დოლარი გამყარდა, Microsoft გაციფრულდა, Amazon კი მარკეტინგულ შეტევაზე გადავიდა

პარასკევის გაცხოველებულ ვაჭრობებზე დოლარი ოდნავ გაძვირდა. როგორც ჩანს ინვესტორები უფრო მეტ სიფრთხილეს იჩენენ COVID-19 ახალი შემთხვევების გამოჩენის გამო ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამან გააჩინა გარკვეული ეჭვი, ადრე გამოთქმული იმედების მიმართ, რომ ამერიკის ეკონომიკა V ფორმის ( ეგრეთ წოდებული V-shaped recovery) აღდგენას განიცდიდა.

ფლორიდისა და ტეხასის შტატებში, წინა პერიოდში გახსნილ კაფეებსა და ბარებს სთხოვეს ისევ დახურულიყვნენ.

ავადობის კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (Centers for Disease Control and Prevention (CDC)) 26 ივნისს განაცხადა რომ აშშ-ში დაფიქსირდა კორონავირუსის 2,414,870 შემთხვევა და გარდაცვალების მაჩვენებელმა სწრაფად აიწია 124,325-დე.

ამავე დროს მაიკროსოფტი Microsoft აცხადებს მის ურყევ სურვილს კიდევ უფრო განავითაროს ინტერნეტ მოწოდება. 26 ივნისს მაიკროსოფტმა განაცხადა რომ ის დახურავს კომპანიის ფიზიკურ ლოკაციებს. გუნდი განაგრძობს ონლაინ ოპერაციებს და როგორც ჩანს ეს კომპანია ციფრული მიმწოდებელი გახდება მალე.

მაიკროსოფტი ფიქრობს 1,2 მილიარდ მომხმარებელს მიაწოდოს ონლაინის მეშვეობით საკუთარი საქონელი. ამასთან ერთად მაიკროსოფტმა შეიმუშავე ეგრეთ წოდებული სამომავლო მაჩვენებლები, ცნობილი როგორც Forward-Looking Statements, სადაც ნათქვამია :

  • მაიროსოფტი 190 სხვადასხვა ბაზარზე ოპერირებს და საჭიროა ყველა ამ ბაზარზე საქმიანობის გაგრძელება, ხარჯების შემცირება და შემოსავლების მატება, ახალი ტექნოლოგიებისა დანერგვით;
  • მომხმარებლების შენარჩუნებაზე ზრუნვა;
  • რისკების მენეჯმენტის დახვეწა იმ კატასტროფიულ რისკებზე ყურადღების გასამახვილებლად როგორიცაა COVID -19 და სხვა მსგავსი რისკები;

რას შვება ამ დროს AMAZON?

მაიკროსოფტის ქმედებების ამ ფონზე, ამაზონი აპირებს შექმნას Smart Stores ინდოეთში რომ მოიზიდოს „დედიკოები და მამიკოები“. რაშია საქმე?

“Smart Stores” ინდოეთისათვის ამაზონის საინტერესო პროექტია, რომელსაც India – Specific Program ეწოდება. აქ ვლინდება სწორედ თუ როგორ მოქნილად იყენებს ამაზონი გლოკალიზაციის მარკეტინგულ კონცებციას. გლოკალიზაცია გახლავთ მარკეტინგული თეორია, რომელიც ურჩევს მულტინაციონალურ კომპანიებს მოერგონ ქვეყანას და მის ეთნოცენტრისტულ მომხმარებელს, რათა ერთმანეთს შეუერთონ, თავიანთი გლობალური და ლოკალური მიზნები და აქტივობები.

ამაზონის Smart Stores კონცებცია შემდეგშია, მომხმარებელმა შეიძლება ისეირნოს ამაზონის ფიზიკურ მაღაზიებში, დაათვალიეროს ყველა მოწყობილება რომლებსაც QR კოდი გააჩნიათ და ამავე დროს მომხმარებელი ნახულობს Amazon app – ის მეშვეობით ყველა შეთავაზებას რაც კი ამ კომპანიას აქვს იმ პროდუქტების მიმართ რომელიც მომხმარებელს აინტერესებს. ასევე კლიენტი ნახულობს სხვათა მიერ დატოვებულ კომენტარებს საქონლის შესახებ. საბოლოოდ მომხმარებელს შეუძლია გადაიხადოს Amazon Pay-ს მეშვეობით, რომელიც პოპულარულ UPI-ს და დებეტურ/საკრედიტო ბარათებსაც შეიცავს.

Amazon Pay – ძალიან პოპულარულია ინდოეთში. იგი უკვე 100 000 ლოკალური მაღაზიის თანმდევი ფინანსური ინტრუმენტი გახდა. თავად „ამაზონ ფეი“ დაფუძნებულია 2005 წელს აშშ-ში სიეტლში. ინდოეთის მეწარმეებს და მომხმარებლებს ეს კომპანია ბევრ საინტერესო და მიმზიდველ სარგებელს სთავაზობს, მათ შორისაა მიმზიდველი განვადება, კრედიტი, ლიზინგი.

 

ავტორი: ივანე კერესელი