Adidas-ის ბრენდის რეზონანსული პირამიდა: სპორტული ბრენდის წარმატების საფეხურები

ბრენდის რეზონანსული პირამიდა ჰგავს კიბეს, რომელიც 6 საფეხურისაგან შედგება და თითოეული მათგანი კომპანიას მომხმარებლებთან მყარი და ხანგრძლივი ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაში ეხმარება. ჩვენ კი ამ მოდელს განვიხილავთ სპორტული ბრენდის Adidas-ის კომპანიასთან მიმართებით.

Brand Resonance Pyramid

 

  • ბრენდის მახასიათებლები, მისი ცნობადობა (Brand Salience)

ბრენდის რეზონანსის პირამიდის ფსკერს წარმოადგენს ცნობადობა. ეს გულისხმობს იმას, თუ რამდენად ადვილად ცნობენ ადამიანები ჩვენი კომპანიის ბრენდს, როდესაც მის ლოგოს ან პროდუქტს ხედავენ. ეს არის პირველი ნაბიჯი ბრენდსა და მომხმარებლებს შორის ურთიერთობის დასამყარებლად. Adidas-ს აქვს გამორჩეული ლოგო – სამი ზოლი, რომელიც საკმაოდ ცნობილია სპორტის სამყაროში, რაც ბრენდის დიდი ხნის შრომის შედეგია.

რატომ არის ეს საფეხური ასე მნიშვნელოვანი? – იმ შემთხვევაში, თუ ბრენდის შესახებ მომხმარებლის ცნობადობა საკმაოდ დაბალია, მაშინ ყიდვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის თქვენს ბრენდს აირჩევს. ამიტომ, Adidas-ს ისევე, როგორც სხვა წარმატებულ კომპანიებს, სურთ დარწმუნდნენ იმაში, რომ მათი ბრენდების ცნობადობა ადამიანებში საკმაოდ მაღალია.

  • ბრენდის პერფორმანსი (Brand Performance)

ბრენდის პერფორმანსი გულისხმობს იმას, თუ რამდენადაა ერთმანეთთან თანხვედრაში მომხმარებელთა მოლოდინები და კომპანიის დაპირებები. აქ შეგვიძლია, დავსვათ შემდეგი კითხვა: „რამდენად კარგად მუშაობს Adidas-ის პროდუქტები? არის თუ არა ისინი ისეთივე კომფორტული და მოსახერხებელი, როგორსაც ბრენდი გვპირდება?“. კოპანია ბევრს მუშოაბს იმისათვის, რომ დარწმუნდნენ მათ მიერ დამზადებული სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ხარისხიანობაში. სწორედ ამიტომაცაა, რომ მომხმარებლები კომფორტულად გრძნობენ თავს, როდესაც მოიხმარენ Adidas-ის პროდუტებს.

  • ბრენდზე წარმოდგენა (Brand Imagery)

ბრენდის რეზონანსის პირამიდის მესამე საფეხური გულისხმობს იმ გრძნობებისა და აღქმების ერთობლიობას, რომლებიც მომხმარებლებს უჩნდებათ Adidas-სთან მიმართებით. ადამიანები ხშირად ჩვენი ბრენდის ასოციაციას ახდენენ ცნობილ სპორტსმენებთან, მოდასთან, სპორტთან და აქტიურ ცხოვრებათან. Adidas-ს სურს, რომ ხალხმა არა მხოლოდ იცნოს მისი ლოგო და უბრალოდ შეიძინოს კომპანიის პროდუქტები, არამედ ჩამოუყალიბდეთ პოზიტიური გრძნობები და ასოციაციები ბრენდთან მიმართებით. ამიტომ, როდესაც თქვენ ატარებთ Adidas-ის პროდუქტებს, თქვენ არ ატარებთ მხოლოდ სპორტულ ტანსაცმელსა თუ ფეხსაცმელს, თქვენ ითვისებთ ცხოვრების წესსა და იმიჯს, რომელიც Adidas-მა საგულდაგულოდ შექმნა.

  • ბრენდის ვერდიქტი (Brand Judgments)

მომხმარებლი აფასებს ბრენდს, თავისი აღქმისა და მოლოდინების შესაბამისად სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როგორებიცაა: ხარისხი, სანდოობა, შესაბამისობა და მიმზიდველობა, რომელიც მნიშვმელოვანია ბრენდის გრძელვადიანი განვითარებისთვისა და წარმატებისთვის. შეფასებები გავლენას ახდენს პოტენციური მომხმარებლის დამოკიდებუებაზე ბრენდის მიმართ. იმ შემთხვევაში თუ მათი შეფასება იქნება უარყოფითი ეს დიდ ზემოქმედაბას მოახდენს ბრენდის პრესტიჟზე. აქედან გამომდინარე, მომხმარებლის აზრი მბიშვნელოვნად გასათვალისწინებელია Adidas-ის მხრიდან.

  • გრძნობები (Brand Feelings)

მომხმარებლის გრძნობები და შეფასებები  ბრენდის მიმართ როგორც ვხედვათ ერთ საფეხურზეა წარმოდგენილი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ისინი მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენენ ბრენდის რეზონსის პირამიდაში. ეს ამახვილებს ყურადღებას მომხმარებლის განცდებზე, თუ როგორ არიან ემოიცურად  და ფსიქოლგიურად დაკავშირებულნი მასთან. კომპანია მუდმივად მუშაობს რომ, Adidas-ის პროდუქტის გამოყენებისას ადამიანებს აუმაღლდეთ თავდაჯერებულობა საკუთარი თავისა და მოტივაცია იმისა, რომ გააქტიურდნენ, განახორციელონ სპორტული მიზნები სწრაფად და მიყვნენ Adidas-ის იდეას – “შეუძლებელი არაფერია”.

  • ბრენდის რეზონანსი (Brand resonansce)

პირამიდის უმაღლეს დონეს ბრენდის რეზონანსი წარმოადგენს, რომელიც ხაზს უსვამს ფსიქოლოგიურ კავშირს მომხმარებლებსა და ბრენდს შორის, რაც წარმოშობს ლოიალურობას კომპანიისა და პროდუქტის მიმართ.

საბოლოდ, უნდა აღინიშნოს, რომ Adidas-მა შეძლო და დაიმკვიდრა სახელი სპორტულ სამყაროში, მოიპოვა მომხმარებელთა ნდობა და  29-წლიანი ისტორიის შემდეგ დღემდე ჰყავს ისეთი მომხმარებლები, რომლებიც არა მარტო ბრენდის მიმართ ლოიალურობით გამოირჩევიან, არამედ ეწევიან მის პოპულარიზაციას.

მარიამ ჯიქიძე

ანა კიკნაძე