მობილური მარკეტინგის დამატებული რეალობა AR

2020 წელს, როგორც მოსალოდნელია, დამატებულ რეალობაზე (AR) სამომხმარებლო ხარჯები $7 მლრდ. მიაღწევს, ხოლო AR-აპლიკაციების ჩამოტვირთვის საერთო მოცულობა, პროგნოზების შესაბამისად, 2022 წლისთვის 5,5 მლრდ.-ს გადააჭარბებს. დამატებული რეალობის ტექნოლოგია მობილური მარკეტინგის ოპტიმიზაციისათვის და ისეთი მნიშვნელოვანი მაჩვენებლების, როგორც შენარჩუნება და ჩართულობა, მნიშვნელოვანად გაუმჯობესებისათვის მრავალრიცხოვან შესაძლებლობებს იძლევა. გარდა ამისა, მობილურ მარკეტინგში AR-ის გამოყენება ინოვაციების დანერგვის და სამომხმარებლო გამოცდილების ოპტიმიზაციის საშუალებაცაა. მოცემულ სტატიაში განვიხილავთ თუ რას ნიშნავს დამატებითი რეალობა, როგორ მუშაობს და რა უპირატესობები აქვს ამ ტექნოლოგიის გამოყენებას.

რა არის დამატებული რეალობა?

დამატებული რეალობა ტექნოლოგიაა, რომელიც ციფრულ ინფორმაციას რეალურ სამყაროზე აწყობს. მასში შედის ხმა, გამოსახულება და ტექსტი. ძირითადი პრინციპი ამ ელემენტების იმგვარ აწყობაშია, რომ რეალობა გაიზარდოს იმგვარად, რომ ციფრული მოწყობილობის საშუალებით გამოჩნდეს. დარგის ლიდერებიც კი, როგორიცაა Apple-ის გენერალური დირექტორი Tim Cook AR-ით აღფრთოვანებულია. 2020 წლის პირველ კვარტალში მისაღებ შემოსავლებთან დაკავშირებით Cook-მა განაცხადა: „იშვიათია ახალი ტექნოლოგია, რომელიც ბიზნესისთვის და მოხარებლისათვის ერთნაირად მნიშვნელოვანია.“

მობილურ აპლიკაციებში დამატებული რეალობის ცნობილი მაგალითია Pokemon GO. პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების კომპანიამ Niantic-მა სათამაშო აპლიკაცია მომხმარებლებისათვის დამატებული რეალობის აღქმის მიზნით შექმნა. თამაშის მიხედვით, რეალურ ცხოვრებაში საკუთარი გარემოცვის შესწავლის შემდეგ, მომხმარებლებს პოკემონის პოვნას და დაჭერა შეეძლოთ.

ეს თამაში, დამატებული რეალობით, გლობალური ფენომენი გახდა. თამაშის ჩაშვებიდან პირველ თვეში შემოსავალმა $207 მლნ.-ს გადააჭარბა, რაც რეკორდული მაჩვენებელი გახდა. Pokemon GO გამოშვებიდან სამ თვეში იმდენად პოპულარული გახდა, რომ Pokemon GO Android-ის ტოპ-20 თამაშების სათამაშო დროის 45% მის წილზე მოდიოდა. მაგრამ დამატებული რეალობა მხოლოდ თამაშებისთვის არ არის სასარგებლო. სოციალური ქსელების აპლიკაციები, როგორიცაა Instagram და Snapchat, აჩვენეს თუ როგორ შეიძლება AR-ის სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესების და ჩართულობის გაზრდის პროცესში გამოყენება. მაგალითად, ციფრული ინფორმაციის მომხმარებლის სახეზე დადებისას, Snapchat და Instagram-ის ფილტრები მომხმარებლებს, ასაკში ან სხვა სქესის შემთხვევაში, საკუთარი თავის დანახვის შესაძლებლობას აძლევს.

რა განსხვავებაა დამატებულ და ვირტუალურ რეალობას შორის?

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ დამატებული რეალობა და ვირტუალური რეალობა (VR) ერთი და იგივე არ არის. ვირტუალური რეალობა ციფრული გარემოს შექმნაა, მაშინ როდესაც AR ციფრული ინფორმაციის რეალურ გარემოს ავსებს. eMarketer-ის კველვამ აჩვენა, რომ სულ მცირე თვეში ერთხელ 42,9 მლნ. ადამიანი VR-ს გამოიყენებს და 68,7 მლნ. – AR-ს, რაც მოსახლეობის 13% და 20,8%-ს შეადგენს. ანგარიშში ნათქვამია, რომ უფრო მეტი ადამიანი AR-ით სარგებლობს, ვინაიდან ის “ყოველდღიური მობილური აპლიკაციეის მეშვეობით უფრო ხელმისაწვდომია და აქვს პოტენციალი, რომ ადამიანებს ცხოვრება შეუმსუბუქოს.“ 2016 წელს Pokemon GO-ს ნახტომისებური წარმატება დამატებული რეალობის მობილური აპლიკაციების პოპულარობითაც აიხსნება.

დამატებული რეალობა მობილური მარკეტინგისათვის

მობილური მარკეტინგისათვის დამატებული რეალობა ჩართულობის გაზრდის და თქვენ პროდუქტთან მუშაობის უნიკალური გამოცდილების შექმნის საშუალებაა. მაგალისათვის ავიღოთ IKEA Place. ეს იყო ერთ-ერთი პირველი აპლიკაცია, სადაც Apple-ის ARK it დამატებული რეალობის პლატფორმა გამოიყენეს.

IKEA Place დამატებულ რეალობას იყენებს იმისათვის, რომ თქვენთვის ნათელი გახდეს, როგორი იქნება სახლის ინტერიერი IKEA-ს პროდუქციით გაწყობის შემდეგ. 2018 წელს, Apple-ის ბაზარზე ჩატვირთვების საფუძველზე შექმნილ უფასო აპლიკაციებს შორის, IKEA Place პოპულარობით მეორე ადგილზე გავიდა.

იქნება თუ არა დამატებული რეალობა თქვენი მობილური სტრატეგიისათვის სასარგებლო, მიზნობრივ ბაზარზეა დამოკიდებული. ეს მარკეტინგული კვლევების და მომხმარებლების ქცევების უკეთ გაგების მიზნით მონაცემების გამოყენებით უნდა განისაზღვროს. ძალიან მნიშვნელოვანია, საკუთარი ჰიპოტეზის გადამოწმება, რათა დავრწმუნდეთ, რომ დამატებული რეალობა თქვენი საერთო მარკეტინგული სტრატეგიისათვის დამატებითი სარგებლის მომტანი გახდება.

როგორ მუშაობს დამატებული რეალობა

მაგალითების საფუძველზე, როგორიცაა Pokemon GO, Instagram და Snapchat, მომხმარებლები, ზოგადად, 2020 წლისათვის დამატებულ რრეალობაზე წვდომას მიიღებენ. AR უბრალოდ მარკერების (მაგალითად, მომხმარებლის სახე) იდენტიფიცირებას ახდენს და ალაგებს ფენას, იმისათვის, რომ კამერამ ციფრული აქტივები, რომლებიც უნდა გამოისახოს, ჩაიჭიროს.

ARKit

ARKit Apple-ის მიერ დამატებულ რეალობაზე შემუშავებული პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლების წინ ან მათ უკან კონტენტს, ადამიანების ოკლუზიის გზით აჩვენებს. მას ერთდროულად სამი ადამიანის მონიტორინგი შეუძლია, რაც ერთობლივი მუშაობისთვის დამატებული რეალობის გამოყენების საშუალებას იძლევა. Apple აგრეთვე გვთავაზობს ისეთ ინსტრუმენტებს, როგორიცაა Reality Composer და AR Quick Look – დამატებული რეალობის გამოცდილების შესაქმნელად. ARKit-ზე მეტის გასაგებად Apple-ის გვერდს ესტუმრეთ, რომელიც დამატებულ რეალობას ეძღვნება.

ARCore

Google-მა შეიმუშავა Hardcore, სადაც API-ია გამოყენებული. API მომხმარებლის მობილურ მრიცხველს გარემოს აღმოჩენასა და ინფორმაციასთან ურთიერთკავშირში ეხმარება. მასში შედის გადაადგილების მონიტორინგი, გარემოში გარკვევა და კავშირის შეფასება. AR ინტერფეისებზე ზოგადი წვდომის უზრუნველსაყოფად, გამოყენებული API-დან ზოგიერთი Android-სა და iOS-ზე ხელმისაწვდომია. ARCore-ზე მეტი ინფომაციის მისაღებად შეისწავლეთ Google-ის დოკუმენტაცია.

ისეთმა ინსტრუმენტებმა, როგორიცაა Apple ARKit და Google ARCore, დამატებული რეალობა უფრო ხელმისაწვდომი გახადა, ხოლო ისეთი აპლიკაციების წარმატებამ, როგორიცაა Pokemon GO და IKEA Place, დეველოპერებს, ამ განსაკუთრებულ ტექნოლოგიაში ინვესტირების სტიმული მისცა. მობილურ მარკეტოლოგებს დამატებული რეალობის მოცემული ტექნოლოგიის აპლიკაციების ჩართულობის გაზრდის მიზნით გამოყენება შეუძლიათ. მობილური მარკეტინგის მიზნებისათვის ციფრული ელემენტები შეიძლება გახდეს მესიჯები და ობიექტები, რომელთანაც მომხმარებელი ურთიერთკავშირს შეძლებს. მაგალითად, პოლონურმა მოდების ბრენდმა Hector & Karger-მა დამატებული რეალობა ვირტუალური ლუქბუქის, რომელიც შემოდგომა-ზამთრის კატალოგს ახლდა, შესაქმნელად გამოიყენა.

დამატებული რეალობის 4 ტიპი

მანამ, სანამ AR-ზე რესურსებს დახარჯავთ, აუცილებელია დამატებული რეალობის სხვადასხვა ტიპის შესწავლა, რომელიც მობილური მარკეტოლოგებისათვის ხელმისაწვდომია. გთავაზობთ თითოეული ტიპის გაშლას და მათი უნიკაურობის მიზეზებს.

  1. ბაზარზე დაფუძნებული დამატებული რეალობა

ეს ხდება, როდესაც მოწყობილობის კამერა ვიზუალური მარკერების იდენტიფიკაციისათვის გამოიყენება, როგორიცაა შტრიხ-კოდი, რათა მოამარაგოს ეკრანის ობიექტისთვის განკუთვნილი ინფორმაციით. ამ ტიპის AR-თვის მნიშვნელოვანია, რომ მოწყობილობის კამერით მიღებული გამოსახულებას, მარკირებული მკაფიო წერტილები გააჩნდეს. მარკერების საფუძველზე დამატებული რეალობის მაგალითს Hector & Karger-ის ინტერაქტიული კატალოგი წარმოადგენს.

  1. დამატებული რეალობა მარკერების გარეშე

მონაცემთა წყაროების, როგორიცაა მოწყობილობის აქსელერომეტრი და GPS-მონიტორინგი, საშუალებით, დამატებული რეალობა მარკერების გარეშე ისეთი განზომილებების განსაზღვრისათვის გამოიყენება, როგორიცაა ადგილმდებარეობა და სიჩქარე. ეს მოწყობილობას საშუალებას აძლევს ასახოს ობიექტები იმგვარად, რომ ისინი კამერის გარშემო გარემოს შეესაბამებოდეს. AR მარკერების გარეშე განსაკუთრებით სასარგებლო იმ რუკებისთვის გახდა, რომლებიც მომხმარებლებს თავის რეგიონში ბიზნესის პოვნის, აგრეთვე სხვა მობილური აპლიკაციებისთვის, რომლებიც მომხმარებლებს მათ გეოლოკაციაზე წვდომის საშუალებას აძლევს.

  1. შეთავსებაზე დაფუძნებული AR

ეს ტიპი ობიექტების შეცნობა რეალური გამოსახულების გარეგნული მხარის ჩასანაცვლებლად ან შესაცვლელად გამოიყენება. ობიექტების შეცნობას ამ ტიპის დამატებული რეალობის წარმატებული მუშაობისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. IKEA Place-ის დახმარებით ვირტუალური სავარძელის სასტუმრო ოთხში განთავსება, შეთავსებაზე დაფუძნებული დამატებული რეალობის მაგალითია.

  1. პროგნოზირებაზე დაფუძნებული დამატებული რეალობა

ამ ტიპის AR რეალურ გარემოზე ხელოვნურ შუქს აპროექტებს. ის ხშირად მსხვილმასშტაბიანი ღონისძიებებისათვის გამოიყენება, ამიტომ მობილური მარკეტოლოგებისათვის ნაკლებად აქტუალურია. ვიდეო Microsoft Research-დან აჩვენებს, როგორ შეიძლება პროგნოზირებაზე ორიენტირებული დამატებული რეალობის გამოცდა, რომელიც სივრცითი დამატებული რეალობის სახელითაც არის ცნობილი.

მობილური მარკეტოლოგებისათვის დამატებული რეალობისგან მიღებული სარგებელი

დამატებული რეალობა, ტრადიციულ მარკეტინგულ მეთოდებთან შედარებით, რამდენიმე უპირატესობას გვთავაზობს. ქვემოთ დეტალურად აღწერილი, AR რეკლამის უპირატესობების შეძენით, თქვენ კონკურენტებზე უპირატესობას იღებთ და მიზნობრივ ბაზარზე დიდ შტაბეჭდილებას ახდენთ.

1.სამომხმარებლო გამოცდილების ოპტიმიზაცია

მობილური მარკეტინგის სტრატეგიაში დამატებული რეალობის გამოყენება გონივრული მეთოდია მისცეთ თქვენს მომხმარებლებს უნიკალური და ძალიან მიმზიდველი სამომხმარებლო გამოცდილება. ავიღოთ, მაგალითად IKEA Place, რომელიც მომხმარებელს დროის და ენერგიის ეკონომიის, აგრეთვე სახლში სასურველი პროდუქტის განთავსების ალბათობის საშუალებას აძლევს. მომხმარებელს სეუძლია წარმოიდგინოს როგორი იქნება ავეჯი მის სახლში. მობილურმა მარკეტოლოგებმა უნდა განიხილონ საშუალებები, რომლითაც AR მათ UX-ს გაამარტივებს. საკუთარი შენაძენების დაგეგმვის ოპტიმიზირებული საშუალების შეთავაზებით, IKEA Place შენაძენში მეტ თავდაჯერებულობას მატებს და ბრენდის მიმართ ლოიალობას ზრდის. შედეგად, შესაძლოა უკან დაბრუნებული პროდუქტების რაოდენობაც შემცირდეს.

2. ჩართულობის გაზრდა

მობილური მარკეტინგის სტრატეგიაში დამატებული რეალობის ჩართვით, თქვენ მომხმარებლების ჩართულობის გაზრდა შეგიძლიათ. დამატებული რეალობის მარკეტინგის ინტერაქტიული ბუნება მომხმარებელს დიდი მოცულობის ინფორმაციისკენ დაბრუნებას აიძულებს. AR მარკეტინგის საშუალებით, თქვენ ასევე შეგიძლიათ ურთიერთქმედების გააუმჯობესება – მომხმარებელს შესყიდვამდე გასინჯვის საშუალება ეძლევა. მაგალითად, პირადი ჰიგიენის პროდუქციის მწარმოებელმა კომპანიამ L’Oreal-მა შექმნა აპლიკაცია Style My Hair, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს დაინახოს, როგორი იქნება მისი თმა ბრედნის პროდუქტების გამოყენების შემდეგ.

L’Oreal-ის აპლიკაციამ ბრენდის პერსონალიზირებული დამატებული გამოცდილება 2,3 მლნ. მომხმარებელს შესთავაზა. ისინი აპლიკაციას სტილისტების და პოტენციური მომხმარებლების ჩასართავი პლატფორმის სახით იყენებენ.

3. შეკავების დონის გაზრდა

დამატებული რეალობის მარკეტინგის კიდევ ერთი უპირატესობა მომხმარებლის ხანგრძლივად შენარჩუნებაში მდგომარეობს. ეს ბრენდის ცნობადობის გავრცელებისათვის და მონეტიზაციის შესაძლებლობების ზრდისთვის სასარგებლოა. Sara Castellanos-ის სიტყვებით (Wall Street Journal), დამატებული რეალობა „მონაცემების ვიზუალიზაციისათვის განსაკუთრებით სასარგებლო ინსტრუმენტებს გვათავაზობს, ვინაიდან მათ შეუძლიათ ტვინის სივრცითი ნაწილის ჩართვა. სივრცითი ნაწილი ადამიანებს რთულ კონცეფციებში გარკვევასა დამოცულობითი ინფორმაციის პრომოციაში ეხმარება.“

4. გაყიდვების გასაზრდელად ჯეოტარგეთინგის გამოყენების შესაძლებლობა

მობილური მარკეტოლოგები ინსტრუმენტის სახით გეოლოკაციის სახით უკვე იყენებენ, AR ნაბიჯის წინ გადადგმაში დაეხმარება. მაგალითად, მობილური მარკეტოლოგები, რომლებიც დამატებული რეალობის მარკეტინგში ჯეოტარგეთინგს იყენებენ, მომხმარებლებს მაღაზიების მოძიებაში დაეხმარებიან და ამ გამოცდილებას უფრო მიმზიდველად ხდიან.

5. AR პერსონალიზაციის სესაძლებლობებს იძლევა

მართებული მონაცემებით დამატებული რეალობა მობილურ მარკეტოლოგებს პოტენციური მომხმარებლებისათვის პერსონალიზირებულ გამოცდილებას სთავაზობს. პერსონალიზაცია კამპანიის ეფექტურობაზე დიდ გავლენას ახდენს, ამასთან მომხმარებელთა 59% ამტიცებენ, რომ პერსონალიზაციის შედეგად რაღაცა შეიზინეს. გარდა ამისა, მობილური აპლიკაციების მხოლოდ 18% არის პერსონალიზირებული, ვინაიდან ეს კიდევ ერთი საშუალებაა წინ გაუსწრო კონკურენტებს.

6. ბრენდის ცნობადობა და მისადმი ლოიალობის ზრდა

დამატებული რეალობა თქვენს ბრენდზე ცნობადობის გავრცელების და მისდამი ლოიალობის შექმნის საუკეთესო საშუალებაა. ეს ხდება იმიტომ, რომ AR გამოცდილება სოციალურ ქსელებში გაზიარებას ესადაგება. მაგალითად, კომპანიამ Gucci დამატებული რეალობა საკუთარ აპლიკაციაში გამოიყენა – მომხმარებლებს სხვადასხვა სახეობის ფეხსაცმელის მორგების საშუალება მიეცა. დამატებული რეალობა B2B მარკეტინგისათვის ფასეული მეთოდი შეიძლება გახდეს. მაგალითად, AR-ის დახმარებით პროექტების დემონსტარცია. კომპანიებს შეთავაზებებში უკეთ გარკვევის შესაძლებლობა ეძლევათ. კონფერენციებსა და გამოფენებზე, სადაც თქვენი სტენდის მიმართ გამვლელების ყურადღების მიქცევა გსურთ, ეს საუკეთესო საშუალებაა.

იმის გათვალისწინებით, რომ დამატებული რეალობის აპლიკაციების ჩატვირთვიდან შემოსული თანხები 2022 წლისათვის 5,5 მლრდ. გადააჭარბებს. კონკურენტებზე უპირატესობის მოპოვების მიზნით, გონივრულია მოცემული მარკეტინგული მეთოდის თქვენ მიზნიბრივ აუდიტორიაზე ტესტირება (რაც შეიძლება სწრაფად).

 

ავტორი: ანა ვერჰოვენი
კონტენტის მარკეტინგის ექსპერტი