ცნობილი პოლიტიკოსი და მისი არქეტიპი

ვინ თუ რანი არიან ეს მისტიური არქეტიპები? არქეტიპი პირდაპირი მნიშვნელობით „საწყის ფორმას ნიშნავს“ ეს სიტყვა საბერძნეთიდან იღებს სათავეს, მაგრამ შვეიცარიელი ფსიქოანალიტიკოსის კარლ გუსტავ იუნგის მიხედვით, არქიტეპები ადამიანის ფსიქიკის უნივერსალური კონსტრუქციებია, რომელიც კაცობრიობის მიერ დაგროვილ გამოცდილებას ლამის გენეტიკაში მოათავსებს და ჩვენში აღმოაცენებს.

მრავალი განსხვავებული კულტურის სიმბოლოებისა და მითების შესწავლით იუნგმა დაადგინა, რომ პიროვნულობის 12 არქეტიპი არსებობს. არასწორი იქნება იმის თქმა, რომ თითოეული პიროვნება მხოლოდ ერთი არქეტიპისაგან შედგება. ადამიანი გაცილებით რთული არსებაა და, როგორც წესი, რამდენიმე არქეტიპს მოიცავს, მაგრამ მათ შორის არსებობს ერთი – დომინანტური არქე – ტიპი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს აზრებსა და გრძნობებს.

„ჩვენ არქიტეპებს განვიცდით, როგორც ენერგიას“.

 

 

ამ ყველაფრის უკეთ გასაგებად მოდი განვიხილოთ თითოეული მათგანი:

  • შემოქმედი

წააგავს კონსტანტინე არსაკიძეს, „ხეკორძულას წყალი აქვს შესმული“. აგებს, თუ მოკლავენ შეიძლება წმინდანადაც შეირაცხოს. ფარსმან სპარსი უმტრობს, მაგრამ მაინც სულით ურყევია. თუ თავს ორიგინალურად აღიქვამთ, ყოველდღიურ ცხოვრებას შემოქმედებითად უყურებთ და დასახულ მიზნებს ყოველთვის აღწევთ. თუ თქვენი მთვარი სურვილი ინოვაციურობაა, გეშინიათ მიუღწევლობის ან არადამაკმაყოფილებელი შედეგების. შემოქმედის სისუსტე საკუთარი თავის გაიდეალება და თავზე ზედმეტად ზრუნვაა. ხოლო ძლიერი მხარე არის სწორედ შემოქმედებითი წვა გალაქტიონისა და თუნდაც ტესლას მსგავსად.

პოლიტიკოსთა შორის ამგვარია დავით აღმაშენებელი! მისი მგზნებარე შემოქმედებითი პიროვნება ქმნიდა დაუღალავად საქართველოს, აშენებდა ციხე ქალაქებს, მისი გენია იბრძოდა როგორც სტრატეგი და მისი სული ქველობდა როგორც სამყაროს დიდი ფილოსოფოსი.

 

 

  • მკვლევარი

მაგელანი, კაპიტანი გრანტი, კაპიტანი ჰატერასი ანუ ადამიანი, რომელიც აფასებს თავისუფლებას და არ შეუძლია უმოქმედოდ ყოფნა მცირე დროის განმავლობაშიც კი. სურს ახალი თავგადასავლები და “იკვებება” გამოცდილებებით. მკვლევარის მთავარი სურვილია საკუთარი თავის აღმოჩენა მოგზაურობისა და თავგადასავლების საშუალებით, შიშში მოიაზრება ხაფანგში ყოფნა, თავისუფლების დაკარგვა, შინაგანი სიცარიელე, სისუსტედ მიაჩნია უაზროდ ხეტიალი ხოლო ძლიერი მხარეა დამოუკიდებლობა და საკუთარი თავის რწმენა.

მკვლევარი არქეტიპი ჰქონდა ჯორჯ ვაშინგტონს.

 

 

  • მზრუნველი

პერსონა, რომელსაც ყოველთვის სურს დაეხმაროს გარშემო მყოფებს: მეგობრებს, უცხო ადამიანებს, ზოგჯერ მტრებსაც კი. მისი გულუხვობა ყველას შთააგონებს და უზომო მადლიერებით ავსებს. მისი მთავარი სურვილია გარშემო მყოფების დახმარება და მათზე ზრუნვა, ეშინია ეგოიზმისა და უმადურობის, ხშირად მას სხვა ადამიანები ბოროტად იყენებენ პირადი მიზნებისთვის რაც მის სისუსტედ ითვლება ხოლო ძლიერი მხარეა ემპათია, სიმპათია, გულუხვობა.

მზრუნველი არქეტიპი გააჩნია თამარ მეფეს.

 

 

  • გმირი

მერაბ კოსტავა, გიორგი სააკაძე, რობინ ჰუდი, მაია წყნეთელი – ყველა შესაძლებლობას იყენებს საკუთარი გამბედაობის გამოსავლენად, რადგან ამ აქტით პიროვნულ ღირებულებას ამტკიცებს. მამაცობითა და გამბედაობით საკუთარი ღირსების დამტკიცება მის მთავარ სურვილად ითვლება, ეშინია იმის, რომ სუსტად აღიქვამენ, სისუსტეა ქედმაღლობა და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბება ხოლო ძლიერი მხარეა სიმამაცე და დისციპლინა.

 

 

  • უმანკო – უდანაშაულო

ბერი, განდეგილი, შეწირული , გულუბრყვილო, პოზიტიური და ოპტიმისტი ადამიანი, რომელიც ადვილად ექცევა შთაბეჭდილებების ქვეშ. მთავარი სურვილია შეიგრძნოს “სამოთხე”, მიაღწიოს ჭეშმარიტ ბედნიერებას, ეშინია წესების შეუსრულებლობის გამო დასჯის, სისუსტეა მისი გულუბრყვილობა და ძლიერ მხარეს წარმოადგენს ოპტიმიზმის შეუზღუდავი გრძნობა და დიდი რწმენა.

უმანკოსა და უდანაშაულოს არქეტიპი გააჩნია გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს.

 

 

  • ხუმარა

ხელოვნებაში ასეთი იყო ბატონი გივი ბერიკაშვილი მას ახლდა თან არქეტიპი, რომელიც ცხოვრობს მომენტში და სიამოვნებს ემოციების მაქსიმალურად განცდა. მას გადამდები სიცილი აქვს და ძალიან უყვარს ხუმრობა. მისი მთავარი სურვილია იცხოვროს მომენტებით და მიიღოს მაქსიმალური სიამოვნება, ეშინია მოსაწყენად არ აღიქვან, მისი სუსუსტეა ნაკლებად სერიოზულობა ძლიერი მხარეა მისი გადამდები პოზიტივი და ყურადღების ცენტრში ყოფნა. პოლიტიკაში ხუმარას არქეტიპი იშვიათია. მაგრამ ბოლო წლებში რას არ გაიგებ კაცი. ხუმრას არქეტიპით გამოირჩევა უკრაინის ეხლანდელი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

 

 

  • შეყვარებული

რომეო, ჯულიეტა, ახალგაზრდა ვერტერი, ან თქვენ თავად ანუ – ერთგული და თავდადებული ადამიანი, რომელიც სავსეა ემოციებითა და გრძნობებით. მთავარი სურვილია შეიყვაროს და უყვარდეს სხვებსაც, ეშინია მარტოობის, სისუსტეა ის, რომ ხშირად საკუთარ თავს კარგავს იმის მცდელობაში, რომ სხვას ასიამოვნოს, ძლიერი მხარე კი მის ერთგულებაში გამოიხატება.

ამგვარი პოლიტიკოსი იყო რიჩარდ ლომგული, რომელიც დაიღუპა სასურველი ქალბატონის ციხე-სიმაგრის იერიშის დროს, მისი ქმრის გამოსროლილი ისრით.

 

 

  • ჯადოქარი

ჰარი პოტერი, მისი სამყარო სავსეა ჯადოქრებით მაგრამ ამ სამყაროში მთავარია ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ სამყაროსთან იდუმალი კავშირი აქვს. დარწმუნებულია საკუთარ ოცნებებსა და შესაძლებლობებში. მთავარი მიზანია იცოდეს ყველაფერი სამყაროზე, ეშინია იმის, რომ წინასწარ ვერ განსაზღვრავს უარყოფითი მოვლენების შედეგებს, ხშირად ხდება მანიპულატორი, რაც მისი სისუსტეა, ძლიერ მხარედ კი ის მიაჩნია, რომ პოულობს გამარჯვების გზას.

ჯადოქარის არქეტიპი ქონდა ადოლფ ჰიტლერს.

 

 

  • ჩვეულებრივი რეგულარული ადამიანი

მართლა მიწიერი, ჯერა კაცობრიობის და ადვილად ამყარებს კავშირებს ყველა ტიპის ადამიანთან. სხვებთან მუდმივი კავშირი მისი მთავარი მიზანია, ეშინია მარტო დარჩენის, სისუსტედ მიაკუთვნებენ საკუთარი თავის დაკარგვა ხოლო ძლიერ მხარედ ემპათიას და სანდოობას მიიჩნევს.

ჩვეულებრივი ადამიანის არქეტიპის შეიმჩნეოდა ჯონ მეიჯორი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი.

 

 

  • მეამბოხე

ქართველებს ასეთები ბევრი გვყავს! თავისუფალი გონების ადამიანი, რომელსაც ვერავინ აკონტროლებს. ცხოვრებაში საკუთარი გემის კაპიტანია. მთავარი მიზანი რევოლუციაა, ეშინია უძლური ან არაეფექტური იყოს ძალისხმევის დროს, კრიმინალი და დანაშაულია მისი სისუსტე და თავისუფლების სიყვარული მის ერთ-ერთ ძლიერ მხარედ მიიჩნევა.

მეამბოხეს არქეტიპი გააჩნდა ბატონ ზვიად გამსახურდიას!

 

 

  • მმართველი

ლიდერობა მას უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს და ხშირად ეს კარგადაც გამოსდის. მთავარი სურვილია ჰქონდეს აბსოლუტური ძალაუფლება, ეშინია ქაოსისა და დამარცხების, სისუსტეა ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილება და ძლიერ მხარეს ლიდერობის უნარი და საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის გრძნობას მიიჩნევენ.

მმართველის არქეტიპით შემკობილი იყო იოსებ სტალინი.

 

 

  • ბრძენი

ცოდნისა და სიბრძნის მოყვარული. ყველაფერს, რაც მის ცხოვრებაში ხდება, გაკვეთილად აღიქვამს და ცდილობს თითოეული მოვლენის მნიშვნელობის დადგენას. მთავარი მიზანი ჭეშმარიტების აღმოჩენაა, სისუსტეა რომ მას ეშეინია თითქოს არასწორად გაუგებენ და უმეცრებაში დაადანაშაულებენ, ძლიერი მხარე კი ისაა რომ დიდ ცოდნას ფლობს და ინტელექტუალია, შეუძლია კარგი რჩევების გაცემა.

ბრძენის არქეტიპით ჰქონდა გიორგი ბრწყინვალეს, საქართველოს დიდ მეფეს!

 

 

ავტორები: ლიზა ბუაჩიძე, ლაშა რამიშვილი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამა