სტატიების განთავსება

მარკეტინგის სახლი მიიღებს თქვენს სტატიებს თქვენი და საერთაშორისო ცოდნის, ბიზნეს პრაქტიკის, მარკეტინგის, მენეჯმენტის, ლიდერობის, რისკის მენეჯმენტის, ფინანსების, ქოუჩინგის, ტურიზმის, ბრენდინგის, სამეცნიერო და პრაქტიკული საკითხების გასაშუქებლად.

განსაკუთრებით წახალისებულია ქალ-ბიზნესმენთა სტატიები და ასევე დამწყებ ბიზნესმენთა გამოცდილების მიმოხილვის შინაარსის მქონე სტატიები და ინტერვიუები.

გთხოვთ გამოგვიგზავნოთ მსგავსი სტატიები ჩვენს ელექტრო მეილზე და დაგვირეკოთ დამატებითი საკითხების შეთანხმებისათვის ჩვენს მობილურ სატელეფონო ნომერზე.

 


 

სტატიის გაფორმების წესები

  1. სტატიის ტექსტი იკრიფება რედაქტორში Microsoft Word 2007/2019;
  2. სტატიის ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 7 გვერდს A4 ფორმატით.
  3. სტატიის სათაურის მაქსიმალური სიგრძე – 5-6 სიტყვა;
  4. სტატიის ფონტი – Sylfaen;
  5. სტატიის ფონტის ზომა (სათაურების და ქვესათაურების ჩათვლით) – 12;
  6. სტატიის ტექსტის ფერი – შავი, სტატიის ფონის ფერი – თეთრი;
  7. სტატიაში სათაურებისა და ქვესათაურებისთვის შავის გარდა სხვა ფერის მინიჭება აკრძალულია;
  8. სტატიის სტრიქონებს შორის დაცილება – 1,5;
  9. სტატიის სიტყვებსა და წინადადებებს შორის მაქსიმალური დაცილება – 1 სფეისი;
  10. სტატიაში წერტილის, მძიმის და ორი წერტილის წინ სფეისი/ები არ გამოიყენება;
  11. სტატიაში აბზაცები გასწორებული უნდა იყოს მარცხნივ, პირველი სტრიქონის მარჯვნივ შეწევის გარეშე;
  12. სტატიის ტექსტის მინდვრები ყველა მხრიდან – 2 სმ;
  13. სტატიებში ფოტოებისა და იმიჯების მაქსიმალური რაოდენობა – 4-5 ცალი;
  14. სტატიებში ფოტოების ნებადართული ფორმატი – jpg. სხვა ფორმატის გამოსახულებები, მაგალითად .png, არ გამოქვეყნდება;
  15. სტატიაში გრაფიკების და ცხრილების ჩასმა ნებადართულია მხოლოდ ფოტოს/იმიჯის სახით jpg ფორმატში. ექსელიდან ან სხვა პროგრამებიდან იმპორტირებით ან პირდაპირ copy/paste-ით შემოტანილი ცხრილები და გრაფიკები არ გამოქვეყნდება;
  16. სტატიებში, ასევე წყაროებისა და გამოყენებულ ლიტერატურის ნაწილშიც, ბმულების მითითება ნებადართულია მხოლოდ ჰიპერლინკების გარეშე.