ბარამბო
ბრენდის ელემენტები და მათი არჩევის კრიტერიუმები
“ბარამბო” – არის პირველი მსგავსი მასშტაბების და ტექნოლოგიების საკონდიტრო კომპანია ამიერკავკასიის მასშტაბით. შპს “ბარამბო” 2009 წლის 11 მარტს ქართველი ბიზნესმენების მიერ დაარსდა. თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიების და უმაღლესი ხარისხის ბელგიური ნედლეულის გამოყენებამ, წარმოების მუდმივმა კონტროლმა საშუალება მისცა კომპანიას პროდუქციის ხარისხის მსოფლიო წამყვანი ქვეყნების სტანდარტებისთვის მიეღწია. კომპანია “ბარამბო” გამოირჩევა თავისი მრავალფეროვანი ასორტიმენტით: შოკოლადის ფილა, შოკოლადის ბატონი, სხვადასხვა შოკოლადის კანფეტი, ასორტი, კარამელის კანფეტი და სხვა. 2011 წლის მარტის თვიდან კომპანიამ დაიწყო ახალი პროდუქტის – ნაყინის წარმოება. ამ შემთხვევაში დანადგარები იტალიურია და სწორედ ამ ქვეყნიდან მოწვეულმა ტექნოლოგებმა გამართეს. 15 დასახელების ნაყინმა გამოჩენისთანავე მოიპოვა პოპულარობა. პროდუქციის ხარისხის კონტროლი ხდება წარმოების ყველა ეტაპზე: მკაცრად კონტროლდება ნედლეულის ხარისხი, მუდმივად ხდება წარმოების პროცესის კონტროლი, გამოშვებული პროდუქცია მოწმდება მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში, კომპანიის ზედამხედველობის ქვეშ არის სადისტრიბუციო ქსელი. ჩვენი პრიორიტეტია – მომხმარებელმა მიიღოს უმაღლესი ხარისხის და საუკეთესო გემოს ტკბილეული.
კომპანია “ბარამბოს” მიზანია დაიკავოს ლიდერის პოზიცია არა მატრო საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის საკონდიტრო ბაზარზე.
ბრენდის კვლევა:
ბარამბოს პროდუქტებს რათქმაუნდა აქვს განსაკუთრებული თვისებები და ხარისხი, რომლის ანალოგიც საქართველოში არ მოიძებნება. ბარამბოს ლიდერი პოზიცია უჭირავს საქართველოს ბაზარზე. საწარმოში 200-ზე მეტი დასახელების სხვადასხვა სახის პროდუქტი იწარმოება როგორც ტკბილეულის, ასევე ნაყინის მიმართულებით.აქედან გამომდინარე, ვფიქრობ რომ ბარამბო, ეს არის ქართული კომპანია, რომელიც თავის სფეროში პირველია, თავისი ინოვაციებით და სასიამოვნო პროდუქტებით, რომელიც მორგებულია მომხმარებლის სურვილებზე და მათ სიამოვნებაზე.კომპანიისთვის პირველხარისხოვანია პროდუქციის ხარისხი, რომლის კონტროლიც წარმოების ყველა ეტაპზე ხორციელდება.ბარამბოს პროდუქციაში გამოიყენება მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ბელგიური ნედლეული, რომელსაც მსოფლიო ლიდერი კომპანია “Barry Callebaut” აწვდის.ფასს რაც შეეხება, ყველასთვის ხელმისაწვდომია კონკურენტ ფირმების მსგავსად.
ბრენდის 7 პ
PRODUCT
დახვეწილი დიზაინი და შეფუთვა,ხარისხი,ნაირსახეობა
PLACE
ბარამბოს ქარხანა
PROMOTION
ბარამბოს ძირითადი ტაქტიკა რეკლამირებაა სოციალური ქსელების საშუალებით, რომელმაც დიდი პოპულარობა მოუტანა. ასევე პროდუქტის პოპულარიზაციისთვის, კომპანია ხშირად მიმართავს მოკლევადიან შეთავაზებებს და ფასდაკლებებს.
მათ კარგად აქვთ ათვისებული FACEBOOK და INSTAGRAM და ასევე ფლობს საიტს, სადაც იწერება ინფორმაცია კომპანიაზე და პროდუქტზე.
PRICE
ყველასთვის ხელმისაწვდომია კონკურენტ ფირმების მსგავსად.
PEOPLE
თანამშრომლები არიან ძირითადად ახალგაზრდები
PROCESS
პროდუქციის წარმოება ძალიან მაღალი ტექნოლოგიებითა და მანქანა-დანადგარებით ხორციელდება, ნედლეული კი ბელგიიდან ჩამოაქვთ. “ბარამბოს” მწარმოებლები ბელგიაში ცნობილი ბრენდის, “ბარიკალ ებაუტის” ნედლეულს ყიდულობენ, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა შოკოლადის ნედლეულის მწარმოებლებს შორის. “ბარამბოს” ტექნოლოგების განმარტებით, ეს ნედლეული ქართველი მომხმარებლის გემოვნებაზეა მორგებული და სწორედ ამიტომაც მიიღო მომხმარებელმა “ბარამბოს” პროდუქცია.
PHYSICAL EVIDENCE
ბარამბოს დიზაინი ძალიან იოლად აღსაქმელი და დასამახსოვრებელია.ლოგოს შექმნისას სიმარტივე ყოველთვის კარგი არჩევანია. იქიდან გამომდინარე, რომ თავიდან კომპანია დამწყები იყო ბაზარზე, სწორი არჩევანი გაკეთდა და კომპანიის სახელი გამოყენებული იქნა ლოგო დიზაინის შექმნისას. ამ ხერხით უფრო მარტივად დაამახსოვრდა მომხმარებელს კომპანიაც და სახელიც. არჩევანი დახვეწილ, ვინტაჟური სტილის ფონტზე გაკეთდა, რადგან ამით შესაბამისი ასოციაცია გაჩნდეს მომხმარებელში.
ბრენდის სამომხმარებლო სეგმენტი
ბრენდი მორგებულია ყველა სეგმენტზე, ის არ არის გათვალისწინებული კონკრეტულ ასაკზე ან ფინანსურ მდგომარეობაზე. ვფიქრობ ფასი ხელმისაწვდომია ყველასთვის, რაც უფრო მეტ მომხმარებელს იზიდავს.
კომპანია “ბარამბო”-ს პროდუქცია გამოირჩევა ფართო ასორტიმენტით, რომელიც გათვლილია როგორც პრემიუმ, ასევე საშუალო სეგმენტზე.
ბრენდის წილი ბაზარზე
ვფიქრობ, ბრენდმა ძალიან იოლად და კარგად აითვისა ბაზარი, რაც ვერცერთმა ქართულმა კომპანიამ ვერ შეძლო.
ბრენდის მარკეტინგი
ბრენდი მარკეტინგის წყაროდ უმეტესად სოციალურ ქსელს იყენებს, რამაც მოკლე დროში დიდი პოპულარობა მოუტანა.
ფარიდა იბრაგიმოვი
IBSU, მარკეტინგი