9 სათამაშო, რომელიც ზრდის თქვენი ბავშვის შემოქმედებითი აზროვნების უნარს
როდესაც ბავშვი ჯანსაღ თამაშებს თამაშობს მაშინ მისგან მართლაც საინტერესო პიროვნება უნდა გაიზარდოს. რა თქმა უნდა სათამაშოსთან ერთად სხვა ფაქტორებიც, მომქმედი ბავშვის აზროვნებაზე არ უნდა გამოირიცხოს, მაგრამ სათამაში ხომ ძალიან მნიშვნელოვანია.
ამ მიმართულებით ჩატარდა გლობალური სოციოლოგიური კვლევა, რომლის რეზულტატები გვაუწყებს, რომ თქვენი ბავშვის შანსი იყოს შემოქმედებითი მაღალია, თუ ის თამაშობს შემდეგი სათამაშოებით:
- ხელით ნაკეთობა – ხის კუბიკები – იქმნება მშენებელის განწყობა;
- როლური თამაშისათვის – ხის მაღაზია – დახლი- იქმნება კომერსანტის განწყობა;
- სახატავი საღებავები და გრაფიტი – იქმნება შემოქმედის განწყობა;
- მეკობრეთა ხომალდები – იქმნება დაუოკებელი მოგზაურის განწყობა;
- სათამაშო სახლები – იქმნება მეოჯახეს განწყობა;
- ახალი თამაში „ბილიბო“ – იქმნება უბრალო გართობის განწყობა;
- ასაწყობი რკინიგზა და სარბოლო ტრასები სათამაშო მანქანებისათვის – გზების ინჟინრის განწყობა;
- კინეტიკური ქვიშა – ბავშვმა რომ თავი სანაპიროზე იგრძნოს – ბუნებრიობის განწყობა;
- ხის „პაზლი“ – იქმნება თავსატეხის აწყობის განწყობა.
როგორც ვხედავთ ამ საერთაშორისო ჩამონათვალიდან სჭარბობს ხის სათამაშოები. ამ მიმართულებით საქართველოში რამოდენიმე საწარმო გვაქვს. პირველი ხის სათამაშოების საწარმო, რომლის საქონელი ბავშვებს მოსწონთ არის სოციალური საწარმო „კოდალა“. ხის ასაწყობი სათამაშო ავითარებს ბავშვის წარმოსახვას, მეხსიერებას, უვითარებს და ეხმარება თვალის გავარჯიშებაში. კოდალას „საღებავი ხის სტრუქტურას ბოლომდე არ ფარავს, რაც ხელს უწყობს შეიგრძნოს ბავშვმა ხის ენერგეტიკა. ზედაპირი დაფარულია სათამაშოებისათვის განკუთვნილი ეკოლოგიურად სუფთა გერმანული წარმოების საღებავით და ლაკით“ – ამბობს კომპანია თავის ნაწარმის შესახებ თავის ვებ გვერდზე. ამ კომპანიას აქვს შემდეგი უპირატესობები:
- პროდუქტი შეესაბამება სათამაშოს უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს N71
- პროდუქცია მზადდება ეკოლოგიურად სუფთა მასალით საქართველოში.
ასევე სოციალურ საწარმო კოდალაში დიდი კეთილშობილური საქმიანობა მიმდინარეობს, აქ ინოვაციური მეთოდებით ახალ პროფესიებს ეუფლებიან სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე პირები, მათ შორის: შეზღუდული შესაძლებლობების პირები და სოციალურად დაუცველი ახალგაზრდები. ამ საწარმოზე ჩვენ მომავალში კიდევ მოგიყვებით.[/vc_column_text][vc_empty_space]
[vc_empty_space][vc_column_text]ეხლა კი მოგითხრობთ ასევე ახალ სათამაშოზე რომელსაც „ბილიბო“ ეწოდება. ესაა შუასაუკუნეების გერმანელი ჯარისკაცის, ჩაფხუტის ფორმის მქონე, მხიარული საქანელა. ბავშვი „ბილიბოში“ ძალიან კომფორტულად და საინტერესოდ გრძნობს თავს. იგი ირწევა ყველა მიმართულებით და რაც მთავარია ბავში თავად არწევს მას, გადატრიალების რისკის გარეშე, რადგანაც „ბილიბოს“ სიმეტრიის ცენტრი ისეა გათვლილი, რომ მასში მჯდომი მის გადაყირავებას ვერც მოახერხებს. რა თქმა უნდა სათამაშო გათვლილია გერმანელ ბავშვებზე და კიდევ არ ვიცით თუ როგორ „იქანავებს“ მასზე მჯდომი ჩვენი ბავშვი. მაინც აუტკივარი თავის ატკივება არ ღირს და ამიტომაც ბავშვის გაკონტროლებას ამ დროსაც გირჩევთ.რაც შეეხება „ბილიბო“ 2001 წელს გამოგონებული იქნა შვეიცარელი დიზაინერი Alex Hochstrasser-ის მიერ კომპანია child development-ის ექსპერტებთან კონსულტაციის შემდეგ.
სათამაშო ბილიბომ უკვე მრავალი ჯილდო დაიმსახურა. საერთაშორისო ჯილდოებს შორის არის Spiel Gut in Germany და Swiss Product Design Award 2020, ასევე წლის სათამაშოს ჯილდო Toy of the Year – UK Good Toy Awards 2006 წელს გაერთიანებულ სამეფოში.
გაგიჩნდებათ ასეთი კითხვა: რატომ არ ვიგონებთ სათამაშოებს საქართველოში? ასეთი კითხვა არის დაკავშირებული ორ მთავარ თემასთან. ერთია ის რომ იმედი არ გვაქვს იმისა რომ ასეთი ქართული ინოვირებული სათამაშო მსოფლიოს დაიპყრობს და მეორე არ ვიცით საიდან დავიწყოთ. ამ საქმეს გამომგონებლობის ნიჭი და მარკეტინგი ჭირდება. მეტი არც არაფერი.
მაგრამ გაგამხნევებთ, თუ გაქვთ იდეა დაგვიკავშირდით. ჩვენ ერთად დავიპყრობთ მსოფლიო ბაზრებს ახალი ქართული სათამაშოთი.[/vc_column_text][vc_empty_space]
[vc_empty_space]