ანიმეების მარკეტინგი

დღეს ნებისმიერ გამვლელ ადამიანს, რომ ჰკითხოთ, თუ რა არის ანიმე, აბსოლუტურად, ყველა სიყვარულით აღსავსე თვალებით გიპასუხებთ ამ კითხვაზე. ანიმე ინგლისური სიტყვისგან ,,animation” წარმოიქმნა და იაპონიაში შექმნილ ანიმაციას ნიშნავს.

ის მე-20 საუკუნის  დასაწყისში დაიბადა, როდესაც იაპონელმა რეჟისორებმა პირველი ექსპერიმენტები დაიწყეს დასავლეთიდან შემოტანილი ანიმაციის ხელოვნებაზე. პირველი, დღეისთვის ცნობილი ანიმე, ,,მოძრავი სურათები” შეიქმნა 1907 წელს. თანდათან, ეს ხელოვნება დიდ პოპულარობას იძენს იაპონიაში, რადგან შეზღუდული ბიუჯეტის, სასურველი გადასაღები მოედნების მიუწვდომელობის და დასავლური სტილის მსახიობების ნაკლებობის პირობებში, რეჟისორებს უჭირდათ ისეთი კინოფილმების გადაღება, რომელთა სიუჟეტი იაპონიის ყოველდღიურ ცხოვრებას სცილდებოდა, ანიმაციის გამოყენებისას კი მხატვრებსა და ანიმატორებს შეეძლოთ ნებიმიერი საჭირო სცენისა თუ პერსონაჟის შექმნა.

თანამედროვე ანიმეს დამფუძნებლად ითვლება ოსამუ ტენძუკა (Osamu Tezuka), რომელიც ხშირად მოიხსენიება, როგორც „ლეგენდა“ და „მანგას ღვთაება“. ის იყო პირველი, ვინც გამოიყენა ნახატის სტილიზაციის დისნეის ხერხი, რომელშიც არაპროპორციულად დიდი თვალების საშუალებით პერსონაჟის ემოციების გადმოცემა ხდება.

წლების განმავლობაში ანიმეს სიუჟეტები, რომლებიც თავიდან ბავშვებზე იყო გათვლილი, იხვეწებოდა და მათში განხილული პრობლემები რთულდებოდა. გაჩნდა ნამუშევრები, რომლებიც ხშირად უფრო მოზრდილებშიც სარგებლობდა პოპულარობით. განვითარებაში ანიმე ოდნავ ჩამორჩება მანგას, რომელიც მასზე რამდენიმე წლით ადრე გაჩნდა და იმ დროისთვის უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობდა იაპონიის მოსახლეობის ყველა ფენაში.

ამჟამად, ანიმე წარმოადგენს უნიკალურ კულტურულ ფენომენს, რომელშიც ერთგვარ სარკეს სავაზობს მის მაყურებლებს, როგორც მკვლევრები ამბობენ ანიმეს პოპულარობის მიზეზი ახალგაზრდებში ისაა, რომ მათ შესახებ აბსოულუტურად ყველაფერია ასახული, ყოველდღიური ფიქრები, ბრძოლები, მონოლოგები, ცხოვრების წესები, ის ყველაფერი, რაც მათში მანამდეც იყო.

მარკეტინგის მენეჯერებისთვის, რომლებსაც აქვთ ინფორმაცია ახალგაზრდა დემოგრაფიულ სეგმენტებში მომხმარებელთა ბაზის განვითარების პროცესში არსებულ გამოწვევებზე, ალბათ ღირს განიხილონ ანიმეების გამოყენების ვარიანტი. მომავლის ხედვის განხილვისას, რომელშიც ანიმე უფრო დიდი აუდიტორიის უფრო ფართო მოწონებას შეიძენს, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ანიმე წარმოადგენს შეუზღუდავ პოტენციალს, როგორც მარკეტინგულ გადაწყვეტილებას.

ანიმეების მარკეტინგი მეტად საინტერესოა, რადგან იაპონელებმა შეძლეს თითოეული მომხმარებლის ქვეცნობიერში დალექვა.გარდა ამისა, ანიმეს ეფექტურობა არ შემოიფარგლება მხოლოდ იაპონიის ახალგაზრდებით. ბოლო წლების განმავლობაში იაპონურმა ანიმე ფილმებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს გლობალურ ბაზარზე და იაპონური ანიმეების პოპულარობა საზღვარგარეთ არის ყველაზე მაღალი. მათი პერსონაჟების ორიგინალურიბა, თუნდაც ვიზუალური, გახდა მათი რეკლამა, საიდებთიფიკაციო კოდი და ყველაზე უფრო მეტად საინტერესო გახდა ის ფაქტი, რომ მარკეტოლოგებმა აბსოლუტურად ძირფესვიანად მოიცვეს მომხმარებლების კულტურული სამყარო და ეს უზარმაზარი სეგმენტი ყველაზე ერთგულ მომხმარებლებად აქციეს. პატარა კვლევა ჩავატარეთ, რამაც გვაჩვენა, რომ ანიმეების მთავარი უპირატესობა ისაა, რომ თავიდან ბოლომდე, სრულფასოვნად ეცნობი იაპონიის კულტურას, მათი მითები, ლეგენდები იმდენად ღრმა და გულში ჩამოწვდომი იდეების მატარებელია, რომ ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის მისაღები და ღირებული ფასეულობაა. მათი თითოეული პერსონაჟი, ცალ-ცალკე თუ ერთად ახალ გიგანტურ ბრენდებს ქმნიან.

 

ავტორები: მარიამ თვარაძე, ანი ზოზირაშვილი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამა