7. ფილიპ კოტლერი: არის კი ამერიკა ნორდიკული კაპიტალიზმისათვის მზად?
თარგმნეს: ტრეისი ჯონსმა და კახაბერ ჯაყელმა
ნაწილი VII
შემოსავლებში უთანასწორობის აღმოსაფხვრელად რა ზომების მიღებაა მიზანშეწონილი?
როდესაც ამერიკელების საკმარისი რაოდენობა გაათვითცნობიერებს შემოსავლებში არსებულ მზარდ უფსკრულს, ისინი კონგრესზე საკმარისი გავლენის მოხდენას შეძლებენ, რათა კონგრესმა განიხილოს და აწონ-დაწონოს შემოსავლების კუთხით არსებულ უფსკრულთან დაკავშირებული სხვადასხვა წინადადებები. ცხრილში 8 მოცემულია რამდენიმე მნიშვნელოვანი წინადადება.
ცხრილი 8. შემოსავლებში არსებული უთანასწორობის შემცირებასთან დაკავშირებული ზომები.
- მინიმალური ხელფასის საარსებო მინიმუმთან დაახლოება
- საშემოსავლო გადასახადების სისტემის უფრო პროგრესულ სისტემად გარდაქმნა
- საგადასახადო ხარვეზების აღმოფხვრა
- კაპიტალურ მოგებაზე და დარიცხულ პროცენტებზე (carried interest) გადასახადის 23,8%-დან გადასახადის სტანდარტულ განაკვეთამდე გაზრდა
- სიმდიდრეზე და ქონებაზე გადასახადის დაწესება
- ფუფუნების საგნებზე გადასახადის დაწესება
- ფინანსურ ტრანზაქციებზე გადასახადის დაწესება
- ტოპ ხელმძღვანელების ხელფასებსა და დასაქმებულის ხელფასებს შორის სხვაობის შეზღუდვა
- საბაზისო შემოსავლის უნივერსალური პროგრამის შექმნა
კონგრესმა თითოეული წინადადება უნდა შეისწავლოს გაითვალისწინოს მომხრეების და მოწინააღმდეგეების აზრი. ზოგიერთი წინადადება, სხვებისგან განსხვავებით მეტი მხარდაჭერით ისარგებლებს. მინიმალური ხელფასის გასაზრდელად, რომელიც 7,45 დოლარის ოდენობით ნორმალური ცხოვრებისათვის მიუღებელია, ბევრი მიზეზი არსებობს. ნებისმიერი დასაქმებული, რომელიც ამ ოდენობის თანხას იღებს, იძულებულია მაღალი განაკვეთის მქონე სესხი აიღოს. დასაქმებულს მუდმივი ვალები აქვს, ვერასოდეს დააგროვებს იმდენს, რომ პენსიაზე წყნარად გავიდეს. საბედნიეროდ, ქვეყნის მრავალმა შტატმა ხელფასის მინიმალური განაკვეთი 15 დოლარამდე გაზარდა. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ დასაქმებული „სამუშაო ადგილების ნამდვილი შემქმნელია“. დასაქმებული, რომელიც მაღალ ხელფასს იღებს, მეტს დახარჯავს, შედეგად შეიქმნის მეტ სამუშაო ადგილს. Henry Ford-მა ამის ილუსტრირება მოახდინა, როდესაც საავტომობილო მრეწველობის მუშებს ხელფასი საათში 5 დოლარამდე გაუორმაგა. ძალიან ბევრმა მუშამ, საბოლოო ჯამში, საკუთარი პირველი Ford შეიძინა.
ფინანსურ ტრანზაქციებზე გადასახადის დაწესება, სავარაუდოდ, სწრაფად იქნება შეთანხმებული და მოწონებული. საფონდო ბაზარი – სათამაშო სახლია. ის მსხვილი ფინანსური წრეების მხრიდან მანიპულაციების საგანია. ბევრი, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანი საფონდო ბაზარზე ვაჭრობს და ხშირად ფულს კარგავს. თითოეული აქციის ყიდვაზე ან გაყიდვაზე გადასახადი სპეკულაციებს და მხარჯველ მონაწილეთა წილს შეზღუდავს. სენატორი Bernie Sanders აქციების, ობლიგაციების, დერივატების და სხვა ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობაზე მცირე აქციზის დაწესების წინადადებით გამოვიდა, არსებითად რამდენიმე პროცენტი. 1000 დოლარის ღირებულების აქციის ერთ საბაზისო პუნქტზე გადასახადი ბირჟის ბროკერს 10 ცენტი დაუჯდება. 100 000 დოლარზე გარიგების გადასახადი სულ რაღაც 10 დოლარი იქნება. The nonpartisan Tax Policy Center-მა დათვალა, რომ 0,01 პროცენტის ოდენობის გადასახადი, 10 წლის განმავლობაში 185 მილიარდი დოლარის შემოსავალს მოიტანს. ამ თანხით შესაძლებელია 3-4 წლის ბავშვებისათვის განკუთვნილი ამბიციური პროგრამის prekindergarten-ის გაფართოება და კოლეჯების დაბალშემოსავლიანი სტუდენტებისათვის ფინანსური დახმარების პროგრამის აღდგენა.
საშემოსავლო საგადასახადო სისტემის პროგრესული მიმართულებით სვლა კამათის საგანი გახდება. შეგახსენებთ, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს საშემოსავლო გადასახადის მაქსიმალური განაკვეთი 91%-ს შეადგენდა. 1964 წელს გადასახადის ყველაზე მაღალი განაკვეთი 70%-მდე შემცირდა. პრეზიდენტმა რეიგანმა შესძლო მაქსიმალური განაკვეთის 70%-დან 50%-მდე შემცირება, შემდეგ კი – 38,5%-მდე. პრეზიდენტ ჯორჯ ბუში-უმცროსის დროს გადასახადის მაქსიმალური განაკვეთი 35%-მდე შემცირდა. 2008-2011 წლების ფინანსური კრიზისის დროს გადასახადის მაქსიმალური განაკვეთი 39,6%-მდე გაიზარდა. 2019 წელს საგადასახადო რეფორმის კანონის მიღების შემდეგ მაქსიმალური საგადასახადო განაკვეთი 37%-მდე შემცირდა, შედეგად 1,5 ტრლ. დოლარის დეფიციტი შეიქმნა. ეს იყო ე. წ. „trickle up“, თანხების ღარიბებიდან მდიდრებზე გადანაწილება.
ნიუ-იორკის მერს Bill de Blasio-ს ჰქონდა მშვენიერი „ოჯახური“ მეთოდი – ეხვეწებოდა მდიდრებს გადაეხადათ მეტი: „ჩვენ ვთხოვთ ძალიან მდიდრებს გადაიხადონ ცოტათი მეტი გადასახადები, რათა შევძლოთ მოქალაქეებს შევთავაზოთ სრული სამუშაო დღე, უნივერსალური სკოლამდელი და სკოლის გარეთ პროგრამები…ისინი ვინც 500 000-დან 1 მლნ. დოლარამდე გამოიმუშავებს…დაინახავენ, რომ წელიწადში მათი გადასახადები საშუალოდ 973 დოლარით გაიზრდება… ეს დღეში სამ დოლარზე ნაკლებია – დაახლოებით ამდენი ღირს Starbucks-ის ადგილობრივ რესტორანში ლატე სოიოს რძით“.
სენატორი Elizabeth Warren სიმდიდრეზე გადასახადის დაწესების წინადადებით გამოდის. Warren-ის საპრეზიდენტო პროგრამაში ვკითხულობთ, რომ იმ ადამიანებს, ვისი აქტივებიც 50 მილიონ დოლარს აღემატება, დამატებით 2%-ის გადასახადის გადახდა მოუწევთ, იმ შემთხვევაში კი თუ თქვენი ქონება $1 მილიარდს გადააჭარბებს გადასახადები 3%-ით მოგემატებათ. ცოტა ხნის წინ კი დაამატა, შესაძლოა, მილიარდერებს სიმდიდრეზე გადასახადის განაკვეთი, ნაცვლად 3%-სა 6%-მდე გაუზარდოს. ეს ნაბიჯები განათლებას, ჯანდაცვას და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში თანხების მოზიდვას შეუწყობს ხელს. ერთი კვლევის თანახმად, ამერიკელების 74% სიმდიდრეზე გადასახადების დაწესების მომხრეა.
თუმცა, ამერიკელების საკმაოდ დიდი რაოდენობა, ზემოთჩამოთვლილი წინადადებების წინააღმდეგ გამოდიან. სიმდიდრეზე გადასახადების მოწინააღმდეგეები ამბობენ:
- ჩვენ თანხებს პატიოსნად ვშოულობთ.
- სიმდიდრეზე გადასახადი დაწესება მდიდრებს სარისკო ბიზნესში თანხების ჩადებაზე უარს ათქმევინებს და ეკონომიკურ აღმავლობას ხელს შეუშლის.
- ზემდიდარ ადამიანებს შესანიშნავი იურისტები ჰყავთ, რომლებიც მდიდრებს შესაძლებლობას მისცემენ გადაავადონ, თავიდან აიცილონ ან მინიმუმამდე დაიყვანონ სიმდიდრეზე გადასახადი ან საკუთარი ქონება საზღვარგარეთ გადაიტანონ.
- სიმდიდრეზე გადასახადი საქველმოქმედო საქმიანობას და მრავალი მუზეუმების, უნივერსიტეტების და საავადმყოფოების მხარდაჭერის პროგრამებს ხელს შეუშლის.
- სიმდიდრეზე გადასახადი უსამართლოა და არაკონსტიტუციური, ვინაიდან ის კერძო საკუთრების კონფისკაციას ახდენს. ისინი „გადანაწილების“ და „კლასობრივი ომის“ წინააღმდეგ ხმამაღალ განცხადებებს გააკეთებენ.
ეს ყველაფერი კვლევის და დებატების საგანი გახდეს.
არსებული სურათის მიხედვით, უფრო სწრაფი ტემპებით ნორდულ ეკონომიკაზე გადასვლა, სხვა პოტენციური ცვლილებებითაც ისარგებლებს, ესაა:
- ძლიერი პროფკავშირების აღდგენა.
- სახელმწიფო განათლების გაუმჯობესება.
- ასწავლეთ მუშათა კლასს იმოქმედონ საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ. ხშირად ღარიბები ისინი არიან, ვინც ცდილობენ შეინარჩუნონ ის მცირე მონაპოვარი, რაც გააჩნიათ. მათ არ ესმით, რომ უფრო მეტზე აქვთ უფლება და პროგრესულ ქეისებს მხარდაჭერა უნდა გამოუცხადონ.
- “black lives matter”-თვის და სხვა დისკრიმინირებული ჯგუფებისათვის მეტი სოციალური სამართლიანობა მოიპოვეთ.
- პოლიციელებს და მეხანძრეებს გადაუხადეთ უფრო მეტი ხელფასი და აღჭურვეთ უფრო ხარისხიანი და უსაფრთხო ტექნიკით.
- გადაეცით უნივერსალური ბაზური შემოსავალი (UBI) ისე, რომ ყველა ადამიანმა საკუთარი ხარჯების დასაფარად ამოსავალი გასამრჯელო მიიღოს.
- პროგრსეული ზომების მიღებისათვის ცალკეული შტატები წაახალისეთ.
- საბოლოო ჯამში, უფრო მეტი ადამიანი ხმას მისცემს დემოკრატებს, შედეგად პროგრესული ზომების მიღების მხარდაჭერთა რიცხვი გაიზრდება.
რა დასკვნების გაკეთება შეგვიძლია?
კაპიტალიზმის არსი – საკუთრების უფლება, ეკონომიკური თავისუფლება, რეგულაციები და კანონის უზენაესობაა.
კაპიტალიზმი მრავალ ფორმას იღებს: ამერიკული კაპიტალიზმი, ნორდიკული კაპიტალიზმი, იაპონური და ჩინური კაპიტალიზმი. ეს ფორმები „თავისუფალი კაპიტალიზმიდან“, „კლანური კაპიტალიზმიდან“ „მკაცრად რეგულირებადი კაპიტალიზმის“ ფარგლებში მერყეობს.
კაპიტალიზმმა ცხოვრების დონის და ახალი და უკეთესი პროდუქტების შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
კაპიტალიზმმა სწარფი განვითარება გამოიწვია, მაგრამ ამავე დროს ადგილი აქვს შემოსავლების და სიმდიდრის არათანაბარ გადანაწილებას.
ამერიკელი ხალხი მოიგებს, თუ ამერიკული კაპიტალიზმი ნორდიკულ კაპიტალიზმს მიუახლოვდება.
იდეა მდგომარეობს იმაში, რომ კაპიტალიზი უფრო მეტი ადამიანს დაეხმაროს გახადოს საკუთარი ცხოვრება უკეთესი.