დიადი ბერნი სანდერსი და მისი პოლიტ მარკეტინგი 2020-ში
Bernie Sanders-ს ლოგო საერთოდ არ სჭირდება. ის უკვე გამოცდილი პოლიტიკოსია. ცნობილი ბრენდის შექმნაში წლებია სახსრებს ხარჯავდა – ასევე წინა საპრეზიდენტო არჩევნებში იგი ჩემპიონებში იყო. მიუხედავად სხვა სახის პრობლემებისა, და იმ განწყობისა რომ სანდერსს ზოგი სოციალისტს უწოდებს, მისი ლოგო კარგად მუშაობს 2020-შიც.
ბერნი შესანიშნავი რეპუტაციით სარგებლობს. მისი მყარი რწმენა და მგზნებარე მეტყველება ზოგიერთზე ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს ის გაბრაზებულია. ამის გათვალისწინებით, Bernie-ის ლოგო ძალიან ჭკვიანური არჩევანია.
რაც არ უნდა იფიქროთ – Bernie უბრალოდ პოლიტიკური მოღვაწეა, რომელიც მაინცდამაინც პატრიოტიზმით არ გამოირჩევა – მაგრამ მის ლოგო ვარსკვლავისა და ზოლებისაგან შედგება. მრუდი ზოლები – და Bernie-ის “i”-ს თავზე ვარსკვლავის გამოყენების ახალგაზრდული გამოძახილი სანდერსის ბრენდს სილაღეს აძლევს და იგი ასევე, მეგობრულიცაა.
ბრენდი Bernie ნიშნავს, რომ ის ხალხისათვის ხელმისაწვდომია, ის ხალხისთვისაა გაჩენილი. რა თქმა უნდა სანდერსი შორსაა ცნობილ ფრანგ რევოლუციონერების დანტონისა და ჟან პოლ მარატის ნამდვილ „ხალხოსნობისაგან“. მაგრამ მისი მძლავრი ლოზუნგი შემდეგია: „არა მხოლოდ მე. ჩვენ.“ მისი ლოგი შეხსენებაა, რომ ის უმაღლესი ხარისხის, ღირსეული პატრიოტია რომელიც ამბობს არა მხოლოდ მე… ანუ მე ტრამპს არ ვგავარო იგი გვაუწყებს რადგანაც ტრამპის ეგოიზმი ცნობილია, ის ამბობს „ჩვენ“. და ამ მისტიური „ჩვენ“-ის გამოყენებით ეს კაცი უდაბნოდან მოვლენილ მოციქულსაც წააგავს. ნუთუ ებრაელია? ეს კითხვა ჯერ გახსნილია ჩემო კარგო მკითხველებო.
Bernie-ის ვებ-გვერდი ასევე მიმზიდველია. სანდერსის ამომრჩევლებთან ურთიერთობაზე გადაღებული კლიპები მას საუკეთესო კუთხით გვაჩვენებს და ეს აძლიერებს მესიჯს იმის შესახებ, რომ იგი „ჩვენ“-თან ერთად იბრძვის.
დასასრულს, უყურადღებობაში ჩამეთვლებოდა, რომ არ მეხსენებინა მის ვებ-გვერდზე ჩიტის გასაოცარი ფიგურა. პატარა ლურჯი ჩიტი Bernie-ის ბრენდის ჭაღარა თმის ბულულებს ატარებს. საოცარი სინაზეა.
Bernie Sanders-ის ბრენდინგი მის ენთუზიაზმთან შეხამებულია; ის ტოვებს ბაბუის შთაბეჭდილებას, რომელიც თქვენი გულისთვის ყველაფერს გააკეთებს.
ავტორები: კახაბერ ჯაყელი, ტრეისი ჯონსი
გამოყენებულია კეითრინ ლუდინისა და სხვათა შრომები 2020 წლის აშშ-ს არჩევნების შესახებ