწყეს პირველი პრაქტიკული ექსპერიმენტები და გამოიგონეს ლამპები, რომელთა წყალობით მათ ელექტროდების სუსტი ნაკადის მართვა შეეძლოთ.ალბათ გაინტერესებთ რა კავშირშია ეს ფაქტი ტექნოლოგიურ განვითარებასთან ? აღსანიშნავი ფაქტია, რომ 40-იან წლებში ეს ლამპები პირველი კომპიუტერის ასაგებად გამოიყენეს, რომელსაც დღევანდელობასთან შედარებით პრაქტიკულად არაფერი შეეძლო, ეს იყო პირველი თაობის კომპიუტერები. 40-იანი წლების შემდეგ, კონკრეტულად 1958 წელს შეიქმნა პირველი მიკროსქემა, ჩვეულებრივი ხალხი ამას ჩიპს დაუძახებდა, მაგრამ მოდით გეტყვით რომ ეს არის რამდენიმე მილიმეტრის სისქის სილიციუმის თხელი ფირფიტა. მიკროსქემის წყალობით და ტრანზისტორული ელემენტების გამოჩენის შედეგად უფრო მძლავრი და მცირე ზომის კომპიუტერების აგება გახდა შესაძლებელი. ოპერაციული სისტემა პირველად სწორედ მეორე თაობის კომპიუტერებში გაჩნდა. შემდეგ გამოჩნდა ექვსმოდულიანი სისტემები, ინტელის ცენტრალური პროცესორის ინტეგრალური სქემა -ანუ პირველი მიკროპროცესპორი intel-4004 და ნელ ნელა ტექნოლოგიური განვითარება ახალ სტადიაზე ავიდა. 1983 წელს შეიქმნა პირველი TCP/IP ფართო მაშტაბის ინტერნეტ ქსელიც. ამ ყველაფერმა კი მოგვიყვანა დღევანდელობამდე.

თანამედროვე ტექნოლოგიების, ინტერნეტისა და სხვა ინოვაციების განვითარებასთან ერთად ხალხმა დაიწყო ასეთ სამყაროში ცხოვრება და ბიზნესიც იძულებული გახდა არ ჩამორჩენოდა თანამედროვეობას, შესაბამისად ეტაპობრივად საფუძველი ჩაეყარა ციფრული მარკეტინგის განვითარებასაც. მე გადავწყვიტე, რომ მესაუბრა ციფრული მარკეტინგის ყველა ქვე – სფეროზე, მათ დადებით და უარყოფით მხარეებზე, ასევე იმაზე თუ რამდენად ეფექტურია ციფრული მარკეტინგი და როგორ უნდა მოვიქცეთ იმისთვის, რომ ციფრული მარკეტინგიდან მაქსიმალური ეფექტიანობა მივიღოთ.

ეს ნაშრომი დაეხმარება მას ვინც ვერ ერკვევა ციფრულ მარკეტინგში და სურს საწყისი საფეხურები გადადგას ამ სფეროში. 

 

თავი I
რა არის ციფრული მარკეტინგი?
ციფრული მარკეტინგი, რომელსაც ონლაინ მარკეტინგსაც უწოდებენ, არის ბრენდების პოპულარიზაცია პოტენციურ მომხმარებლებთან დასაკავშირებლად ინტერნეტისა და ციფრული კომუნიკაციის სხვა ფორმების გამოყენებით. ეს მოიცავს არა მხოლოდ ელექტრონულ ფოსტაზე, სოციალურ მედიასა და ვებ – რეკლამას, არამედ ტექსტურ და მულტიმედიურ შეტყობინებებს, როგორც მარკეტინგულ არხს.

როგორც ზემოთ ვახსენე ციფრული მარკეტინგი ისედაც განვითარებულია და კიდევ უფრო ვითარდება. რატომ? საქმე იმაშია, რომ ციფრული მარკეტინგის განვითარებასა და ტექნოლოგიურ განვითარებას შორის პირდაპირპროპორციული დამოკიდებულება არსებობს და ერთის განვითარება მეორის განვითარებას იწვევს.

გასული საუკუნის და ახლანდელი მარკეტინგი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, ადრე მთავარი ყურადღება მიწოდებაზე იყო გამახვილებული და ბიზნესი ჯერ აწვდიდა ბაზარს პროდუქტს და შემდეგ ფიქრობდა მის გაპიარებასა და გაყიდვების სტიმულირებაზე. თუმცა ახლა ყველაფერი შეიცვალა და ყურადღება მომხმარებელთა მოთხოვნილებებზეა გამახვილებული და შეგახსენებთ, რომ მომხმარებელთა ერთ-ერთი მოთხოვნილება იყო, არის და იქნება დროის დაზოგვა, ციფრული მარკეტინგის წყალობით კი ეს შესაძლებელი გახდა, რადგან შეიქმნა ე.წ ონლაინ სივრცე. ონლაინ სივრცეში ადამიანებს აღარ უწევთ უაზროდ დროის დახარჯვა და სასურველ პროდუქციაზე ან მომსახურებაზე ინფორმაციას სწრაფად და მარტივად იღებენ და სწორედ ასევე სწრაფად იძენენ მას. მაგრამ ეს მხოლოდ ნაწილია იმ კომპონენტთაგან, რომლებითაც ტრადიციული და ციფრული მარკეტინგი განსხვავდება ერთმანეთისგან. დავიწყოთ იმით, რომ ციფრული მარკეტინგი უფრო მცირეხარჯიანია, ვიდრე ტრადიციული. ამის დახმარებით იზრდება მარკეტინგის ეფექტიანობაც იმ მხრივ, რომ თუ მსგავსი მარკეტინგი წარმატებული გამოდგა, გამოდის რომ ბიზნესმა მსგავს წარმატებას შედარებით მცირე დანახარჯებით მიაღწია(ალბათ დამეთანხმებით, რომ დანახარჯების მინიმიზაცია ბიზნესის წარმართვის ერთ-ერთი წინაპირობაა) და ანალოგიურად თუ მარკეტინგი ვერ გამოდგა ეფექტიანი გამოდის, რომ ზარალიც ნაკლები ექნება კომპანიას იმასთან შედარებით ვიდრე ეს ტრადიციული მარკეტინგის შემთხვევაში ექნებოდა. მეორე შედარებითი უპირატესობა რაც ციფრულ მარკეტინგს გააჩნია არის ის, რომ ციფრული მარკეტინგის წყალობით შესაძლებელია ინფორმაცია მივაწვდინოთ მომხმარებელთა კონკრეტულ სეგმენტს, რაც, რა თქმა უნდა, შედეგებზე დადებით ზეგავლენას ახდენს. ციფრული მარკეტინგის შემდეგი უპირატესობა არის ის, რომ ციფრული მარკეტინგის გამოყენებისას შესაძლებელია მონაცემთა კვანტიფიცირება და ამის წყალობით იმის გაგება თუ რამდენი ადამიანი გაეცნო რეკლამას და გაცნობილი ადამიანებიდან რამდენი გახდა მომხმარებელი. ხოლო ბოლო უპირატესობა, რაც ციფრულ მარკეტინგს გააჩნია ალბათ თქვენც კარგად იცით, ციფრული მარკეტინგის წყალობით უფრო მარტივია არა მხოლოდ ხმა მივაწვდინოთ მომხმარებელს არამედ მათი მოსაზრებებიც გავიზიაროთ, რაც მეტად კოორდინირებული ქმედებების განხორციელების ალბათობას გვიზრდის.

იმისთვის, რომ თქვენთვის კიდევ უფრო უკეთ აღქმადი გახდეს ჩემი ამ საკითხის ექსპოზიცია, გთავაზობთ ფოტო-2-ს, სადაც დეტალურადაა გადმოცემული ციფრული მარკეტინგის განვითარების გზა.

ფოტო 2 ციფრული მარკეტინგის განვითარების ეტაპები (USAID, 2018)

ვინაიდან და რადგანაც უკვე განვიხილეთ თუ რა არის ციფრული მარკეტინგი მოდით ცალ-ცალკე განვიხილოთ მისი შემადგენელი კომპონენტები.