ხელოვნური ინტელექტი და ინტელექტუალური მარკეტინგი
რას წარმოადგენს ინტელექტუალური მარკეტინგი?
ინტელექტუალური მარკეტინგი განისაზღვრება, როგორც ნებისმიერი ქმედითი და მონაცემებზე ორიენტირებული ინფორმაცია, რომელიც ეფექტური მარკეტინგული სტრატეგიის აგებისას შეიძლება იქნას გამოყენებული.
ეს არის მონაცემები თქვენ მომხმარებლებზე, მათ ძალისხმევასა და კონკურენტებზე.
იგი მარკეტინგის ძირითადი მიმართულებების მიხედვით დასაბუთებული ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ რომელიც უკავშირდება: პროდუქტს, ფასს, პრომოციას და განთავსებას.
ინტელექტუალური მარკეტინგი ბიზნეს ანალიტიკის ქვე-ჯგუფია. ბიზნეს ანალიტიკა მონაცემთა ის ერთობლიობაა, რომელსაც სტარტეგიული გადაწყვეტილებების მიღებისათვის თქვენი კომპანიის სიცოცხლისუნარიანობის მონიტორინგისათვის აგროვებთ. ინტელექტუალური მარკეტინგი თქვენი მარკეტინგული ძალისხმევებისათვის აუცილებელია.
ეს სტრუქტურა აჩვენებს, თუ სად ხდება ინტელექტუალური მარკეტინგის, ბიზნესის სხვა ფორმებთან მორგება:
ბიზნეს ანალიტიკა თქვენი მარკეტინგის აუცილებლობის მიზეზების გარკვევაში გეხმარებათ. რატომ მაღელვებს მაჩვენებლები, რომელიც ჩემს ხელთაა? რატომ ვაწარმოებ ამ კამპანიას? ეს მთავარი, ბიზნეს შედეგებზე დაფუძნებული მიზნებია, რომელზედაც მუშაობთ. ბიზნეს ანალიტიკაში მრავალი სტარტეგია, ტაქტიკა და მონაცემები შედის, როგორიცაა მომხმარებლების შენარჩუნება, გაყიდვების მოცულობა, სამუშაო ძალაზე ხარჯები და ა.შ.
ინტელექტუალური მარკეტინგი, არის თქვენი შიდა ინფორმაციისა და მომხმარებლებთან, კონკურენტებთან, ზოგად კულტურულ ლანდშაფტთან დაკავშირებული ინფორმაციის ერთობლიობა. ეს არის ქმედება, რომელსაც საკუთარი მიზნების მისაღწევად მიმართავთ და მონაცემები, რომელიც თქვენი ძალისხმევების ეფექტურობის გარკვევაში გეხმარებათ.
ხელოვნური ინტელექტი არის ტექნოლოგია, რომლის დახმარებითაც ინფორმაციის სინთეზირება და გაანალიზება შეგიძლიათ, იქნება ეს ელექტრონული ცხრილის თუ მანქანის მონიტორინგი, რომელიმე მოდელის საშუალებით. ინტელექტუალური მარკეტინგის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მარკეტინგთან დაკავშირებული უზარმაზარი რაოდენობის მონაცემია, რომელსაც „ბრძოლა“ უნდა გამოვუცხადოთ. ამ „ბრძოლას“ ხელოვნური ინტელექტით მოვიგებთ.
ხელოვნური ინტელექტი მონაცემების დამუშავებასა და პრაქტიკული დასკვნების გაცილებით სწრაფად მიღებაში გვეხმარება.
რატომ არის ინტელექტუალური მარკეტინგი მნიშვნელოვანი და ვის სჭირდება ის?
ინტელექტუალური მარკეტინგი მნიშვნელოვანია, თუ სტარტეგიული მარკეტინგის გასაძლიერებლად, მონაცემების საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღება გსურთ. კომპანიების საოცრად მცირე რაოდენობა გადაწყვეტილების მისაღებად იყენებს ამ დიდ მონაცემებს, ასე რომ ეს არის კონკურენტული უპირატესობის მოპოვების საშუალება მათი სწორად გაანალიზების საშუალებით. ადამიანს და ინსტიტუტს მსგავსი ოდენობის დიდი მონაცემების ბაზების დამუშავება შეუძლია, მაგრამ ამას ინსტიტუტი ერთი წლის განმავლობაში დაასრულებს, ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტი, მსგავს საკითხს 45 წუთში მოახდენს. შესაბამისად ხელოვნური ინტელექტი კონკურენტული უპირატესობის მიღწევის საშუალებაა. ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, რომ კომპანიების მხოლოდ 37,7%-ი გადაწყვეტილებების მიღების დროს იყენებენ დიდ მონაცემთა ბაზებს. გასაგებია, ეს ყოველივე დიდ შრომას მოითხოვს. შესაბამისად ხელოვნური ინტელექტი ამ შრომას გვიადვილებს და მომავალში კონკურენცია სწორედ ხელოვნური ინტელექტის კუთხით წარიმართება.
კომპანიათა 62,3% არ იყენებს დიდ მონაცემთა ბაზებს, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ისინი გადაწყვეტილებების მიღებისას უბრალოდ „მკითხაობენ“? დიახ ასეა, მართლაც კომპანიები „მკითხაობენ“, რადგან მათ დიდი ბაზების გამოყენება არ სძალუძთ.
ინტელექტუალური მარკეტინგის გამოყენების ძირითადი ქეისია უფრო ინტელექტუალური კამპანიების ჩატარება, რომლებიც ფაქტიური მონაცემების საფუძველზე, გადაწყვეტილებების მიღებაზე დაფუძნებულ წარმატებაზეა მიმართული. მაგალითად:
- თქვენ უკეთესი წარმოდგენა გაქვთ, თუ რა და როდის სურთ თქვენს მომხმარებლებს;
- გაყიდვების სეზონური ციკლის შესახებ იცით და შესაბამისად, შეგიძლიათ გაზარდოთ ან შეამციროთ თქვენი კამპანიები;
- თქვენ იცით, როდესაც საკუთარი პროდუქციის ახალ ვერსიას უშვებთ, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც დახმარების სამსახურს მიმართავენ, მკვეთრად გაიზრდება;
- ზრდის მოლოდინში შესაძლებლობა გეძლევათ მოამზადოთ პერსონალი და შესაბამისი დოკუმენტაცია;
- თქვენ უკვე იცით, ელექტრონული ფოსტის დახმარებით მიმდინარე კამპანიებში, წერილებიდან რა თემა დაიმსახურებს ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს და საკუთარი ანალიზიდან გამომდინარე შესწორებები სწორედ აქ შეიტანეთ;
იფიქრეთ კონტენტ მარკეტინგის თქვენეულ გეგმაზე და იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ ინტელექტუალური მარკეტინგის გამოყენება. ახალი კონტენტის შექმნა შრომატევადი და ძვირადღირებული პროცესია. ნუთუ უფრო ეფექტური არ არის იქონიოთ მონაცემები, რომელიც გეტყვიან რა შექმნათ და როდის? ძიების ტენდენციის გასაცნობიერებლად, ისეთი რესურესების გამოყენება, როგორიცაა Google Trends და SEO-მონაცემები, გეგმის შედგენაში დაგეხმარებათ.
შემდეგ, კონტენტის განსათავსებლად, დღე-ღამის განმავლობაში, საუკეთესო დროის შერჩევის მიზნით, შეგიძლიათ სოციალური მონაცემების გამოყენება. შედეგად აუდიტორიის უკეთეს სურათს მიიღებთ, რომელიც თქვენ კონტენტს ათვალიერებს. ძიების ტენდენციების ცოდნა საშუალებას გაძლევთ მიხვდეთ, რომელ კონტენტში და რომელ საკვანძო სიტყვებში უნდა ჩადოთ ფული.
ზემოთ მოყვანილი მაგალითი, ინტელექტუალური მარკეტინგის გამოყენების ძალიან მარტივი გზაა. შეგიძლიათ დაინახოთ, გადაწყვეტილებების მიღებისას მონაცემების გამოყენება როგორ ზრდის თქვენი მარკეტინგული ძალისხმევების ეფექტურობას. თქვენ ჭკვიანურად და არა ბეჯითად, მუშაობას ისწავლით.
ინტელექტუალური მარკეტინგის ოპტიმალური მეთოდები და ინსტრუმენტები
არ არსებობს ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელსაც ყველაფერი, რაც თქვენ სწორი ინტელექტუალური მარკეტინგისათვის გჭირდებათ, გააკეთოს. ინტელექტუალური მარკეტინგის ყოვლისმომცველი გეგმის შესადგენად და შესასწავლად სხვადასხვა ინსტრუმენტების კომბინაციაა საჭირო. ინტელეტუალური მარკეტინგის ძირითადი ეტაპების შესასრულებლად რამდენიმე პრაქტიკულ ინსტრუმენტს გთავაზობთ.
მარკეტოლოგები, რომლებიც მიზნის მიღწევის საშუალებად ინტელექტუალურ მარკეტინგს იყენებენ, მოცემულ პროცესში, როგორც წესი, ოთხი ძირითადი ეტაპით სარგებლობენ. ესენია:
შეკრება
თქვენ სწორი მონაცემები უნდა შეკრიბოთ, რომელიც თქვენი ბიზნეს მიზნების შესაბამისი იქნება – აი, რატომ არის ბიზნეს ანალიტიკა, პირველ რიგში, სასარგებლო. მონაცემების ასახვის ყველაზე საუკეთესო საშუალებაა სავარჯიშო, ეფექტურობის საკვანძო მაჩვენებლები. მოკლედ არკვევთ, თქვენი მონაცემების წერტილები არის თუ არა ბიზნეს მიზნებთან თანხვედრაში, იძლევით გარანტიას, რომ განიხილავთ მხოლოდ შესაფერის და არა ყველა მონაცემს. ზოგადად, ბიზნეს მიზნები შემოსავლებთანაა დაკავშირებული, ამიტომ თუ ინფორმაციაში დარწმუნებული არ ხართ ან მყისიერად არ იღებთ – მონაცემების შეკრებით დაიწყეთ.
შემდეგ მოდის ეფექტურობის საკვანძო მაჩვენებლები (EBI), რომელიც თქვენ მიზნებს ასაზრდოებს. დავუშვათ, თქვენი ბიზნეს მიზანია წელიწადში 100 000 დოლარი შემოსავალი ონლაინ გაყიდვების გზით მიიღოთ. რა გიჯდებათ ერთი-ერთეულოვანი გაყიდვა? ვთქვათ ის 2 დოლარი ჯდება. თქვენი ერთი გასაყიდი კალათა, 100 დოლარი ღირს. 1000 სრული კალათა დაგჭირდებათ 100 000 დოლარის მისაღებად. დავუშვათ შესყიდვის დასრულებამდე, მომხმარებლები კალათას 50%-ით ავსებენ. რამდენი კალათა დაგჭირდებათ გასაყიდათ? 2000. მაგრამ თუ ერთი კალათის გასხვისების ხარჯი 2 დოლარია, მაშინ ეს მაჩვენებელიც გაითვალისწინეთ შემდეგი ფორმულით:
ბიზნეს მიზნის შერულება= დაგეგმილი შემოსავალი/ (კალათის ღირებულება * ავსების %)-გასხვისების ხარჯი.
აქედან გამოვა, რომ თქვენ უნდა გაყიდოთ არა 2000 კალათა, არამედ 2083 კალათა. ამ შემთხვევაში შეასრულებთ ბიზნესის მიზანს.
მოდით მარკეტინგული ლოგიკით გავაგრძელოთ სვლა. საიტზე რამდენი ვიზიტორი გჭირდებათ? 1000 კალათის სრულად დატვირთვის შემთხვევაში, თქვენ გჭირდებათ 1000 კარგი ვიზიტორი, რაც მისტიკაა. შესაბამისად ვიზიტორთა ნაკადი უნდა გაზარდოთ იქამდე, რომ საბაზრო რისკები შეავსოთ და ოპერაციები მდგრადად აქციოთ.
ebi-ს რუკის დასრულების შემდეგ, მონაცემთა შეკრების მიზნით, სხვადასხვა პროგრამულ სისტემების აწყობა შეგიძლიათ დაიწყოთ. მონაცემთა შეკრების ინსტრუმენტებია Google Analytics ან Omniture, ასევე სოციალური მოსმენის ინსტრუმენტები, როგორიცაა Talkwalker, AgoraPulse, Sprout Social.
ანალიზი
მას შემდეგ, რაც სწორი მონაცემები შეკრიბეთ, საჭიროა მათი გაანალიზება, რათა გაარკვიოთ – რა ხდება. ანალიზი სხვადასხვა ფორმას იღებს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ამავე დროს ძლიერი ფორმა საბაზისო რეგრესიული ანალიზია. ორ ან მეტ განზომილებას ერთმანეთთან რაიმე მათემატიკური კავშირი თუ აქვთ? მაგალითად, ბევრ მარკეტოლოგს ჭარბი რაოდენობის ინფორმაცია, განსაკუთრებით ძაბრის ზედა ნაწილში, დისკომფორტს უქმნის, შთაბეჭდილებებიდან დაწყებული საქმიანობით, აქტივობებით დამთავრებული. ამ მაჩვენებლებიდან რომელიმეს ეფექტურობის საკვანძო მაჩვენებლებთან, EBI-ს რუქაზე გამოკვეთეთ, ეს კორელაციური კავშირი.
საბაზისო რეგრესიული ანალიზის ჩატარება, მხოლოდ ელექტრონული ცხრილის და ზოგიერთი საერთო ფორმულის დახმარებით შეგიძლიათ. მაგრამ ანალზი არაეფექტური ხდება, ვინაიდან მონაცემთა ნაკრებები უფრო მოცულობითი და გართულებულია. სწორედ ამ დროს, თამაშში ხელოვნური ინტელექტის ჩართვის დრო დგება.
რობოტის/მანქანის ინსტრუმენტებს ცვლადების ყველა შესაძლო კომბინაციის ერთიანი რეგრესიული ანალიზი და დროის მოკლე პერიოდში მათემატიკურად დასაბუთებული შედეგების წარმოდგენა შეუძლია.
სხვა მეთოდებში, ინტელექტუალურ მარკეტინგის მიმდევრებს, დასჭირდებათ ინფორმაციის სწორი კლასიფიკაცია, კლასტერიზაცია და მოცულობის შემცირება. ყველა ეს ფუნქცია ინტელექტუალური მარკეტინგის სწორ აღქმას განეკუთვნება.
ვიზუალიზაცია
მონაცემების გაანალიზების მომდევნო ნაბიჯია ვიზუალური ელემენტების შექმნა, რომლებიც თქვენ გუნდს საკითხის გაცნობიერებაში დაეხმარება. ეს შეიძლება მონიტორინგის, პანელის ან ანგარიშის სახით გაკეთდეს. თუ თქვენ არ შეგიძლიათ დაინახოთ, რას გულისხმობს მონაცემები, რეგულარულ საფუძველზე, მაშინ მათი საშუალებით გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებთ.
კომპანიების უმრავლესობა მანუალურ ანგარიშებს ანიჭებს უპირატესობას – მაგრამ იფიქრეთ ყოველდღიურ ელექტრონულ წერილებზე ან static power points-ზე. თქვენი ანგარიშგების ავტომატიზაცია ადამიანური შეცდომებისაგან დაგიცავთ, რომელიც ციფრების კოპირებასა და გადატანასთან არის დაკავშირებული.
თუ მარტივი ავტომატიზაციით გსურთ დაიწყოთ, Google Data Studio ვიზუალიზაციის შესანიშნავი ინსტრუმენტია. თავდაპირველად, Google Data Studio მრავალ მესამე მხარის ინსტრუემნტებთან ინტეგრირებულია და მათთვის, ვინც ამას არ აკეთებს, დამაკავშირებლებს სთავაზობს. თქვენ Google Analytics-ის მონაცემები პირდაპირ Data Studio-ში შეგიძლიათ „გადაქაჩოთ“. ისინი თითქმის რეალური დროის რეჟმში კვლავ განახლდება. რაც საშუალებას მოგცემთ დაინახოთ, თუ რა ხდება ყველა თქვენი მარკეტინგული ძალისხმევის მიმართულებით.
სისრულეში მოყვანა
ეხლა, როდესაც მონაცემების ნახვა შეგიძლიათ, მოვიდა კეთების დრო. თუ სწორი მონაცემები შეკრიბეთ, შეძლებთ დაინახოთ, რა სახის აქტივობები გახდება საჭირო. მიუხედავად ამისა, ამ პროცესში პირველ სამ ნაბიჯს აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ ამ რეკომენდაციების განხორციელების ვალდებულებას საკუთარ თავზე აიღებთ.
ყველაზე საუკეთესო ოპტიმალური მეთოდი, რომელიც ჩვენთვის და ჩვენი მომხმარებლებისათვის განვსაზღვრეთ მაღალი დონის სცენარების შექმნაა.
როგორ გამოიყურება ეს სცენარები? ისინი ანალიზის სხვადასხვა სიტუაციას მოიცავენ, რომელსაც თქვენი მონაცემები რეგულარულ საფუძველზე მიიღებენ. რას მოიმოქმედებთ, თუ ინდიკატორი, რომელსაც უყურებთ, იზრდება? რას მოიმოქმედებთ, თუ ციფრი, რომელსაც უყურებთ, მცირდება? რას მოიმოქმედებთ, თუ ინდიკატორი, რომელსაც აკვირდებით, არ იცვლება? სულ მცირე ამ სამი სცენარის მოცვით, შესძლებთ გადაწყვეტილების მიღებას.
დასკვნა
თუ ინტელექტუალური მარკეტინგის უპირატესობებით გსურთ ისარგებლოთ – დაიწყეთ მოგზაურობა. აიღეთ პრეცენდეტული ქეისი, გაარკვიეთ როგორ მიგიყვანთ ინტელექტუალური მარკეტინგის სტრატეგიის, ტაქტიკის და ინსტრუმენტების გამოყენება მონაცემების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებასთან, რასაც თქვენი კომპანია ითხოვს.
ავტორი: ტრეისი ჯონსი