ამაზონის გამოსავალი COVID 19-ის შემოტევის დროს
როგორც ცნობილია აშშ-ს ფედერალური მთავრობა თავისი ბრძანებით ხურავს ყველა იმ კომპანიას, რომელიც არ ასრულებს სასიცოცხლო ფუნქციებს მოსახლეობის გადარჩენისათვის.
ამ მიმართულებით ხელისუფლებამ უკვე უამრავი კაფე, ბარი, რესტორანი, გამომცემლობა, ქარხანა და კომპანია „დააშათდაუნა“. რა ელის იმ ხალხს რომელიც სახლში უნდა დაელოდოს უკეთეს დროს? მათთვის ხელისუფლებამ გარკვეული დახმარების პაკეტი შესთავაზა, მაგრამ ერთია საკუთარი ბიზნესის და ამ გზით მიღებული შემოსავალი და მეორეა დახმარება, რომელიც ადამიანს ანტრეპრენიურულ უნარ-ჩვევებს უკარგავს.
რა თქმა უნდა ხელისუფლება უკვე აკონტროლებს ადამიანების გადაადგილებას და თუ ისინი რაიმე ცნობას ხელზე არ ატარებენ, შესაძლოა მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
ამაზონი თავის სასაწყობო ტიპის უნივერმაღების და მიწოდების რგოლის მუშაკებს აძლევს ცნობას, რომ ისინი ასრულებენ მნიშვნელოვან სამუშაოს, რომელიც აუცილებელია დიდი რაოდენობის ადამიანების სიცოცხლისათვის.
The Department of Homeland Security ცნობს ამაზონის ამ კეთილ ნებას და აცხადებს, რომ ამაზონი მართლაც სიცოცხლისათვის აუცილებელი ნივთებისა და საქონლის მიწოდებას ახდენს თავისი მომხმარებლებისათვის.
ასევე საინტერესოა ის ფაქტიც, რომ კომპანია ამაზონი, მიწოდების საკითხების განვითარებისათვის, სწორედ ამ დროს გეგმავს 100. 000 ახალი ადამიანის აყვანას სამსახურში.
მიუხედავად იმისა, რომ ფედერალური ან შტატის მთავრობა არ ითხოვს ამგვარი ცნობების გაცემას, უკვე მაკდონალდსმა და თარგეთმაც გადაწყვიტეს მიეცათ თავიანთი მუშაკებისათვის ამგვარი ცნობები.
როგორც ცნობილია, საფრანგეთში და იტალიაში პოლიცია უკვე ითხოვს მსგავს ცნობებს და ნებისმიერი ორგანიზაციის თანამშრომლებს უნდა ქონდეთ ახსნა-განმარტების შემცველი დოკუმენტი იმის შესახებ თუ რატომ დატოვეს მათ საცხოვრებელი ადგილი.